პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეში ერთხელ ჭამენ, სძინავთ მაგიდებსა და იატაკზე" - ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები რუსული ოკუპაციის ქვეშ: რა ხდება ჩერნობილში ახლა?
"დღეში ერთხელ ჭამენ, სძინავთ მაგიდებსა და იატაკზე" - ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები რუსული ოკუპაციის ქვეშ: რა ხდება ჩერნობილში ახლა?

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ძა­ლის შეჭ­რის შემ­დეგ, ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი და იქ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია, გაჩ­ნდა არა­ერ­თი კი­თხვა არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის არა­მედ, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ამ დრო­ის­თვის ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მურ ელექტრო­სად­გურს რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ, თუმ­ცა იქ ჩარ­ჩე­ნი­ლია ელექტრო­სად­გუ­რის 100-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი და ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ ურ­თუ­ლეს პი­რო­ბებ­ში უწევთ მუ­შა­ო­ბა. რო­გორც BBC-ი წერს, ასე­ვე, ჩარ­ჩე­ნი­ლია 200-მდე უკ­რა­ი­ნე­ლი მცვე­ლი, რომ­ლე­ბიც უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე იყ­ვნენ პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ელექტრო­სად­გუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, აგ­რძე­ლე­ბენ თა­ვი­ან­თი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

  • BBC-ი წერს, რომ შიგ­ნით რთუ­ლი პი­რო­ბე­ბია, შე­ზღუ­დუ­ლია საკ­ვე­ბი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ექ­სპერ­ტე­ბი იმის გა­მოც შფო­თა­ვენ, რომ იმ სტრეს­მა, რო­მელ­შიც ამ ადა­მი­ა­ნებს უწევთ მუ­შა­ო­ბა და ელექტრო­სად­გუ­რის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვა, შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს მათ უნარ­ზე, უსაფრ­თხოდ შე­ას­რუ­ლონ თა­ვი­ან­თი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი ბირ­თვულ ობი­ექ­ტზე.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს საჭ­მე­ლი ად­გილ­ზე აქვთ, მაგ­რამ რად­გა­ნაც არ იცი­ან, თუ რამ­დენ ხანს მო­უ­წევთ იქ დარ­ჩე­ნა, ამი­ტო­მაც დღე­ში მხო­ლოდ ერთხელ ჭა­მენ. ამ­ბო­ბენ, რომ საკ­ვე­ბი ძი­რი­თა­დად არის პური და ფაფა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­სულ კვი­რას რუ­სებ­მა მათ საკ­ვე­ბი შეს­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ ჩერ­ნო­ბილ­ში ჩარ­ჩე­ნილ­მა უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ის არ მი­ი­ღეს და გა­ნა­ცხა­დეს, რომ ეს იყო "პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ტრი­უ­კი."

არ არის მო­წყო­ბი­ლი და­სა­ძი­ნებ­ლად ად­გი­ლე­ბი, ამი­ტომ შე­იქ­მნა დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რებ­ლე­ბი, ზოგს ბა­ნა­კის სა­წო­ლებ­სა და მა­გი­დებ­ზე სძი­ნავს, ზოგს კი ია­ტაკ­ზე. ზო­გი­ერთს ესა­ჭი­რო­ე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით აქვთ.

  • რა მოხ­და ჩერ­ნო­ბილ­ში ბოლო დღე­ებ­ში?

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის შეჭ­რი­სა და ბრძო­ლე­ბის შე­დე­გად, ჩერ­ნო­ბი­ლის და­ხუ­რულ ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე გუ­შინ ელექტრო­ე­ნერ­გია გა­ი­თი­შა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა შიში, რომ შე­საძ­ლოა, ამან გა­მოწ­ვი­ოს ბირ­თვუ­ლი საწ­ვა­ვის გა­და­ხუ­რე­ბა.

უკ­რა­ი­ნუ­ლი ელექტრო­ქ­სე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ჩერ­ნო­ბი­ლის ყვე­ლა სად­გურს შე­უ­წყდა ელექტრო­ე­ნერ­გი­ით მო­მა­რა­გე­ბა და 48 სა­ა­თის სამ­ყო­ფი დი­ზე­ლი ჰქონ­დათ გე­ნე­რა­ტო­რე­ბის­თვის. მა­თი­ვე ცნო­ბით, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე "ბირ­თვუ­ლი და რა­დი­ა­ცი­უ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბის კონ­ტრო­ლი“ შე­უძ­ლე­ბე­ლია.

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, დმიტ­რი კუ­ლე­ბამ მი­მარ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, რომ სას­წრა­ფოდ მო­უ­წო­დონ რუ­სეთს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის­კენ, რათა მი­ე­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბის აღ­დგე­ნის.

"და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ერ­თა­დერ­თი ელექტრო ქსე­ლი, რო­მე­ლიც ამა­რა­გებს ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მურ ელექტრო­სად­გურს და მის ყვე­ლა ატო­მურ ობი­ექტს, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი არ­მი­ის მიერ არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი. მო­ვუ­წო­დებ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, სას­წრა­ფოდ მოს­თხო­ვოს რუ­სეთს ცე­ცხლის შე­წყვე­ტა და სა­რე­მონ­ტო გან­ყო­ფი­ლე­ბებს მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, აღად­გი­ნონ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა", - წერს კუ­ლე­ბა "ტვი­ტერ­ში."

  • გარ­და ამი­სა, გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო ბირ­თვულ­მა კომ­პა­ნი­ა­მაც, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, არ­სე­ბობს საფრ­თხე იმი­სა, რომ რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი გა­მო­ი­ყოს.

"ტე­ლეგ­რა­მის" არხზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში, Energoatom-ი (უკ­რა­ი­ნის ატო­მუ­რი ენერ­გი­ის მა­გე­ნე­რი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კომ­პა­ნია) აცხა­დებს, რომ მა­ღა­ლი ძაბ­ვის ხაზი, რო­მე­ლიც კვე­ბავს ქარ­ხა­ნას, გა­თი­შუ­ლია, მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­ბი ორი კვი­რის წინ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იჭრ­ნენ.

უკ­რა­ი­ნის ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა, გერ­მან გა­ლუშ­ჩენ­კომ გა­ნუ­ცხა­და BBC-ს, რომ უკ­რა­ი­ნას არ აქვს წვდო­მა სად­გურ­ზე მო­ნი­ტო­რინ­გის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე და, შე­სა­ბა­მი­სად, ვერ შე­ა­ფა­სებს, რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი გა­მო­ი­ყო­ფა, თუ არა.

მისი თქმით, კვე­ბის წყა­რო უნდა აღ­დგეს, მაგ­რამ დას­ძი­ნა, რომ არ­სე­ბობს "ელექტრო­ე­ნერ­გი­ის შე­წყვე­ტის შემ­თხვე­ვა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მა", რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ობი­ექტს, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ოს დი­ზე­ლის გე­ნე­რა­ტო­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

  • რას ამ­ბო­ბენ სა­კი­თხის უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი?

ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ საფრ­თხე გარ­და­უ­ვა­ლი არ არის, რად­გა­ნაც დრო და ფი­ზი­კა უსაფრ­თხო­ე­ბის მხა­რეს არი­ან. ექ­სპერტთა შე­ფა­სე­ბით, ვი­ნა­ი­დან საქ­მე გვაქვს და­ხუ­რულ ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­თან, ეს არ არის ის სი­ტუ­ა­ცია, რო­მე­ლიც 2011 წელს ფუ­კუ­ში­მას ბირ­თვუ­ლი კა­ტას­ტრო­ფის დროს იყო.

ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ატო­მუ­რი ენერ­გი­ის სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, რომ "ვერ ხე­და­ვენ კრი­ტი­კულ გავ­ლე­ნას უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე."

ამის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს ბირ­თვულ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე მო­მუ­შა­ვე მეც­ნი­ერ­თა კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ედ­ვინ ლი­მა­ნი. მისი შე­ფა­სე­ბით, ყვე­ლა­ზე უა­რე­სი სცე­ნა­რის წარ­მოდ­გე­ნის შემ­თხვე­ვა­შიც კი ატო­მუ­რი ენერ­გი­ის გა­და­ხუ­რე­ბას ერთ თვე­ზე მეტი პე­რი­ო­დი შე­იძ­ლე­ბა დას­ჭირ­დეს. მისი თქმით, ეს პრო­ცე­სი ნელა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ახ­ლან­დე­ლი სცე­ნა­რი არ ჰგავს 1986 წლის ჩერ­ნო­ბი­ლის კა­ტას­ტრო­ფას" - ამ­ბობს ფი­ზი­კო­სი, პრო­ფე­სო­რი პატ­რიკ რე­გა­ნი, ამის მი­ზე­ზად კი იმას ასა­ხე­ლებს, რომ საქ­მე და­ხუ­რულ ატო­მურ ელექტრო­სად­გურს ეხე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
0

ზოგი ინფორმაცია უკვე ყველა ნორმალურ დონეს გასცდა, და მხოლოდ სიტუაციის დამძიმებას ემსახურება...

მშვიდობით რუსეთო!
10

რუსეთი სრულ ბლოკადაშია. ჩინეთის იმედი ქონდათ, მაქედანაც უარი უთხრეს. დარჩა საკუთარი ატომის იმედზე. ვოვა მარცხდება ნელა და საფუძვლიანად. 

ავტორი:

"დღეში ერთხელ ჭამენ, სძინავთ მაგიდებსა და იატაკზე" - ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები რუსული ოკუპაციის ქვეშ: რა ხდება ჩერნობილში ახლა?

"დღეში ერთხელ ჭამენ, სძინავთ მაგიდებსა და იატაკზე" - ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები რუსული ოკუპაციის ქვეშ: რა ხდება ჩერნობილში ახლა?

უკრაინაში რუსული სამხედრო ძალის შეჭრის შემდეგ, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური და იქ განვითარებული მოვლენები, მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, გაჩნდა არაერთი კითხვა არა მხოლოდ უკრაინის არამედ, მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ამ დროისთვის ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს რუსი სამხედროები აკონტროლებენ, თუმცა იქ ჩარჩენილია ელექტროსადგურის 100-ზე მეტი თანამშრომელი და ბოლო ინფორმაციით, მათ ურთულეს პირობებში უწევთ მუშაობა. როგორც BBC-ი წერს, ასევე, ჩარჩენილია 200-მდე უკრაინელი მცველი, რომლებიც უსაფრთხოებაზე იყვნენ პასუხისმგებელნი.

გამოცემის ცნობით, ელექტროსადგურის თანამშრომლები, აგრძელებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას.

  • BBC-ი წერს, რომ შიგნით რთული პირობებია, შეზღუდულია საკვები და მედიკამენტები, ექსპერტები იმის გამოც შფოთავენ, რომ იმ სტრესმა, რომელშიც ამ ადამიანებს უწევთ მუშაობა და ელექტროსადგურის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ უნარზე, უსაფრთხოდ შეასრულონ თავიანთი მოვალეობები ბირთვულ ობიექტზე.

არსებული ინფორმაციით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს საჭმელი ადგილზე აქვთ, მაგრამ რადგანაც არ იციან, თუ რამდენ ხანს მოუწევთ იქ დარჩენა, ამიტომაც დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამენ. ამბობენ, რომ საკვები ძირითადად არის პური და ფაფა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას რუსებმა მათ საკვები შესთავაზეს, მაგრამ ჩერნობილში ჩარჩენილმა უკრაინელებმა ის არ მიიღეს და განაცხადეს, რომ ეს იყო "პროპაგანდისტული ტრიუკი."

არ არის მოწყობილი დასაძინებლად ადგილები, ამიტომ შეიქმნა დროებით საცხოვრებლები, ზოგს ბანაკის საწოლებსა და მაგიდებზე სძინავს, ზოგს კი იატაკზე. ზოგიერთს ესაჭიროება მედიკამენტები, რომელიც შეზღუდული რაოდენობით აქვთ.

  • რა მოხდა ჩერნობილში ბოლო დღეებში?

უკრაინაში რუსული ძალების შეჭრისა და ბრძოლების შედეგად, ჩერნობილის დახურულ ატომურ ელექტროსადგურზე გუშინ ელექტროენერგია გაითიშა, საზოგადოებაში გაჩნდა შიში, რომ შესაძლოა, ამან გამოწვიოს ბირთვული საწვავის გადახურება.

უკრაინული ელექტროქსელის განცხადებით, ჩერნობილის ყველა სადგურს შეუწყდა ელექტროენერგიით მომარაგება და 48 საათის სამყოფი დიზელი ჰქონდათ გენერატორებისთვის. მათივე ცნობით, ელექტროენერგიის გარეშე "ბირთვული და რადიაციული პარამეტრების კონტროლი“ შეუძლებელია.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სასწრაფოდ მოუწოდონ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ, რათა მიეცეთ შესაძლებლობა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის.

"დაზიანებულია ერთადერთი ელექტრო ქსელი, რომელიც ამარაგებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და მის ყველა ატომურ ობიექტს, რომელიც რუსული არმიის მიერ არის ოკუპირებული. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, სასწრაფოდ მოსთხოვოს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა და სარემონტო განყოფილებებს მიეცეს საშუალება, აღადგინონ ელექტროენერგიის მიწოდება", - წერს კულება "ტვიტერში."

  • გარდა ამისა, განცხადება გაავრცელა უკრაინის სახელმწიფო ბირთვულმა კომპანიამაც, რომლის ცნობითაც, არსებობს საფრთხე იმისა, რომ რადიოაქტიური ნივთიერებები გამოიყოს.

"ტელეგრამის" არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში, Energoatom-ი (უკრაინის ატომური ენერგიის მაგენერირებელი ეროვნული კომპანია) აცხადებს, რომ მაღალი ძაბვის ხაზი, რომელიც კვებავს ქარხანას, გათიშულია, მას შემდეგ, რაც რუსები ორი კვირის წინ ამ ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განუცხადა BBC-ს, რომ უკრაინას არ აქვს წვდომა სადგურზე მონიტორინგის ინფორმაციაზე და, შესაბამისად, ვერ შეაფასებს, რადიოაქტიური ნივთიერებები გამოიყოფა, თუ არა.

მისი თქმით, კვების წყარო უნდა აღდგეს, მაგრამ დასძინა, რომ არსებობს "ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში უსაფრთხოების სპეციალური სისტემა", რომელიც საშუალებას მისცემს ობიექტს, რამდენიმე დღის განმავლობაში იმუშაოს დიზელის გენერატორების გამოყენებით.

  • რას ამბობენ საკითხის უცხოელი ექსპერტები?

ექსპერტები ამბობენ, რომ საფრთხე გარდაუვალი არ არის, რადგანაც დრო და ფიზიკა უსაფრთხოების მხარეს არიან. ექსპერტთა შეფასებით, ვინაიდან საქმე გვაქვს დახურულ ატომურ ელექტროსადგურთან, ეს არ არის ის სიტუაცია, რომელიც 2011 წელს ფუკუშიმას ბირთვული კატასტროფის დროს იყო.

ასევე საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოში აცხადებენ, რომ "ვერ ხედავენ კრიტიკულ გავლენას უსაფრთხოებაზე."

ამის შესახებ საუბრობს ბირთვულ უსაფრთხოებაზე მომუშავე მეცნიერთა კავშირის ხელმძღვანელი, ედვინ ლიმანი. მისი შეფასებით, ყველაზე უარესი სცენარის წარმოდგენის შემთხვევაშიც კი ატომური ენერგიის გადახურებას ერთ თვეზე მეტი პერიოდი შეიძლება დასჭირდეს. მისი თქმით, ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს.

"ახლანდელი სცენარი არ ჰგავს 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფას" - ამბობს ფიზიკოსი, პროფესორი პატრიკ რეგანი, ამის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ საქმე დახურულ ატომურ ელექტროსადგურს ეხება.