პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ალა პუგაჩოვა და ქსენია სობჩაკი, სავარაუდოდ, ისრაელში იმყოფებიან - ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუგაჩოვა და გალკინი რუსეთში იმ ფეშენებელურ ვილას ყიდიან, რომელშიც აქამდე ცხოვრობდნენ
ალა პუგაჩოვა და ქსენია სობჩაკი, სავარაუდოდ, ისრაელში იმყოფებიან - ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუგაჩოვა და გალკინი რუსეთში იმ ფეშენებელურ ვილას ყიდიან, რომელშიც აქამდე ცხოვრობდნენ

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ცნო­ბილ­მა რუს­მა მომ­ღე­რალ­მა ალა პუ­გა­ჩო­ვამ მე­უღ­ლეს­თან - მაქ­სიმ გალ­კინ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად, რუ­სე­თი კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვით და­ტო­ვა. ასე­ვე მე­დი­ა­ში წერ­დნენ, რომ ისი­ნი თით­ქოს სა­ცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ალას ქა­ლიშ­ვილ­თან, კრის­ტი­ნა ორ­ბა­კა­ი­ტეს­თან გა­და­ვიდ­ნენ. კრის­ტი­ნა ქმარ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად წლე­ბია ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს.

ჭორი, რომ პუ­გა­ჩო­ვამ რუ­სე­თი და­ტო­ვა, დღემ­დე არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა. ცნო­ბილ ცოლ-ქმარს გან­ცხა­დე­ბა არ გა­უვრცე­ლე­ბია. თუმ­ცა ორი დღის წინ რუ­სუ­ლი მე­დია წერ­და, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ის და გალ­კი­ნი, შვი­ლებ­თან ერ­თად, უბ­რა­ლოდ, შინ არი­ან ჩა­კე­ტი­ლე­ბი და რე­ა­ლუ­რად არ­სად წა­სუ­ლან. ამ ვერ­სი­ას კი ერთი ფაქ­ტით ამ­ყა­რებ­დნენ, 6 მარტს ალა პუ­გა­ჩო­ვას გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა სახ­ლთან ტრა­დი­ცი­უ­ლად ყვი­თე­ლი ვარ­დე­ბი მი­არ­თვეს. 18 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ალა პირ­ვე­ლად არ შეხ­ვდა გულ­შე­მატ­კივ­რებს, მაგ­რამ ცოტა ხან­ში სახ­ლის დაც­ვამ ფა­ნებს მად­ლო­ბა გა­დას­ცა.

კი­დევ ერთი ვერ­სია, რო­მე­ლიც დღეს www.popcornnews.ru-მ გა­ავ­რცე­ლა ასე­თია, რომ ალა, ოჯახ­თან ერ­თად, ის­რა­ელ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. მე­დი­ის ცნო­ბით, პუ­გა­ჩო­ვამ სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ვილა იქი­რა­ვა ის­რა­ე­ლის სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ კე­სა­რი­ა­ში. ეს ცნო­ბი­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ქა­ლა­ქია. რო­გორც ირ­კვე­ვა, პუ­გა­ჩო­ვა და გალ­კი­ნი ამ ქა­ლაქს აქამ­დეც ხში­რად სტუმ­რობ­დნენ.

მე­სა­მე ვერ­სი­ით, წყვი­ლი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა. ასე­ვე რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, რომ პუ­გა­ჩო­ვა და გალ­კი­ნი რუ­სეთ­ში, სო­ფელ გრი­აზ­ში მდე­ბა­რე ფე­შე­ნე­ბე­ლურ ვი­ლას ყი­დი­ან, სა­დაც აქამ­დე შვი­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ. რუსი პრო­დი­უ­სე­რი ანდრეი რა­ზი­ნი აცხა­დებს, რომ ვი­ლის შე­ძე­ნა მას გალ­კინ­მა შეს­თა­ვა­ზა. რა­ზი­ნის თქმით, მზად არის შე­ი­ძი­ნოს სა­სახ­ლე, თუ მის­თვის ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებს შეს­თა­ვა­ზე­ბენ. პრო­დი­უ­სე­რი ამ­ბობს, რომ პუ­გა­ჩო­ვა­სა და გალ­კი­ნის სახ­ლში ობო­ლი ბავ­შვე­ბის­თვის მო­ა­წყობს სას­წავ­ლე­ბელს, სა­დაც ისი­ნი IT ტექ­ნო­ლო­გი­ებს და­ე­უფ­ლე­ბი­ან.

ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ რუ­სე­თი და­ტო­ვა ჟურ­ნა­ლის­ტმა ქსე­ნია სობ­ჩაკ­მაც. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისიც ის­რა­ელ­ში იმ­ყო­ფე­ბა, რად­გან შვილ­თან ერ­თად თელ-ავი­ვის აე­რო­პორ­ტში ნა­ხეს და გა­და­ი­ღეს.

სობ­ჩაკ­სა და პუ­გა­ჩო­ვას რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ, ისი­ნი, რომ­ლე­ბიც პუ­ტი­ნის სის­ხლი­ან რე­ჟიმს უჭე­რენ მხარს. ისი­ნი ქვეყ­ნი­დან მათ წას­ვლას ღა­ლა­ტად და ქვეყ­ნის­თვის სი­ლის გაწ­ვნად აფა­სე­ბენ.

რუ­სეთ­ში დარ­ჩე­ნი­ლი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი იანა პოპ­ლავ­სკა­ია ამ­ბობს, რომ გაქ­ცე­ულ ვარ­სკვლა­ვებს მხო­ლოდ ბრენ­დი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი, სან­ქცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი და ზო­გა­დად, ლა­მა­ზი ცხოვ­რე­ბა აინ­ტე­რე­სებთ. "თქვენ არ ფიქ­რობთ ქვე­ყა­ნა­ზე, არც ხალ­ხზე, არა­მედ იმა­ზე, თუ რო­გორ და­ზო­გოთ ფული და სად შე­ი­ძი­ნოთ ახლა Gucci. ამი­ტომ ყვე­ლა გარ­ბის ის­რა­ე­ლის­კენ, რათა შემ­დგომ­ში წარ­მა­ტე­ბით გა­და­ვიდ­ნენ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. და იქი­დან იყ­ვი­რონ სამ­შობ­ლო­ზე. და ეს არის უმაღ­ლე­სი ღა­ლა­ტი", - აცხა­დებს პოპ­ლავ­სკა­ია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფუუუუ თქვენიიი
5

აქაც ერთმანეთს ჭამთ ქართველებიიიიი???მელიებო,ხაბეიშვილებო,კანდელაკებო,ხუიშტარიები და ა... შშშ,,

ქეთი
7

სეის

წერე რა ქართულად, ეს იგივე ხომ არ არის რასაც სხვებს აბრალებთ

 

 

 

 

ავტორი:

ალა პუგაჩოვა და ქსენია სობჩაკი, სავარაუდოდ, ისრაელში იმყოფებიან - ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუგაჩოვა და გალკინი რუსეთში იმ ფეშენებელურ ვილას ყიდიან, რომელშიც აქამდე ცხოვრობდნენ

ალა პუგაჩოვა და ქსენია სობჩაკი, სავარაუდოდ, ისრაელში იმყოფებიან - ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუგაჩოვა და გალკინი რუსეთში იმ ფეშენებელურ ვილას ყიდიან, რომელშიც აქამდე ცხოვრობდნენ

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილმა რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ მეუღლესთან - მაქსიმ გალკინთან და შვილებთან ერთად, რუსეთი კერძო თვითმფრინავით დატოვა. ასევე მედიაში წერდნენ, რომ ისინი თითქოს საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში ალას ქალიშვილთან, კრისტინა ორბაკაიტესთან გადავიდნენ. კრისტინა ქმართან და შვილებთან ერთად წლებია ამერიკაში ცხოვრობს.

ჭორი, რომ პუგაჩოვამ რუსეთი დატოვა, დღემდე არ დადასტურებულა. ცნობილ ცოლ-ქმარს განცხადება არ გაუვრცელებია. თუმცა ორი დღის წინ რუსული მედია წერდა, რომ სინამდვილეში ის და გალკინი, შვილებთან ერთად, უბრალოდ, შინ არიან ჩაკეტილები და რეალურად არსად წასულან. ამ ვერსიას კი ერთი ფაქტით ამყარებდნენ, 6 მარტს ალა პუგაჩოვას გულშემატკივრებმა სახლთან ტრადიციულად ყვითელი ვარდები მიართვეს. 18 წლის განმავლობაში ალა პირველად არ შეხვდა გულშემატკივრებს, მაგრამ ცოტა ხანში სახლის დაცვამ ფანებს მადლობა გადასცა.

კიდევ ერთი ვერსია, რომელიც დღეს www.popcornnews.ru-მ გაავრცელა ასეთია, რომ ალა, ოჯახთან ერთად, ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. მედიის ცნობით, პუგაჩოვამ სამსართულიანი ვილა იქირავა ისრაელის საკურორტო ქალაქ კესარიაში. ეს ცნობილი ტურისტული ქალაქია. როგორც ირკვევა, პუგაჩოვა და გალკინი ამ ქალაქს აქამდეც ხშირად სტუმრობდნენ.

მესამე ვერსიით, წყვილი დიდ ბრიტანეთში იმყოფება. ასევე რუსული გამოცემები წერენ, რომ პუგაჩოვა და გალკინი რუსეთში, სოფელ გრიაზში მდებარე ფეშენებელურ ვილას ყიდიან, სადაც აქამდე შვილებთან ერთად ცხოვრობდნენ. რუსი პროდიუსერი ანდრეი რაზინი აცხადებს, რომ ვილის შეძენა მას გალკინმა შესთავაზა. რაზინის თქმით, მზად არის შეიძინოს სასახლე, თუ მისთვის ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებენ. პროდიუსერი ამბობს, რომ პუგაჩოვასა და გალკინის სახლში ობოლი ბავშვებისთვის მოაწყობს სასწავლებელს, სადაც ისინი IT ტექნოლოგიებს დაეუფლებიან.

ცნობილი ფაქტია, რომ რუსეთი დატოვა ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმაც. ბოლო ინფორმაციით, ისიც ისრაელში იმყოფება, რადგან შვილთან ერთად თელ-ავივის აეროპორტში ნახეს და გადაიღეს.

სობჩაკსა და პუგაჩოვას რუსეთში მცხოვრები ცნობილი სახეები დაუპირისპირდნენ, ისინი, რომლებიც პუტინის სისხლიან რეჟიმს უჭერენ მხარს. ისინი ქვეყნიდან მათ წასვლას ღალატად და ქვეყნისთვის სილის გაწვნად აფასებენ.

რუსეთში დარჩენილი ცნობილი მსახიობი იანა პოპლავსკაია ამბობს, რომ გაქცეულ ვარსკვლავებს მხოლოდ ბრენდირებული ნივთები, სანქცირებული პროდუქტები და ზოგადად, ლამაზი ცხოვრება აინტერესებთ. "თქვენ არ ფიქრობთ ქვეყანაზე, არც ხალხზე, არამედ იმაზე, თუ როგორ დაზოგოთ ფული და სად შეიძინოთ ახლა Gucci. ამიტომ ყველა გარბის ისრაელისკენ, რათა შემდგომში წარმატებით გადავიდნენ შეერთებულ შტატებში. და იქიდან იყვირონ სამშობლოზე. და ეს არის უმაღლესი ღალატი", - აცხადებს პოპლავსკაია.

იხილეთ ასევე: