"ნებისმიერი დარტყმა ნატოს წევრების მიწოდების ხაზებზე, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას იარაღითა და საბრძოლო მასალებით, ჩაითვლება კონფლიქტის ესკალაციად" - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ინფორმაციას CBC News ავრცელებს.
"შეტევა ნატოს ტერიტორიაზე, ნატოს ძალებზე, ნატოს შესაძლებლობებზე, ეს იქნება თავდასხმა ნატოზე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
"გარდიანის“ ცნობით კი, აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებში შფოთავენ, რომ რუსეთი, ავიაიერიშებით ან შორი მანძილის არტილერიით, შესაძლოა, უკრაინისადმი "მხარდაჭერის ნაკადის“ შეჩერებას შეეცადოს.
გამოცემა იქვე დასძენს, რომ ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, ერთ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა 30-ვე წევრზე თავდასხმას უდრის.
ჯერ საქართველოს დაარტყეს, ეხლა უკრაინას ბევრი კითხვები ჩნდება საერთოდ ამ ყველაფერზე, მიჭირს ამის გაფიქრებაც მაგრამ დავიჯერო ამ პროცესში სრულიად სუფთაა დასავლეთი .?.....
შხამიან გველს კუდს რომ მოაჭრი, უფრო საშიში ხდება და უფრო იკბინება. იქნებ გვიანი არ არის, ამერიკამაც შეაჩეროს მოძალებული ამბიციები, მსოფლიო ჰეგომონის სტატუსისთვის და იხსნას კაცობრიობა, იმ შედეგისგან სადაც გამარჯვებულ-დამარცხებული აღარავინ დარჩება. რა დააშავა ლამაზმა უკრაინამ და მისმა გმირმა ხალხმა , უკვე ყოფნა არყოფნის ზღვარზე რომაა და ვერავინ შველის.