პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და მიხეილი სამოქალაქო ქორწინებაში ვართ... საერთოდ არ მაინტერესებს მის წარსულში რა იყო" - რას ამბობს ლიზა იასკო ექსპრეზიდენტისა და სოფო ნიჟარაძის ურთიერთობაზე?
"მე და მიხეილი სამოქალაქო ქორწინებაში ვართ... საერთოდ არ მაინტერესებს მის წარსულში რა იყო" - რას ამბობს ლიზა იასკო ექსპრეზიდენტისა და სოფო ნიჟარაძის ურთიერთობაზე?

მე­ექ­ვსე თვეა, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თის შე­სა­ხებ 1 ოქ­ტომ­ბერს გახ­და ცნო­ბი­ლი და მალე ექ­სპრე­ზი­დენ­ტი თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში და­ა­კა­ვეს. სა­ა­კაშ­ვილს პო­პუ­ლა­რო­ბა არა­სო­დეს აკ­ლდა, მაგ­რამ ამ ექ­ვსი თვის მან­ძილ­ზე ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გარ­შე­მო უამ­რა­ვი ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის პირ­ვე­ლი შოკი, მისი ახა­ლი მე­უღ­ლის, უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტატ ლიზა იას­კოს წარ­დგე­ნა გახ­ლდათ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მი­ხე­ი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ერ­თობ­ლი­ვი ვი­დეო ლი­ზამ გა­ავ­რცე­ლა.

შემ­დეგ იყო გრძელ­ვა­დი­ა­ნი შიმ­ში­ლო­ბა, ცუ­დად გახ­დო­მა და რუს­თა­ვის ცი­ხი­დან გლ­და­ნის ცი­ხე­ში სკან­და­ლუ­რი ეტა­პი­რე­ბა. ახალ წლამ­დე კი ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მისი და მომ­ღე­რალ სოფო ნი­ჟა­რა­ძის სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გი­ნა. ელის მა­რი­ას შე­სა­ხებ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მარ­თვა, მის­სა­ვე ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

პირ­ვე­ლად, ორი წლის წინ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ლიზა იას­კოს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უკ­რა­ი­ნულ მე­დია strana.news წერ­და, რამ­დე­ნი­მე თვის წინ მათ­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნეს სტა­ტია, სა­დაც წერ­დნენ, რომ სოფო ნი­ჟა­რა­ძე ზა­ფხულ­ში შვილ­თან ერ­თად კი­ევ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ კი, ჯერ კი­დევ უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბამ­დე ლიზა იას­კო ექ­სკლუ­ზი­უ­რად ჩა­წე­რეს, სა­დაც კი­თხვა სოფო ნი­ჟა­რა­ძი­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ერ­თო შვილ­ზეც და­უს­ვეს.

სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტა­ტის ლიზა იას­კოს მხარ­და­ჭე­რა აქვს, მაგ­რამ მას შემ­დეგ რაც გა­ირ­კვა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის­გან ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ძა­ლი­ან გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლია".

მე­დი­ამ ლი­ზას­გან კო­მენ­ტა­რის ჩა­წე­რა იტა­ლი­ურ რეს­ტო­რან Buffalino-ში მო­ა­ხერ­ხა.

strana.news ლიზა იას­კოს სი­ტყვებს ცი­ტი­რებს:

"მე არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი, ვინც სა­ა­კაშ­ვი­ლის, ან სხვა ვინ­მეს ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე შე­ძე­ნი­ლი შვი­ლე­ბის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი უნდა გა­ა­კე­თოს. მე და მი­ხე­ი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა­ში ვართ. ჩვენ გვაქვს ჩვე­ნი ოჯა­ხუ­რი გეგ­მე­ბი. სხვა ყვე­ლა­ფე­რი, რაც მის წარ­სულ­ში იყო, მე სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს", - ამ­ბობს იას­კო და დას­ძენს, რომ მი­შას მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მას აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ აინ­ტე­რე­სებს.

"თუ ვინ­მე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნით, ამას წარ­მა­ტე­ბით აკე­თებს. ჩემ­თვის მთა­ვა­რია მისი სი­ცო­ცხლე და თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სხვა ყვე­ლა ჭორი ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის" - ამ­ბობს ლიზა.

strana.news წერს, რომ სო­ფი­ას, რო­გორც ჩანს, დიდი ხნის ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან, რად­გან ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია ჯერ კი­დევ 2010 წელს წერ­და, რომ გო­გო­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ა­კაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში იყო და­საქ­მე­ბუ­ლი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პოსტს დაჰ­პირ­დნენ. თუმ­ცა, ჭორი არ გა­მარ­თლდა.

მე­დი­ა­ში ასე­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პო­ლი­ტი­კოს­მა მომ­ღე­რალს ბინა ნიუ იორკში 2 000 000 დო­ლა­რად უყი­და. სოფო ნი­ჟა­რა­ძემ 2020 წლის ივ­ნის­ში შტა­ტებ­ში იმ­შო­ბი­ა­რა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ დაბ­რუნ­და.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ლიზა იას­კო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­და, რომ მისი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ში პუ­ტი­ნის ტყვეა. ის ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას.

"უკვე ექ­ვსი თვეა სა­ში­ნელ სიზ­მარ­ში ვცხოვ­რობ და ბოლო 2 კვი­რაა აღარც ვი­ძი­ნებ და ვერც ვჭამ! იმი­ტომ, რომ პუ­ტინს ჩემი ქვეყ­ნის წარ­თმე­ვა სურს; მაგ­რამ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი ტყვედ წა­იყ­ვა­ნა...

ახლა კი არა მხო­ლოდ მთე­ლი ქვეყ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა უნ­დათ. არა­მედ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა, ჩემი მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნის ქა­ლა­ქე­ბის, ქუ­ჩე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა" - წერ­და ლიზა.

მკითხველის კომენტარები / 77 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
1

მზესუმზირებში ის ფოტო ახალ ნაჩინჩლარზეა?

ზაზა
15

ამორალური ნაძირლები

ავტორი:

"მე და მიხეილი სამოქალაქო ქორწინებაში ვართ... საერთოდ არ მაინტერესებს მის წარსულში რა იყო" - რას ამბობს ლიზა იასკო ექსპრეზიდენტისა და სოფო ნიჟარაძის ურთიერთობაზე?

"მე და მიხეილი სამოქალაქო ქორწინებაში ვართ... საერთოდ არ მაინტერესებს მის წარსულში რა იყო" - რას ამბობს ლიზა იასკო ექსპრეზიდენტისა და სოფო ნიჟარაძის ურთიერთობაზე?

მეექვსე თვეა, რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმყოფება. ინფორმაცია საზღვრის გადმოკვეთის შესახებ 1 ოქტომბერს გახდა ცნობილი და მალე ექსპრეზიდენტი თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. სააკაშვილს პოპულარობა არასოდეს აკლდა, მაგრამ ამ ექვსი თვის მანძილზე ექსპრეზიდენტის გარშემო უამრავი ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

საზოგადოებისთვის პირველი შოკი, მისი ახალი მეუღლის, უკრაინის რადას დეპუტატ ლიზა იასკოს წარდგენა გახლდათ. შეგახსენებთ, რომ მიხეილის დაკავების შემდეგ, ერთობლივი ვიდეო ლიზამ გაავრცელა.

შემდეგ იყო გრძელვადიანი შიმშილობა, ცუდად გახდომა და რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში სკანდალური ეტაპირება. ახალ წლამდე კი ექსპრეზიდენტმა მისი და მომღერალ სოფო ნიჟარაძის საერთო ქალიშვილი საზოგადოებას წარუდგინა. ელის მარიას შესახებ სააკაშვილის მიმართვა, მისსავე ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

პირველად, ორი წლის წინ მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს სასიყვარულო ურთიერთობაზე უკრაინულ მედია strana.news წერდა, რამდენიმე თვის წინ მათვე გამოაქვეყნეს სტატია, სადაც წერდნენ, რომ სოფო ნიჟარაძე ზაფხულში შვილთან ერთად კიევში იმყოფებოდა.

რამდენიმე კვირის წინ კი, ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე ლიზა იასკო ექსკლუზიურად ჩაწერეს, სადაც კითხვა სოფო ნიჟარაძისა და მიხეილ სააკაშვილის საერთო შვილზეც დაუსვეს.

სტატიაში ვკითხულობთ:

"მიხეილ სააკაშვილს უკრაინის რადას დეპუტატის ლიზა იასკოს მხარდაჭერა აქვს, მაგრამ მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ქართველი მომღერლისგან ქალიშვილი ჰყავს, სავარაუდოდ, ძალიან განაწყენებულია".

მედიამ ლიზასგან კომენტარის ჩაწერა იტალიურ რესტორან Buffalino-ში მოახერხა.

strana.news ლიზა იასკოს სიტყვებს ციტირებს:

"მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც სააკაშვილის, ან სხვა ვინმეს ქორწინების გარეშე შეძენილი შვილების შესახებ კომენტარი უნდა გააკეთოს. მე და მიხეილი სამოქალაქო ქორწინებაში ვართ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ოჯახური გეგმები. სხვა ყველაფერი, რაც მის წარსულში იყო, მე საერთოდ არ მაინტერესებს", - ამბობს იასკო და დასძენს, რომ მიშას მრავალრიცხოვანი სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია მას აბსოლუტურად არ აინტერესებს.

"თუ ვინმე დაინტერესებულია სააკაშვილის პოლიტიკური სიტუაციიდან ყურადღების გადატანით, ამას წარმატებით აკეთებს. ჩემთვის მთავარია მისი სიცოცხლე და თავისუფლება და სხვა ყველა ჭორი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის" - ამბობს ლიზა.

strana.news წერს, რომ სოფიას, როგორც ჩანს, დიდი ხნის ურთიერთობა აქვს მიხეილ სააკაშვილთან, რადგან ადგილობრივი მედია ჯერ კიდევ 2010 წელს წერდა, რომ გოგონა, სავარაუდოდ, სააკაშვილის დახმარებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დასაქმებული, მოგვიანებით კი კულტურის მინისტრის პოსტს დაჰპირდნენ. თუმცა, ჭორი არ გამართლდა.

მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკოსმა მომღერალს ბინა ნიუ იორკში 2 000 000 დოლარად უყიდა. სოფო ნიჟარაძემ 2020 წლის ივნისში შტატებში იმშობიარა და საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ დაბრუნდა.

რამდენიმე დღის წინ ლიზა იასკო სოციალურ ქსელში წერდა, რომ მისი საყვარელი ადამიანი საქართველოს ციხეში პუტინის ტყვეა. ის ძალიან განიცდიდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

"უკვე ექვსი თვეა საშინელ სიზმარში ვცხოვრობ და ბოლო 2 კვირაა აღარც ვიძინებ და ვერც ვჭამ! იმიტომ, რომ პუტინს ჩემი ქვეყნის წართმევა სურს; მაგრამ საყვარელი ადამიანი ტყვედ წაიყვანა...

ახლა კი არა მხოლოდ მთელი ქვეყნის განადგურება უნდათ. არამედ საყვარელი ადამიანის ჯანმრთელობის განადგურება, ჩემი მშობლიური ქვეყნის ქალაქების, ქუჩების განადგურება" - წერდა ლიზა.