სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სერგეი შოიგუს ინფარქტი დაემართა" - რა ინფორმაციას ავრცელებს გერაშჩენკო და როგორ ეხმაურება ზელენსკი რუსეთის თავდაცვის მინისტრის გაუჩინარებას?
"სერგეი შოიგუს ინფარქტი დაემართა" - რა ინფორმაციას ავრცელებს გერაშჩენკო და როგორ ეხმაურება ზელენსკი რუსეთის თავდაცვის მინისტრის გაუჩინარებას?

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, სერ­გეი შო­ი­გუს სა­ჯა­რო სივ­რცე­ში არ­გა­მო­ჩე­ნის მი­ზე­ზი გუ­ლის შე­ტე­ვა გახ­და, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი, ან­ტონ გე­რაშ­ჩენ­კო "ტე­ლეგ­რა­მის" არხზე წერს.

"შო­ი­გუს ინ­ფარ­ქტი აქვს, ამი­ტომ ის არ გა­მო­ჩე­ნი­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მარ­ტის შუა რი­ცხვე­ბი­დან" - წერს გე­რაშ­ჩენ­კო.

მისი თქმით, შო­ი­გუს გუ­ლის შე­ტე­ვა უკ­რა­ი­ნა­ში წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი შეჭ­რის გამო ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის­გან მკაც­რი საყ­ვე­დუ­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ და­ე­მარ­თა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს ბირ­დენ­კოს სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში გა­დის.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, სერ­გეი შო­ი­გუს სა­ვა­რა­უ­დო გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში ძლი­ე­რი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნეს, რის შე­დე­გა­დაც რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­კარ­გე­ბი გა­ნი­ცა­დეს.

"ამ­ბო­ბენ, რომ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი სა­დღაც გა­უ­ჩი­ნარ­და. მა­ინ­ტე­რე­სებს, პი­რა­დად თუ სურ­და ჩერ­ნო­ბა­ევ­კა­ში ჩას­ვლა?"- აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ.

ცნო­ბი­სათ­ვის, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, სერ­გეი შო­ი­გუ 11 მარ­ტის შემ­დეგ სა­ჯა­როდ არ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დუდულა
2

ბატონმა მიქელამ დაურეკა?

გიორგი
27

გთხოვთ მოეშვათ ჭორიკნების სისულელეების ბეჭვდას! ☹️შოიგუ დღეს დილიდან კრებას ატარებდა, გენერალური შტაბის უფროსთან ერთად! აჩვენებენ ტელევიზიით ყოველ 1 საათში. გამოდის სიტყვით და საკმაოდ მკაცრად საუბრობს! გამოიყურება შეუდარებლად უფრო ჯანმრთელად , ვიდრე თვით მიშა სააკიანი, თვით "უკვდავი მეომარი" ოქრუაშვილი, და თანამედროვე მაკედონელი, ვინმე "გენერალი", გვარად გოგავა, ანდა თანამედროვე გიორგი სააკაძე, იგივე გიგი კალანდაძე! გთხოვთ ჭორების წერას თავი დაანებოთ, რადგან ამას არაფერი არ მოაქვს სახეირო, გარდა მდაბიო ილუზიებში არსებობისა... 🤷🏻‍♂️

ავტორი:

"სერგეი შოიგუს ინფარქტი დაემართა" - რა ინფორმაციას ავრცელებს გერაშჩენკო და როგორ ეხმაურება ზელენსკი რუსეთის თავდაცვის მინისტრის გაუჩინარებას?

"სერგეი შოიგუს ინფარქტი დაემართა" - რა ინფორმაციას ავრცელებს გერაშჩენკო და როგორ ეხმაურება ზელენსკი რუსეთის თავდაცვის მინისტრის გაუჩინარებას?

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს საჯარო სივრცეში არგამოჩენის მიზეზი გულის შეტევა გახდა, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო "ტელეგრამის" არხზე წერს.

"შოიგუს ინფარქტი აქვს, ამიტომ ის არ გამოჩენილა საზოგადოებაში მარტის შუა რიცხვებიდან" - წერს გერაშჩენკო.

მისი თქმით, შოიგუს გულის შეტევა უკრაინაში წარუმატებელი შეჭრის გამო ვლადიმერ პუტინისგან მკაცრი საყვედურის მიღების შემდეგ დაემართა და რეაბილიტაციის კურსს ბირდენკოს სამხედრო ჰოსპიტალში გადის.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს სავარაუდო გაუჩინარებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგეს მიმდინარე კვირაში ძლიერი დარტყმა მიაყენეს, რის შედეგადაც რუსულმა ძალებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს.

"ამბობენ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სადღაც გაუჩინარდა. მაინტერესებს, პირადად თუ სურდა ჩერნობაევკაში ჩასვლა?"- აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ცნობისათვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ 11 მარტის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა.