მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო ინარჩუნებდა სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ისევე როგორც უკრაინა ომის დაწყების დღემდე... სანქციებით ვერ დავსჯით საკუთარ მოსახლეობას"- მამუკა მდინარაძე
"საქართველო ინარჩუნებდა სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ისევე როგორც უკრაინა ომის დაწყების დღემდე... სანქციებით ვერ დავსჯით საკუთარ მოსახლეობას"- მამუკა მდინარაძე

"ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინარ­ჩუ­ნებ­და სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებს რუ­სეთ­თან, ისე­ვე, რო­გორც უკ­რა­ი­ნა, რომ­ლის­თვი­საც რუ­სე­თი ომის და­წყე­ბის დღემ­დე მთა­ვარ სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რად რჩე­ბო­და - სან­ქცი­ე­ბით ჩვენ ვერ დავ­სჯით სა­კუ­თარ მო­სახ­ლე­ო­ბას" - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლას­თვის ცხა­დია, რომ შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუ­სეთ­ში ქარ­თუ­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბის ვე­რა­ვი­თარ ჭარბ ექ­სპორ­ტს ვერ გა­ნა­პი­რო­ბებს. ად­გი­ლობ­რი­ვი მწარ­მო­ებ­ლე­ბი დღეს სრუ­ლად ად­გი­ლობ­რი­ვი მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­საც კი ვერ ახერ­ხე­ბენ.

"კი­დევ ერთხელ გა­მოვ­ხა­ტავთ სო­ლი­და­რო­ბას უკ­რა­ი­ნი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მი­მართ. უკ­რა­ი­ნის მი­მართ ჩვე­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მხარ­და­ჭე­რის ფონ­ზე, ჩვენ­თვის მით უფრო სამ­წუ­ხა­როა უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ცალ­კე­უ­ლი უარ­ყო­ფი­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ კეთ­დე­ბა. გუ­შინ მო­ვის­მი­ნეთ მო­რი­გი ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის მხრი­დან, რომ­ლე­ბიც, რაც არ უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, რძის პრო­დუქ­ტე­ბის თე­მას უკავ­შირ­დე­ბო­და. ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად გვეს­მის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცი­უ­რი ფონი, რომ­ლის პი­რო­ბებ­შიც უწევთ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მუ­შა­ო­ბა. ასეთ დროს, სა­კი­თხე­ბის ულტრი­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, იზ­რდე­ბა. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვე­ნი ვა­ლია, გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ქმნის არა­ო­ბი­ექ­ტურ აღ­ქმას და აზი­ა­ნებს ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სებს, რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე არ დავ­ტო­ვოთ, მი­თუ­მე­ტეს, იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ომის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლო­ში აწარ­მო­ებს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კამ­პა­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­სა და მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად იმ სა­კი­თხის არსს, რო­მე­ლიც გახ­და ჩვე­ნი უკ­რა­ი­ნე­ლი კო­ლე­გე­ბის გან­ცხა­დე­ბის მი­ზე­ზი: რო­გორც დღეს ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმაც გან­მარ­ტა, მო­თხოვ­ნა რძის პრო­დუქ­ტებ­ზე ბაზ­რის გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სეთ­ში გა­იგ­ზავ­ნა 2020 წელს ქარ­თუ­ლი კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის­გან. შე­სა­ბა­მი­სად, ამ გა­ნა­ცხადს ვერც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომ­თან და ვერც და­სავ­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლის მცდე­ლო­ბას­თან ვე­რა­ნა­ი­რი კავ­ში­რი ვერ ექ­ნე­ბო­და. გარ­და ამი­სა, ვინც სა­კი­თხში ერ­კვე­ვა, ყვე­ლას­თვის ცხა­დია, რომ შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუ­სეთ­ში ქარ­თუ­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბის ვე­რა­ვი­თარ ჭარბ ექ­სპორ­ტს ვერ გა­ნა­პი­რო­ბებს. ად­გი­ლობ­რი­ვი მწარ­მო­ებ­ლე­ბი დღეს სრუ­ლად ად­გი­ლობ­რი­ვი მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­საც კი ვერ ახერ­ხე­ბენ. ამ გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ ამომ­წუ­რა­ვი გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს რო­გორც სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ, ისე რძის პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ. ეს ფაქ­ტე­ბი ცხა­დად ადას­ტუ­რებს, რომ სა­ხე­ზეა ულტრი­რე­ბის აშ­კა­რა მცდე­ლო­ბა, რის უკა­ნაც პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი იკ­ვე­თე­ბა. ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინარ­ჩუ­ნებ­და სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებს რუ­სეთ­თან, ისე­ვე, რო­გორც უკ­რა­ი­ნა, რომ­ლის­თვი­საც რუ­სე­თი ომის და­წყე­ბის დღემ­დე მთა­ვარ სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რად რჩე­ბო­და,“- გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, რო­გო­რი გან­ცხა­დე­ბე­ბიც არ უნდა აკე­თონ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ეს ვერ გახ­დე­ბა ჩვე­ნი მხრი­დან უკ­რა­ი­ნის მი­მართ პო­ლი­ტი­კუ­რი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მხარ­და­ჭე­რის თუნ­დაც ოდ­ნავ შე­სუს­ტე­ბის მი­ზე­ზი.

"სა­ქარ­თვე­ლომ, ისე­ვე, რო­გორც ჩვე­ნი სა­მე­ზობ­ლოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნამ - მათ შო­რის თურ­ქეთ­მა, სომ­ხეთ­მა, აზერ­ბა­ი­ჯან­მა და მოლ­დო­ვამ - გა­ნა­ცხა­და, რომ ეკო­ნო­მი­კურ სან­ქცი­ებს ვერ შე­უ­ერ­თდე­ბა. ამის მი­ზე­ზე­ბიც მკა­ფი­ოდ იქნა გან­მარ­ტე­ბუ­ლი: რა­ცი­ო­ნა­ლიზმს არის მოკ­ლე­ბუ­ლი იმგვა­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა, რომ­ლე­ბიც რუ­სეთს ვე­რა­ფერს ავ­ნებს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას კი უმ­ძი­მეს ეკო­ნო­მი­კურ და სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნის. სან­ქცი­ე­ბით ჩვენ ვერ დავ­სჯით სა­კუ­თარ მო­სახ­ლე­ო­ბას. გა­მოკ­ვე­თი­ლია ერ­თა­დერ­თი ძალა, ვის ინ­ტე­რე­სებ­შიც ეს შე­დის და ეს არის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, რომ­ლის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­თა­რე­ბის დამ­ძი­მე­ბა და სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში ქვეყ­ნის უშუ­ა­ლო ჩარ­თვაა. გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ პირ­ვე­ლი, ვინც ჩვე­ნი უკ­რა­ი­ნე­ლი კო­ლე­გე­ბის გან­ცხა­დე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სწო­რედ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ იყო. აქვე ჩნდე­ბა კი­თხვე­ბიც იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ ვინ იყო ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის რე­ა­ლუ­რი ინი­ცი­ა­ტო­რი - უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მათ, იგი­ვე მე­ხუ­თე კო­ლო­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ში, არ ადარ­დებთ უკ­რა­ი­ნის და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის ბედი. ერ­თა­დერ­თი, რაც მათ ინ­ტე­რე­სებ­შია, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბაა. მათ სურთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2008 წლის სცე­ნა­რის გა­მე­ო­რე­ბა, რო­დე­საც რუ­სეთს ჩა­ა­ბა­რეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20 პრო­ცენ­ტი და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ევ­რო­საბ­ჭოს რე­ზო­ლუ­ცი­ის მხარ­და­ჭე­რით, ომის და­წყე­ბა­ში სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა და სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით ვი­მე­ო­რებთ, რომ ჩვენ მათ არ მივ­ცემთ სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩათ­რე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

გარ­და ამი­სა, კი­დევ ერთხელ ვა­ცხა­დებთ, რომ რო­გო­რი გან­ცხა­დე­ბე­ბიც არ უნდა აკე­თონ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ეს ვერ გახ­დე­ბა ჩვე­ნი მხრი­დან უკ­რა­ი­ნის მი­მართ პო­ლი­ტი­კუ­რი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მხარ­და­ჭე­რის თუნ­დაც ოდ­ნავ შე­სუს­ტე­ბის მი­ზე­ზი. სა­ქარ­თვე­ლო აკე­თებს და გა­ა­კე­თებს მაქ­სი­მუმს უკ­რა­ი­ნის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მხარ­და­ჭე­რის გა­მო­სა­ხა­ტად და ამავდრო­უ­ლად, სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­დო­ბის და მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად,“- გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვი–რუსი
0

მეტი რაღა თქვას ღიათ აფიქსირებს რომ რუსებს უჭერს მხარს და ესეიგი მამა მარჩენალის ბიზნეს ინტერესებს! ხალხი სულ კიდიათ.....

ალექს
0

„7 000-ზე მეტი კომპანიიდან 1,230 კომპანია 1995 წლიდან 2012 წლამდე დარეგისტრირდა, ხოლო 5,500-მდე — 2013-2020 წლებში. ახალი კომპანიების რეგისტრაციის რეკორდული რაოდენობა - დაახლოებით 1 200 - 2018 წელს დაფიქსირდა; რუსეთის იმ მოქალაქეების ნახევარზე მეტი, ვინც საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას ფლობს, ქართული გვარის მქონე პირია; მსხვილი რუსული კომპანიები წარმოდგენილი არიან საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, მძიმე და მსუბუქ მრეწველობაში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, საფინანსო სექტორში, კომუნიკაციებში, სათამაშო ბიზნესში, რესტორნებსა და სასტუმროებში,“

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"საქართველო ინარჩუნებდა სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ისევე როგორც უკრაინა ომის დაწყების დღემდე... სანქციებით ვერ დავსჯით საკუთარ მოსახლეობას"- მამუკა მდინარაძე

"საქართველო ინარჩუნებდა სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ისევე როგორც უკრაინა ომის დაწყების დღემდე... სანქციებით ვერ დავსჯით საკუთარ მოსახლეობას"- მამუკა მდინარაძე

"ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველო მთელი ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებდა სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ისევე, როგორც უკრაინა, რომლისთვისაც რუსეთი ომის დაწყების დღემდე მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩებოდა - სანქციებით ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ მოსახლეობას" - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველასთვის ცხადია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთში ქართული რძის პროდუქტების ვერავითარ ჭარბ ექსპორტს ვერ განაპირობებს. ადგილობრივი მწარმოებლები დღეს სრულად ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც კი ვერ ახერხებენ.

"კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და შესაბამისი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ფონზე, ჩვენთვის მით უფრო სამწუხაროა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ცალკეული უარყოფითი განცხადებები, რომლებიც საქართველოს მიმართ კეთდება. გუშინ მოვისმინეთ მორიგი ამგვარი განცხადებები უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მხრიდან, რომლებიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ შემთხვევაში, რძის პროდუქტების თემას უკავშირდებოდა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის განსაკუთრებული ემოციური ფონი, რომლის პირობებშიც უწევთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს მუშაობა. ასეთ დროს, საკითხების ულტრირების ალბათობა, ბუნებრივია, იზრდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენი ვალია, განცხადებები, რომლებიც ქმნის არაობიექტურ აღქმას და აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც რადიკალური ოპოზიცია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად, საქართველოში აწარმოებს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო კამპანიას საქართველოს სახელმწიფოსა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ.

რაც შეეხება კონკრეტულად იმ საკითხის არსს, რომელიც გახდა ჩვენი უკრაინელი კოლეგების განცხადების მიზეზი: როგორც დღეს ეკონომიკის მინისტრმაც განმარტა, მოთხოვნა რძის პროდუქტებზე ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით რუსეთში გაიგზავნა 2020 წელს ქართული კერძო კომპანიებისგან. შესაბამისად, ამ განაცხადს ვერც რუსეთ-უკრაინის ომთან და ვერც დასავლური სანქციების გვერდის ავლის მცდელობასთან ვერანაირი კავშირი ვერ ექნებოდა. გარდა ამისა, ვინც საკითხში ერკვევა, ყველასთვის ცხადია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთში ქართული რძის პროდუქტების ვერავითარ ჭარბ ექსპორტს ვერ განაპირობებს. ადგილობრივი მწარმოებლები დღეს სრულად ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც კი ვერ ახერხებენ. ამ გარემოებების შესახებ ამომწურავი განმარტებები გააკეთეს როგორც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ისე რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციამ. ეს ფაქტები ცხადად ადასტურებს, რომ სახეზეა ულტრირების აშკარა მცდელობა, რის უკანაც პოლიტიკური ინტერესი იკვეთება. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველო მთელი ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებდა სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ისევე, როგორც უკრაინა, რომლისთვისაც რუსეთი ომის დაწყების დღემდე მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩებოდა,“- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, როგორი განცხადებებიც არ უნდა აკეთონ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ეს ვერ გახდება ჩვენი მხრიდან უკრაინის მიმართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის თუნდაც ოდნავ შესუსტების მიზეზი.

"საქართველომ, ისევე, როგორც ჩვენი სამეზობლოს ყველა ქვეყანამ - მათ შორის თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და მოლდოვამ - განაცხადა, რომ ეკონომიკურ სანქციებს ვერ შეუერთდება. ამის მიზეზებიც მკაფიოდ იქნა განმარტებული: რაციონალიზმს არის მოკლებული იმგვარი სანქციების დაწესება, რომლებიც რუსეთს ვერაფერს ავნებს, საქართველოს მოსახლეობას კი უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს შეუქმნის. სანქციებით ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ მოსახლეობას. გამოკვეთილია ერთადერთი ძალა, ვის ინტერესებშიც ეს შედის და ეს არის "ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოში ვითარების დამძიმება და სამხედრო კონფლიქტში ქვეყნის უშუალო ჩართვაა. გასაკვირი არ არის, რომ პირველი, ვინც ჩვენი უკრაინელი კოლეგების განცხადებებს გამოეხმაურა, სწორედ "ნაციონალური მოძრაობა“ იყო. აქვე ჩნდება კითხვებიც იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო ამ განცხადებების რეალური ინიციატორი - უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები თუ "ნაციონალური მოძრაობის“. სინამდვილეში, მათ, იგივე მეხუთე კოლონას საქართველოში, არ ადარდებთ უკრაინის და უკრაინელი ხალხის ბედი. ერთადერთი, რაც მათ ინტერესებშია, საქართველოსთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებაა. მათ სურთ საქართველოში 2008 წლის სცენარის გამეორება, როდესაც რუსეთს ჩააბარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი და მოგვიანებით, ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით, ომის დაწყებაში საკუთარი ქვეყანა და სამხედრო ძალები დაადანაშაულეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებთ, რომ ჩვენ მათ არ მივცემთ საქართველოს ომში ჩათრევის შესაძლებლობას.

გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ როგორი განცხადებებიც არ უნდა აკეთონ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ეს ვერ გახდება ჩვენი მხრიდან უკრაინის მიმართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის თუნდაც ოდნავ შესუსტების მიზეზი. საქართველო აკეთებს და გააკეთებს მაქსიმუმს უკრაინისთვის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გამოსახატად და ამავდროულად, საქართველოში მშვიდობის და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,“- განაცხადა მდინარაძემ.