მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსახიობი, სამხედრო და პრეზიდენტის მრჩეველი - ალექსეი არესტოვიჩი, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომი 2019 წელს იწინასწარმეტყველა, კახეთშია დაბადებული
მსახიობი, სამხედრო და პრეზიდენტის მრჩეველი - ალექსეი არესტოვიჩი, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომი 2019 წელს იწინასწარმეტყველა, კახეთშია დაბადებული

ალექ­სეი არეს­ტო­ვი­ჩი უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის დღი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში უკ­რა­ი­ნის ფარ­გლებს გა­რე­თაც მო­ექ­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­შიც. ზე­ლენ­სკის მრჩე­ვე­ლი ხში­რად ჩანს მე­დი­ა­ში და მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს. ქარ­თვე­ლე­ბის­თვის მისი ფი­გუ­რა კი­დევ ერ­თმა ფაქ­ტმა გა­ხა­და სა­ინ­ტე­რე­სო - რო­გორც ირ­კვე­ვა, არეს­ტო­ვი­ჩი 1975 წლის 3 აგ­ვის­ტოს კა­ხეთ­ში, დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში, სამ­ხედ­რო გარ­ნი­ზონ­ში და­ი­ბა­და. უკ­რა­ი­ნუ­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მსა­ხი­ო­ბი, ბლო­გე­რი, სამ­ხედ­რო, ამ­ჟა­მად პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი მრჩე­ვე­ლია.

მას აქვს ბე­ლო­რუ­სუ­ლი და პო­ლო­ნუ­რი ფეს­ვე­ბი. მამა უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის აკა­დე­მი­ის შე­სარ­ჩე­ვი კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. ალექ­სე­ის და­ბა­დე­ბი­დან მალე ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ვი­და.1992 წელს და­ამ­თავ­რა კი­ე­ვის 178-ე სკო­ლა, შემ­დეგ კი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხა.

ალექ­სეი არეს­ტო­ვიჩ­მა სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა 1993 წელს და­ი­წყო. თა­მა­შობ­და კი­ე­ვის თე­ატრ-სტუ­დი­ა­ში "შავი მო­ე­და­ნი". ამის შემ­დეგ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა მი­ა­ტო­ვა და რე­გუ­ლა­რუ­ლად ეს­წრე­ბო­და სამ­სა­ხი­ო­ბო გაკ­ვე­თი­ლებს. 2007 წელს გახ­და კი­ნო­საპ­რო­დუ­სე­რო კომ­პა­ნია Aegis Artist Group-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. 2013 წელს ის მო­ნა­წი­ლე­ობ­და ICTV არხზე გა­და­ცე­მის "ას­წავ­ლე ცხოვ­რე­ბა" გა­და­ღე­ბებ­ში, რო­გორც ოჯა­ხის ფსი­ქო­ლო­გი და წამ­ყვა­ნი.

თა­მა­შობ­და სა­რეკ­ლა­მო რგო­ლებ­სა და სე­რი­ა­ლებ­ში - "მუხ­ტა­რის დაბ­რუ­ნე­ბა", "მო­ლო­დი­ნი", "ძმა-ძმის­თვის" და ა.შ. 2012 წელს მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა კო­მე­დი­ა­ში "ნუ გე­ში­ნია, ახ­ლოს ვარ". მისი პერ­სო­ნა­ჟი იგორ სმირ­ნო­ვი ბან­კის თა­ნამ­შრო­მე­ლია, რო­მე­ლიც სა­მუ­შა­ო­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბას ვერ აბა­ლან­სებს.

არეს­ტო­ვი­ჩი 2000 წლი­დან ატა­რებს ფსი­ქო­ლო­გი­ურ სე­მი­ნა­რებ­სა და ტრე­ნინ­გებს. დრა­მა­ტუ­ლი იმპრო­ვი­ზა­ცი­ის ხე­ლოვ­ნე­ბის სწავ­ლე­ბის კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ავ­ტო­რო წიგ­ნიც და­წე­რა.

2003 წელს ჩა­ი­რი­ცხა აბე­სა­ლომ პოდ­ვოდ­ნის სა­ავ­ტო­რო სკო­ლა­ში, რო­მე­ლიც 2010 წელს და­ამ­თავ­რა. სწავ­ლობ­და თე­ო­ლო­გი­ას რე­ლი­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა უმაღ­ლეს ინ­სტი­ტუ­ტში. არის აქ­ტი­უ­რი ბლო­გე­რი, ჰყავს ასო­ბით ათა­სი მიმ­დე­ვა­რი Facebook-სა და YouTube-ზე. არეს­ტო­ვიჩ­მა და­ამ­თავ­რა ოდე­სის სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი, აქვს სამ­ხედ­რო თარ­ჯი­მა­ნის დიპ­ლო­მი. 1994-2005 წლებ­ში მუ­შა­ობ­და დაზ­ვერ­ვის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში, არის რე­ზერ­ვის მა­ი­ო­რი.

2005 წელს იგი შე­უ­ერ­თდა "საძ­მოს პარ­ტი­ას“, სა­დაც იყო პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის დი­მიტ­რი კორ­ჩინ­სკის მო­ად­გი­ლე.

2009 წლის ივ­ნის­ში და­ი­ნიშ­ნა ოდე­სის სა­ქა­ლა­ქო საბ­ჭოს პრი­მორსკის რა­ი­ო­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლედ, სა­ი­და­ნაც სამი თვის შემ­დეგ სა­კუ­თა­რი ნე­ბით გა­დად­გა. 2014 წლის ევ­რო­მა­ი­და­ნის შემ­დეგ მან და­ი­წყო სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტად პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა, რო­მე­ლიც ხში­რად ჩნდე­ბო­და მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. 2014 წლი­დან სა­ხალ­ხო რე­ზერ­ვის­ტე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ასე­ვე ამ­ზა­დებ­და სამ­ხედ­რო ფორ­მი­რე­ბებს, იყო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და სამ­ხედ­რო­ე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ურ მხარ­და­ჭე­რას NATO-ს ზო­ნა­ში.

"იუ­თუბ­ზე" იძებ­ნე­ბა 2019 წელს ჩა­წე­რი­ლი მისი ინ­ტერ­ვიუ, რო­მელ­შიც არეს­ტო­ვი­ჩი ამ­ბობს, რომ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი გარ­და­უ­ვა­ლია.

"მო­სა­ლოდ­ნე­ლია სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი რუ­სეთ­თან. ამა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის შე­მოჭ­რა, სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბი, კი­ე­ვის ალყა, შე­მოჭ­რა ყი­რი­მი­დან და ბე­ლა­რუ­სის ტე­რი­ტო­რი­ი­დან, სა­ჰა­ე­რო დე­სან­ტის გად­მოს­ხმა და ა.შ." - ეს ყვე­ლა­ფე­რი არეს­ტო­ვიჩ­მა 2019 წელს იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა და გა­ნა­ცხა­და, რომ ომი 99%-ით გარ­და­უ­ვა­ლი იყო.

ალექ­სეი არეს­ტო­ვი­ჩი ორ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან მას ქა­ლიშ­ვი­ლი, ვე­რო­ნი­კა ჰყავს. მე­ო­რე ცოლი ანას­ტა­სია არეს­ტო­ვი­ჩი, ერთ-ერთ გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბის დი­რექ­ტო­რად მუ­შა­ობს. წყვილ­მა 2015 წელს იქორ­წი­ნა და სა­ერ­თო ვაჟი, ალექ­სან­დრე ჰყავთ.

მკითხველის კომენტარები / 72 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
0

იცოდა კიარ იწინასწარმეტყველა

ლაშა
0

რუსეთის უძლეველობა დაამსხვრია უკრაინამ - "სამ დღიანი" ომი როგორც რუსები ამბობდნენ რო სამი წელი გაგეწელება და იქეთ კარგავ შენ ტერიტორიას სამი წლის თავზე ვინ იფიქრებდა რო რუსეთი ირანიდან და კორეიდან დაიწყებდა იარაღის მიღებას და ეხლა იმუქრება არ დამბობოთ შორი რადიუსის რაკეთებითო საცოდავად რო გამოიყურება ვერ ხვდებით იმასთან შედარებით ვამბობ რო ომის დაწყებამდე რა პრეტენზიები ქონდა ტელევიზიებში ორ კვირაში ნახევარ ევროპას იღებდენენ ნატოს ამცირებდნენ თავის ჭკუით და მიიღეს ნატოს გაფართოება პირდაპირ საზღვართან და ამ ყველაფერს გამარჯვებად რო აღიქვამენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

მსახიობი, სამხედრო და პრეზიდენტის მრჩეველი - ალექსეი არესტოვიჩი, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომი 2019 წელს იწინასწარმეტყველა, კახეთშია დაბადებული

მსახიობი, სამხედრო და პრეზიდენტის მრჩეველი - ალექსეი არესტოვიჩი, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომი 2019 წელს იწინასწარმეტყველა, კახეთშია დაბადებული

ალექსეი არესტოვიჩი უკრაინაში ომის დაწყების დღიდან საზოგადოების ყურადღების ცენტრში უკრაინის ფარგლებს გარეთაც მოექცა, განსაკუთრებულად პოპულარულია საქართველოშიც. ზელენსკის მრჩეველი ხშირად ჩანს მედიაში და მიმდინარე მოვლენებზე განცხადებებს აკეთებს. ქართველებისთვის მისი ფიგურა კიდევ ერთმა ფაქტმა გახადა საინტერესო - როგორც ირკვევა, არესტოვიჩი 1975 წლის 3 აგვისტოს კახეთში, დედოფლისწყაროში, სამხედრო გარნიზონში დაიბადა. უკრაინული თეატრისა და კინოს მსახიობი, ბლოგერი, სამხედრო, ამჟამად პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი და თავისუფალი მრჩეველია.

მას აქვს ბელორუსული და პოლონური ფესვები. მამა უკრაინის ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესარჩევი კომიტეტის ხელმძღვანელი იყო. ალექსეის დაბადებიდან მალე ოჯახი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა.1992 წელს დაამთავრა კიევის 178-ე სკოლა, შემდეგ კი უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

ალექსეი არესტოვიჩმა სამსახიობო კარიერა 1993 წელს დაიწყო. თამაშობდა კიევის თეატრ-სტუდიაში "შავი მოედანი". ამის შემდეგ, უნივერსიტეტში სწავლა მიატოვა და რეგულარულად ესწრებოდა სამსახიობო გაკვეთილებს. 2007 წელს გახდა კინოსაპროდუსერო კომპანია Aegis Artist Group-ის თანადამფუძნებელი. 2013 წელს ის მონაწილეობდა ICTV არხზე გადაცემის "ასწავლე ცხოვრება" გადაღებებში, როგორც ოჯახის ფსიქოლოგი და წამყვანი.

თამაშობდა სარეკლამო რგოლებსა და სერიალებში - "მუხტარის დაბრუნება", "მოლოდინი", "ძმა-ძმისთვის" და ა.შ. 2012 წელს მთავარი როლი შეასრულა კომედიაში "ნუ გეშინია, ახლოს ვარ". მისი პერსონაჟი იგორ სმირნოვი ბანკის თანამშრომელია, რომელიც სამუშაოსა და პირად ცხოვრებას ვერ აბალანსებს.

არესტოვიჩი 2000 წლიდან ატარებს ფსიქოლოგიურ სემინარებსა და ტრენინგებს. დრამატული იმპროვიზაციის ხელოვნების სწავლების კურსის დასრულების შემდეგ, საავტორო წიგნიც დაწერა.

2003 წელს ჩაირიცხა აბესალომ პოდვოდნის საავტორო სკოლაში, რომელიც 2010 წელს დაამთავრა. სწავლობდა თეოლოგიას რელიგიის მეცნიერებათა უმაღლეს ინსტიტუტში. არის აქტიური ბლოგერი, ჰყავს ასობით ათასი მიმდევარი Facebook-სა და YouTube-ზე. არესტოვიჩმა დაამთავრა ოდესის სახმელეთო ჯარების ინსტიტუტი, აქვს სამხედრო თარჯიმანის დიპლომი. 1994-2005 წლებში მუშაობდა დაზვერვის მთავარ სამმართველოში, არის რეზერვის მაიორი.

2005 წელს იგი შეუერთდა "საძმოს პარტიას“, სადაც იყო პარტიის თავმჯდომარის დიმიტრი კორჩინსკის მოადგილე.

2009 წლის ივნისში დაინიშნა ოდესის საქალაქო საბჭოს პრიმორსკის რაიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილედ, საიდანაც სამი თვის შემდეგ საკუთარი ნებით გადადგა. 2014 წლის ევრომაიდანის შემდეგ მან დაიწყო სამხედრო ექსპერტად პოზიციონირება, რომელიც ხშირად ჩნდებოდა მედიასა და სოციალურ ქსელებში. 2014 წლიდან სახალხო რეზერვისტების პროგრამის ფარგლებში ასევე ამზადებდა სამხედრო ფორმირებებს, იყო საქველმოქმედო ფონდის ორგანიზატორი, რომელიც მიზნად ისახავდა სამხედროების ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას NATO-ს ზონაში.

"იუთუბზე" იძებნება 2019 წელს ჩაწერილი მისი ინტერვიუ, რომელშიც არესტოვიჩი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გარდაუვალია.

"მოსალოდნელია სრულმასშტაბიანი ომი რუსეთთან. ამაში იგულისხმება რუსული ჯარების შემოჭრა, საჰაერო თავდასხმები, კიევის ალყა, შემოჭრა ყირიმიდან და ბელარუსის ტერიტორიიდან, საჰაერო დესანტის გადმოსხმა და ა.შ." - ეს ყველაფერი არესტოვიჩმა 2019 წელს იწინასწარმეტყველა და განაცხადა, რომ ომი 99%-ით გარდაუვალი იყო.

ალექსეი არესტოვიჩი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ქორწინებიდან მას ქალიშვილი, ვერონიკა ჰყავს. მეორე ცოლი ანასტასია არესტოვიჩი, ერთ-ერთ გამომცემლობაში განვითარების დირექტორად მუშაობს. წყვილმა 2015 წელს იქორწინა და საერთო ვაჟი, ალექსანდრე ჰყავთ.