სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა: "აფხაზეთის მოქალაქეებმა იციან, რამდენად რთულია დამპყრობლებისგან სამშობლოს დაცვა..."
ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა: "აფხაზეთის მოქალაქეებმა იციან, რამდენად რთულია დამპყრობლებისგან სამშობლოს დაცვა..."

ე.წ.ლუ­განსკის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კამ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა. შე­სა­ბა­მის ბრძა­ნე­ბას "ლუ­განსკის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის“ დე ფაქ­ტო ლი­დერ­მა ლე­ო­ნიდ პა­სეჩ­ნიკ­მა მო­ა­წე­რა ხელი.

"ვად­გენ: აღი­ა­რე­ბულ იქ­ნას აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კა სუ­ვე­რე­ნულ და და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფოდ. ლუ­განსკის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ჩა­ა­ტა­როს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი აფხა­ზურ მხა­რეს­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კავ­ში­რე­ბის და­სად­გე­ნად“, -ნათ­ქვა­მია თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ლუ­განსკის დე ფაქ­ტო ლი­დე­რის ე.წ. დად­გე­ნი­ლე­ბა­ში.

მი­სი­ვე თქმით, მათ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­თან დიდი ხნის და მჭიდ­რო მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებთ.

"აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, ისე­ვე რო­გორც დონ­ბა­სე­ლებ­მა, იცი­ან, რამ­დე­ნად რთუ­ლია დამ­პყრობ­ლე­ბის­გან სამ­შობ­ლოს დაც­ვა, სი­მარ­თლი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის დაც­ვა. რეს­პუბ­ლი­კის­თვის რთულ, და­ძა­ბულ დროს, აფხა­ზე­თი, რუ­სე­თის შემ­დეგ, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვინც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს მცხოვ­რებ­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბის სურ­ვილს. აღი­ა­რა ლუ­განსკის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა,“- გა­ნა­ცხა­და პა­სეჩ­ნიკ­მა.

ამას­თან, ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­მა და თვით­გა­მო­ცხა­დე­ბულ­მა "ლუ­განსკის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კამ“ ე.წ. დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა უკვე და­ამ­ყა­რეს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვ.ჩ.პ.
0

 ო ო !დიპლომატიური ურთიერთობა თუ დაამყარეს ,ეკონომიკურ ურთიერთობას წინ რა უდგას ??? ორი აყვავებული ქვეყანა . ვაი თქვენს პატრონს!

გიო
0

ვაჰ, სამაღარიჩოდ ჰქონიათ საქმე

ავტორი:

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა: "აფხაზეთის მოქალაქეებმა იციან, რამდენად რთულია დამპყრობლებისგან სამშობლოს დაცვა..."

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა: "აფხაზეთის მოქალაქეებმა იციან, რამდენად რთულია დამპყრობლებისგან სამშობლოს დაცვა..."

ე.წ.ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. შესაბამის ბრძანებას "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ პასეჩნიკმა მოაწერა ხელი.

"ვადგენ: აღიარებულ იქნას აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩაატაროს მოლაპარაკებები აფხაზურ მხარესთან დიპლომატიური კავშირების დასადგენად“, -ნათქვამია თვითგამოცხადებული ლუგანსკის დე ფაქტო ლიდერის ე.წ. დადგენილებაში.

მისივე თქმით, მათ ოკუპირებულ აფხაზეთთან დიდი ხნის და მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ.

"აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ისევე როგორც დონბასელებმა, იციან, რამდენად რთულია დამპყრობლებისგან სამშობლოს დაცვა, სიმართლისა და სამართლიანობის დაცვა. რესპუბლიკისთვის რთულ, დაძაბულ დროს, აფხაზეთი, რუსეთის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამოეხმაურა ჩვენი სახელმწიფოს მცხოვრებთა თავისუფლების სურვილს. აღიარა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა,“- განაცხადა პასეჩნიკმა.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ოკუპირებულ აფხაზეთმა და თვითგამოცხადებულმა "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ“ ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობა უკვე დაამყარეს.