სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა გავაგზავნოთ მესიჯი, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც" - სტოლტენბერგი
"უნდა გავაგზავნოთ მესიჯი, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც" - სტოლტენბერგი

სა­ქარ­თვე­ლოს უნდა გა­ვაგ­ზავ­ნოთ მე­სი­ჯი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბა­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს მხარს ვუ­ჭერთ არამ­ხო­ლოდ სი­ტყვე­ბით, არა­მედ საქ­მი­თაც, - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა ნატო-ს მი­ნის­ტე­რი­ა­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

სტოლ­ტენ­ბერ­გის თქმით, მან ნატო-ს მო­კავ­ში­რე­ებს მო­უ­წო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მეტი მხარ­და­ჭე­რა აღ­მო­უ­ჩი­ნონ.

"უნდა გა­ვი­აზ­როთ, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის არარ­სე­ბო­ბის რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვართ, რო­მელ­საც ზე­გავ­ლე­ნა აქვს უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხზე. ეს მათ­თვის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლია, თუმ­ცა, ეს ასე­ვე მეტ ზე­წო­ლას ახ­დენს ჩვე­ნი სა­მე­ზობ­ლოს იმ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც არ არი­ან ნატო-ს და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რე­ბი და არი­ან რის­კის ქვეშ. სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერთი მათ­გა­ნია.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ამ შეხ­ვედ­რას და­ეს­წრო. ყვე­ლა მო­კავ­ში­რემ მის გა­მოს­ვლას ყუ­რა­დღე­ბით მო­უს­მი­ნა, რო­მელ­შიც მან იმ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც აქვს სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ქვე­ყა­ნას, რო­მელ­მაც იხი­ლა 2008 წელს რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის შე­დე­გე­ბი და რუ­სე­თის მცდე­ლო­ბე­ბი ჩა­ე­რი­ოს სა­ქარ­თვე­ლოს შიდა საქ­მე­ებ­ში.

უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი­დან უნდა გა­მო­ვი­ტა­ნოთ გაკ­ვე­თი­ლი, რომ რის­კის ქვეშ მყოფ ამ ქვეყ­ნებს ახლა უნდა და­ვეხ­მა­როთ. მათ ახლა უნდა და­ვეხ­მა­როთ და არა სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ის შემ­დეგ. ახლა ვხე­დავთ უკ­რა­ი­ნის­თვის იმ დახ­მა­რე­ბის ფასს, რო­მე­ლიც მას რუ­სე­თის შეჭ­რამ­დე მი­ე­წო­და, თუმ­ცა ასე­ვე ვხე­დავთ იმა­საც, რომ ამის გა­კე­თე­ბა უფრო მე­ტა­დაც შეგ­ვეძ­ლო უკ­რა­ი­ნის­თვის და ეს მე­სი­ჯი არის სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც. ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს უნდა მი­ვა­წო­დოთ მეტი მხარ­და­ჭე­რა და გა­ვაგ­ზავ­ნოთ მე­სი­ჯი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბა­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს მხარს ვუ­ჭერთ არამ­ხო­ლოდ სი­ტყვე­ბით, არა­მედ საქ­მი­თაც. სწო­რედ ამი­ტომ, ნა­ტოს მო­კავ­ში­რე­ებს მო­ვუ­წო­დებ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რა აღ­მო­უ­ჩი­ნონ და ეს იყო მო­კავ­ში­რე­თა ლი­დე­რე­ბის მე­სი­ჯი დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე", - გა­ნა­ცხა­და იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბუმერანგი
1

რა ეჩქარებოდათ...როგორ გაგვრიონ შარში არ იციან...ერთს ხომ დაეხმარეთ უკვე,,,თავი დაგვანებეთ!!!

ნიკ
0

ძირს რუსეთი!

გაუმარჯოს ევროპას!

ავტორი:

"უნდა გავაგზავნოთ მესიჯი, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც" - სტოლტენბერგი

"უნდა გავაგზავნოთ მესიჯი, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც" - სტოლტენბერგი

საქართველოს უნდა გავაგზავნოთ მესიჯი, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს მინისტერიალის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, მან ნატო-ს მოკავშირეებს მოუწოდა, რომ საქართველოს მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინონ.

"უნდა გავიაზროთ, რომ უსაფრთხოების არარსებობის რეალობის წინაშე ვდგავართ, რომელსაც ზეგავლენა აქვს უკრაინელ ხალხზე. ეს მათთვის გამანადგურებელია, თუმცა, ეს ასევე მეტ ზეწოლას ახდენს ჩვენი სამეზობლოს იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც არ არიან ნატო-ს და ევროკავშირის წევრები და არიან რისკის ქვეშ. საქართველო ერთ-ერთი მათგანია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამ შეხვედრას დაესწრო. ყველა მოკავშირემ მის გამოსვლას ყურადღებით მოუსმინა, რომელშიც მან იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც აქვს საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელმაც იხილა 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგები და რუსეთის მცდელობები ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან უნდა გამოვიტანოთ გაკვეთილი, რომ რისკის ქვეშ მყოფ ამ ქვეყნებს ახლა უნდა დავეხმაროთ. მათ ახლა უნდა დავეხმაროთ და არა სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. ახლა ვხედავთ უკრაინისთვის იმ დახმარების ფასს, რომელიც მას რუსეთის შეჭრამდე მიეწოდა, თუმცა ასევე ვხედავთ იმასაც, რომ ამის გაკეთება უფრო მეტადაც შეგვეძლო უკრაინისთვის და ეს მესიჯი არის საქართველოსთვისაც. ჩვენ საქართველოს უნდა მივაწოდოთ მეტი მხარდაჭერა და გავაგზავნოთ მესიჯი, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. სწორედ ამიტომ, ნატოს მოკავშირეებს მოვუწოდებ, რომ საქართველოს მხარდაჭერა აღმოუჩინონ და ეს იყო მოკავშირეთა ლიდერების მესიჯი დღევანდელ შეხვედრაზე", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.