პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ყველა ერთ ნავში ვსხედვართ“ - ფოტოხელოვან მარინა კარპის იდეა, რომელმაც ქართველი არტისტები უკრაინის მხარდასაჭერად გააერთიანა
"ჩვენ ყველა ერთ ნავში ვსხედვართ“ - ფოტოხელოვან მარინა კარპის იდეა, რომელმაც ქართველი არტისტები უკრაინის მხარდასაჭერად გააერთიანა

24 მარტს უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის და­წყე­ბი­დან ერთი თვე გა­ვი­და. ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბი უკ­რა­ი­ნის­თვის მხარ­და­სა­ჭე­რად გა­ერ­თი­ან­დნენ. იდეა ფო­ტო­ხე­ლო­ვან მა­რი­ნა კარ­პის ეკუთ­ვნის.

#voisefromgeorgia აქ­ცი­ა­ში უკ­რა­ი­ნე­ლი ფო­ტოგ­რა­ფე­ბიც არი­ან ჩარ­თუ­ლი, რომ­ლის მი­ზა­ნია, ამ მძი­მე დღე­ებ­ში უკ­რა­ი­ნე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­დან ხმა მი­აწ­ვდი­ნონ, მხარ­და­ჭე­რა და თა­ნად­გო­მა გა­მო­უ­ცხა­დონ. ამის­თვის გა­კეთ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი ჰეშ­ტე­გი - #we_are_in_the_same_boat– "ჩვენ ყვე­ლა ერთ ნავ­ში ვსხედ­ვართ“.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ფო­ტო­ებს თან ერ­თვის მათი სათ­ქმე­ლი, პო­ზი­ცია, აზრი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ოკუ­პა­ცი­ას­თან და რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორც მა­რი­ნა კარ­პი ამ­ბობს, საკ­მა­რი­სია, ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლი ტე­ლე­ფო­ნით "ინ­სტაგ­რამ­ზე“ შე­ვი­დეს, ხელი და­ა­ჭი­როს შე­სა­ბა­მის ღი­ლაკს და ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა­სა და სო­ლი­და­რო­ბას იხი­ლავს. "ინ­სტაგ­რა­მი“ - ეს პლატ­ფორ­მა შე­ირ­ჩა იმი­ტომ, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, რო­გორც პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად, ამ პლატ­ფორ­მას იყე­ნე­ბენ.

ფო­ტო­ე­ბი შავ-თეთ­რია, რად­გან დღეს­დღე­ო­ბით ასე­თია სი­ტუ­ა­ცია და სა­ნამ ეს ყვე­ლა­ფე­რი უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბით არ დას­რულ­დე­ბა, ასე იქ­ნე­ბა. რე­ა­ლუ­რა­დაც ხომ ყვე­ლა­ფე­რი ომ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ასეა - ერ­თმა­ნეთს ნა­თე­ლი და ბნე­ლი ებ­რძვის. ასე რომ, 26 და 27 მარტს ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა გა­და­ი­ღოს სიმ­ბო­ლუ­რი ფო­ტო­პორ­ტრე­ტი უკ­რა­ი­ნე­ლი ფო­ტოგ­რა­ფე­ბი Marina Karpiy | Photographer] და Evgeny Efanov Photography] -სგან, გა­ი­ღოს შე­მო­წი­რუ­ლო­ბა და გა­ა­ზი­ა­როს თა­ვი­სი მხარ­და­ჭე­რა ინ­სტაგ­რამ­ზე ჰეშ­თე­გით #we_are_in_the_same_boat

ამას­თან, მა­რი­ნა კარ­პის მე­უღ­ლე, მუ­სი­კო­სი გიგი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლიც ჩარ­თუ­ლია ამ საქ­მე­ში. მან უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად 2 კონ­ცერ­ტი უკვე გა­მარ­თა.

ფო­ტო­ზე: მა­რი­ნა კარ­პი

გთა­ვა­ზობთ აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პო­ე­ზი­ას და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რი­თაც ისი­ნი უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დე­ბენ.

ნინო ქა­თა­მა­ძე, მუ­სი­კო­სი: "ეს 1 თვე ყვე­ლა­ზე გრძე­ლი დღე­ე­ბია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, სამ­წუ­ხა­როდ ძა­ლი­ან დიდი მსხვერ­პლის ხარ­ჯზე მსოფ­ლი­ოს უწევს თა­ვი­დან გა­მოღ­ვი­ძე­ბა. მე მინ­და, ვი­ცხოვ­რო უკ­რა­ი­ნის­თვის და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის­ნა­ი­რად“.

რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი: "ეს იყო ურ­თუ­ლე­სი ერთი თვე, უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი ყვე­ლა­ფერს შეძ­ლებს, ეს არის მა­მა­ცი, ძლი­ე­რი და გმი­რი ერი! ეს ერი მა­გა­ლი­თია მთე­ლი სამ­ყა­როს­თვის და მე მჯე­რა, რომ გა­ი­მარ­ჯვე­ბენ, დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას!“

ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი: "ჩვენ ყვე­ლა ბავ­შვო­ბი­დან მოვ­დი­ვართ და ჩვენ ყვე­ლას მშობ­ლე­ბი გვი­კი­თხავ­დნენ ზღაპ­რებს, სა­დაც და­სას­რულ­ში ყო­ველ­თვის სი­კე­თე იმარ­ჯვებს ბო­რო­ტე­ბა­ზე და სი­ნათ­ლე სიბ­ნე­ლე­ზე. დღეს ის, რაც შორს გვეჩ­ვე­ნე­ბო­და, ძა­ლი­ან ახ­ლოს არის, ყვე­ლა­ნი ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ სი­კე­თის გა­მარ­ჯვე­ბა უნდა იყოს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის რე­ა­ლუ­რი ზღა­პა­რი, რო­მელ­საც შთა­მო­მავ­ლო­ბას მო­ვუყ­ვე­ბით, იმ შვი­ლებს და შვი­ლიშ­ვი­ლებს, ვის­თვი­საც თქვენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი იბ­რძვით. ისე არა­ფე­რი არ მდო­მე­ბია დე­და­მი­წა­ზე, რო­გორც თქვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა, და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა ღირ­სე­უ­ლი და სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნი მთელს პლა­ნე­ტა­ზე, მათ შო­რის, ჩემს სამ­შობ­ლო­ში, არის თქვე­ნი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი“.

ნი­კო­ლოზ წუ­ლუ­კი­ძე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი: "ჩვენ მათ გვერ­დით ვართ! გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის­თვის, ახლა მოქ­მე­დე­ბის დროა“...

ირაკ­ლი მქა­ცა­რია, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი: "უკ­რა­ი­ნა ჩემი მე­ო­რე სახ­ლია და უკ­რა­ი­ნე­ლი ერი ჩემი ერია, ერთი თვის თავ­ზე რაც ხდე­ბა - ეს არის გე­ნო­ცი­დი, უდი­დე­სი ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ხდა­რა. ჩემი აზ­რით, უკ­რა­ი­ნამ უკვე აჩ­ვე­ნა ის უპ­რე­ცე­დენ­ტო ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა, ერ­თი­ა­ნო­ბა და სი­მა­მა­ცის მა­გა­ლი­თი მთელ სამ­ყა­რო­ში, თუ რო­გო­რი უნდა იყოს ნა­ცია. დღეს ვთვლი, რომ ყვე­ლა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სტა­ტუსს, ია­მა­ყებ­და რომ ყო­ფი­ლი­ყო უკ­რა­ი­ნე­ლი. მეც, სა­ქარ­თვე­ლოც და მთე­ლი სამ­ყა­რო ვლო­ცუ­ლობთ იმის­თვის, რომ უკ­რა­ი­ნამ რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გა­ი­მარ­ჯვოს ამ ბო­რო­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და დღეს, ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე მე მაქვს ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლი - და ეს სურ­ვი­ლი არის მშვი­დო­ბის სურ­ვი­ლი. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ის­ტო­რი­ის ეს სის­ხლი­ა­ნი ფურ­ცე­ლი ძა­ლი­ან მალე გა­და­იშ­ლე­ბა და უკ­რა­ი­ნის თავ­ზე კვლავ გა­ა­ნა­თებს მზე, დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას, დი­დე­ბა გმი­რებს!“

კოკო რო­ი­ნიშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი: "თქვენ მთე­ლი სამ­ყა­როს­თვის იბ­რძვით და მო­ი­გებთ ამ ომს, ჩვენ თქვენს გვერ­დში ვართ“.

ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძე, მომ­ღე­რა­ლი: "თქვენ ჩვენ­თვი­საც იბ­რძვით, ყვე­ლა უკ­რა­ი­ნელ­მა მინ­და, იცო­დეს ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თქვენს მი­მართ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი თქვენს გვერ­დით არის“.

მა­რი­ამ სა­ნო­გო, მო­დე­ლი: "ქარ­თვე­ლე­ბი ყო­ველ­თვის იდ­გე­ბი­ან უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის გვერ­დით. ჩვენ გვაქვს გა­მოვ­ლი­ლი ომი და ის ტკი­ვი­ლი, რაც უკ­რა­ი­ნამ მი­ი­ღო, ჩვენ კარ­გად ვი­ცით, რას ნიშ­ნავს, როცა გარ­თმე­ვენ ტე­რი­ტო­რი­ებს... და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში მე თქვენს გვერ­დში ვარ.“

აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი: "არ მაქვს სი­ტყვე­ბი, ეს ტკი­ვი­ლი არა­სო­დეს გა­უ­ფა­სურ­დე­ბა, ჩემ­თვის ეს არ არის ერთი ქვეყ­ნის ბრძო­ლა და ომი. ეს არის სრუ­ლი­ად მსოფ­ლი­ოს ომი, უკ­რა­ი­ნის შემ­დეგ პირ­ველ რიგ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ომია. მშვი­დო­ბა და წარ­მა­ტე­ბა ყვე­ლას. დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას“.

ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი: "ვკარ­გავთ ბავ­შვებს, ვკარ­გავთ უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნებს. მე მჯე­რა თქვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის, თქვენ­თან ვარ, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბო!“

ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი: "ერთი თვეა, ომია და ყო­ველ დღე მხო­ლოდ თქვენ­ზე ვფიქ­რობთ, ჩვენ გვჯე­რა, რომ უკ­რა­ი­ნა მო­ი­გებს ამ ომს, ასე­თი ერ­თო­ბა სა­მა­გა­ლი­თოა“.

სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი, მუ­სი­კო­სი: "უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ძა­ლი­ან გან­ვიც­დით, ჩვენ თქვენს გვერ­დში ვართ, თქვენ ხართ გმი­რი ერი, ჩვენ სა­ერ­თო მტე­რი გვყავს რუ­სე­თის სა­ხით, თქვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბაა.

გიგი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი, მუ­სი­კო­სი: "უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა დაგ­ვა­ნა­ხეს, რომ მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ერია, თა­ვი­სი ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლით ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლით, ერ­თმა­ნე­თის გვერ­დში დგო­მით, მარ­ტო ჩვენ კი არა მთელს მსოფ­ლი­ოს ევ­რო­პას მის­ცეს მა­გა­ლი­თი, რო­გო­რი უნდა იყოს ნამ­დვი­ლი მო­ქა­ლა­ქე, მამა, დედა, ბავ­შვი. ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რა მუ­შა­ობს ერ­თად, ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე უკ­რა­ი­ნის ჯა­რის­კა­ცია. ჩვენ ვდგა­ვართ უკ­რა­ი­ნის გვერ­დში. უკ­რა­ი­ნა აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს.“

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

სსრკ მოტივებია ერთნაირი , მოსკოვშიც , კიევშიც და აქ-ეს კომპარტიის უძლიერესი პროპაგანდის ინსტრუმენტია წითელი ინტელიგენცია, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მისსავე წიაღში შობილი ჟურნალისტური კორპუსია-იდეოლოგიის ფრონტის მებრძოლები, ისინი ავარდისფერებდნენ საბჭოთა ბანაკურ სოციალზმს და ცისფერ ოცნებას-კომუნიზმს ! ზოგადად საბჭოთა რეალობა რამოდენიმე ათეული თავზეხელაღებული ავანტურისტის მეოხებით დამკვიდრდა , ერთმა მუჭა ლენინელმა დასცა ძირს ურყევი იმპერიის ტახტი, ვარდისფერია მიშაც, იცით არა , ჰოოდა ეს გოგო ბიჭები ტინგიც მინგიც ზერელე და ფუქსავატი , სინამდვილეში უდიდეს საქმეს აკეთენ , რომელსაც უსერიოზულესი ხალხი ხელმძღვანელობს-მათ პოლიტიკა მიყავთ , კამპანიურია საბჭოთა ისტორია, ინდუსტრიუალიზაცია, სოცდისციპლინა, გლასნოსტი და მელიორაცია , ეს სულ კამპანიებია, ედუარდს ქონდა მაამებლობის და მოჩვენებითობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია და უდიდესი მაამემობლობითა და მოჩვენებითობით დაამარცხა !

აუ,
0

რაღა უჭირს უკრაინას, ნამდვილად გადარჩება...

ავტორი:

"ჩვენ ყველა ერთ ნავში ვსხედვართ“ - ფოტოხელოვან მარინა კარპის იდეა, რომელმაც ქართველი არტისტები უკრაინის მხარდასაჭერად გააერთიანა

"ჩვენ ყველა ერთ ნავში ვსხედვართ“ - ფოტოხელოვან მარინა კარპის იდეა, რომელმაც ქართველი არტისტები უკრაინის მხარდასაჭერად გააერთიანა

24 მარტს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან ერთი თვე გავიდა. ქართველი არტისტები უკრაინისთვის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. იდეა ფოტოხელოვან მარინა კარპის ეკუთვნის.

#voisefromgeorgia აქციაში უკრაინელი ფოტოგრაფებიც არიან ჩართული, რომლის მიზანია, ამ მძიმე დღეებში უკრაინელებს საქართველოდან ხმა მიაწვდინონ, მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადონ. ამისთვის გაკეთდა სპეციალური ჰეშტეგი - #we_are_in_the_same_boat – "ჩვენ ყველა ერთ ნავში ვსხედვართ“.

აქციის მონაწილეების ფოტოებს თან ერთვის მათი სათქმელი, პოზიცია, აზრი და დამოკიდებულება ოკუპაციასთან და რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით. როგორც მარინა კარპი ამბობს, საკმარისია, ნებისმიერი მსურველი ტელეფონით "ინსტაგრამზე“ შევიდეს, ხელი დააჭიროს შესაბამის ღილაკს და ქართველი არტისტების მხარდაჭერასა და სოლიდარობას იხილავს. "ინსტაგრამი“ - ეს პლატფორმა შეირჩა იმიტომ, რომ უკრაინელები, როგორც პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, კვლევების მიხედვით, ინფორმაციის მისაღებად, ამ პლატფორმას იყენებენ.

ფოტოები შავ-თეთრია, რადგან დღესდღეობით ასეთია სიტუაცია და სანამ ეს ყველაფერი უკრაინის გამარჯვებით არ დასრულდება, ასე იქნება. რეალურადაც ხომ ყველაფერი ომთან მიმართებაში ასეა - ერთმანეთს ნათელი და ბნელი ებრძვის. ასე რომ, 26 და 27 მარტს ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება გადაიღოს სიმბოლური ფოტოპორტრეტი უკრაინელი ფოტოგრაფები Marina Karpiy | Photographer] და Evgeny Efanov Photography] -სგან, გაიღოს შემოწირულობა და გააზიაროს თავისი მხარდაჭერა ინსტაგრამზე ჰეშთეგით #we_are_in_the_same_boat

ამასთან, მარინა კარპის მეუღლე, მუსიკოსი გიგი დედალამაზიშვილიც ჩართულია ამ საქმეში. მან უკრაინელების მხარდასაჭერად 2 კონცერტი უკვე გამართა.

ფოტოზე: მარინა კარპი

გთავაზობთ აქციაში მონაწილე ცნობილი ადამიანების პოეზიას და დამოკიდებულებას, რითაც ისინი უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ.

ნინო ქათამაძე, მუსიკოსი: "ეს 1 თვე ყველაზე გრძელი დღეებია ჩემს ცხოვრებაში, სამწუხაროდ ძალიან დიდი მსხვერპლის ხარჯზე მსოფლიოს უწევს თავიდან გამოღვიძება. მე მინდა, ვიცხოვრო უკრაინისთვის და უკრაინელი ხალხისნაირად“.

რუსკა მაყაშვილი, მსახიობი: "ეს იყო ურთულესი ერთი თვე, უკრაინელი ხალხი ყველაფერს შეძლებს, ეს არის მამაცი, ძლიერი და გმირი ერი! ეს ერი მაგალითია მთელი სამყაროსთვის და მე მჯერა, რომ გაიმარჯვებენ, დიდება უკრაინას!“

ნიკოლოზ რაჭველი: "ჩვენ ყველა ბავშვობიდან მოვდივართ და ჩვენ ყველას მშობლები გვიკითხავდნენ ზღაპრებს, სადაც დასასრულში ყოველთვის სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე და სინათლე სიბნელეზე. დღეს ის, რაც შორს გვეჩვენებოდა, ძალიან ახლოს არის, ყველანი ვაცნობიერებთ, რომ სიკეთის გამარჯვება უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების რეალური ზღაპარი, რომელსაც შთამომავლობას მოვუყვებით, იმ შვილებს და შვილიშვილებს, ვისთვისაც თქვენ უკრაინელები იბრძვით. ისე არაფერი არ მდომებია დედამიწაზე, როგორც თქვენი გამარჯვება, და დარწმუნებული ვარ, ყველა ღირსეული და საღად მოაზროვნე ადამიანი მთელს პლანეტაზე, მათ შორის, ჩემს სამშობლოში, არის თქვენი დიდი გულშემატკივარი“.

ნიკოლოზ წულუკიძე, ტელეწამყვანი: "ჩვენ მათ გვერდით ვართ! განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯები უკრაინელი ხალხისთვის, ახლა მოქმედების დროა“...

ირაკლი მქაცარია, ტელეწამყვანი: "უკრაინა ჩემი მეორე სახლია და უკრაინელი ერი ჩემი ერია, ერთი თვის თავზე რაც ხდება - ეს არის გენოციდი, უდიდესი ტრაგედია, რომელიც უახლესი ისტორიის განმავლობაში მომხდარა. ჩემი აზრით, უკრაინამ უკვე აჩვენა ის უპრეცედენტო ერთსულოვნება, ერთიანობა და სიმამაცის მაგალითი მთელ სამყაროში, თუ როგორი უნდა იყოს ნაცია. დღეს ვთვლი, რომ ყველა ქვეყნის მოქალაქე, არ აქვს მნიშვნელობა სტატუსს, იამაყებდა რომ ყოფილიყო უკრაინელი. მეც, საქართველოც და მთელი სამყარო ვლოცულობთ იმისთვის, რომ უკრაინამ რაც შეიძლება მალე გაიმარჯვოს ამ ბოროტების წინააღმდეგ და დღეს, ჩემს დაბადების დღეზე მე მაქვს ერთადერთი სურვილი - და ეს სურვილი არის მშვიდობის სურვილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიის ეს სისხლიანი ფურცელი ძალიან მალე გადაიშლება და უკრაინის თავზე კვლავ გაანათებს მზე, დიდება უკრაინას, დიდება გმირებს!“

კოკო როინიშვილი, მსახიობი: "თქვენ მთელი სამყაროსთვის იბრძვით და მოიგებთ ამ ომს, ჩვენ თქვენს გვერდში ვართ“.

ნატალია ქუთათელაძე, მომღერალი: "თქვენ ჩვენთვისაც იბრძვით, ყველა უკრაინელმა მინდა, იცოდეს ჩვენი დამოკიდებულება თქვენს მიმართ, ქართველი ხალხი თქვენს გვერდით არის“.

მარიამ სანოგო, მოდელი: "ქართველები ყოველთვის იდგებიან უკრაინელი ხალხის გვერდით. ჩვენ გვაქვს გამოვლილი ომი და ის ტკივილი, რაც უკრაინამ მიიღო, ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როცა გართმევენ ტერიტორიებს... და თავისუფლებისთვის ბრძოლაში მე თქვენს გვერდში ვარ.“

აჩიკო სოლოღაშვილი, მსახიობი: "არ მაქვს სიტყვები, ეს ტკივილი არასოდეს გაუფასურდება, ჩემთვის ეს არ არის ერთი ქვეყნის ბრძოლა და ომი. ეს არის სრულიად მსოფლიოს ომი, უკრაინის შემდეგ პირველ რიგში საქართველოს ომია. მშვიდობა და წარმატება ყველას. დიდება უკრაინას“.

ნანიკო ხაზარაძე, ტელეწამყვანი: "ვკარგავთ ბავშვებს, ვკარგავთ უდანაშაულო ადამიანებს. მე მჯერა თქვენი გამარჯვების, თქვენთან ვარ, უკრაინელებო!“

ნანკა კალატოზიშვილი, მსახიობი: "ერთი თვეა, ომია და ყოველ დღე მხოლოდ თქვენზე ვფიქრობთ, ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა მოიგებს ამ ომს, ასეთი ერთობა სამაგალითოა“.

სტეფანე მღებრიშვილი, მუსიკოსი: "უკრაინაში მიმდინარე ომს საქართველოს მოქალაქეები ძალიან განვიცდით, ჩვენ თქვენს გვერდში ვართ, თქვენ ხართ გმირი ერი, ჩვენ საერთო მტერი გვყავს რუსეთის სახით, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა.

გიგი დედალამაზიშვილი, მუსიკოსი: "უკრაინელებმა დაგვანახეს, რომ მსოფლიოში პირველი ერია, თავისი ქვეყნის სიყვარულით ერთმანეთის სიყვარულით, ერთმანეთის გვერდში დგომით, მარტო ჩვენ კი არა მთელს მსოფლიოს ევროპას მისცეს მაგალითი, როგორი უნდა იყოს ნამდვილი მოქალაქე, მამა, დედა, ბავშვი. ყველა სტრუქტურა მუშაობს ერთად, ყველა მოქალაქე უკრაინის ჯარისკაცია. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდში. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.“