ლეონიდ აგუტინმა სოციალური ქსელის საშუალებით უკრაინაში ომის დაწყება არაერთხელ გააპროტესტა, მაგრამ მას საჯაროდ არასოდეს უხსენებია რუსეთი და პუტინი.
მიუხედავად ამისა, ის მეუღლე ანჟელინა ვარუმთან ერთად უკვე მოხვდა აკრძალულ მომღერალთა სიაში. მათ მიმდინარე კონცერტები გაუუქმეს. გუშინ მოსკოვის სავაჭრო და საგამოფენო ცენტრში გამოსვლისას აგუტინმა პუბლიკის წინ მოულოდნელი, სკანდალური განცხადება გააკეთა.
აგუტინმა თქვა, რომ მას სურდა მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის დასრულება. მომღერლის თქმით, რუსეთის მოქალაქეებს მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ შეეძლებათ ადეკვატურად შეხედონ დღეს განვითარებულ მოვლენებს.
მომღერალმა ასევე დასძინა, რომ დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს.
"ის, რაც ახლა ხდება, ამას მხოლოდ გარკვეული დროის მერე შევაფასებთ ადეკვატურად და მანამდე ისღა დაგვრჩენია, ამ ყველაფრის მალე დამთავრების იმედი ვიქონიოთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა გადარჩეს და ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ის რაც ვიცით..." - განაცხადა ლეონიდ აგუტინმა.
ვიდეოში ისმის, რომ არტისტის გამოსვლის შემდეგ მსმენელმა მას ხმამაღალი ტაში დაუკრა.
ნახეთ ვიდეო:
შეგახსენებთ ვისაც არაფერი ახსოვს, რომ აგუწინი და ანჟელიკა ყოველ წელს აფხაზებს უმღერიან სოხუმში. ამიტომ მათი გმირობით მაინცდამაინც ტანში ნუ გაგცრით.
ეს კაცი ამ სიტყვებით გმირობას ჩადიოდა,ისე არ უთქვამს როგორც სათაურშია. კაცმა "საომარი მოქმედება" ახსენა,რაც რუსეთის კანონით დასჯადია!