პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინელები არ წამოეგნენ რუსების ფანდს - გაეჭიმათ ფრონტის ხაზი და ძალები არ ჰყოფნოდათ ოკუპანტის შესაკავებლად" - ვინ რა ტაქტიკით და სტრატეგიით იბრძვის რუსეთ-უკრაინის ომში?
"უკრაინელები არ წამოეგნენ რუსების ფანდს - გაეჭიმათ ფრონტის ხაზი და ძალები არ ჰყოფნოდათ ოკუპანტის შესაკავებლად" - ვინ რა ტაქტიკით და სტრატეგიით იბრძვის რუსეთ-უკრაინის ომში?

კი­ევ­სა და მის მიმ­დე­ბა­რე რა­ი­ო­ნებ­ში აფეთ­ქე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბის ცნო­ბით, ოკუ­პან­ტე­ბის მხრი­დან შე­ტე­ვებ­მა შე­და­რე­ბით იკლო. ად­გი­ლობ­რი­ვი გენშტა­ბი იტყო­ბი­ნე­ბა, რომ რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი კი­ე­ვის, სუ­მის, მა­რი­უ­პო­ლის, ნი­კო­ლა­ე­ვი­სა და ჩერ­ნი­გო­ვის ალ­ყა­ში მოქ­ცე­ვას ცდი­ლო­ბენ. შავი და აზო­ვის ზღვე­ბი­დან უკ­რა­ი­ნა სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებ­ზე თავ­დას­ხმას ელის.

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის და­წყე­ბის შემ­დეგ, გა­ე­რომ დამ­პყრობ­ლუ­რი ომის მსხვერ­პლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ნა­ახ­ლა. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ომს 474 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე ემსხვერ­პლა, 870 - და­შავ­და.

სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, რუ­სე­თის არ­მია არც ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად და არც ტაქ­ტი­კუ­რად არ იყო მზად ამ ომის­თვის, რის გა­მოც ისი­ნი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დრო­ინ­დელ ტაქ­ტი­კა­ზე დაყ­რდნო­ბილ სტრა­ტე­გი­ას და­უბ­რუნ­დნენ. თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნი­კი აკია ბარ­ბა­ქა­ძე რუ­სე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის საბ­რძო­ლო სტრა­ტე­გია-ტაქ­ტი­კა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა და ამ­ბობს, რომ ამ ომში რუ­სეთს გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი არ აქვს.

- ტაქ­ტი­კას გან­სა­ზღვრავს ტექ­ნო­ლო­გია. ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად რუ­სე­თი ჩა­მორ­ჩე­ბა და­სავ­ლეთს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის უფრო მო­წყვლა­დია ამ და­სავ­ლუ­რი ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მხრი­დან. ის, რომ რუ­სე­თი 13 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ ატა­რებს წარ­მა­ტე­ბულ ოპე­რა­ცი­ებს, ზუს­ტად ამის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. გარ­და ამი­სა, რუ­სეთს აქვს ჩა­ვარ­დნა სტრა­ტე­გი­ულ და­გეგ­მა­რე­ბა­ში, ლო­ჯის­ტი­კურ უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში, მის მებ­რძო­ლებს არ აქვთ მო­ტი­ვა­ცია, ანუ ვერ მუ­შა­ობს ერთი რამ: რუ­სებს უჭირთ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ომი, ეს აშ­კა­რად ჩანს იმი­ტომ, რომ მათ ბევ­რი რამ აერ­თი­ა­ნებთ, აქვთ სა­ერ­თო წარ­სუ­ლი და არ აქვთ ამ ომის იდე­ო­ლო­გი­უ­რი სა­ფუძ­ვე­ლი.

Caption

იმით, რა­საც ახლა პუ­ტი­ნი ამ ომით აკე­თებს, უბ­რა­ლოდ, ანად­გუ­რებს უკ­რა­ი­ნის რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო პო­ტენ­ცი­ალს, ისე უკ­რა­ი­ნელ ერს. ის ერ­ჩის მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას და, შე­სა­ბა­მი­სად, ეს არის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი და­პყრო­ბი­თი ომი, რო­მელ­საც რუ­სე­თის, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აწარ­მო­ებს პუ­ტი­ნი და მისი კლეპ­ტოკ­რა­ტუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა. რუ­სებს აქვთ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ტაქ­ტი­კა, ანუ ახლა მი­დი­ან მა­სით რომ გა­და­ჯე­გონ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი. თუმ­ცა ამის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სი მათ აღარ აქვთ, იქ მიყ­რი­ლი შე­ნა­ერ­თე­ბის ძი­რი­თა­დი რე­სურ­სი გა­ხარ­ჯეს - რო­გორც ადა­მი­ა­ნუ­რი, ისე მა­რა­გე­ბი და ამი­ტო­მაც არის, რომ ისი­ნი არი­ან მო­ტი­ვა­ცი­ა­და­კარ­გუ­ლე­ბი. ახლა ეს ომი აწყო­ბი­ლია და­ნა­შა­უ­ლებ­რივ და­ბომბვა­ზე ზალ­პუ­რი ცე­ცხლის, სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბის - "გრა­დე­ბის", "მერ­ჯე­ბის" და "ურა­გა­ნე­ბის" გა­მო­ყე­ნე­ბით. ჟე­ნე­ვის კონ­ვენ­ცი­ით აკ­რძა­ლუ­ლი კა­სე­ტუ­რი და თერ­მო­ბა­რუ­ლი, ანუ ვა­კუ­უ­მუ­რი ჭურ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. რუ­სე­თი გან­წი­რუ­ლია, ის ამ ომს წა­ა­გებს.

აკია ბარ­ბა­ქა­ძე

- რუ­სე­თის ძლი­ე­რი მხა­რე რა­მე­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა?

- არა­ფერ­ში. ეს ომი რუ­სე­თის მხრი­დან გა­მო­ი­ხა­ტე­ბა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ-და­პყრო­ბით ომში და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის ეს არის სა­მა­მუ­ლო ომი. რუ­სე­თის არ­მია და­ე­ჯა­ხა ხალ­ხს, ანუ არ­მია ეო­მე­ბა ხალ­ხს, ერს. ის­ტო­რი­ა­ში ჯერ არ ყო­ფი­ლა, რო­მე­ლი­მე არ­მი­ას ხალ­ხის­თვის მო­ე­გოს, რო­დე­საც ის ასე­თი შეკ­რუ­ლი, მო­ნო­ლი­თუ­რია და გმი­რო­ბა­ზე მი­დის. ისი­ნი მი­დი­ან თა­ვი­სი გე­ნე­რა­ლუ­რი ხა­ზით, მათი მო­ბი­ლუ­რო­ბა მა­ღა­ლია, რე­ა­გი­რე­ბენ და წერ­ტი­ლო­ვა­ნი დარ­ტყმე­ბით უნად­გუ­რე­ბენ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს უფრო მეტ ტექ­ნი­კა­სა და პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბას, ვიდ­რე ეს ფრონ­ტა­ლუ­რი ომის დროს მოხ­დე­ბო­და. რე­ა­ლუ­რად, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ამ ოპე­რა­ცი­ე­ბით მი­ზანს აღ­წე­ვენ, არ წა­მო­ეგ­ნენ რუ­სე­ბის ფან­დს - გა­ე­ჭი­მათ მათ­თვის ფრონ­ტის ხაზი და ძა­ლე­ბი არ ჰყოფ­ნო­დათ რუ­სე­ბის შე­სა­კა­ვებ­ლად. მაგ­რამ პრინ­ციპ­ში, რუ­სე­თი აღ­მოჩ­ნდა კი­დევ უფრო წამ­გე­ბი­ან სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. უკ­რა­ი­ნას სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რის ხარ­ჯზე აქვს ულე­ვი რე­სურ­სი, რი­თაც ვერ და­იტ­რა­ბა­ხებს რუ­სე­თი, მისი რე­სურ­სი გა­მო­ლე­ვა­დია და ამ ბლო­კა­დის შე­დე­გად, რო­მე­ლიც მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­მო­უ­ცხა­და, რუ­სე­თის რე­სურ­სი სულ უფრო მო­იკ­ლებს - რო­გორც ადა­მი­ა­ნუ­რი, ასე­ვე - ლო­ჯის­ტი­კუ­რი. ნად­გურ­დე­ბა ლო­ჯის­ტი­კუ­რი ხა­ზე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერ ახერ­ხებს თა­ვი­სი ძლი­ე­რი მხა­რის - ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბას უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ვი­ნა­ი­დან ტექ­ნი­კას უზ­რუნ­ველ­ყო­ფა სჭირ­დე­ბა, ამის სა­შუ­ა­ლე­ბას კი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი არ აძ­ლე­ვენ. რაც მთა­ვა­რია, უკ­რა­ი­ნა, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, ბევ­რად უფრო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი და გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვდა ომს. რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, ის ვერ მო­შა­ლეს, უკ­რა­ი­ნის სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვის სის­ტე­მა ვერ მო­შა­ლეს, უკ­რა­ი­ნა გა­და­სუ­ლია ტო­ტა­ლუ­რი თავ­დაც­ვის რე­ჟიმ­ში და ყვე­ლა ქა­ლაქ­ში, ალ­ყა­შია მოქ­ცე­უ­ლი, ფრონ­ტის­პი­რაა, თუ სიღ­რმი­საა, მარ­თვა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია, ყვე­ლა­ფე­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს - სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მა, კვე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ლო­ჯის­ტი­კის სის­ტე­მა, კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის სის­ტე­მა, ისი­ნი ზრუ­ნა­ვენ სა­კუ­თარ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე და უკ­რა­ი­ნა, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, საკ­მა­ოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდა ამ კონ­ფლიქტს.

გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო კო­ლო­ნა

- ვიდ­რე 2014 წელს ყი­რიმ­ში? აშ­კა­რაა, რომ ამ 8 წელ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ი­ძი­ნა უკ­რა­ი­ნამ ყვე­ლა თვალ­საზ­რი­სით ოკუ­პან­ტთან საბ­რძოლ­ვე­ლად...

- რო­გორც ყვე­ლა უნდა ემ­ზა­დე­ბო­დეს, ისე ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბიც. ცნო­ბი­ლი გა­მოთ­ქმაა - "გინ­და მშვი­დო­ბა, ემ­ზა­დე ომის­თვის“, რი­თიც ჩვენ ვერ და­ვიტ­რა­ბა­ხებთ. ჩვენ ვემ­ზა­დე­ბით?

- რაც უფრო დრო­ში გა­ი­წე­ლე­ბა ომი, რუ­სე­თის­თვის მით უა­რე­სი იქ­ნე­ბაო, - არა მარ­ტო თქვენ­გან მსმე­ნია ეს მო­საზ­რე­ბა...

- რა თქმა უნდა, მაგ­რამ დრო უსას­რუ­ლოდ არ გა­ი­ჭი­მე­ბა. რა­ღაც მო­მენ­ტის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი გა­და­ვა შე­ტე­ვა­ზე და ისი­ნი და­ი­წყე­ბენ რუ­სუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას. ეს მა­შინ მოხ­დე­ბა, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მი­აღ­წე­ვენ ცაში ბა­ტო­ნო­ბას. უკ­რა­ი­ნას აქვს საკ­მაო რე­სურ­სი იმი­სათ­ვის, რომ საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბით, სა­კუ­თა­რი საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვე­ბით მი­აღ­წი­ონ ცაში უპი­რა­ტე­სო­ბას. უკ­რა­ი­ნას თუ არ მის­ცე­მენ ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებს, მას შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით შეძ­ლოს ამ სის­ტე­მე­ბის აწყო­ბა-გა­მოშ­ვე­ბა, მას აქვს ამის პო­ტენ­ცი­ა­ლი.

რი­გი­თი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი "მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბი"

- ეს კი დროს მო­ი­თხოვს...

- რა თქმა უნდა, დროს და რე­სურსს მო­ი­თხოვს, მაგ­რამ ეს ამო­ცა­ნა მიღ­წე­ვა­დია. მე­ეჭ­ვე­ბა, ეს ომი მალე დამ­თავ­რდეს, ის დრო­ში გა­ი­ჭი­მე­ბა, ბევრ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ თუ უკ­რა­ი­ნას და­სავ­ლე­თი­დან რა­ი­მე უპი­რა­ტე­სო­ბა არ მი­ე­ცა, რუსეთ-უკ­რა­ი­ნის ომი ამ ეტაპ­ზე 1 წლის მას­შტა­ბით შეგ­ვიძ­ლია წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ.

უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აგე­ბენ ბა­რი­კა­დებს კი­ე­ვის მი­სად­გო­მებ­თან

- ამა­სო­ბა­ში პუ­ტი­ნი მსოფ­ლი­ოს ბირ­თვუ­ლი ომით აშან­ტა­ჟებს, შეძ­ლებს ის ამ მუ­ქა­რის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნას?

- ეს არის რუ­სე­თის სტრა­ტე­გია, მას ში­შის ექ­სპორ­ტის გარ­და სხვა არა­ფე­რი დარ­ჩა. სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ი­ძებ­ნენ რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის მო­ხა­ლი­სე­ე­ბი და ისი­ნიც ამ შიშს თე­სა­ვენ. მაგ­რამ ვნა­ხეთ, რომ მსოფ­ლიო არ შე­შინ­და და თუ შე­შინ­და, ზო­მე­ბიც მი­ი­ღეს. მათ მი­ი­ღეს უფრო გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ნატო თა­ვის სა­ზღვრებ­თან, მო­ნო­ლი­თად შეკ­რუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ერი, რო­მე­ლიც ამარ­ცხებს რუ­სე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს და მი­ი­ღეს სა­ში­ნე­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი ემ­ბარ­გო­ე­ბი, რო­მე­ლიც კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა, რაც გა­მო­იწ­ვევს რუ­სე­თის შიგ­ნი­დან დე­ტო­ნა­ცი­ას.

პუ­ტინ­მა შე­იძ­ლე­ბა სა­დღაც ოკე­ა­ნე­ში დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად გა­ის­რო­ლოს ატო­მუ­რი ბომ­ბი, რომ თით­ქოს მზად არის, ისი­ნი გა­მო­ი­ყე­ნოს მაგ­რამ ნუ გა­ვი­წყდე­ბათ, რომ აქამ­დე, ცივი ომის პი­რო­ბებ­ში ეგ სცე­ნა­რე­ბი დიდი ხა­ნია გა­წე­რი­ლია და თუ რუ­სე­თი გა­ის­ვრის ერთ ატო­მურ რა­კე­ტას, მას მოხ­ვდე­ბა ბევ­რად მეტი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ბირ­თვუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი ახლა და­მიზ­ნე­ბუ­ლია რუ­სეთ­ზე. ეს არის შე­კა­ვე­ბის და არა თავ­დას­ხმის ია­რა­ღი. მე­ეჭ­ვე­ბა, რომ მის შან­ტაჟ­ზე მსოფ­ლიო წა­მო­ე­გოს, რის შემ­დე­გაც კი­დევ უფრო წამ­გე­ბი­ან სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა რუ­სე­თი. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ვიქ­ცე­ვით ისე, რომ რუ­სე­თი თან მიგ­ვი­ბავს და უფსკრულ­ში გა­დაგ­ვი­ყო­ლებს. ენის მო­ჩლე­ქით ლა­პა­რა­კი არ შე­იძ­ლე­ბა...

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rateqs
4

ვკიტხულობ და მინდა მათლაც ეგრე იყოს, რომ რუსების ძლევამოსილება მარტო სახელია დარჩენილი, მაგრაამ!!! თუ მართლა ეგრეა, რატომ ნატო და ამერიკა ეხლა არ ანადგურებს რუსეთს????? მიპასუხეთ, რატომ არ ანადგურებს????? მე ორი პასუხი მაქვს, პირველი, რომ რუსეთი არ იყენებს უკრაინაში თავისი შესაძლებლობის მესამესაც კი, მეორე პასუხი კი თუ რუსეთის ძლევამოსილება მარტო წარსულია, მაშინ ამერიკა და რუსეთის საერთო პროექტია ის რაც დღეს ხდება, სხვა ახსნა არ მაქვს

აკაკი
10

1991 წელს ამერიკამ ერაყი დაამარცხა 42 დღეში, თან ერაყს ყავდა 5 სააერტელერიო დივიზია როცა უკრაინას ყავს 55 ახლა გამოიტანეთ დასკვნა თავად.

ავტორი:

"უკრაინელები არ წამოეგნენ რუსების ფანდს - გაეჭიმათ ფრონტის ხაზი და ძალები არ ჰყოფნოდათ ოკუპანტის შესაკავებლად" - ვინ რა ტაქტიკით და სტრატეგიით იბრძვის რუსეთ-უკრაინის ომში?

"უკრაინელები არ წამოეგნენ რუსების ფანდს - გაეჭიმათ ფრონტის ხაზი და ძალები არ ჰყოფნოდათ ოკუპანტის შესაკავებლად" - ვინ რა ტაქტიკით და სტრატეგიით იბრძვის რუსეთ-უკრაინის ომში?

კიევსა და მის მიმდებარე რაიონებში აფეთქებები გრძელდება, თუმცა უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, ოკუპანტების მხრიდან შეტევებმა შედარებით იკლო. ადგილობრივი გენშტაბი იტყობინება, რომ რუსული ძალები კიევის, სუმის, მარიუპოლის, ნიკოლაევისა და ჩერნიგოვის ალყაში მოქცევას ცდილობენ. შავი და აზოვის ზღვებიდან უკრაინა სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმას ელის.

უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ, გაერომ დამპყრობლური ომის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია განაახლა. ბოლო მონაცემებით, ომს 474 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 870 - დაშავდა.

სამხედრო ექსპერტების შეფასებით, რუსეთის არმია არც ტექნოლოგიურად და არც ტაქტიკურად არ იყო მზად ამ ომისთვის, რის გამოც ისინი მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ტაქტიკაზე დაყრდნობილ სტრატეგიას დაუბრუნდნენ. თადარიგის პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე რუსეთისა და უკრაინის საბრძოლო სტრატეგია-ტაქტიკაზე გვესაუბრება და ამბობს, რომ ამ ომში რუსეთს გამარჯვების შანსი არ აქვს.

- ტაქტიკას განსაზღვრავს ტექნოლოგია. ტექნოლოგიურად რუსეთი ჩამორჩება დასავლეთს და აქედან გამომდინარე, ის უფრო მოწყვლადია ამ დასავლური ახალი ტექნოლოგიების მხრიდან. ის, რომ რუსეთი 13 დღის განმავლობაში ვერ ატარებს წარმატებულ ოპერაციებს, ზუსტად ამის დამსახურებაა. გარდა ამისა, რუსეთს აქვს ჩავარდნა სტრატეგიულ დაგეგმარებაში, ლოჯისტიკურ უზრუნველყოფაში, მის მებრძოლებს არ აქვთ მოტივაცია, ანუ ვერ მუშაობს ერთი რამ: რუსებს უჭირთ უკრაინელების წინააღმდეგ ომი, ეს აშკარად ჩანს იმიტომ, რომ მათ ბევრი რამ აერთიანებთ, აქვთ საერთო წარსული და არ აქვთ ამ ომის იდეოლოგიური საფუძველი.

Caption

იმით, რასაც ახლა პუტინი ამ ომით აკეთებს, უბრალოდ, ანადგურებს უკრაინის როგორც სახელმწიფო პოტენციალს, ისე უკრაინელ ერს. ის ერჩის მშვიდობიან მოსახლეობას და, შესაბამისად, ეს არის დანაშაულებრივი დაპყრობითი ომი, რომელსაც რუსეთის, როგორც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ აწარმოებს პუტინი და მისი კლეპტოკრატული მმართველობა. რუსებს აქვთ მოძველებული ტაქტიკა, ანუ ახლა მიდიან მასით რომ გადაჯეგონ უკრაინელები. თუმცა ამის მატერიალური რესურსი მათ აღარ აქვთ, იქ მიყრილი შენაერთების ძირითადი რესურსი გახარჯეს - როგორც ადამიანური, ისე მარაგები და ამიტომაც არის, რომ ისინი არიან მოტივაციადაკარგულები. ახლა ეს ომი აწყობილია დანაშაულებრივ დაბომბვაზე ზალპური ცეცხლის, სარაკეტო სისტემების - "გრადების", "მერჯების" და "ურაგანების" გამოყენებით. ჟენევის კონვენციით აკრძალული კასეტური და თერმობარული, ანუ ვაკუუმური ჭურვების გამოყენება. რუსეთი განწირულია, ის ამ ომს წააგებს.

აკია ბარბაქაძე

- რუსეთის ძლიერი მხარე რამეში გამოიხატება?

- არაფერში. ეს ომი რუსეთის მხრიდან გამოიხატება დანაშაულებრივ-დაპყრობით ომში და უკრაინელებისთვის ეს არის სამამულო ომი. რუსეთის არმია დაეჯახა ხალხს, ანუ არმია ეომება ხალხს, ერს. ისტორიაში ჯერ არ ყოფილა, რომელიმე არმიას ხალხისთვის მოეგოს, როდესაც ის ასეთი შეკრული, მონოლითურია და გმირობაზე მიდის. ისინი მიდიან თავისი გენერალური ხაზით, მათი მობილურობა მაღალია, რეაგირებენ და წერტილოვანი დარტყმებით უნადგურებენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უფრო მეტ ტექნიკასა და პირად შემადგენლობას, ვიდრე ეს ფრონტალური ომის დროს მოხდებოდა. რეალურად, უკრაინელები ამ ოპერაციებით მიზანს აღწევენ, არ წამოეგნენ რუსების ფანდს - გაეჭიმათ მათთვის ფრონტის ხაზი და ძალები არ ჰყოფნოდათ რუსების შესაკავებლად. მაგრამ პრინციპში, რუსეთი აღმოჩნდა კიდევ უფრო წამგებიან სიტუაციაში. უკრაინას საერთაშორისო მხარდაჭერის ხარჯზე აქვს ულევი რესურსი, რითაც ვერ დაიტრაბახებს რუსეთი, მისი რესურსი გამოლევადია და ამ ბლოკადის შედეგად, რომელიც მთელმა მსოფლიომ გამოუცხადა, რუსეთის რესურსი სულ უფრო მოიკლებს - როგორც ადამიანური, ასევე - ლოჯისტიკური. ნადგურდება ლოჯისტიკური ხაზები, ფაქტობრივად, ვერ ახერხებს თავისი ძლიერი მხარის - ტექნიკის გამოყენებას უკრაინელების წინააღმდეგ, ვინაიდან ტექნიკას უზრუნველყოფა სჭირდება, ამის საშუალებას კი უკრაინელები არ აძლევენ. რაც მთავარია, უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ბევრად უფრო მობილიზებული და გამართული შეხვდა ომს. როგორც სახელმწიფო, ის ვერ მოშალეს, უკრაინის სამოქალაქო თავდაცვის სისტემა ვერ მოშალეს, უკრაინა გადასულია ტოტალური თავდაცვის რეჟიმში და ყველა ქალაქში, ალყაშია მოქცეული, ფრონტისპირაა, თუ სიღრმისაა, მართვა შენარჩუნებულია, ყველაფერი ფუნქციონირებს - სამედიცინო სისტემა, კვების უზრუნველყოფის ლოჯისტიკის სისტემა, კავშირგაბმულობის სისტემა, ისინი ზრუნავენ საკუთარ მოსახლეობაზე და უკრაინა, როგორც სახელმწიფო, საკმაოდ მომზადებული შეხვდა ამ კონფლიქტს.

განადგურებული რუსული სამხედრო კოლონა

- ვიდრე 2014 წელს ყირიმში? აშკარაა, რომ ამ 8 წელში სერიოზული გამოცდილება შეიძინა უკრაინამ ყველა თვალსაზრისით ოკუპანტთან საბრძოლველად...

- როგორც ყველა უნდა ემზადებოდეს, ისე ემზადებოდნენ უკრაინელებიც. ცნობილი გამოთქმაა - "გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის“, რითიც ჩვენ ვერ დავიტრაბახებთ. ჩვენ ვემზადებით?

- რაც უფრო დროში გაიწელება ომი, რუსეთისთვის მით უარესი იქნებაო, - არა მარტო თქვენგან მსმენია ეს მოსაზრება...

- რა თქმა უნდა, მაგრამ დრო უსასრულოდ არ გაიჭიმება. რაღაც მომენტის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალები გადავა შეტევაზე და ისინი დაიწყებენ რუსული შეიარაღებული ძალების განადგურებას. ეს მაშინ მოხდება, როდესაც უკრაინელები მიაღწევენ ცაში ბატონობას. უკრაინას აქვს საკმაო რესურსი იმისათვის, რომ საფრენი აპარატებით, საკუთარი საბრძოლო თვითმფრინავებით მიაღწიონ ცაში უპირატესობას. უკრაინას თუ არ მისცემენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებს, მას შეუძლია საკუთარი ძალებით შეძლოს ამ სისტემების აწყობა-გამოშვება, მას აქვს ამის პოტენციალი.

რიგითი უკრაინელების მიერ დამზადებული "მოლოტოვის კოქტეილები"

- ეს კი დროს მოითხოვს...

- რა თქმა უნდა, დროს და რესურსს მოითხოვს, მაგრამ ეს ამოცანა მიღწევადია. მეეჭვება, ეს ომი მალე დამთავრდეს, ის დროში გაიჭიმება, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ ვივარაუდოთ, რომ თუ უკრაინას დასავლეთიდან რაიმე უპირატესობა არ მიეცა, რუსეთ-უკრაინის ომი ამ ეტაპზე 1 წლის მასშტაბით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.

უკრაინის მოქალაქეები აგებენ ბარიკადებს კიევის მისადგომებთან

- ამასობაში პუტინი მსოფლიოს ბირთვული ომით აშანტაჟებს, შეძლებს ის ამ მუქარის სისრულეში მოყვანას?

- ეს არის რუსეთის სტრატეგია, მას შიშის ექსპორტის გარდა სხვა არაფერი დარჩა. სამწუხაროა, რომ საქართველოში მოიძებნენ რუსული პროპაგანდის მოხალისეები და ისინიც ამ შიშს თესავენ. მაგრამ ვნახეთ, რომ მსოფლიო არ შეშინდა და თუ შეშინდა, ზომებიც მიიღეს. მათ მიიღეს უფრო გაძლიერებული ნატო თავის საზღვრებთან, მონოლითად შეკრული უკრაინელი ერი, რომელიც ამარცხებს რუსების შეიარაღებულ ძალებს და მიიღეს საშინელი ეკონომიკური და ფინანსური ემბარგოები, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება, რაც გამოიწვევს რუსეთის შიგნიდან დეტონაციას.

პუტინმა შეიძლება სადღაც ოკეანეში დემონსტრაციულად გაისროლოს ატომური ბომბი, რომ თითქოს მზად არის, ისინი გამოიყენოს მაგრამ ნუ გავიწყდებათ, რომ აქამდე, ცივი ომის პირობებში ეგ სცენარები დიდი ხანია გაწერილია და თუ რუსეთი გაისვრის ერთ ატომურ რაკეტას, მას მოხვდება ბევრად მეტი, ყოველ შემთხვევაში, მთელი მსოფლიოს ბირთვული პოტენციალი ახლა დამიზნებულია რუსეთზე. ეს არის შეკავების და არა თავდასხმის იარაღი. მეეჭვება, რომ მის შანტაჟზე მსოფლიო წამოეგოს, რის შემდეგაც კიდევ უფრო წამგებიან სიტუაციაში აღმოჩნდება რუსეთი. სამწუხაროდ, ჩვენ ვიქცევით ისე, რომ რუსეთი თან მიგვიბავს და უფსკრულში გადაგვიყოლებს. ენის მოჩლექით ლაპარაკი არ შეიძლება...

იხილეთ ასევე: