პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი NFT არტისტების რეიტინგის სათავეს BTU-ს სტუდენტები იკავებენ
ქართველი NFT არტისტების რეიტინგის სათავეს BTU-ს სტუდენტები იკავებენ

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი: თე­ო­ნა ფორჩხი­ძე, გი­ორ­გი სამ­ხა­რა­ძე, თა­თია გო­ცი­რი­ძე და ან­დრეი ციც­ვი­ძე ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი ქარ­თვე­ლი NFT კრე­ა­ტო­რე­ბის სა­რე­ი­ტინ­გო სი­ა­ში მო­წი­ნა­ვე ად­გილს იკა­ვე­ბენ. Programmer Loves და SEERFITS - ეს იმ სა­ხე­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც BTU-ს სტუ­დენ­ტე­ბი უნი­კა­ლურ და ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნად პრო­დუქ­ტებს ქმნი­ან.

„ჩემი ინ­სპი­რა­ცია პროგ­რა­მი­რე­ბის ენე­ბი და ზო­გა­დად, პროგ­რა­მი­რე­ბა იყო. ზო­გა­დად პროგ­რა­მის­ტებს ცოტა "უე­მო­ციო" ადა­მი­ა­ნე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ ხოლ­მე, რაც სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი და არას­წო­რი მიდ­გო­მაა. ამი­ტომ შევ­ქმე­ნი Programmer Loves. ამ სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და ყვე­ლა­ფერ სხვას აკე­თე­ბენ და გრძნო­ბენ, რა­საც სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი. უყ­ვართ, ბრაზ­დე­ბი­ან, უხა­რი­ათ და ა.შ. ძი­რი­თა­დი მე­სი­ჯი სწო­რედ ესაა. nonfungible.ge-ის მო­ნა­ცე­მე­ბით ვარ პირ­ველ ად­გილ­ზე. ჩემი წარ­მა­ტე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა მხო­ლოდ შრო­მამ და კი­დევ იმან, რომ ჩემი თა­ვის გარ­და სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც ვეხ­მა­რე­ბო­დი და ზო­გა­დად ამ სფე­როს დახ­ვე­წა-გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ვწვა­ლობ­დი და ვწვა­ლობ. რა­ღაც თუ არ გან­ვი­თარ­და მოკ­ვდე­ბა და დიდი სურ­ვი­ლი მაქვს გლო­ბალ­ზე გა­ვი­დე ჩემი პრო­ექ­ტით, უცხო­უ­რი აუ­დი­ტო­რი­აც მყავს ნა­წი­ლობ­რივ, თუმ­ცა, ძი­რი­თა­დი მყიდ­ვე­ლე­ბი უმე­ტე­სად ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან“, - აცხა­დებს თე­ო­ნა ფორჩხი­ძე, TeoDora Techie.

„NFT სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბის იდეა ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში ჩვე­ნი გუნ­დის შე­მოქ­მე­დე­ბით მხა­რე­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ პირს - თა­მარ სამ­ხა­რა­ძეს გა­უჩ­ნდა. თა­მა­რი გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რია და აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს უცხო­ურ ბა­ზარ­ზე, რო­გორც ფრი­ლან­სე­რი, სწო­რედ მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში მი­ი­ღო არა­ერ­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა NFT დი­ზა­ინ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­მაც მისი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ფე­რი მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტით აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყე ვაჭ­რო­ბა. მა­შინ აღ­მო­ვა­ჩი­ნე NFT-ის პო­ტენ­ცი­ა­ლი ქარ­თულ ბა­ზარ­ზე. აღ­მოჩ­ნდა, რომ კრე­ა­ტო­რებ­თან ერ­თად ინ­ვეს­ტო­რე­ბი/მყიდ­ვე­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი აღ­მოჩ­ნდნენ. ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ გუნ­დი და და­ვი­წყეთ თა­მა­რის ინ­ტერ­გა­ლაქ­ტი­კუ­ლი ნა­ხა­ტე­ბის გა­ციფ­რუ­ლე­ბა. ნა­ხა­ტე­ბის გა­ციფ­რუ­ლე­ბას­თან ერ­თად სა­ჭი­რო გახ­და ის­ტო­რი­ის მო­ფიქ­რე­ბაც, სწო­რედ აქ შე­მო­დის ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რის - თა­თია გო­ცი­რი­ძის რო­ლიც, რო­მელ­მაც მო­ი­ფიქ­რა SEERFITS-ს სა­ხე­ლიც, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ თა­თია, რო­გორც დე­ვე­ლო­პე­რი, ამ­ჟა­მად აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს Seerfit-ების ვებგ­ვერ­დის შექ­მნა­ზე. NFT სივ­რცე­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ნე­ლო­ვან ფაქ­ტორს მარ­კე­ტინ­გი და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­მოკ­რე­ბა წარ­მო­ად­გენს, სწო­რედ ამი­ტომ სა­ჭი­რო გახ­და ქო­ფი­რა­ი­თე­რი, ამას­თან დის­ქორ­დის სერ­ვე­რის გა­მარ­თვა და ოპე­რი­რე­ბა. სწო­რედ ასე ჩა­ი­ბა­რა ქე­თე­ვან სამ­ხა­რა­ძემ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ქო­ფი­რა­ი­თე­რო­ბა , ხოლო ან­დრეი ციც­ვი­ძემ Discord server. რე­ა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი ძალ­ზედ სწრა­ფად მოხ­და და რო­ლე­ბიც ბუ­ნებრვი­ად გა­და­ვი­ნა­წი­ლეთ, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ საქ­მე­ში ყვე­ლას ჩვე­ნი მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შეგ­ვაქვს“, - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი სამ­ხა­რა­ძე, SEERFITS-ის გუნ­დის წევ­რი.

რა გა­ნა­პი­რო­ბებს გა­ყიდ­ვე­ბის ასეთ მაჩ­ვე­ნე­ბელს და რა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იმის­თვის, რომ NFT კრე­ა­ტო­რე­ბის რი­გებ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვო? თე­ო­ნა ფორჩხი­ძის აზ­რით, თუ ამ სფე­რო­ში ადა­მი­ანს გან­ვი­თა­რე­ბა სურს, უნდა მო­ი­ძი­ოს ინ­ფორ­მა­ცია წარ­მა­ტე­ბულ ქე­ი­სებ­ზე, გან­სა­ზღვროს ვინ არის და რისი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს. ამას­თან, სა­ჭი­როა, და­სა­ხოს სწო­რი სტრა­ტე­გია თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი გა­რე­მო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გან­სა­ზღვროს რა უნარ-ჩვე­ვე­ბი აქვს და არის თუ არა სა­ჭი­რო, ჰყავ­დეს გუნ­დი? თე­ო­ნას ხედ­ვით, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვაა, მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი აკე­თებ­დეს NFT-ის წარ­მა­ტე­ბუ­ლად. რო­გორც წესი, 20-30 ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს ხოლ­მე გუნდში. გი­ორ­გი სამ­ხა­რა­ძი­სა და SEERFITS-ის გუნ­დის მო­საზ­რე­ბით, გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს არამ­ხო­ლოდ ნა­მუ­შე­ვარ­სა და ის­ტო­რი­ას, არა­მედ - მარ­კე­ტინ­გულ სვლებს. „ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ SEERFITS-ების მფლო­ბე­ლებს სხვადსხვა ბე­ნე­ი­ტე­ბი და ფას­დაკ­ლე­ბე­ბი, ამას­თან აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ ახალ შე­თა­ვა­ზე­ბებ­ზეც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ პირი ად­ვი­ლად ახ­დენს თვი­თი­დენ­ტი­ფი­კა­ცი­ას Seerfit-ებ­თან თა­ვი­სი უნა­რე­ბი­სა თუ სი­სუ­ტე­ე­ბის გათ­ვა­ლი­სიწ­ნე­ბით. ამას­თა­ნა­ვე, ის­ტო­რია და მხატ­ვრო­ბაც რე­ა­ლუ­რად დიდ ყუ­რა­დღე­ბას იწ­ვევს მყიდ­ვე­ლებ­ში. 22 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად მოხ­და ის ფაქ­ტი, რომ NFT მფლო­ბე­ლებ­მა სა­წევ­რო­თი ისარ­გებ­ლეს. კერ­ძოდ, მათ შე­ეძ­ლოთ „ფე­ნიქ­სის“ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბის სა­ღა­მო­ზე უბი­ლე­თოდ შეს­ვლა თუ სა­ფუ­ლე­დან SEERFIT-ის NFT-ს წარ­მო­ად­გენ­დნენ. გარ­და ამი­სა, უკვე ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ტან­საც­მლი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის ბრენ­დებ­თან, სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბის მწარ­მო­ე­ბელ სტარ­ტა­პებ­თან, 3D და Game დე­ვე­ლო­პე­რებ­თან, რათა ჩვენს ოუ­ნე­რებს მეტი და მეტი ბე­ნე­ფი­ტი შევ­თა­ვა­ზოთ“,- გან­მარ­ტავს გი­ორ­გი სამ­ხა­რა­ძე.

კი­თხვა­ზე, თუ რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ NFT-ის მო­მა­ვა­ლი და გან­ვი­თა­რე­ბა, BTU-ს სტუ­დენ­ტე­ბი პა­სუ­ხო­ბენ:

„მგო­ნია, რომ მე­ტა­ვერ­სი იქ­ნე­ბა ნფტს ლო­გი­კუ­რი მო­მა­ვა­ლი, ახლა სა­უ­კე­თე­სო დროა ნფტ პრო­ექ­ტე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად, რად­გან სი­ახ­ლე არის და ძა­ლი­ან დიდი ინ­ტე­რე­სია. მო­მა­ვალ­ში კი შე­იძ­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყოს და უნდა ვე­ცა­დოთ ვი­ყოთ სწორ დროს, სწორ ად­გი­ლას“, - აღ­ნიშ­ნავს თე­ო­ნა ფორჩხი­ძე.

„მსოფ­ლი­ომ ახ­ლა­ხანს და­ი­ნა­ხა NFT-ს სა­მო­მავ­ლო მნიშ­ვნე­ლო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, დიდ­მა ბრენ­დებ­მა (Meta, Gucci, Ray-Ban, McDonald’s, Coca-Cola და სხვ.) უკვე და­ი­წყეს თა­ვი­ან­თი დიდი კა­პი­ტა­ლი­სა და რე­სურ­სე­ბის NFT-ში და­ბან­დე­ბა. რა თქმა უნდა, სფე­როს, რომ­ლის­კე­ნაც ამ­დე­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი, მი­ლი­არდდო­ლა­რი­ა­ნი ბრუნ­ვის მქო­ნე კომ­პა­ნია ის­წრაფ­ვის და პო­ტენ­ცი­ალს ხე­დავს, დიდი მო­მა­ვა­ლი აქვს. NFT ბა­ზარ­ზე აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი ფული წლი­დან-წლამ­დე გე­ო­მეტ­რი­უ­ლი პროგ­რე­სი­ით იზ­რდე­ბა, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, რო­გორც ყვე­ლა ინო­ვა­ცია, ესეც რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში შე­ამ­ცი­რებს ზრდის ტემპს, მაგ­რამ თა­ვის ღირ­სე­ულ ად­გილს და­იმ­კვიდ­რებს ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში.დღეს, ალ­ბათ, NFT ყვე­ლას­თვის მე­ტა­ვერსთან ასო­ცირ­დე­ბა, მაგ­რამ, ჩემი ხედ­ვით, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში NFT მთლი­ა­ნად შეც­ვლის ინ­ტერ­ნე­ტის არსს იმით, რომ მის დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ა­ში დიდ როლს ითა­მა­შებს. მო­მა­ვალ­ში სრუ­ლი­ად ამ ტო­კე­ნებ­ზე ვიქ­ნე­ბით და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომც არ ვი­ყოთ, ყო­ველ­თვის მათ­კენ გვექ­ნე­ბა სწრაფ­ვა“, - გან­მარ­ტავს გი­ორ­გი სამ­ხა­რა­ძე.

ად­გი­ლობ­რი­ვი ბაზ­რის გარ­და სტუ­დენ­ტე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით გეგ­მა­ვენ გას­ვლას. სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი NFT კრე­ა­ტო­რე­ბი გლო­ბა­ლუ­რი ბაზ­რის ათ­ვი­სე­ბას შე­ეც­დე­ბი­ან. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ პრო­ექ­ტის ზრდას­თან ერ­თად უფრო მეტი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სია სა­ჭი­რო, ამ ეტა­პის­თვის ცდი­ლო­ბენ, მაქ­სი­მა­ლუ­რად წარ­მო­ა­ჩი­ნონ სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი და მო­ი­ძი­ონ მეტი ინ­ვეს­ტო­რი, რაც გლო­ბა­ლუ­რი წარ­მა­ტე­ბის გა­რან­ტია.

ავტორი:

ქართველი NFT არტისტების რეიტინგის სათავეს BTU-ს სტუდენტები იკავებენ

ქართველი NFT არტისტების რეიტინგის სათავეს BTU-ს სტუდენტები იკავებენ

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები: თეონა ფორჩხიძე, გიორგი სამხარაძე, თათია გოცირიძე და ანდრეი ციცვიძე ყველაზე გაყიდვადი ქართველი NFT კრეატორების სარეიტინგო სიაში მოწინავე ადგილს იკავებენ. Programmer Loves და SEERFITS - ეს იმ სახელების ჩამონათვალია, რომლის ფარგლებშიც BTU-ს სტუდენტები უნიკალურ და ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს ქმნიან.

„ჩემი ინსპირაცია პროგრამირების ენები და ზოგადად, პროგრამირება იყო. ზოგადად პროგრამისტებს ცოტა "უემოციო" ადამიანებად მიიჩნევენ ხოლმე, რაც სტერეოტიპული და არასწორი მიდგომაა. ამიტომ შევქმენი Programmer Loves. ამ სფეროს წარმომადგენლები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ყველაფერ სხვას აკეთებენ და გრძნობენ, რასაც სხვა ადამიანები. უყვართ, ბრაზდებიან, უხარიათ და ა.შ. ძირითადი მესიჯი სწორედ ესაა. nonfungible.ge-ის მონაცემებით ვარ პირველ ადგილზე. ჩემი წარმატება განაპირობა მხოლოდ შრომამ და კიდევ იმან, რომ ჩემი თავის გარდა სხვა ადამიანებსაც ვეხმარებოდი და ზოგადად ამ სფეროს დახვეწა-განვითარებაზე ვწვალობდი და ვწვალობ. რაღაც თუ არ განვითარდა მოკვდება და დიდი სურვილი მაქვს გლობალზე გავიდე ჩემი პროექტით, უცხოური აუდიტორიაც მყავს ნაწილობრივ, თუმცა, ძირითადი მყიდველები უმეტესად ქართველები არიან“, - აცხადებს თეონა ფორჩხიძე, TeoDora Techie.

„NFT სფეროში მუშაობის იდეა ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში ჩვენი გუნდის შემოქმედებით მხარეზე პასუხისმგებელ პირს - თამარ სამხარაძეს გაუჩნდა. თამარი გრაფიკული დიზაინერია და აქტიურად მუშაობს უცხოურ ბაზარზე, როგორც ფრილანსერი, სწორედ მუშაობის პროცესში მიიღო არაერთი შემოთავაზება NFT დიზაინთან დაკავშირებით, რამაც მისი ინტერესი გამოიწვია. საბოლოოდ ყველაფერი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო, როდესაც კრიპტოვალუტით აქტიურად დავიწყე ვაჭრობა. მაშინ აღმოვაჩინე NFT-ის პოტენციალი ქართულ ბაზარზე. აღმოჩნდა, რომ კრეატორებთან ერთად ინვესტორები/მყიდველებიც დაინტერესებულნი აღმოჩნდნენ. ჩამოვაყალიბეთ გუნდი და დავიწყეთ თამარის ინტერგალაქტიკული ნახატების გაციფრულება. ნახატების გაციფრულებასთან ერთად საჭირო გახდა ისტორიის მოფიქრებაც, სწორედ აქ შემოდის ჩვენი გუნდის წევრის - თათია გოცირიძის როლიც, რომელმაც მოიფიქრა SEERFITS-ს სახელიც, აღსანიშნავია რომ თათია, როგორც დეველოპერი, ამჟამად აქტიურად მუშაობს Seerfit-ების ვებგვერდის შექმნაზე. NFT სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე მნიშნელოვან ფაქტორს მარკეტინგი და დაინტერესებული საზოგადოების შემოკრება წარმოადგენს, სწორედ ამიტომ საჭირო გახდა ქოფირაითერი, ამასთან დისქორდის სერვერის გამართვა და ოპერირება. სწორედ ასე ჩაიბარა ქეთევან სამხარაძემ სოციალური ქსელების ქოფირაითერობა , ხოლო ანდრეი ციცვიძემ Discord server. რეალურად ყველაფერი ძალზედ სწრაფად მოხდა და როლებიც ბუნებრვიად გადავინაწილეთ, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ საქმეში ყველას ჩვენი მნიშნელოვანი წვლილი შეგვაქვს“, - აღნიშნავს გიორგი სამხარაძე, SEERFITS-ის გუნდის წევრი.

რა განაპირობებს გაყიდვების ასეთ მაჩვენებელს და რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ NFT კრეატორების რიგებში გამორჩეული ადგილი დაიკავო? თეონა ფორჩხიძის აზრით, თუ ამ სფეროში ადამიანს განვითარება სურს, უნდა მოიძიოს ინფორმაცია წარმატებულ ქეისებზე, განსაზღვროს ვინ არის და რისი შესაძლებლობა აქვს. ამასთან, საჭიროა, დასახოს სწორი სტრატეგია თავისი უნიკალური გარემოებიდან გამომდინარე. აუცილებელია, განსაზღვროს რა უნარ-ჩვევები აქვს და არის თუ არა საჭირო, ჰყავდეს გუნდი? თეონას ხედვით, ძალიან იშვიათი შემთხვევაა, მხოლოდ ერთი ადამიანი აკეთებდეს NFT-ის წარმატებულად. როგორც წესი, 20-30 ადამიანი მუშაობს ხოლმე გუნდში. გიორგი სამხარაძისა და SEERFITS-ის გუნდის მოსაზრებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ ნამუშევარსა და ისტორიას, არამედ - მარკეტინგულ სვლებს. „ჩვენ შევთავაზეთ SEERFITS-ების მფლობელებს სხვადსხვა ბენეიტები და ფასდაკლებები, ამასთან აქტიურად ვმუშაობთ ახალ შეთავაზებებზეც. აღსანიშნავია ისიც, რომ პირი ადვილად ახდენს თვითიდენტიფიკაციას Seerfit-ებთან თავისი უნარებისა თუ სისუტეების გათვალისიწნებით. ამასთანავე, ისტორია და მხატვრობაც რეალურად დიდ ყურადღებას იწვევს მყიდველებში. 22 თებერვალს საქართველოში პირველად მოხდა ის ფაქტი, რომ NFT მფლობელებმა საწევროთი ისარგებლეს. კერძოდ, მათ შეეძლოთ „ფენიქსის“ მიერ ორგანიზებულ სამაგიდო თამაშების საღამოზე უბილეთოდ შესვლა თუ საფულედან SEERFIT-ის NFT-ს წარმოადგენდნენ. გარდა ამისა, უკვე ვთანამშრომლობთ ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდებთან, სამაგიდო თამაშების მწარმოებელ სტარტაპებთან, 3D და Game დეველოპერებთან, რათა ჩვენს ოუნერებს მეტი და მეტი ბენეფიტი შევთავაზოთ“, - განმარტავს გიორგი სამხარაძე.

კითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ NFT-ის მომავალი და განვითარება, BTU-ს სტუდენტები პასუხობენ:

„მგონია, რომ მეტავერსი იქნება ნფტს ლოგიკური მომავალი, ახლა საუკეთესო დროა ნფტ პროექტების გასაკეთებლად, რადგან სიახლე არის და ძალიან დიდი ინტერესია. მომავალში კი შეიძლება ჩვეულებრივი ამბავი იყოს და უნდა ვეცადოთ ვიყოთ სწორ დროს, სწორ ადგილას“, - აღნიშნავს თეონა ფორჩხიძე.

„მსოფლიომ ახლახანს დაინახა NFT-ს სამომავლო მნიშვნელობა, შესაბამისად, დიდმა ბრენდებმა (Meta, Gucci, Ray-Ban, McDonald’s, Coca-Cola და სხვ.) უკვე დაიწყეს თავიანთი დიდი კაპიტალისა და რესურსების NFT-ში დაბანდება. რა თქმა უნდა, სფეროს, რომლისკენაც ამდენი წარმატებული, მილიარდდოლარიანი ბრუნვის მქონე კომპანია ისწრაფვის და პოტენციალს ხედავს, დიდი მომავალი აქვს. NFT ბაზარზე აკუმულირებული ფული წლიდან-წლამდე გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, მაგრამ, ვფიქრობ, როგორც ყველა ინოვაცია, ესეც რამდენიმე წელიწადში შეამცირებს ზრდის ტემპს, მაგრამ თავის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.დღეს, ალბათ, NFT ყველასთვის მეტავერსთან ასოცირდება, მაგრამ, ჩემი ხედვით, რამდენიმე წელიწადში NFT მთლიანად შეცვლის ინტერნეტის არსს იმით, რომ მის დეცენტრალიზაციაში დიდ როლს ითამაშებს. მომავალში სრულიად ამ ტოკენებზე ვიქნებით დამოკიდებული, რომც არ ვიყოთ, ყოველთვის მათკენ გვექნება სწრაფვა“, - განმარტავს გიორგი სამხარაძე.

ადგილობრივი ბაზრის გარდა სტუდენტები საერთაშორისო მასშტაბით გეგმავენ გასვლას. საქართველოში მოპოვებული წარმატების შემდეგ ზემოთხსენებული NFT კრეატორები გლობალური ბაზრის ათვისებას შეეცდებიან. იმის გათვალისწინებით, რომ პროექტის ზრდასთან ერთად უფრო მეტი ფინანსური რესურსია საჭირო, ამ ეტაპისთვის ცდილობენ, მაქსიმალურად წარმოაჩინონ საკუთარი ნამუშევრები და მოიძიონ მეტი ინვესტორი, რაც გლობალური წარმატების გარანტია.