სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ ვისაუბრებთ მათზე, ვინც ომი გააჩაღა - ღმერთი დასჯის" - რუსეთის პატრიარქი კირილი
"ნუ ვისაუბრებთ მათზე, ვინც ომი გააჩაღა - ღმერთი დასჯის" - რუსეთის პატრიარქი კირილი

მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქი კი­რი­ლი მორ­წმუ­ნე­ებს მო­უ­წო­დებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რა და­წი­ონ უკ­რა­ი­ნა­სა და მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია სხვაგ­ვა­რად მო­ვიქ­ცეთ, გარ­და იმი­სა, რომ მშვი­დო­ბის­თვის ვი­ლო­ცოთ. ასე­ვე ვე­ცა­დოთ, დავ­წი­ოთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის, ემო­ცი­ის ტემ­პე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც ხში­რად სცდე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სი­ე­ბის წე­სებს. ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ და­ვიმ­შვი­დოთ გუ­ლე­ბი, რათა კა­ცობ­რი­ო­ბის მტერ­მა ვერ შეძ­ლოს ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი ერ­თო­ბის დან­გრე­ვა“ , - გან­ცხა­და რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქმა.

მი­სი­ვე თქმით, სწო­რედ სუ­ლი­ე­რი ერ­თო­ბის ირ­გვლივ ჩა­მო­ყა­ლიბ­და „რუ­სე­ბი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის - ერთი ერის რე­ლი­გი­უ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა“.

"გაჩ­ნდა ახალ­მო­დუ­რი სი­ტყვა "ფე­ი­კი", რო­გორც სიც­რუ­ის სი­ნო­ნი­მი. ეს არა­ვი­თა­რი ფე­ი­კი არ არის, არა­ვი­თა­რი ფო­კუ­სე­ბი, არა­მედ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ეშ­მა­კი­სე­უ­ლი სიც­რუ­ეა და სწო­რე­დაც რომ სიც­რუე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა დღეს, რათა გაღ­რმავ­დეს უფსკრუ­ლი ორ მოძ­მე ერს შო­რის, რათა ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის მტრე­ბად იქ­ცნენ. ჩვენ ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბით უნდა ვი­ყოთ ამ ყვე­ლაფ­რი­სად­მი, რაც ით­ქმე­ბა, მათ შო­რის სამ­წუ­ხა­რო კონ­ფლიქტზე, რო­მე­ლიც დონ­ბა­სის მი­წა­ზე წარ­მო­იქ­მნა“, - აღ­ნიშ­ნა პატ­რი­არ­ქმა კი­რილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის კონ­ფლიქ­ტის გამ­ჩა­ღე­ბელს ღმერ­თი დას­ჯის.

„ნუ ვი­სა­უბ­რებთ მათ­ზე, ვინც ეს ომი გა­ა­ჩა­ღა - უფალ­მა გან­სა­ჯოს ისი­ნი, მათ ღმერ­თი დას­ჯის. დღეს სა­ჭი­როა სა­უ­ბა­რი სა­კუ­თარ თავ­ზე და ყვე­ლას მო­გი­წო­დებთ, პირ­ველ რიგ­ში, ლოც­ვა გა­ვაძ­ლი­ე­როთ იმის­თვის, რომ შე­წყდეს ყო­ველ­გვა­რი სა­ო­მა­რი კონფრონ­ტა­ცია რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის, რათა ჩვენ­მა ხალ­ხმა კვლავ შეძ­ლოს გა­აც­ნო­ბი­ე­როს თა­ვი­სი სა­ერ­თო სუ­ლი­ე­რი ფეს­ვე­ბის არ­სე­ბო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქმა.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის სუ­ლი­ერ ეკ­ლე­სი­ას წარ­მო­ად­გენს „სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვე­ნი გა­ნუ­ყო­ფე­ლი ეკ­ლე­სია“.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
5

კირილისა რა მოგახსენოთ, მაგრამ გაგებული მაქვს, პუტინი ერთადერთს ილია 2-ეს უხრის თავსო. ვთხოვოთ ჩვენს მხცოვან პატრიარქს, იქნებ როგორმე გაიჭირვოს და შეასრულოს თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი მისია, მოინახულოს და მსოფლიოს ააცილოს მესამე მსოფლიო ომი. ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის....და თუ მაინც ცუდად დამთავრდება, დავრწმუნდებით რომ დემონი ებრძვის კაცობრიობას.

ჯილდა
6

თქვენი დაწყებულია , მაგას ვერ ხვდები , სამარცხვინო არსება 

ავტორი:

"ნუ ვისაუბრებთ მათზე, ვინც ომი გააჩაღა - ღმერთი დასჯის" - რუსეთის პატრიარქი კირილი

"ნუ ვისაუბრებთ მათზე, ვინც ომი გააჩაღა - ღმერთი დასჯის" - რუსეთის პატრიარქი კირილი

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი მორწმუნეებს მოუწოდებს, საზოგადოებაში არსებული წინააღმდეგობის ტემპერატურა დაწიონ უკრაინასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

"ჩვენ არ შეგვიძლია სხვაგვარად მოვიქცეთ, გარდა იმისა, რომ მშვიდობისთვის ვილოცოთ. ასევე ვეცადოთ, დავწიოთ წინააღმდეგობის, ემოციის ტემპერატურა, რომელიც ხშირად სცდება პოლიტიკური დისკუსიების წესებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიმშვიდოთ გულები, რათა კაცობრიობის მტერმა ვერ შეძლოს ჩვენი სულიერი ერთობის დანგრევა“ , - განცხადა რუსეთის პატრიარქმა.

მისივე თქმით, სწორედ სულიერი ერთობის ირგვლივ ჩამოყალიბდა „რუსებისა და უკრაინელების - ერთი ერის რელიგიური და კულტურული ცხოვრება“.

"გაჩნდა ახალმოდური სიტყვა "ფეიკი", როგორც სიცრუის სინონიმი. ეს არავითარი ფეიკი არ არის, არავითარი ფოკუსები, არამედ ჩვეულებრივი ეშმაკისეული სიცრუეა და სწორედაც რომ სიცრუე გამოიყენება დღეს, რათა გაღრმავდეს უფსკრული ორ მოძმე ერს შორის, რათა ისინი ერთმანეთის მტრებად იქცნენ. ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ ყველაფრისადმი, რაც ითქმება, მათ შორის სამწუხარო კონფლიქტზე, რომელიც დონბასის მიწაზე წარმოიქმნა“, - აღნიშნა პატრიარქმა კირილმა.

მისივე თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის გამჩაღებელს ღმერთი დასჯის.

„ნუ ვისაუბრებთ მათზე, ვინც ეს ომი გააჩაღა - უფალმა განსაჯოს ისინი, მათ ღმერთი დასჯის. დღეს საჭიროა საუბარი საკუთარ თავზე და ყველას მოგიწოდებთ, პირველ რიგში, ლოცვა გავაძლიეროთ იმისთვის, რომ შეწყდეს ყოველგვარი საომარი კონფრონტაცია რუსეთსა და უკრაინას შორის, რათა ჩვენმა ხალხმა კვლავ შეძლოს გააცნობიეროს თავისი საერთო სულიერი ფესვების არსებობა“, - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთისა და უკრაინის სულიერ ეკლესიას წარმოადგენს „საბედნიეროდ, ჩვენი განუყოფელი ეკლესია“.