პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშკარაა, რომ მისი სურვილია კონსტიტუციის მიღმა იმოქმედოს" - "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლას ვრცელი განცხადებით ეხმაურება
"აშკარაა, რომ მისი სურვილია კონსტიტუციის მიღმა იმოქმედოს" - "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლას ვრცელი განცხადებით ეხმაურება

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"კონ­სტი­ტუ­ცი­ის პა­ტი­ვის­ცე­მა და მის შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დე­ბა ყვე­ლა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნოს უპირ­ვე­ლე­სი ვა­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, რო­მელ­საც კონ­სტი­ტუ­ცი­ის დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას თა­ვად კონ­სტი­ტუ­ცია პირ­და­პი­რი ტექ­სტით აკის­რებს.

სამ­წუ­ხა­როდ, ამ თვალ­საზ­რი­სით, აშ­კა­რად იკ­ვე­თე­ბა უარ­ყო­ფი­თი ტენ­დენ­ცია და ჩვე­ნი ვა­ლია, ამ ტენ­დენ­ცი­ა­ზე იმ­თა­ვით­ვე მო­ვახ­დი­ნოთ პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­გი­რე­ბა, რათა მან კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას რა­ი­მე ჭარ­ბი სირ­თუ­ლე არ შე­უქ­მნას. ვიდ­რე დე­ტა­ლებ­ზე ვი­სა­უბ­რებთ, პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს გვინ­და მო­ვუ­წო­დოთ, გა­ეც­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას და გან­სა­კუთ­რე­ბით, სამი მთა­ვა­რი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნოს - პარ­ლა­მენ­ტის, მთავ­რო­ბი­სა და პრე­ზი­დენ­ტის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს. გუ­შინ­დელ გა­მოს­ვლა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა მთე­ლი რიგი ახა­ლი თა­მა­შის წე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. აშ­კა­რაა, რომ მისი სურ­ვი­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­ის მიღ­მა იმოქ­მე­დოს. თუმ­ცა, პრე­ზი­დენტს გვინ­და შე­ვახ­სე­ნოთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მის თა­მა­შის წე­სებს არა პრე­ზი­დენ­ტი, არა­მედ კონ­სტი­ტუ­ცია გან­სა­ზღვრავს, ხოლო პრე­ზი­დენტს კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­და­წე­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვე­რა­ვინ მის­ცემს.რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მოქ­მე­დი რე­დაქ­ცია სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ექ­სკლუ­ზი­ურ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ანი­ჭებს.

სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კის პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ჩარ­თვა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს მხო­ლოდ გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­გან­გე­ბო თან­ხმო­ბით შე­უძ­ლია. აქვე და­მა­ტე­ბით უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ­ცერ­თი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა, რაც მის მიერ ამ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ეფექ­ტი­ან ჩარ­თვას შე­უძ­ლე­ბელ­საც კი ხდის. რო­გორც უკვე აღი­ნიშ­ნა, ეს თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კის პრინ­ცი­პე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს.სწო­რედ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ინ­სტრუ­მენ­ტია ელ­ჩე­ბი­სა და სხვა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­ნიშ­ვნა. შე­სა­ბა­მი­სი აქტი პრე­ზი­დენ­ტი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნა­ხელ­მო­წე­რით გა­მო­ი­ცე­მა, ამ­გვარ აქ­ტზე კი, კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მხო­ლოდ მთავ­რო­ბას ეკის­რე­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ ელ­ჩის გან­წე­სე­ბის მა­ტე­რი­ა­ლურ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას კონ­სტი­ტუ­ცია მთავ­რო­ბას ანი­ჭებს, პრე­ზი­დენტს კი ამ სფე­რო­ში მხო­ლოდ სა­მარ­თლებ­რი­ვი და ცე­რე­მო­ნი­უ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. ამას­თან, თა­ნა­ხელ­მო­წე­რის დათ­ქმაც რომ არ იყოს დად­გე­ნი­ლი, ყვე­ლა სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ში ელ­ჩის და­ნიშ­ვნის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა სწო­რედ ამ სა­ხით გა­ნი­მარ­ტე­ბა - პრე­ზი­დენ­ტი ელ­ჩებს ფორ­მა­ლუ­რად ნიშ­ნავს, მათ შერ­ჩე­ვა­ზე კი, პო­ლი­ტი­კურ-პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, მთავ­რო­ბაა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. გა­სუ­ლი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, იყო არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტმა მთავ­რო­ბის მიერ წარ­დგე­ნი­ლი ელ­ჩის თუ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის და­ნიშ­ვნა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, რაც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას უხე­შად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

გა­სუ­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შედ­გა არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და პრე­ზი­დენტს შო­რის, სა­დაც პრე­ზი­დენტს არა­ერ­თგზის ნათ­ლად გა­ნე­მარ­ტა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის ში­ნა­არ­სი, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, უშე­დე­გოდ. ამ პი­რო­ბებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მი­მარ­თოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ და­ვის პრო­ცე­დუ­რის ფარ­გლებ­ში და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვის და­დას­ტუ­რე­ბა მო­ი­თხო­ვოს. სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სფე­რო­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბი­სა და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კუ­თხი­თაც, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია პრი­ო­რი­ტეტს მთავ­რო­ბას ანი­ჭებს. კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს მხო­ლოდ მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ამ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი დათ­ქმის დარ­ღვე­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, რო­გორც ეს მან გუ­შინ­დელ სხდო­მა­ზე თა­ვა­დაც აღი­ა­რა, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა რამ­დე­ნი­მე ვი­ზი­ტი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­ზი­ტე­ბი პრე­ზი­დენ­ტმა მთავ­რო­ბას­თან ყო­ველ­გვა­რი წი­ნას­წა­რი კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­რე­შე და­გეგ­მა და მთავ­რო­ბას ვი­ზი­ტე­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ამის შემ­დეგ აც­ნო­ბა, რაც ადას­ტუ­რებს, რომ პრე­ზი­დენ­ტმა კონ­სტი­ტუ­ცია წი­ნას­წა­რი გან­ზრახ­ვით და­არ­ღვია. ჩვენ გა­ვუფრ­თხილ­დით პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუტს და ეს ფაქ­ტი არ გა­ვა­სა­ჯა­რო­ეთ, თუმ­ცა, ახლა, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტმა ის თა­ვად გა­ა­სა­ჯა­როა, მას­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­გი­რე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ გუ­შინ­დელ გა­მოს­ვლა­ში პრე­ზი­დენტს მისი ევ­რო­პუ­ლი ვი­ზი­ტე­ბის შე­სა­ხებ ერთი სი­ტყვაც არ უთ­ქვამს, როცა 5 მარტს სა­გან­გე­ბო სხდო­მის მოწ­ვე­ვას სწო­რედ ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ სას­წრა­ფო მოხ­სე­ნე­ბის წარ­დგე­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბით ხსნი­და. ეს ფაქ­ტი იმა­საც ცხად­ყოფს, რომ პრე­ზი­დენ­ტი ევ­რო­პი­დან რა­ი­მე ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გის გა­რე­შე დაბ­რუნ­და. სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი იყო პრე­ზი­დენ­ტის გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს შე­სა­ხებ. უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭო არის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­თათ­ბი­რო სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის ეფექ­ტი­ა­ნი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის იქ­მნე­ბა. ამ სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნო­ში არა­სამ­თავ­რო­ბო სუ­ბი­ექ­ტე­ბის, პრე­ზი­დენ­ტი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეყ­ვა­ნა სის­ტე­მის ლო­გი­კა­სა და ორ­გა­ნოს არსს პირ­და­პირ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­შიც, აშ­კა­რაა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ან სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას ვერ კი­თხუ­ლობს და დღემ­დე მის არსში ვერ გა­ერ­კვა, ან ის ამ შემ­თხვე­ვა­შიც კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ვი­სე­ბუ­რად გა­და­წე­რას ცდი­ლობს.

მთა­ვარ­სარ­დლის სტა­ტუს­ზე მი­თი­თე­ბაც იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ში ეს სტა­ტუ­სი მხო­ლოდ ცე­რე­მო­ნი­უ­ლი დატ­ვირ­თვის მა­ტა­რე­ბე­ლია, იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ პრე­ზი­დენ­ტი კონ­სტი­ტუ­ცი­ას სწო­რად ვერ ან არ კი­თხუ­ლობს. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მთა­ვა­რი ორ­გა­ნო სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბაა. მთავ­რო­ბის სხდო­მებ­თან ერ­თად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან რე­გუ­ლა­რუ­ლად იმარ­თე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლი თათ­ბი­რე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად. სწო­რედ ერთ-ერთ ასეთ თათ­ბირ­ზე იქნა მოწ­ვე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­საც მი­ე­ცა გან­მარ­ტე­ბე­ბი პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტის მი­ზან­შე­უ­წონ­ლო­ბის შე­სა­ხებ, რაც პრე­ზი­დენ­ტმა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში, პრე­ზი­დენ­ტის მიერ კონ­სტი­ტუ­ცი­ი­სა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის ორი უხე­ში პრე­ცე­დენ­ტი და­ფიქ­სირ­და პარ­ლა­მენ­ტის მი­მარ­თაც. კერ­ძოდ, თავ­და­პირ­ვე­ლად, პრე­ზი­დენ­ტმა პარ­ლა­მენ­ტში მისი მის­ვლის თა­რი­ღი პარ­ლა­მენ­ტთან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე გა­მო­ა­ცხა­და, ხოლო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პარ­ლა­მენ­ტთან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე სხდო­მა­თა დარ­ბა­ზის მთა­ვარ სივ­რცე­ში შე­იყ­ვა­ნა უკ­რა­ი­ნის ელ­ჩის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, რისი უფ­ლე­ბაც, კონ­სტი­ტუ­ცი­ი­სა და პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის თა­ნახ­მად, მხო­ლოდ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს აქვს. რო­გორც ჩანს, პრე­ზი­დენ­ტი კარ­გად ხვდე­ბო­და უხერ­ხუ­ლო­ბას, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ელ­ჩის გაწ­ვე­ვის პი­რო­ბებ­ში, ამ­გვა­რი აქტი უკავ­შირ­დე­ბო­და და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს სა­კუ­თა­რი გან­ზრახ­ვა ამ მი­ზე­ზით და­უ­მა­ლა. უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და სო­ლი­და­რო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, რომ ელ­ჩის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის­თვის პრე­ზი­დენ­ტის მიერ შექ­მნი­ლი უხერ­ხუ­ლო­ბა აგ­ვე­რი­დე­ბი­ნა და პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე მის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა და მხარ­და­ჭე­რა სა­თა­ნა­დოდ გა­მოვ­ხა­ტეთ.გუ­შინ ჩვენ ასე­ვე მო­ვის­მი­ნეთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის რამ­დე­ნი­მე გა­უ­გე­ბა­რი გან­ცხა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მათ შო­რის ერთ-ერთი "გა­მორ­ჩე­უ­ლი“ იყო შემ­დე­გი ფრა­ზა - "ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სცო­დავს, როცა ვერ ბე­დავს გა­მო­ხა­ტოს ის, რა­საც ჩვე­ნი ის­ტო­რია და ღირ­სე­ბა გვკარ­ნა­ხობს“. ამას­თან, ამ­გვა­რი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ფრა­ზის მიღ­მა, მას არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, თუ რას გუ­ლის­ხმობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­უ­ბე­დავ და უღირს მოქ­მე­დე­ბა­ში. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მკა­ფიო პო­ზი­ცია გა­მო­ხა­ტა ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუმ­ზე, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რა­სა და რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის მი­მართ რე­ა­გი­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და - იქ­ნე­ბო­და ეს ევ­რო­საბ­ჭო­ში რუ­სე­თის­თვის წევ­რის სტა­ტუ­სის შე­ჩე­რე­ბა, გა­ე­როს რე­ზო­ლუ­ცი­ის თა­ნას­პონ­სო­რო­ბა, ჰა­ა­გა­ში შე­ტა­ნი­ლი სა­ჩივ­რის თა­ნა­ავ­ტო­რო­ბა თუ სხვა. თუ პრე­ზი­დენ­ტი გუ­ლის­ხმობს იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო სან­ქცი­ებს უნდა მი­ერ­თე­ბო­და და ომში უნდა ჩარ­თუ­ლი­ყო, კე­თი­ლი ინე­ბოს, თა­ვად გა­მო­ი­ჩი­ნოს გამ­ბე­და­ო­ბა და ეს ღიად თქვას. იმე­დი გვაქვს, ის არ იმე­ო­რებს რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ტაქ­ტი­კას, რო­მე­ლიც სან­ქცი­ებ­სა და ომზე ღიად ვერ სა­უბ­რობს, თუმ­ცა, ყვე­ლა პრო­ვო­კა­ცი­ით ცდი­ლობს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სწო­რედ აქეთ­კენ უბიძ­გოს.არა­ნაკ­ლებ გა­უ­გე­ბა­რი იყო პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრად ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ. პირ­ველ რიგ­ში, პრე­ზი­დენტს უნდა ეს­მო­დეს, რომ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი რო­გორც კი ხდე­ბა მი­ნის­ტრი, პო­ლი­ტი­კის ელე­მენ­ტა­რუ­ლი კა­ნო­ნე­ბის თა­ნახ­მად, ის აღარ არის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი და ხდე­ბა მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას აღარ შე­ვა­ჩე­რებთ იმა­ზე, თუ რო­გო­რია ეს ოპო­ზი­ცია, რო­მელ­ზეც პრე­ზი­დენ­ტი სა­უბ­რობს. გა­უ­გე­ბა­რია, რო­გორ ასა­ბუ­თებს პრე­ზი­დენ­ტი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრის პოსტზე ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის და­ნიშ­ვნის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბას, როცა გუ­შინ თა­ვად­ვე აღ­ნიშ­ნა დიდი ხნის წინ ცნო­ბი­ლი ფაქ­ტი, რომ ოპო­ზი­ცია "და­დის და (სა­ხელ­მწი­ფოს) ძირს უთხრის“.

რა სარ­გე­ბე­ლი უნდა ჰქონ­დეს ძირ­გა­მომ­თხრე­ლის და­ნიშ­ვნას ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრად, სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვა­დაც შე­უძ­ლია გან­სა­ჯოს. გარ­და ამი­სა, პრე­ზი­დენ­ტის ეს გან­ცხა­დე­ბა აშ­კა­რად ემ­სა­ხუ­რე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჭარ­ბი მო­ლო­დი­ნის გა­ჩე­ნას ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის ტემ­პებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის - ბო­რე­ლის, მაკ­რო­ნის, შოლ­ცის და სხვე­ბის სი­ტყვე­ბი ცხად­ყოფს, რომ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს, ისე­ვე, რო­გორც უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას, სამ­წუ­ხა­როდ, არ­ცთუ მოკ­ლე გზა აქვს გა­სავ­ლე­ლი. გა­სა­ტა­რე­ბე­ლია არა­ერ­თი რე­ფორ­მა, რა­საც არა­ერ­თი წელი დას­ჭირ­დე­ბა. ამ თვალ­საზ­რი­სით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დღემ­დე ძა­ლის­ხმე­ვა არ და­უკ­ლია და არც მო­მა­ვალ­ში და­აკ­ლებს. ამ პი­რო­ბებ­ში, გა­უ­გე­ბა­რია, რა სა­ჭი­როა ღია კა­რის მტვრე­ვა, რაც რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ცნო­ბი­ლი ხელ­წე­რაა. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრად ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის და­ნიშ­ვნა იყო პრე­ზი­დენ­ტის გუ­შინ­დე­ლი გა­მოს­ვლის ძი­რი­თა­დი სათ­ქმე­ლი, რაც, თა­ვის­თა­ვად, მრავ­ლისმთქმე­ლია.სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის კონ­სტი­ტუ­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბი და სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია იმ დროს, რო­დე­საც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის პი­რო­ბებ­ში, მსოფ­ლიო და სა­ქარ­თვე­ლო უსაფრ­თხო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას.და­სას­რულს, კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, ყუ­რა­დღე­ბით გა­ეც­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას და კარ­გად გა­ი­აზ­როს სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კის არსი, რომ­ლის დამ­კვიდ­რე­ბა­ში მას, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს, 2017 წელს უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ის მო­მა­ვალ­ში მა­ინც იქ­ნე­ბა და­ზღვე­უ­ლი შეც­დო­მე­ბი­სა და გა­დაც­დო­მე­ბის­გან და მისი სა­მო­მავ­ლო ქმე­დე­ბე­ბი და გან­ცხა­დე­ბე­ბი ამ­დენ კი­თხვას აღარ და­ტო­ვებს. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა პირ­ველ რიგ­ში უნდა სცეს პა­ტი­ვი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას და პრე­ზი­დენ­ტის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს".

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
0

როცა შენი მოყვანილი პრეზიდენტი დესტრუქციას ქმნის (არ თანამშრომლობს და რატომ, ტვინი გადმოსდის, თუ სხვა სროულობს ქვებს!?), ეს უკვე სახელმწიფო არ არის. ანუ გითხრეს, რომ ეს უნდა ასე გაკეთდეს, ხოლო გამკეთებელმა იცის ნაღმი სად-როგორ უნდა ჩადოს. გიხაროდეთ!>>>>>>>>>შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ აყვეთ არავის. ჩვენც გავაკვირვოთ მსოფლიო. დიდება საქართველოს!

koka
2

ქვეყნის გამყიდველი ოცნება რუსული ოცნება

ავტორი:

"აშკარაა, რომ მისი სურვილია კონსტიტუციის მიღმა იმოქმედოს" - "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლას ვრცელი განცხადებით ეხმაურება

"აშკარაა, რომ მისი სურვილია კონსტიტუციის მიღმა იმოქმედოს" - "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლას ვრცელი განცხადებით ეხმაურება

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"კონსტიტუციის პატივისცემა და მის შესაბამისად მოქმედება ყველა კონსტიტუციური ორგანოს უპირველესი ვალია. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც კონსტიტუციის დაცვის ვალდებულებას თავად კონსტიტუცია პირდაპირი ტექსტით აკისრებს.

სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, აშკარად იკვეთება უარყოფითი ტენდენცია და ჩვენი ვალია, ამ ტენდენციაზე იმთავითვე მოვახდინოთ პოლიტიკური რეაგირება, რათა მან კონსტიტუციური სისტემის ფუნქციონირებას რაიმე ჭარბი სირთულე არ შეუქმნას. ვიდრე დეტალებზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტს გვინდა მოვუწოდოთ, გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას და განსაკუთრებით, სამი მთავარი კონსტიტუციური ორგანოს - პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს. გუშინდელ გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა შემოგვთავაზა მთელი რიგი ახალი თამაშის წესები, რომლებიც სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირებას უკავშირდება. აშკარაა, რომ მისი სურვილია კონსტიტუციის მიღმა იმოქმედოს. თუმცა, პრეზიდენტს გვინდა შევახსენოთ, რომ სახელმწიფო სისტემის თამაშის წესებს არა პრეზიდენტი, არამედ კონსტიტუცია განსაზღვრავს, ხოლო პრეზიდენტს კონსტიტუციის გადაწერის შესაძლებლობას ვერავინ მისცემს.როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობას ანიჭებს.

საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპების შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართვა საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის საგანგებო თანხმობით შეუძლია. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ექვემდებარება საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული არცერთი სახელმწიფო უწყება, რაც მის მიერ ამ უფლებამოსილების განხორციელებაში ეფექტიან ჩართვას შეუძლებელსაც კი ხდის. როგორც უკვე აღინიშნა, ეს თავისებურებები საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპებიდან გამომდინარეობს.სწორედ საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა. შესაბამისი აქტი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოიცემა, ამგვარ აქტზე კი, კონსტიტუციის თანახმად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ მთავრობას ეკისრება. ეს ნიშნავს, რომ ელჩის განწესების მატერიალურ უფლებამოსილებას კონსტიტუცია მთავრობას ანიჭებს, პრეზიდენტს კი ამ სფეროში მხოლოდ სამართლებრივი და ცერემონიული უფლებამოსილება აქვს მინიჭებული. ამასთან, თანახელმოწერის დათქმაც რომ არ იყოს დადგენილი, ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში ელჩის დანიშვნის უფლებამოსილება სწორედ ამ სახით განიმარტება - პრეზიდენტი ელჩებს ფორმალურად ნიშნავს, მათ შერჩევაზე კი, პოლიტიკურ-პრაქტიკული თვალსაზრისით, მთავრობაა პასუხისმგებელი. გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება.

გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის, სადაც პრეზიდენტს არაერთგზის ნათლად განემარტა საქართველოს კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ. ამ პირობებში, საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს. საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილების შესაბამისად, საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოებისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების კუთხითაც, საქართველოს კონსტიტუცია პრიორიტეტს მთავრობას ანიჭებს. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება. ამ კონსტიტუციური დათქმის დარღვევით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს მან გუშინდელ სხდომაზე თავადაც აღიარა, განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია. ჩვენ გავუფრთხილდით პრეზიდენტის ინსტიტუტს და ეს ფაქტი არ გავასაჯაროეთ, თუმცა, ახლა, როდესაც პრეზიდენტმა ის თავად გაასაჯაროა, მასზე პოლიტიკური რეაგირება აუცილებლად მიგვაჩნია.

საინტერესოა, რომ გუშინდელ გამოსვლაში პრეზიდენტს მისი ევროპული ვიზიტების შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამს, როცა 5 მარტს საგანგებო სხდომის მოწვევას სწორედ ვიზიტის შესახებ სასწრაფო მოხსენების წარდგენის აუცილებლობით ხსნიდა. ეს ფაქტი იმასაც ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი ევროპიდან რაიმე ხელშესახები შედეგის გარეშე დაბრუნდა. სრულიად გაუგებარი იყო პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებები სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს შესახებ. უსაფრთხოების საბჭო არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო სამთავრობო ორგანო, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის იქმნება. ამ სამთავრობო ორგანოში არასამთავრობო სუბიექტების, პრეზიდენტისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეყვანა სისტემის ლოგიკასა და ორგანოს არსს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ამ შემთხვევაშიც, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს კონსტიტუციას ვერ კითხულობს და დღემდე მის არსში ვერ გაერკვა, ან ის ამ შემთხვევაშიც კონსტიტუციის თავისებურად გადაწერას ცდილობს.

მთავარსარდლის სტატუსზე მითითებაც იმ პირობებში, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს სტატუსი მხოლოდ ცერემონიული დატვირთვის მატარებელია, იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას სწორად ვერ ან არ კითხულობს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკაში უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანო საქართველოს მთავრობაა. მთავრობის სხდომებთან ერთად, პრემიერ-მინისტრთან რეგულარულად იმართება ოპერატიული თათბირები უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. სწორედ ერთ-ერთ ასეთ თათბირზე იქნა მოწვეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელსაც მიეცა განმარტებები პრეზიდენტის ვიზიტის მიზანშეუწონლობის შესახებ, რაც პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა.უკანასკნელ პერიოდში, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევის ორი უხეში პრეცედენტი დაფიქსირდა პარლამენტის მიმართაც. კერძოდ, თავდაპირველად, პრეზიდენტმა პარლამენტში მისი მისვლის თარიღი პარლამენტთან შეთანხმების გარეშე გამოაცხადა, ხოლო, მოგვიანებით, პარლამენტთან შეთანხმების გარეშე სხდომათა დარბაზის მთავარ სივრცეში შეიყვანა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რისი უფლებაც, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. როგორც ჩანს, პრეზიდენტი კარგად ხვდებოდა უხერხულობას, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების მიერ ელჩის გაწვევის პირობებში, ამგვარი აქტი უკავშირდებოდა და პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი განზრახვა ამ მიზეზით დაუმალა. უკრაინელი ხალხის მიმართ პატივისცემისა და სოლიდარობის გათვალისწინებით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებლისთვის პრეზიდენტის მიერ შექმნილი უხერხულობა აგვერიდებინა და პარლამენტის სხდომაზე მის მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა სათანადოდ გამოვხატეთ.გუშინ ჩვენ ასევე მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის რამდენიმე გაუგებარი განცხადება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მათ შორის ერთ-ერთი "გამორჩეული“ იყო შემდეგი ფრაზა - "ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს“. ამასთან, ამგვარი შეურაცხმყოფელი ფრაზის მიღმა, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობს ხელისუფლების გაუბედავ და უღირს მოქმედებაში. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მკაფიო პოზიცია გამოხატა ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და რუსული აგრესიის მიმართ რეაგირებას უკავშირდებოდა - იქნებოდა ეს ევროსაბჭოში რუსეთისთვის წევრის სტატუსის შეჩერება, გაეროს რეზოლუციის თანასპონსორობა, ჰააგაში შეტანილი საჩივრის თანაავტორობა თუ სხვა. თუ პრეზიდენტი გულისხმობს იმას, რომ საქართველო სანქციებს უნდა მიერთებოდა და ომში უნდა ჩართულიყო, კეთილი ინებოს, თავად გამოიჩინოს გამბედაობა და ეს ღიად თქვას. იმედი გვაქვს, ის არ იმეორებს რადიკალური ოპოზიციის ტაქტიკას, რომელიც სანქციებსა და ომზე ღიად ვერ საუბრობს, თუმცა, ყველა პროვოკაციით ცდილობს, ხელისუფლებას სწორედ აქეთკენ უბიძგოს.არანაკლებ გაუგებარი იყო პრეზიდენტის განცხადება ევროინტეგრაციის მინისტრად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ. პირველ რიგში, პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი როგორც კი ხდება მინისტრი, პოლიტიკის ელემენტარული კანონების თანახმად, ის აღარ არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ხდება მმართველი კოალიციის წარმომადგენელი. საზოგადოების ყურადღებას აღარ შევაჩერებთ იმაზე, თუ როგორია ეს ოპოზიცია, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობს. გაუგებარია, როგორ ასაბუთებს პრეზიდენტი ევროინტეგრაციის მინისტრის პოსტზე ოპოზიციონერის დანიშვნის მიზანშეწონილობას, როცა გუშინ თავადვე აღნიშნა დიდი ხნის წინ ცნობილი ფაქტი, რომ ოპოზიცია "დადის და (სახელმწიფოს) ძირს უთხრის“.

რა სარგებელი უნდა ჰქონდეს ძირგამომთხრელის დანიშვნას ევროინტეგრაციის მინისტრად, საზოგადოებას თავადაც შეუძლია განსაჯოს. გარდა ამისა, პრეზიდენტის ეს განცხადება აშკარად ემსახურებოდა საზოგადოებაში ჭარბი მოლოდინის გაჩენას ევროინტეგრაციის ტემპებთან დაკავშირებით. ევროპელი პოლიტიკოსების - ბორელის, მაკრონის, შოლცის და სხვების სიტყვები ცხადყოფს, რომ ევროკავშირის წევრობამდე საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინასა და მოლდოვას, სამწუხაროდ, არცთუ მოკლე გზა აქვს გასავლელი. გასატარებელია არაერთი რეფორმა, რასაც არაერთი წელი დასჭირდება. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლებას დღემდე ძალისხმევა არ დაუკლია და არც მომავალში დააკლებს. ამ პირობებში, გაუგებარია, რა საჭიროა ღია კარის მტვრევა, რაც რადიკალური ოპოზიციის ცნობილი ხელწერაა. როგორც გავარკვიეთ, ევროინტეგრაციის მინისტრად ოპოზიციონერის დანიშვნა იყო პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლის ძირითადი სათქმელი, რაც, თავისთავად, მრავლისმთქმელია.საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებები და საფუძველს მოკლებული განცხადებები განსაკუთრებული საფრთხის შემცველია იმ დროს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, მსოფლიო და საქართველო უსაფრთხოების განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას.დასასრულს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, ყურადღებით გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას და კარგად გაიაზროს საპარლამენტო რესპუბლიკის არსი, რომლის დამკვიდრებაში მას, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, 2017 წელს უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული. ასეთ შემთხვევაში, ის მომავალში მაინც იქნება დაზღვეული შეცდომებისა და გადაცდომებისგან და მისი სამომავლო ქმედებები და განცხადებები ამდენ კითხვას აღარ დატოვებს. საქართველოს პრეზიდენტმა პირველ რიგში უნდა სცეს პატივი საქართველოს კონსტიტუციას და პრეზიდენტის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს".