პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გატაცებული მელიტოპოლის მერი, დაბომბილი ონკოლოგიური საავადმყოფო და სარაკეტო თავდასხმა ლუცკის აეროდრომზე - რა ხდებოდა მთელი ღამე უკრაინაში?
გატაცებული მელიტოპოლის მერი, დაბომბილი ონკოლოგიური საავადმყოფო და სარაკეტო თავდასხმა ლუცკის აეროდრომზე - რა ხდებოდა მთელი ღამე უკრაინაში?

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი, სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ქა­ლაქ მე­ლი­ტო­პო­ლის მე­რის გა­ტა­ცე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ რუ­სულ­მა ჯა­რებ­მა მერი ივან ფე­დო­რო­ვი შუ­ა­დღი­სას გა­ი­ტა­ცეს მას შემ­დეგ, რაც ტე­რო­რიზ­მში ცრუ ბრალ­დე­ბე­ბი წა­უ­ყე­ნეს.

ამის შე­სა­ხებ რუსი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

"მე­ლი­ტო­პო­ლის მე­რის გა­ტა­ცე­ბა კლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, რო­გორც ომის და­ნა­შა­უ­ლი, ჟე­ნე­ვის კონ­ვენ­ცი­ის მი­ხედ­ვით და და­მა­ტე­ბი­თი პრო­ტო­კო­ლით, რო­მე­ლიც კრძა­ლავს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მძევ­ლად აყ­ვა­ნას", - ნათ­ქვა­მია უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რაც შე­ე­ე­ხე­ბა ვი­თა­რე­ბას, წუ­ხან­დე­ლი ღა­მეც მძი­მე იყო უკ­რა­ი­ნის­თვის.

რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა ქა­ლაქ ლუც­კის აე­როდ­რომ­ზე სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ამის შე­სა­ხებ ქა­ლა­ქის მერ­მა იგორ პო­ლიშ­ჩუკ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აე­როდ­რო­მი მთლი­ა­ნად გა­ნად­გურ­და. და­ი­ღუ­პა 4 და და­შავ­და 6 უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო.

"წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩვენს სამ­ხედ­რო აე­როდ­რომს ოთხი ფრთო­სა­ნი რა­კე­ტა მოხ­ვდა. ასე­ვე წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­კე­ტე­ბი შავი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ი­დან, რუ­სუ­ლი ხო­მალ­დი­დან გა­მო­ის­რო­ლეს“, - გა­ნა­ცხა­და ლუც­კის მერ­მა.

რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქი ნი­კო­ლა­ე­ვი "სმერ­ჩის" და "გრა­დის" ტი­პის რა­კე­ტე­ბით და­ბომ­ბეს, - უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ნი­კო­ლა­ე­ვის სამ­ხა­რეო სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა ვი­ტა­ლი კიმ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა სა­ცხოვ­რე­ბელ უბ­ნებ­ზე მი­ი­ტა­ნეს იე­რი­ში, და­ზი­ან­და სახ­ლე­ბი და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, თუმ­ცა თავ­დას­ხმას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია.

"ქა­ლაქ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ობი­ექ­ტე­ბის მი­სა­მარ­თით ქა­ო­ტუ­რი სრო­ლაა,“- აცხა­დებს ვი­ტა­ლი კიმი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლაქ ნი­კო­ლა­ევ­ში რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა ონ­კო­ლო­გი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოც და­ბომ­ბეს.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის სა­ოლ­ქო დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა მაქ­სიმ ბეზ­ნო­სენ­კომ გა­ნა­ცხა­და.

"სწო­რედ ახლა, ამ ბო­როტ­მოქ­მე­დებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს ონ­კო­ლო­გი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს. სა­ა­ვად­მყო­ფო, რო­მე­ლიც დახ­მა­რე­ბას უწევს ონ­კო­ლო­გი­ურ პა­ცი­ენ­ტებს ნი­კო­ლა­ე­ვის რე­გი­ო­ნი­დან. თუ რუ­სე­თი ონ­კო­ლო­გი­ურ პა­ცი­ენ­ტებ­ში ხე­დავს მტერს, რო­მე­ლიც საფრ­თხეს უქ­მნის მას, ის არა მხო­ლოდ ავად­მყო­ფია, უკვე აგო­ნი­ა­შია“, - გა­ნა­ცხა­და ბეზ­ნო­სენ­კომ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
2

მეორე სირია მოაწყვეს უკრაინაში, ორმა თავგახურებულმა კლიმაქსიანმა ბებერმა.

archil
11

რუსეთს ეკონომიურად გაუჭირდა და სანაცვლოდ ალბათ 5000 გრივნს მოითხოვენ.

ავტორი:

გატაცებული მელიტოპოლის მერი, დაბომბილი ონკოლოგიური საავადმყოფო და სარაკეტო თავდასხმა ლუცკის აეროდრომზე - რა ხდებოდა მთელი ღამე უკრაინაში?

გატაცებული მელიტოპოლის მერი, დაბომბილი ონკოლოგიური საავადმყოფო და სარაკეტო თავდასხმა ლუცკის აეროდრომზე - რა ხდებოდა მთელი ღამე უკრაინაში?

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსი ჯარისკაცები, სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ მელიტოპოლის მერის გატაცებაში დაადანაშაულა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსულმა ჯარებმა მერი ივან ფედოროვი შუადღისას გაიტაცეს მას შემდეგ, რაც ტერორიზმში ცრუ ბრალდებები წაუყენეს.

ამის შესახებ რუსი ოფიციალური პირები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

"მელიტოპოლის მერის გატაცება კლასიფიცირებულია, როგორც ომის დანაშაული, ჟენევის კონვენციის მიხედვით და დამატებითი პროტოკოლით, რომელიც კრძალავს მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად აყვანას", - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რაც შეეეხება ვითარებას, წუხანდელი ღამეც მძიმე იყო უკრაინისთვის.

რუსულმა ძალებმა ქალაქ ლუცკის აეროდრომზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ამის შესახებ ქალაქის მერმა იგორ პოლიშჩუკმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აეროდრომი მთლიანად განადგურდა. დაიღუპა 4 და დაშავდა 6 უკრაინელი სამხედრო.

"წინასწარი ინფორმაციით, ჩვენს სამხედრო აეროდრომს ოთხი ფრთოსანი რაკეტა მოხვდა. ასევე წინასწარი ინფორმაციით, რაკეტები შავი ზღვის აკვატორიიდან, რუსული ხომალდიდან გამოისროლეს“, - განაცხადა ლუცკის მერმა.

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი ნიკოლაევი "სმერჩის" და "გრადის" ტიპის რაკეტებით დაბომბეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ნიკოლაევის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ვიტალი კიმმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსულმა ძალებმა საცხოვრებელ უბნებზე მიიტანეს იერიში, დაზიანდა სახლები და ავტომობილები, თუმცა თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"ქალაქში სამოქალაქო ობიექტების მისამართით ქაოტური სროლაა,“- აცხადებს ვიტალი კიმი.

არსებული ინფორმაციით, ქალაქ ნიკოლაევში რუსულმა ძალებმა ონკოლოგიური საავადმყოფოც დაბომბეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის საოლქო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაქსიმ ბეზნოსენკომ განაცხადა.

"სწორედ ახლა, ამ ბოროტმოქმედებმა ცეცხლი გაუხსნეს ონკოლოგიურ საავადმყოფოს. საავადმყოფო, რომელიც დახმარებას უწევს ონკოლოგიურ პაციენტებს ნიკოლაევის რეგიონიდან. თუ რუსეთი ონკოლოგიურ პაციენტებში ხედავს მტერს, რომელიც საფრთხეს უქმნის მას, ის არა მხოლოდ ავადმყოფია, უკვე აგონიაშია“, - განაცხადა ბეზნოსენკომ.