სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედაჩემის გვერდით უნდა იყოს ჩემი საფლავი... სულ ეს არის ჩემი დანაბარები... დამპირდით და შეასრულეთ თქვენი პირობა" - რას წერს უკრაინიდან დომენიკ მანგო
"დედაჩემის გვერდით უნდა იყოს ჩემი საფლავი... სულ ეს არის ჩემი დანაბარები... დამპირდით და შეასრულეთ თქვენი პირობა" - რას წერს უკრაინიდან დომენიკ მანგო

დო­მე­ნიკ მან­გო, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში საბ­რძოლ­ვე­ლად წა­ვი­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"მგო­ნი ყვე­ლა­ზე დრო­უ­ლია ამ წე­რი­ლის და­წე­რა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. დე­და­ჩე­მის გვერ­დით უნდა იყოს ჩემი საფ­ლა­ვი, იმ მი­წა­ზე კი ჩემს მა­გივ­რად გა­ა­შე­ნეთ ულა­მა­ზე­სი ბაღი. არ გაგ­ვი­კე­თოთ ძვირ­ფა­სი ქვე­ბი, არც სა­ხე­ლე­ბი და არც სუ­რა­თე­ბი. მხო­ლოდ ხე­ე­ბი და ყვა­ვი­ლე­ბი, მხო­ლოდ სი­ლა­მა­ზე. ვი­საც გული გე­ტყვით გულ­ზე და­მარ­გოთ ყვა­ვი­ლი ან ხი­ლის ხე, რო­მე­ლიც თქვე­ნი ეზო­დან სიყ­ვა­რუ­ლით ამო­მი­ტა­ნეთ, დაგ­ვარ­გეთ გულ­ზე.

სულ ეს არის ჩემი და­ნა­ბა­რე­ბი. მიყ­ვარ­ხართ და იცო­დეთ, არას­დროს არ და­ი­ხი­ოთ უკან როცა გული გკარ­ნა­ხობთ, რად­გან სიკ­ვდი­ლა­დაც კი ღირს გუ­ლის თქმის ნდო­ბა. თუნ­დაც ვე­რა­ვინ ვერ გა­გი­გოთ და ყვე­ლა გემ­ტე­რე­ბო­დეთ, ბო­ლოს მა­ინც სიყ­ვა­რუ­ლამ­დე მი­გიყ­ვანთ გული. ჩემი პი­რო­ბა ქვას ტეხს და თქვენც დამ­პირ­დით, რომ არ მოგ­ვაკ­ლებთ ცო­ცხალ ყვა­ვი­ლებს, ხი­ლის ხე­ებს, ჩრდი­ლებს და სი­ლა­მა­ზე­ებს.

დამ­პირ­დით და შე­ას­რუ­ლეთ თქვე­ნი პი­რო­ბა.

ჯერ არ ვკვდე­ბი, მაგ­რამ თუ ავ­ფეთ­ქდით, იცო­დეთ, რომ თქვენ მე მა­ცო­ცხლეთ. ყვე­ლა მა­გი­ნე­ბე­ლის­თვის მი­პა­ტი­ე­ბია და ვი­თხოვ პა­ტი­ე­ბას, თუ გული გატ­კი­ნეთ.P.S ჩემი ნი­ნაც გვერ­დზე იქ­ნე­ბა იმ ვარ­დე­ბის ქვეშ", - წერს დო­მი­ნიკ მან­გო.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
1

 ჩემო შვილო, შენს დედას კარგად გაუზრდიხარ, მედგრად დადექი. დიდება გამორჩეულთა ხვედრია ყველა ვინც ომში წავიდა 21-ე საუკუნის გმირები ხართ. მშვიდობით დაბრუნდით ყველა. თქვენ კი ჩემო ქართველებო ვინც არ მეთანხმებით შეგახსენებთ ძალა ერთობაშია დიახ ჩვენი გმირები ჩვენთვის იბრძვიან რომ გვასახელონ, ასახელონ სამშობლო და მარადიულობა შესძინონ საქართველოს.

რეზი
5

კაცო შენ საომრად წახვედი თუ პოსტების და სურათების გამოსაქვეყნებლად?

ავტორი:

"დედაჩემის გვერდით უნდა იყოს ჩემი საფლავი... სულ ეს არის ჩემი დანაბარები... დამპირდით და შეასრულეთ თქვენი პირობა" - რას წერს უკრაინიდან დომენიკ მანგო

"დედაჩემის გვერდით უნდა იყოს ჩემი საფლავი... სულ ეს არის ჩემი დანაბარები... დამპირდით და შეასრულეთ თქვენი პირობა" - რას წერს უკრაინიდან დომენიკ მანგო

დომენიკ მანგო, რომელიც უკრაინაში საბრძოლველად წავიდა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"მგონი ყველაზე დროულია ამ წერილის დაწერა ჩემს ცხოვრებაში. დედაჩემის გვერდით უნდა იყოს ჩემი საფლავი, იმ მიწაზე კი ჩემს მაგივრად გააშენეთ ულამაზესი ბაღი. არ გაგვიკეთოთ ძვირფასი ქვები, არც სახელები და არც სურათები. მხოლოდ ხეები და ყვავილები, მხოლოდ სილამაზე. ვისაც გული გეტყვით გულზე დამარგოთ ყვავილი ან ხილის ხე, რომელიც თქვენი ეზოდან სიყვარულით ამომიტანეთ, დაგვარგეთ გულზე.

სულ ეს არის ჩემი დანაბარები. მიყვარხართ და იცოდეთ, არასდროს არ დაიხიოთ უკან როცა გული გკარნახობთ, რადგან სიკვდილადაც კი ღირს გულის თქმის ნდობა. თუნდაც ვერავინ ვერ გაგიგოთ და ყველა გემტერებოდეთ, ბოლოს მაინც სიყვარულამდე მიგიყვანთ გული. ჩემი პირობა ქვას ტეხს და თქვენც დამპირდით, რომ არ მოგვაკლებთ ცოცხალ ყვავილებს, ხილის ხეებს, ჩრდილებს და სილამაზეებს.

დამპირდით და შეასრულეთ თქვენი პირობა.

ჯერ არ ვკვდები, მაგრამ თუ ავფეთქდით, იცოდეთ, რომ თქვენ მე მაცოცხლეთ. ყველა მაგინებელისთვის მიპატიებია და ვითხოვ პატიებას, თუ გული გატკინეთ.P.S ჩემი ნინაც გვერდზე იქნება იმ ვარდების ქვეშ", - წერს დომინიკ მანგო.