პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"რუსები აღმოჩნდებიან იმ ნადირის პოზიციაში, რომლის მონადირებაც ნებისმიერ კუთხეში იქნება შესაძლებელი" - როგორ აფასებს გენშტაბის ყოფილი უფროსი რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას
"რუსები აღმოჩნდებიან იმ ნადირის პოზიციაში, რომლის მონადირებაც ნებისმიერ კუთხეში იქნება შესაძლებელი" - როგორ აფასებს გენშტაბის ყოფილი უფროსი რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას

თით­ქმის ერთი თვე გა­ვი­და უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რი­დან. მი­უ­ხე­და­ვად ქა­ლა­ქე­ბი­სა და სხვა და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი, სას­ტი­კი და­ბომბვი­სა, აგ­რე­სორს წინსვლა და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა ძა­ლი­ან უჭირს. "თა­ვი­დან­ვე ვამ­ბობ­დი, რომ ეს ომი საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი იქ­ნე­ბო­და, დღე­საც ვფიქ­რობ, რომ მი­ნი­მუმ 1 წელი გაგ­რძელ­დე­ბა“, - გვე­უბ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გენშტა­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, გე­ნე­რა­ლი ზაზა გო­გა­ვა, რო­მე­ლიც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის სტრა­ტე­გია-ტაქ­ტი­კა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- თა­ვი­დან იყო რუ­სე­თის, ანუ ოკუ­პან­ტი მხა­რის უპი­რა­ტე­სო­ბა, მაგ­რამ ამ­ჟა­მად მათ ის და­კარ­გეს, ასე რომ ვთქვათ, გა­ა­ნი­ა­ვეს ეს უპი­რა­ტე­სო­ბა. მათ ვერც ერთი ჩა­ნა­ფიქ­რი, რო­მე­ლიც ბრძო­ლის და­წყე­ბი­სას ჰქონ­დათ, ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. რუ­სებს ჰქონ­დათ გათ­ვლა, რომ სწრა­ფად მი­აღ­წევ­დნენ წარ­მა­ტე­ბას, ასე­ვე, იმე­დი ჰქონ­დათ, რომ ზო­გი­ერთ ქა­ლაქ­ში, მათ შო­რის ხარ­კოვ­ში, სი­ხა­რუ­ლით დახ­ვდე­ბოდ­ნენ, მათ მხა­რეს მო­ი­აზ­რებ­დნენ, მაგ­რამ ესეც ვერ შე­ას­რუ­ლეს. რაც შე­ე­ხე­ბა შიგ­ნით ბრძო­ლის ტაქ­ტი­კას, რუ­სებ­მა, პრაქ­ტი­კუ­ლად, ვე­რა­ფე­რი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს იმი­ტომ, რომ თა­ვი­დან­ვე ბუ­ნებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბი ძა­ლი­ან უშ­ლი­დათ ხელს - ის კო­ლო­ნე­ბი, რო­მელ­საც გა­და­ად­გი­ლე­ბის მო­მენ­ტში ვხე­დავ­დით, ყვე­ლა გან­წი­რუ­ლი იყო იმ ნა­დავ­ლის ვა­რი­ან­ტში, რა­საც წარ­მა­ტე­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­და უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი. ის ტაქ­ტი­კა, რაც უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა თა­ვი­დან­ვე აირ­ჩია, სწო­რი იყო და დღემ­დე სწო­რად უმკლავ­დე­ბი­ან მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს. მათ აირ­ჩი­ეს ქა­ლა­ქე­ბი და და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში გა­მაგრდნენ.

ზაზა გო­გა­ვა

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, ძი­რი­თა­დად იხ­მა­რე­ბა ურ­ბა­ნუ­ლი ბრძო­ლის და არა კონ­ვენ­ცი­უ­რი ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი. რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ყვე­ლა­ზე ცუ­დად გაწ­ვრთნი­ლი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბია, რომ­ლებ­მაც ურ­ბა­ნუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის წარ­მო­ე­ბა არ იცი­ან. ამი­ტომ სწო­რი იყო უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ტაქ­ტი­კა და ჩვენ პირ­ვე­ლი კვი­რე­ბის სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვხე­დავთ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ძა­ლი­ან ბევრ და­ნა­კარგს, რო­გორც ტექ­ნი­კის, ასე­ვე ცო­ცხა­ლი ძა­ლის სა­ხით. ის­ტო­რი­ას თუ გა­დავ­ხე­დავთ და ვი­ტყვით, რომ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი წი­თე­ლი არ­მი­ის სა­მარ­თალ­მემ­კვიდ­რეა, პრაქ­ტი­კუ­ლად, მათ უკვე იმ­დე­ნი და­ნა­კარ­გი აქვთ, რამ­დე­ნიც ერ­თბა­შად ჰქონ­დათ ათწ­ლი­ან ომში ავ­ღა­ნეთ­ში (ამას ჩეჩ­ნე­თის კომ­პა­ნი­აც მი­ვუ­მა­ტოთ). რუ­სებს ასე­ვე, დიდი და­ნა­კარ­გი აქვთ ტექ­ნი­კის სა­ხით და რაც ქვეყ­ნდე­ბა, საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის რი­ცხვმა 100-ს მი­აღ­წია, ვერ­ტმფრე­ნე­ბის რი­ცხვი 100-ს გა­დას­ცდა, ტან­კებ­ზე აღარ მაქვს ლა­პა­რა­კი, და­ახ­ლო­ე­ბით 2 დი­ვი­ზი­ის ტან­კე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი. ამის შემ­დეგ ჩვენ ვნა­ხეთ, რომ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი შე­ე­ცად­ნენ ტაქ­ტი­კის შეც­ვლას და ისი­ნი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ბომბვა­ზე გა­და­ვიდ­ნენ, მათი რი­ცხვი გა­ი­ზარ­და და ამას პირ­და­პირ შეგ­ვიძ­ლია ომის და­ნა­შა­უ­ლი და­ვარ­ქვათ. თა­ვი­დან მათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბი და ყვე­ლა, ვინც კი სამ­ხედ­რო საქ­მე­ში გა­მოც­დი­ლია, ვამ­ბობ­დით, რომ სა­რა­კე­ტო დარ­ტყმებს ქა­ლაქ­ზე არ შე­უძ­ლია ეფექ­ტის მოხ­დე­ნა. მათ კი­დე­ვაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ პირ­ვე­ლი სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­დნენ გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ კრი­ტი­კუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, სა­წყო­ბე­ბი და ა.შ. რომ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ რა სი­ზუს­ტით ხა­სი­ათ­დე­ბა რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში მყო­ფი რა­კე­ტე­ბი, ჩვენ ვნა­ხეთ, რომ მათი 70% მი­ზან­საც ას­ცდა. ამის შემ­დეგ რომ ვერ მი­აღ­წი­ეს წარ­მა­ტე­ბას, ძი­რი­თა­დად გა­და­ვიდ­ნენ სა­არ­ტი­ლე­რიო დარ­ტყმებ­ზე და ისი­ნი მი­მარ­თუ­ლია ქა­ლა­ქე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რებ­ზე - ვხე­დავთ, რო­გორ ბომ­ბა­ვენ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს, თავ­შე­საფ­რებს და ა.შ.

ომის გა­ჩა­ღე­ბამ­დე რუ­სეთ-ბე­ლა­რუ­სის სა­ერ­თო სამ­ხედ­რო წვრთნე­ბი, რომ­ლის სა­ბა­ბი­თაც ბე­ლა­რუს­ში დი­დძა­ლი რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ძალა შე­ვი­და

- დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ვის რა შან­სე­ბი აქვს, რა­შია უკ­რა­ი­ნის და რუ­სე­თის უპი­რა­ტე­სო­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბის მხრივ

- რაც შე­ე­ხე­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბას, თავ­და­პირ­ვე­ლად, ეს ორი­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი თით­ქმის ერთი და იმა­ვე ია­რაღს ფლობ­დნენ, რომ არ გან­ვი­ხი­ლოთ ტაქ­ტი­კურ-ოპე­რა­ტი­უ­ლი და სტრა­ტე­გი­უ­ლი ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბი, რო­მე­ლიც გა­აჩ­ნია რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს. და­ნარ­ჩე­ნი, პრაქ­ტი­კუ­ლად, ერთი შე­ი­ა­რა­ღე­ბაა ბრძო­ლის ველ­ზე. მაგ­რამ ის, რა­საც უკვე უკ­რა­ი­ნას თა­ვი­სი მო­კავ­ში­რე­ე­ბი აწ­ვდი­ან - გადა­სა­ტა­ნი ჯავ­შან­სა­ტან­კო, ან­ტი­სა­ტან­კო და ჯავ­შან­მან­ქა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი გა­და­სა­ტა­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი ( ჯა­ვე­ლი­ნე­ბი, სტინ­გე­რე­ბი საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის­თვის) არის ის უპი­რა­ტე­სო­ბა, რაც გა­აჩ­ნია უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს იმი­ტომ, რომ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ძა­ლი­ან ჩა­მორ­ჩე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ას და უკვე ით­ქვა ისიც, რომ უკ­რა­ი­ნა მი­ი­ღებს ან­ტი­სა­რა­კე­ტო ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბებს. რომ დავ­თვა­ლოთ, რამ­დე­ნი გა­და­სა­ტა­ნი რა­კე­ტა­ცაა მი­წო­დე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის­თვის, ჩათ­ვა­ლეთ, იმ­დე­ნი რუ­სუ­ლი არ­მი­ის ჯავ­შან­ტექ­ნი­კა იქ­ნე­ბა მწყობ­რი­დან გა­მო­სუ­ლი. ერ­თა­დერ­თი, დარ­ჩა რა­კეტ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ამა­საც ალ­ბათ ძა­ლინ მალე მი­აწ­ვდი­ან. რო­გორც მო­კავ­ში­რე­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და და რო­გორც ამას უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი აცხა­დებს, შე­ეც­დე­ბი­ან, რომ სწრა­ფად შე­ი­ტა­ნონ ეს შე­ი­ა­რა­ღე­ბა ბრძო­ლის ველ­ზე.

გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა

- რუ­სე­თის მი­ზა­ნია მთე­ლი დნეპ­რის­პი­რე­თის, შავი და აზო­ვის ზღვა­ზე გა­სას­ვლე­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა. ის ამ მარ­შრუ­ტით მოძ­რა­ობს და ანად­გუ­რებს ყვე­ლა­ფერს, ამას­თა­ნა­ვე, ცდი­ლობს უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლე­თის ფრონ­ტის ჯარი მო­აქ­ცი­ოს ალ­ყა­ში, შეძ­ლებს ის მიზ­ნის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნას?

- ამი­ტო­მაც მიმ­დი­ნა­რე­ობს მა­რი­უ­პოლ­ზე გა­აფ­თრე­ბუ­ლი შე­ტე­ვა. რუ­სე­თი ცდი­ლობს, რომ ხაზი გა­ა­ერ­თი­ა­ნოს - ლუ­განსკი-დო­ნეც­კის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნოს რუ­სე­თის სა­ზღვარ­თან და პირ­და­პირ მი­ვი­დეს ყი­რი­მის ნა­ხევ­რა­კუნ­ძულ­თან, ანუ სახ­მე­ლე­თო ხაზი გა­ას­წო­როს. ამით პრაქ­ტი­კუ­ლად, აზო­ვის ზღვა მთლი­ა­ნად მისი შიდა ზღვა იქ­ნე­ბა. ორი დღეა, რაც და­ი­წყეს ზღვი­დან შე­ტე­ვა ოდე­სა­ზე, რათა უკ­რა­ი­ნას გა­სას­ვლე­ლი ჩა­უ­კე­ტოს შავ ზღვა­ზე და, პრაქ­ტი­კუ­ლად, რუ­სე­თი ცდი­ლობს, უკ­რა­ი­ნა მო­წყვი­ტოს შავ ზღვას, მის­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლი უფრო შავი ზღვაა და იქი­დან შე­ეც­დე­ბა დარ­ტყმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. რუ­სე­ბი კი­ევს ვერ აი­ღე­ბენ, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია - ამ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით, ამ რა­ო­დე­ნო­ბით, ამ რე­სურ­სე­ბით ფან­ტას­ტი­კის სფე­როა აიღო ქა­ლა­ქი ისე­თი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით, რო­გო­რიც კი­ე­ვია. ამი­ტომ ახლა რუ­სე­თი შე­ეც­დე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ტე­რი­ტო­რია ჩა­იგ­დოს ხელ­ში. ისი­ნი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ შემ­დეგ მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან ამით ივაჭ­რე­ბენ. ჩემი პროგ­ნო­ზი თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ, ისი­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან ტე­რი­ტო­რი­ე­ბით ვე­ღარ ივაჭ­რე­ბენ, უკვე გა­მო­რი­ცხუ­ლია, მათ ერთი გოჯი მიწა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ უკ­რა­ი­ნა­ში.

გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა

- მა­შინ რაზე შე­იძ­ლე­ბა შე­თან­ხმდნენ?

- ამ წუთ­ში ისი­ნი ვე­ღა­რა­ფერ­ზე ივაჭ­რე­ბენ. რო­დე­საც ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს და საქ­მე შე­ე­ხე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბას, ნე­ბის­მი­ე­რი მხა­რე რა­ღა­ცას ცდი­ლობს. რუ­სე­თი ცდი­ლობს, რომ დრო მო­ი­გოს, შე­ივ­სოს და­ნა­კარ­გი. რე­ზერ­ვებ­ზე თუ ვი­სა­უბ­რებთ, მათ დიდი პრობ­ლე­მა აქვთ რე­ზერ­ვებ­ში. ჩვენ ვნა­ხეთ, რომ ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას, სა­დაც კი ე.წ. ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი ჯარი გა­აჩ­ნდა, ყვე­ლა უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ის­რო­ლა - გარ­კვე­უ­ლი ტექ­ნი­კა გა­იყ­ვა­ნეს აფხა­ზე­თის, სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ი­დან, ასე­ვე გა­მო­იყ­ვა­ნეს სამ­შვი­დო­ბო­ე­ბი ლა­ჩი­ნის კო­რი­დო­რი­დან, რო­მე­ლიც აზრბა­ი­ჯა­ნის სამ­ხრე­თით ჰყავ­დათ. ანუ ესე­ნი ცდი­ლო­ბენ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ შე­ი­ა­რა­ღე­ბას მო­უ­ყა­რონ თავი იმი­ტომ, რომ და­ნა­კარ­გი ყო­ველ დღე ეზ­რდე­ბათ. მათ­მა გა­დას­რო­ლამ შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ჭი­ა­ნუ­როს ომი, თო­რემ გარ­და­ტე­ხას ვერ შე­ი­ტა­ნენ. ამ წუ­თას ომში გარ­და­ტე­ხა უკ­რა­ი­ნის მხა­რე­საა. მას, რა თქმა უნდა, დიდი მსხვერ­პლის ფა­სად უჯ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ამ ბრძო­ლა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გა­მოვ­ლენ.

- სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, უკ­რა­ი­ნის წარ­მა­ტე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მას შემ­დეგ, რაც ის თავ­დაც­ვი­თი რე­ჟი­მი­დან კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე გა­და­ვა...

- რა­ღაც მო­მენ­ტის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი გა­დავ­ლენ შე­ტე­ვა­ზე და ისი­ნი და­ი­წყე­ბენ რუ­სუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას. ტაქ­ტი­კის დე­ტა­ლებ­ში ნუ შე­ვალთ, იმი­ტომ, რომ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ორი­ვე მხა­რე კი­თხუ­ლობს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ უკ­რა­ი­ნე­ლებს, ერ­თა­დერ­თი, რაც არ უნდა შე­ე­შა­ლოთ, ეს არის კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე გა­დას­ვლის დრო. ამას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა, მაგ­რამ მალე ბუ­ნებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბი შე­იც­ვლე­ბა, ტყეც გამ­წვან­დე­ბა, ბრძო­ლის ველ­ზე და იქ, სა­დაც კი რუ­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა დღეს გზი­დან გა­და­სუ­ლიყ­ვნენ და თა­ვი­სი ძა­ლე­ბი გა­ე­შა­ლათ, ამა­საც ვერ გა­ა­კე­თე­ბენ. ჩავ­თვა­ლოთ, რომ ისი­ნი აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან იმ ნა­დი­რის პო­ზი­ცი­ა­ში, რომ­ლის მო­ნა­დი­რე­ბაც ნე­ბის­მი­ერ კუ­თხე­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

- თქვენც გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი ომის პერ­სპექ­ტი­ვას ხე­დავთ?

- თა­ვი­დან­ვე ვამ­ბობ­დი, რომ ეს ომი საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი იქ­ნე­ბა, მი­ნი­მუმ 1 წელი გაგ­რძელ­დე­ბა. რუ­სე­თის ყვე­ლა­ზე დიდი ამო­ცა­ნა ამ წუ­თას რაც არის ( ამას ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბიც ამ­ბო­ბენ), ისი­ნი ცდი­ლო­ბენ კონ­ფლიქ­ტი რო­გორ­მე გა­ყინ­ვამ­დე მი­იყ­ვა­ნონ, რაც ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა, სა­დაც ისი­ნი რო­გორც თევ­ზი წყალ­ში, ისე იგ­რძნო­ბენ თავს, მაგ­რამ არა მგო­ნია, ამას მი­აღ­წი­ონ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვეძებთ ვაჟას
0

აოე ქუთაისიიიი არცხვენ ქალაქს.. სიდოური ქუთაისელია აგი? სასწრაფოდ დავადგინოთ ვინ არის ვ ა ჟ ი კ ო მაგრად ერკვევა ომის ამბებში და ხვალვე მიანიჭოს ღარიბამ ღენერლობა ზახრაბრუსტის ორდენით( იცი რა არის ვაჟიკო ზახრაბრუსტი!?? ალბათ არა ხოდა წეიკითხე გაბრიაძის ( გაბრიაძე გაგიგონია "შერეკი;ლები"ისე რუსული თუ იცი შე რისეთუმე!!! და იქ ციხეს აქვს ეგ ორდენი!!მე გაგანათლებ ქოცი ორდენი" გმირობისათვის" რუსულად "За храбрость".. რაღაც მოღალატეს გევხარ .

gio
6

რუსეთი არის მტერი.ყველა ქართველი, რომელიც რუსეთს ეტენება არის მოღალატე.

ესაა მარტივი სიმართლე

ავტორი:

"რუსები აღმოჩნდებიან იმ ნადირის პოზიციაში, რომლის მონადირებაც ნებისმიერ კუთხეში იქნება შესაძლებელი" - როგორ აფასებს გენშტაბის ყოფილი უფროსი რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას

"რუსები აღმოჩნდებიან იმ ნადირის პოზიციაში, რომლის მონადირებაც ნებისმიერ კუთხეში იქნება შესაძლებელი" - როგორ აფასებს გენშტაბის ყოფილი უფროსი რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას

თითქმის ერთი თვე გავიდა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან. მიუხედავად ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების ყოველდღიური, სასტიკი დაბომბვისა, აგრესორს წინსვლა და წარმატების მიღწევა ძალიან უჭირს. "თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს ომი საკმაოდ ხანგრძლივი იქნებოდა, დღესაც ვფიქრობ, რომ მინიმუმ 1 წელი გაგრძელდება“, - გვეუბნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი ზაზა გოგავა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის სტრატეგია-ტაქტიკაზე გვესაუბრება:

- თავიდან იყო რუსეთის, ანუ ოკუპანტი მხარის უპირატესობა, მაგრამ ამჟამად მათ ის დაკარგეს, ასე რომ ვთქვათ, გაანიავეს ეს უპირატესობა. მათ ვერც ერთი ჩანაფიქრი, რომელიც ბრძოლის დაწყებისას ჰქონდათ, ვერ განახორციელეს. რუსებს ჰქონდათ გათვლა, რომ სწრაფად მიაღწევდნენ წარმატებას, ასევე, იმედი ჰქონდათ, რომ ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის ხარკოვში, სიხარულით დახვდებოდნენ, მათ მხარეს მოიაზრებდნენ, მაგრამ ესეც ვერ შეასრულეს. რაც შეეხება შიგნით ბრძოლის ტაქტიკას, რუსებმა, პრაქტიკულად, ვერაფერი განახორციელეს იმიტომ, რომ თავიდანვე ბუნებრივი პირობები ძალიან უშლიდათ ხელს - ის კოლონები, რომელსაც გადაადგილების მომენტში ვხედავდით, ყველა განწირული იყო იმ ნადავლის ვარიანტში, რასაც წარმატებით ახორციელებდა უკრაინის თავდაცვის ძალები. ის ტაქტიკა, რაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა თავიდანვე აირჩია, სწორი იყო და დღემდე სწორად უმკლავდებიან მოწინააღმდეგეს. მათ აირჩიეს ქალაქები და დასახლებულ პუნქტებში გამაგრდნენ.

ზაზა გოგავა

21-ე საუკუნეში, ძირითადად იხმარება ურბანული ბრძოლის და არა კონვენციური ბრძოლის მეთოდები. რუსეთის შეიარაღებული ძალები ყველაზე ცუდად გაწვრთნილი სამხედრო ძალებია, რომლებმაც ურბანული ოპერაციების წარმოება არ იციან. ამიტომ სწორი იყო უკრაინელების ტაქტიკა და ჩვენ პირველი კვირების სიტუაციაში ვხედავთ მოწინააღმდეგის ძალიან ბევრ დანაკარგს, როგორც ტექნიკის, ასევე ცოცხალი ძალის სახით. ისტორიას თუ გადავხედავთ და ვიტყვით, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები წითელი არმიის სამართალმემკვიდრეა, პრაქტიკულად, მათ უკვე იმდენი დანაკარგი აქვთ, რამდენიც ერთბაშად ჰქონდათ ათწლიან ომში ავღანეთში (ამას ჩეჩნეთის კომპანიაც მივუმატოთ). რუსებს ასევე, დიდი დანაკარგი აქვთ ტექნიკის სახით და რაც ქვეყნდება, საფრენი აპარატების რიცხვმა 100-ს მიაღწია, ვერტმფრენების რიცხვი 100-ს გადასცდა, ტანკებზე აღარ მაქვს ლაპარაკი, დაახლოებით 2 დივიზიის ტანკების რაოდენობაა განადგურებული. ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები შეეცადნენ ტაქტიკის შეცვლას და ისინი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაზე გადავიდნენ, მათი რიცხვი გაიზარდა და ამას პირდაპირ შეგვიძლია ომის დანაშაული დავარქვათ. თავიდან მათ განახორციელეს სარაკეტო დარტყმები და ყველა, ვინც კი სამხედრო საქმეში გამოცდილია, ვამბობდით, რომ სარაკეტო დარტყმებს ქალაქზე არ შეუძლია ეფექტის მოხდენა. მათ კიდევაც განაცხადეს, რომ პირველი სამი დღის განმავლობაში ცდილობდნენ გაენადგურებინათ კრიტიკული ინფრასტრუქტურა, საწყობები და ა.შ. რომ გავითვალისწინოთ რა სიზუსტით ხასიათდება რუსეთის შეიარაღებაში მყოფი რაკეტები, ჩვენ ვნახეთ, რომ მათი 70% მიზანსაც ასცდა. ამის შემდეგ რომ ვერ მიაღწიეს წარმატებას, ძირითადად გადავიდნენ საარტილერიო დარტყმებზე და ისინი მიმართულია ქალაქების ინფრასტრუქტურებზე - ვხედავთ, როგორ ბომბავენ საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს, თავშესაფრებს და ა.შ.

ომის გაჩაღებამდე რუსეთ-ბელარუსის საერთო სამხედრო წვრთნები, რომლის საბაბითაც ბელარუსში დიდძალი რუსული სამხედრო ძალა შევიდა

- დღეის მონაცემებით, ვის რა შანსები აქვს, რაშია უკრაინის და რუსეთის უპირატესობა შეიარაღების მხრივ

- რაც შეეხება შეიარაღებას, თავდაპირველად, ეს ორივე შეიარაღებული ძალები თითქმის ერთი და იმავე იარაღს ფლობდნენ, რომ არ განვიხილოთ ტაქტიკურ-ოპერატიული და სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტები, რომელიც გააჩნია რუსეთის შეიარაღებულ ძალებს. დანარჩენი, პრაქტიკულად, ერთი შეიარაღებაა ბრძოლის ველზე. მაგრამ ის, რასაც უკვე უკრაინას თავისი მოკავშირეები აწვდიან - გადასატანი ჯავშანსატანკო, ანტისატანკო და ჯავშანმანქანების წინააღმდეგ მიმართული გადასატანი მოწყობილობები ( ჯაველინები, სტინგერები საფრენი აპარატებისთვის) არის ის უპირატესობა, რაც გააჩნია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იმიტომ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ძალიან ჩამორჩება თანამედროვე ტექნოლოგიას და უკვე ითქვა ისიც, რომ უკრაინა მიიღებს ანტისარაკეტო ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს. რომ დავთვალოთ, რამდენი გადასატანი რაკეტაცაა მიწოდებული უკრაინისთვის, ჩათვალეთ, იმდენი რუსული არმიის ჯავშანტექნიკა იქნება მწყობრიდან გამოსული. ერთადერთი, დარჩა რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებები, ამასაც ალბათ ძალინ მალე მიაწვდიან. როგორც მოკავშირეების წარმომადგენელმა განაცხადა და როგორც ამას უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, შეეცდებიან, რომ სწრაფად შეიტანონ ეს შეიარაღება ბრძოლის ველზე.

განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკა

- რუსეთის მიზანია მთელი დნეპრისპირეთის, შავი და აზოვის ზღვაზე გასასვლელების ხელში ჩაგდება. ის ამ მარშრუტით მოძრაობს და ანადგურებს ყველაფერს, ამასთანავე, ცდილობს უკრაინის აღმოსავლეთის ფრონტის ჯარი მოაქციოს ალყაში, შეძლებს ის მიზნის სისრულეში მოყვანას?

- ამიტომაც მიმდინარეობს მარიუპოლზე გააფთრებული შეტევა. რუსეთი ცდილობს, რომ ხაზი გააერთიანოს - ლუგანსკი-დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები გააერთიანოს რუსეთის საზღვართან და პირდაპირ მივიდეს ყირიმის ნახევრაკუნძულთან, ანუ სახმელეთო ხაზი გაასწოროს. ამით პრაქტიკულად, აზოვის ზღვა მთლიანად მისი შიდა ზღვა იქნება. ორი დღეა, რაც დაიწყეს ზღვიდან შეტევა ოდესაზე, რათა უკრაინას გასასვლელი ჩაუკეტოს შავ ზღვაზე და, პრაქტიკულად, რუსეთი ცდილობს, უკრაინა მოწყვიტოს შავ ზღვას, მისთვის სტრატეგიული უფრო შავი ზღვაა და იქიდან შეეცდება დარტყმის განხორციელებას. რუსები კიევს ვერ აიღებენ, ეს გამორიცხულია - ამ შეიარაღებული ძალებით, ამ რაოდენობით, ამ რესურსებით ფანტასტიკის სფეროა აიღო ქალაქი ისეთი ინფრასტრუქტურით, როგორიც კიევია. ამიტომ ახლა რუსეთი შეეცდება, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია ჩაიგდოს ხელში. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ შემდეგ მოლაპარაკების მაგიდასთან ამით ივაჭრებენ. ჩემი პროგნოზი თუ გაინტერესებთ, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან ტერიტორიებით ვეღარ ივაჭრებენ, უკვე გამორიცხულია, მათ ერთი გოჯი მიწა შეინარჩუნონ უკრაინაში.

განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკა

- მაშინ რაზე შეიძლება შეთანხმდნენ?

- ამ წუთში ისინი ვეღარაფერზე ივაჭრებენ. როდესაც ომი მიმდინარეობს და საქმე შეეხება მოლაპარაკებას, ნებისმიერი მხარე რაღაცას ცდილობს. რუსეთი ცდილობს, რომ დრო მოიგოს, შეივსოს დანაკარგი. რეზერვებზე თუ ვისაუბრებთ, მათ დიდი პრობლემა აქვთ რეზერვებში. ჩვენ ვნახეთ, რომ ნებისმიერ ადგილას, სადაც კი ე.წ. ბრძოლისუნარიანი ჯარი გააჩნდა, ყველა უკრაინაში გადაისროლა - გარკვეული ტექნიკა გაიყვანეს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან, ასევე გამოიყვანეს სამშვიდობოები ლაჩინის კორიდორიდან, რომელიც აზრბაიჯანის სამხრეთით ჰყავდათ. ანუ ესენი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტ შეიარაღებას მოუყარონ თავი იმიტომ, რომ დანაკარგი ყოველ დღე ეზრდებათ. მათმა გადასროლამ შეიძლება გააჭიანუროს ომი, თორემ გარდატეხას ვერ შეიტანენ. ამ წუთას ომში გარდატეხა უკრაინის მხარესაა. მას, რა თქმა უნდა, დიდი მსხვერპლის ფასად უჯდება ეს ყველაფერი, მაგრამ უკრაინელები ამ ბრძოლაში გამარჯვებულები გამოვლენ.

- სამხედრო ექსპერტების ვარაუდით, უკრაინის წარმატება გარანტირებული იქნება მას შემდეგ, რაც ის თავდაცვითი რეჟიმიდან კონტრშეტევაზე გადავა...

- რაღაც მომენტის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალები გადავლენ შეტევაზე და ისინი დაიწყებენ რუსული შეიარაღებული ძალების განადგურებას. ტაქტიკის დეტალებში ნუ შევალთ, იმიტომ, რომ ამ ინფორმაციას ორივე მხარე კითხულობს. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელებს, ერთადერთი, რაც არ უნდა შეეშალოთ, ეს არის კონტრშეტევაზე გადასვლის დრო. ამას დიდი მნიშვნელობა ექნება, მაგრამ მალე ბუნებრივი პირობები შეიცვლება, ტყეც გამწვანდება, ბრძოლის ველზე და იქ, სადაც კი რუსები შეიძლება დღეს გზიდან გადასულიყვნენ და თავისი ძალები გაეშალათ, ამასაც ვერ გააკეთებენ. ჩავთვალოთ, რომ ისინი აღმოჩნდებიან იმ ნადირის პოზიციაში, რომლის მონადირებაც ნებისმიერ კუთხეში იქნება შესაძლებელი.

- თქვენც გაჭიანურებული ომის პერსპექტივას ხედავთ?

- თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს ომი საკმაოდ ხანგრძლივი იქნება, მინიმუმ 1 წელი გაგრძელდება. რუსეთის ყველაზე დიდი ამოცანა ამ წუთას რაც არის ( ამას ამერიკელი სამხედრო ექსპერტებიც ამბობენ), ისინი ცდილობენ კონფლიქტი როგორმე გაყინვამდე მიიყვანონ, რაც ისეთი მდგომარეობაა, სადაც ისინი როგორც თევზი წყალში, ისე იგრძნობენ თავს, მაგრამ არა მგონია, ამას მიაღწიონ.

იხილეთ ასევე: