პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ორშაბათს კიევში ონლაინ სწავლა განახლდება" - ვიტალი კლიჩკო
"ორშაბათს კიევში ონლაინ სწავლა განახლდება" - ვიტალი კლიჩკო

კი­ე­ვის მერ­მა ვი­ტა­ლი კლი­ჩკომ გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლა­ქის სკო­ლებ­ში ხვა­ლი­დან ონ­ლა­ინ სწავ­ლა გა­ნახ­ლდე­ბა.

"28 მარტს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი გა­ნახ­ლდე­ბა დე­და­ქა­ლაქ­ში ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში. ეს იქ­ნე­ბა უფრო ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი არ­სე­ბულ პი­რო­ბებ­თან. გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პლატ­ფორ­მე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა კლი­ჩკომ „ტე­ლეგ­რა­მის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე.

კი­ე­ვის მერ­მა დას­ძი­ნა, რომ დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნაა ქა­ლაქ­მა იცხოვ­როს და იმუ­შა­ოს თუნ­დაც ასე­თი მკაც­რი სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის პი­რო­ბებ­ში.

"რუ­სე­ბი ცდი­ლო­ბენ ჩვენს და­ში­ნე­ბას. ეს არ იმუ­შა­ვებს! ჩვენ არ დავ­ნებ­დე­ბით!"- აღ­ნიშ­ნა მან.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dima
4

მასე განვაახლეთ ჩვენც სწავლა, სოხუმში....(((

ლელა
2

ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ!

ავტორი:

"ორშაბათს კიევში ონლაინ სწავლა განახლდება" - ვიტალი კლიჩკო

"ორშაბათს კიევში ონლაინ სწავლა განახლდება" - ვიტალი კლიჩკო

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქის სკოლებში ხვალიდან ონლაინ სწავლა განახლდება.

"28 მარტს სასწავლო პროცესი განახლდება დედაქალაქში ონლაინ ფორმატში. ეს იქნება უფრო ადაპტირებული არსებულ პირობებთან. გამოყენებულ იქნება სხვადასხვა საგანმანათლებლო პლატფორმები სტუდენტებისთვის“, - აღნიშნა კლიჩკომ „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე.

კიევის მერმა დასძინა, რომ დღეს მნიშვნელოვანი ამოცანაა ქალაქმა იცხოვროს და იმუშაოს თუნდაც ასეთი მკაცრი საომარი მდგომარეობის პირობებში.

"რუსები ცდილობენ ჩვენს დაშინებას. ეს არ იმუშავებს! ჩვენ არ დავნებდებით!"- აღნიშნა მან.