პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაში, ეს შესაძლოა მესამე მსოფლიო ომს ნიშნავდეს"- ვოლოდიმირ ზელენსკი
"მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაში, ეს შესაძლოა მესამე მსოფლიო ომს ნიშნავდეს"- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი აცხა­დებს, რომ მზად არის რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის, მაგ­რამ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ეს შე­საძ­ლოა ნიშ­ნავ­დეს, რომ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ბრძო­ლამ მე­სა­მე მსოფ­ლიო ომამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს. ამის შე­სა­ხებ მან CNN-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­რე­შე ომის დას­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია და თუ არ­სე­ბობს 1% შან­სი, რომ ომი შე­ა­ჩე­რონ, ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ.

"მზად ვარ პუ­ტინ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის. ბოლო ორი წე­ლია მზად ვი­ყა­ვი და ვფიქ­რობ, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­რე­შე ჩვენ ვერ და­ვას­რუ­ლებთ ამ ომს. თუ არ­სე­ბობს 1% შან­სი, რომ ეს ომი შე­ვა­ჩე­როთ, ვფიქ­რობ, რომ ჩვენ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ეს შან­სი. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად ვკარ­გავთ უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნებს.

რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ ჩვენს გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად და და­სამ­ხო­ბად. ჩვენ და­ვამ­ტკი­ცეთ, ხალ­ხი­სა და ჩვე­ნი არ­მი­ის ღირ­სე­ბა, და­ვამ­ტკი­ცეთ, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ძლი­ე­რი დარ­ტყმით ვუ­პა­სუ­ხოთ. მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი ღირ­სე­ბა არ კმა­რა უდა­ნა­შა­უ­ლო­თა სი­ცო­ცხლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. ასე რომ, ვფიქ­რობ, ჩვენ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მა­ტი, ნე­ბის­მი­ე­რი შან­სი, რათა გვქონ­დეს მო­ლა­პა­რა­კე­ბის, პუ­ტინ­თან სა­უბ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მაგ­რამ თუ ეს მცდე­ლო­ბე­ბი წა­რუ­მა­ტებ­ლად დას­რულ­და, ეს ნიშ­ნავს, რომ ეს არის მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი“, - გა­ნა­ცხა­და ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ არ­სე­ბობს "კომ­პრო­მი­სე­ბი“, რომ­ლებ­ზეც უკ­რა­ი­ნა ვერ წავა პუ­ტინ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში, - ამის შე­სა­ხებ მან CNN-ს გა­ნუ­ცხა­და.

ამე­რი­კელ­მა წამ­ყვან­მა უკ­რა­ი­ნის ლი­დერს რუ­სე­თის მო­თხოვ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­უს­ვა კი­თხვა, კერ­ძოდ, კი­ე­ვის მიერ ყი­რი­მის რუ­სე­თის ნა­წი­ლად აღი­ა­რე­ბა­ზე, დონ­ბას­ში ორი სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ცნო­ბა­სა და მოს­კო­ვი­სად­მი იმ გა­რან­ტი­ე­ბის მი­ცე­მა­ზე, რაც უკ­რა­ი­ნის ნა­ტო­ში წევ­რო­ბას გა­მო­რი­ცხავს. ამის სა­პა­სუ­ხოდ, ზე­ლენ­სკიმ აღ­ნიშ­ნა, რომ არის კომ­პრო­მი­სე­ბი, რის­თვი­საც "ჩვენ, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო, ვერ ვიქ­ნე­ბით მზად“.

”ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას­თან და ჩვენს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პრო­მი­სი და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი სა­უბ­რობ­და ამა­ზე, ისი­ნი არ მი­ე­გებ­ნენ რუს ჯა­რის­კა­ცებს ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლით, ისი­ნი მი­ე­გებ­ნენ მათ სი­მა­მა­ცით, ისი­ნი მი­ე­გებ­ნენ მათ ია­რა­ღით ხელ­ში“, - დას­ძი­ნა ზე­ლენ­სკიმ.

უკ­რა­ი­ნის ლი­დერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სეთს "არ შე­უძ­ლია ძა­ლით სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბის მო­პო­ვე­ბა“.

”თქვენ არ შე­გიძ­ლი­ათ უბ­რა­ლოდ აი­ძუ­ლოთ სხვა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი აღი­ა­როს რა­ი­მე ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით”, - თქვა მან.

CNN-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ზე­ლენ­სკიმ თქვა, რომ მზა­დაა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის, მაგ­რამ იქვე აღ­ნიშ­ნა, რომ თუ რა­ი­მე მო­ლა­პა­რა­კე­ბის მცდე­ლო­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ეს შე­იძ­ლე­ბა ნიშ­ნავ­დეს, რომ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ბრძო­ლა "მე­სა­მე მსოფ­ლიო ომამ­დე“ მიგ­ვიყ­ვანს.

სევე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

ბოლის გაშვებას შეეშვი ზელენ, მგონი გასაგებად აგიხსნეს ირიბი და პირდაპირი ტექსტითაც , რომ უკრაინის გულისთვის ნატო ომს არ დაიწყებს და არც პუტინი დაარტყავს ნატოს, რამდენიც არ უნდა აიქაფონ პირი დაქირავებულა "ექსპერტებმა" უკრაინასაც იმყოფებს , აი მეზობელი ნატოს არაწევრი პტარა ქვეყნები სხვა თემაა, თუ უკრაინაში გამოუვიდა, მერე უკვე ქართული ანდაზის პრინციპმა შეიძლება იმოქმედოს ქათაამა რომ "თქვა ძროხა დაკლეს მე წამაკლესო" და ა.შ

დათო
45

სამწუხაროდ სხვა გზა აღარ რჩება გარდა მე 3 მსოფლიო ომისა რომ ხულიგანი რუსეთი დაისაჯოს და ჩვენნაირ ქვეყნებს განვითარების შანსი მიეცეს თუ გადავრჩით. თორე უკრაინაში გამარჯვებული რუსი ჩვენ რას გვიზამს ხო წარმოგიდგენიათ? მე 3 მსოფლიო ომზე ნაკლები არ იქნება ჩვენთვის.

ავტორი:

"მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაში, ეს შესაძლოა მესამე მსოფლიო ომს ნიშნავდეს"- ვოლოდიმირ ზელენსკი

"მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაში, ეს შესაძლოა მესამე მსოფლიო ომს ნიშნავდეს"- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაში, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ორ ქვეყანას შორის ბრძოლამ მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების გარეშე ომის დასრულება შეუძლებელია და თუ არსებობს 1% შანსი, რომ ომი შეაჩერონ, ის აუცილებლად უნდა გამოიყენონ.

"მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებისთვის. ბოლო ორი წელია მზად ვიყავი და ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების გარეშე ჩვენ ვერ დავასრულებთ ამ ომს. თუ არსებობს 1% შანსი, რომ ეს ომი შევაჩეროთ, ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ უდანაშაულო ადამიანებს.

რუსული ძალები მოვიდნენ ჩვენს გასანადგურებლად და დასამხობად. ჩვენ დავამტკიცეთ, ხალხისა და ჩვენი არმიის ღირსება, დავამტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ძლიერი დარტყმით ვუპასუხოთ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ღირსება არ კმარა უდანაშაულოთა სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი ფორმატი, ნებისმიერი შანსი, რათა გვქონდეს მოლაპარაკების, პუტინთან საუბრის შესაძლებლობა. მაგრამ თუ ეს მცდელობები წარუმატებლად დასრულდა, ეს ნიშნავს, რომ ეს არის მესამე მსოფლიო ომი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არსებობს "კომპრომისები“, რომლებზეც უკრაინა ვერ წავა პუტინთან მოლაპარაკებებში, - ამის შესახებ მან CNN-ს განუცხადა.

ამერიკელმა წამყვანმა უკრაინის ლიდერს რუსეთის მოთხოვნებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა, კერძოდ, კიევის მიერ ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებაზე, დონბასში ორი სეპარატისტული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობასა და მოსკოვისადმი იმ გარანტიების მიცემაზე, რაც უკრაინის ნატოში წევრობას გამორიცხავს. ამის საპასუხოდ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არის კომპრომისები, რისთვისაც "ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვერ ვიქნებით მზად“.

”ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან და ჩვენს სუვერენიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი კომპრომისი და უკრაინელი ხალხი საუბრობდა ამაზე, ისინი არ მიეგებნენ რუს ჯარისკაცებს ყვავილების თაიგულით, ისინი მიეგებნენ მათ სიმამაცით, ისინი მიეგებნენ მათ იარაღით ხელში“, - დასძინა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთს "არ შეუძლია ძალით სხვა ქვეყნის მოქალაქეების კეთილგანწყობის მოპოვება“.

”თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ აიძულოთ სხვა ქვეყნის პრეზიდენტი აღიაროს რაიმე ძალის გამოყენებით”, - თქვა მან.

CNN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ თუ რაიმე მოლაპარაკების მცდელობა წარუმატებელი იქნება, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ორ ქვეყანას შორის ბრძოლა "მესამე მსოფლიო ომამდე“ მიგვიყვანს.

სევე იხილეთ: