სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყვნენ დვალები? - საქართველოს დაკარგული ისტორიული მხარე და გამქრალი ეთნოგრაფიული ჯგუფის ისტორია
ვინ იყვნენ დვალები? - საქართველოს დაკარგული ისტორიული მხარე და გამქრალი ეთნოგრაფიული ჯგუფის ისტორია

დვა­ლე­თი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი იყო მთე­ლი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში. ის ქარ­თლის (იბე­რი­ის) სა­მე­ფოს შექ­მნის­თა­ნა­ვე მის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წილს წარ­მო­ად­გენ­და. დვა­ლე­თი ქარ­თლის მთი­ა­ნეთს ეკუთ­ვნო­და, რო­მე­ლიც ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ფარ­გლებს გა­რე­თაა მოქ­ცე­უ­ლი.

დვა­ლე­თი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს უკი­დუ­რე­სი ჩრდი­ლო­ე­თი მო­სა­ზღვრე მხა­რე, და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ბუ­ნებ­რივ-გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად ორ­გა­ნუ­ლად იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი 11 გა­და­სას­ვლე­ლით, რო­მელ­თა შო­რის მი­მოს­ვლა შიდა ქარ­თლის, ხე­ვი­სა და რა­ჭის გავ­ლით, ხში­რად ზამ­თარ­შიც არ წყდე­ბო­და. ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ი­დან კას­რის კა­რით სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სას­ვლელ გზას ქარ­თულ წყა­რო­ებ­ში „გზა დვა­ლე­თი­სა“ ეწო­დე­ბო­და. დვა­ლე­თი ექ­ვსი ხე­ვის, თე­მის/სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბას წარ­მო­ად­გენ­და (კას­რის­ხე­ვი, ზრმა­გა, ჟღე­ლე, ნარა, ზრო­გო, ზახა).

მთი­უ­ლუ­რი გად­მო­ცე­მე­ბით, არ­სე­ბობს ლე­გენ­და დვა­ლე­ბის მე­კობ­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თაც მე­თა­უ­რი „სალ­ბი“ ჰყავ­დათ.

დვა­ლეთ­ში, ქრის­ტი­ა­ნო­ბა მე-6 სა­უ­კუ­ნი­დან გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფოს დაშ­ლის შემ­დეგ ქარ­თველ ხე­ლი­სუ­ფალ­თა გავ­ლე­ნა დვა­ლეთ­ზე დრო­ე­ბით შე­სუს­ტდა, რი­თაც ისარ­გებ­ლეს ჩრდი­ლო­ე­თით მცხოვ­რებ­მა ოსებ­მა, რო­მელ­თა გან­სახ­ლე­ბის არე­ა­ლი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით მძი­მე იყო. გა­და­მეტ­სახ­ლე­ბუ­ლი ოსე­თის მკვიდ­რებ­მა თავ­დას­ხმე­ბის, მე­კობ­რე­ო­ბი­სა და ლაშ­ქრო­ბე­ბის შე­დე­გად აი­ძუ­ლეს ად­გი­ლობ­რი­ვი ქარ­თვე­ლი მთი­ე­ლი დვა­ლე­ბი, მი­ე­ტო­ვე­ბი­ნათ წი­ნა­პარ­თა სა­ცხოვ­რი­სი და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მხა­რე­ში გან­სახ­ლე­ბუ­ლიყ­ვნენ.

ოსთა მიგ­რა­ცია და და­სახ­ლკა­რე­ბა დვა­ლეთ­ში ძი­რი­თა­დად XVI სა­უ­კუ­ნე­ში გან­ხორ­ცი­ელ­და და ეს პრო­ცე­სი აქ XVII სა­უ­კუ­ნე­შიც გრძელ­დე­ბო­და. ოსთა დვა­ლეთ­ში მიგ­რა­ცი­ას ხელი იმ გა­რე­მო­ე­ბა­მაც შე­უ­წყო, რომ დვა­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი შავ­მა ჭირ­მა გა­წყვი­ტა, რის მი­ზე­ზი­თაც მათ საკ­მა­რი­სი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ვე­ღარ გა­უ­წი­ეს მო­თა­რე­შე­ებს. ად­გილ­ზე დარ­ჩე­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის მცი­რე ნა­წი­ლი მიგ­რან­ტთა ოსურ ენობ­რივ-ეთ­ნი­კუ­რი სამ­ყა­როს გავ­ლე­ნით გა­ოს­და. დვა­ლე­ბი გაქ­რნენ, რო­გორც ქარ­თველ მთი­ელ­თა ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ჯგუ­ფი/ლო­კა­ლურ-ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ერ­თე­უ­ლი.

დვა­ლე­ბი

ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფოს დაშ­ლის შემ­დეგ (XV სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი) დვა­ლე­თი ქარ­თლის სა­მე­ფოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ო­და. დვა­ლეთს, ჩვე­უ­ლებ­რივ, რო­გორც სა­მე­ფო ქვე­ყა­ნას, სა­მე­ფო კა­რის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი მო­უ­რა­ვე­ბი გა­ნა­გებ­დნენ. მა­გა­ლი­თად, XVII სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში დვა­ლე­თის მო­უ­რა­ვი იყო გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე, რო­მე­ლიც ამ თა­ნამ­დე­ბო­ბას თბი­ლი­სი­სა და ცხინ­ვა­ლის მო­უ­რა­ვო­ბას­თან ათავ­სებ­და. XVIII სა­უ­კუ­ნე­ში დვა­ლე­თის მო­უ­რა­ვე­ბად თა­ვა­დი ფავ­ლე­ნიშ­ვი­ლე­ბი ჩა­ნან. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, XVII სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან - დვა­ლე­თის ზო­გი­ერ­თი ხევი იმე­რე­თის სა­მე­ფოს (რა­ჭის ერის­თავ­თა) გამ­გებ­ლო­ბა­ში გა­და­სუ­ლა.

შიდა ქარ­თლის მთი­ა­ნეთ­ში, კერ­ძოდ, დიდი ლი­ახ­ვის უკი­დუ­რეს სა­თა­ვე­ში არ­სე­ბობ­და მხო­ლოდ მაღ­რან-დვა­ლე­თის რე­გი­ო­ნი (თემი), რო­მე­ლიც მთის ცხრა სოფ­ლის ერ­თობ­ლი­ო­ბას წარ­მო­ად­გენ­და, ისე რომ ჟბის ხევი და როკი მის მიღ­მა რჩე­ბო­და. იგი შე­იქ­მნა შე­და­რე­ბით გვი­ან (X-XI სს. შემ­დეგ) დვა­ლე­თი­დან დვა­ლე­ბის გად­მო­სახ­ლე­ბის შე­დე­გად. დვა­ლე­თი­დან გა­მო­სულ ქარ­თველ მოღ­ვა­წე­თა­გან ცნო­ბი­ლი არი­ან XI სა­უ­კუ­ნის სა­სუ­ლი­ე­რო პირ­ნი: მი­ქელ დვა­ლი, იო­ა­ნე დვა­ლი და სვი­მონ დვა­ლი.

დვა­ლეთ­ში ქარ­თუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ბევ­რი ძეგლი იყო, რო­მელ­თა­გან მცი­რე ნა­წილ­მა მო­აღ­წია ჩვე­ნამ­დე. კას­რის კარი იყო „კლდი­სა­გან და ქვით­კი­რით ქმნუ­ლი, რათა არა ვი­დოდ­ნენ თჳნიერ მთა­სა ოვ­სნი“; ზრა­მა­გა­ში იყო „ციხე დიდი, ფრი­ად მა­გა­რი, იტყვი­ან აღ­შე­ნე­ბულ­სა თა­მარ მე­ფე­სა­გან, და დაბა კოშ­კო­ვა­ნი“ (ვა­ხუშ­ტი). ვა­ხუშ­ტი ზა­ხა­ში ეკ­ლე­სი­ის არ­სე­ბო­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­და. აქვე იყო სხვა ქარ­თუ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი. დვა­ლეთ­ში წარ­სულ­ში, ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მთის სხვა პრო­ვინ­ცი­ებ­ში, კოშ­კე­ბით იყო და­ფა­რუ­ლი. დვა­ლე­ბი რომ ქარ­თვე­ლი მთი­ე­ლე­ბი და, ამა­ვე დროს, ქრის­ტი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტია ისიც, რომ აქ არ არ­სე­ბობ­და მი­წის­ზე­და და­საკ­რძა­ლა­ვი ნა­გე­ბო­ბე­ბი - აკ­ლდა­მე­ბი.

XVIII სა­უ­კუ­ნე­ში ტრა­დი­ცი­ით დვალ­თა ხსე­ნე­ბა კვლავ გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა ისი­ნი უკვე ეთ­ნი­კუ­რო­ბა­შეც­ვლი­ლი, ახლა უკვე ოსე­ბი არი­ან.

მეც­ნი­ე­რე­ბა­ში დვა­ლე­ბის ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა შე­ხე­დუ­ლე­ბაა გა­მოთ­ქმუ­ლი. ქარ­თუ­ლი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქარ­თვე­ლი მთი­ე­ლე­ბი იყ­ვნენ, ისე­ვე რო­გორც ფხო­ვე­ლე­ბი, თუ­შე­ბი, წა­ნა­რე­ბი, გუ­და­მაყ­რე­ლე­ბი, ხა­დე­ლე­ბი, ცხა­ვა­ტე­ლე­ბი, ჭარ­თლე­ლე­ბი, ცხრაზ­მე­ლე­ბი... ოღონდ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ჰქონ­დათ მთი­ა­ნი პრო­ვინ­ცი­ე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი თა­ვის­თა­ვა­დო­ბა.

დვა­ლებს უსა­ფუძ­ვლოდ მი­იჩ­ნე­ვენ ირა­ნუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ტო­მად. მო­საზ­რე­ბა, რომ დვა­ლე­ბი ოსურ ეთ­ნი­კურ სამ­ყა­როს გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან, პირ­ვე­ლად მეც­ნი­ერ­მა დ. გვრი­ტიშ­ვილ­მა უარ­ყო. ასე­ვე უარ­ყოფ­და ამ შე­ხე­დუ­ლე­ბას რუსი ეთ­ნო­ლო­გი ნ. ვოლ­კო­ვა. მან დვა­ლე­ბი ერთ-ერთ იბე­რი­ულ-კავ­კა­სი­ურ ტო­მად მი­იჩ­ნია. დვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ფუნ­და­მენ­ტურ გა­მოკ­ვლე­ვა­ში ვ. გამ­რე­კელ­მა ისი­ნი და­უ­კავ­ში­რა ნა­ხურ (ინ­გუ­შურ-ჩაჩ­ნურ) სამ­ყა­როს, რომ­ლე­ბიც ად­რე­ფე­ო­და­ლურ ეპო­ქამ­დე გა­ქარ­თვე­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ, თუმ­ცა შემ­დგო­მი კვლე­ვა-ძი­ე­ბით მან ეს შე­ხე­დუ­ლე­ბა უარ­ყო და დვალ­თა ენა ქარ­თვე­ლურ (ზა­ნურ) ენას და­უ­კავ­ში­რა. მეც­ნი­ე­რე­ბა­ში არის შე­ხე­დუ­ლე­ბა დვა­ლე­ბის სვა­ნუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხე­ბაც. წი­ნამ­დე­ბა­რე გა­მოკ­ვლე­ვით, რომ­ლე­ბიც ემ­ყა­რე­ბა სა­ის­ტო­რიო წყა­რო­ე­ბის, სა­ბუ­თე­ბის, ტო­პო­ნი­მე­ბის, ან­თრო­პო­ნი­მე­ბის, ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლე­ბის კომ­პლექ­სურ შეს­წავ­ლას, ცხა­დი შე­იქ­მნა, რომ დვა­ლე­თი ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თულ-ქარ­თვე­ლუ­რი ქვე­ყა­ნა იყო, დვა­ლე­ბი კი თავ­და­პირ­ვე­ლად -ზა­ნებ­თან ახ­ლოს მდგო­მი ტომი, თუმ­ცა ზა­ნე­ბის (მეგ­რე­ლე­ბის) სრულ ასლს არ წარ­მო­ად­გენ­დნენ.

დვალ­თა მე­ტყვე­ლე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ელ­თა დი­ა­ლექ­ტურ ჯგუფ­ში (ფხო­ვურ­ში) შე­დი­ო­და. და ეს მოხ­და არა ქარ­თი­ზა­ცი­ის გზით, არა­მედ ბუ­ნებ­რი­ვად იმ ში­ნა­გა­ნი სა­მე­ურ­ნეო-ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რურ­თი­ერ­თო­ბის შე­დე­გად, რო­მე­ლიც ამ ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მხა­რეს ქარ­თლთან ჰქონ­და. ამ თვალ­საზ­რი­სით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა აგ­რეთ­ვე სა­ქარ­თვე­ლოს წიგ­ნი­ე­რე­ბის, სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ეკ­ლე­სიო ენის ფუნ­ქცი­ა­მაც. სა­ქარ­თვე­ლოს მთე­ლი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში დვა­ლებს ისე­თი­ვე წვლი­ლი აქვთ შე­ტა­ნი­ლი სა­ერ­თო ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა­ში, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა პრო­ვინ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია - ჩვე­ნი წარ­სუ­ლია, რო­მე­ლიც უნდა ვი­ცო­დეთ. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ ახალ პრო­ექ­ტში, ქარ­თველ მკვლე­ვარ­თა რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბის სა­უ­კე­თე­სო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრო­ბენ ყვე­ლა­ფერს!

21 თე­ბერ­ვლი­დან, ის­ტო­რი­კოს ჯაბა სა­მუ­ში­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­თა და 20-ზე მეტი ის­ტო­რი­კოს-მკვლევ­რის ავ­ტო­რო­ბით, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L” სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის 15 ტო­მე­ულს - „სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის პა­ლიტ­რა“ - გა­მოს­ცემს. სე­რი­ის წიგ­ნე­ბი თვე­ში ერთხელ, გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა. გა­მო­ცე­მი­დან ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი 13 ლარი იქ­ნე­ბა, გა­ზეთ­თან ერ­თად კი - 15 ლარი. ასე­ვე, 21 თე­ბერ­ვლი­დან, პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლებ­ში. ასე­ვე, გა­მო­წე­რა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ი­ტი­და­ნაც http://www.palitral.ge

15-ტო­მე­ულ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს წარ­სუ­ლი სხვა­დას­ხვა ჭრილ­შია მო­თხრო­ბი­ლი. თქვენ წა­ი­კი­თხავთ ისეთ თე­მებ­ზე, რო­გო­რი­ცაა ქარ­თველ­თა ყოფა-ცხოვ­რე­ბა, მე­დი­ცი­ნა, მოდა, საკ­ვე­ბი­სა და მოლ­ხე­ნის კულ­ტუ­რა, ტრა­დი­ცი­ე­ბი, მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა, სამ­ხედ­რო, სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რია და სხვ.

თეა ინა­სა­რი­ძე

მომ­ზა­დე­ბუ­ლია „სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის პა­ლიტ­რის“ მე­ო­რე ტო­მის მი­ხედ­ვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაკლი გვენეტაძე
2

მიუხედავად სტატიის საინტერესო შინაარსისა დვალთა და დვალეთის წარსულთან მიმართებით, ის სამეცნიერო ღირებულების წონით, ბევრად ჩამორჩება აწ გარდაცვლილი ახალგაზრდა ისტორიკოს-მკვლევარის ვახტანგ ითონიშვილის კვლევების შედეგებს დვალებსა და დვალეთის წარსულზე, მათ ეთნიკურ, სოციალურ და სისხლ-ხორცეულ კავშირებზე საქართველოს დანარჩენ კუთხეებთან.

p.s. სამწუხაროდ სტატიაში ავტორი ვერ აცდა თუ თავიდან არ აიცილა აგრერიგად ათწლეულების განმავლობაში სრულიად ხელოვნურად და მიზანმიმართულად გაბატონებული და შეიძლება უკვე სამწუხაროდ ითქვას გარკვეულ წილად დამკვიდრებულიც კი ე.წ. "ქართიზაციის თეორია" რომელიც ძალიან ტენდენციური, ქართული ეროვნული წარსულის ჭეშმარიტი ინტერესების დამაკნინებელი და თავლაფ დამსხმელია, საბოლოო ჯამში კი ქართველთა როგორც ერთიანი ეთნოსის ასაკის უკიდურესად შემამცირებელია და ისე წარმოგვიდგენს (ყალბად რა თქმა უნდა) რომ თითქოს ქართველობას კოლხ-იბერთა წარსულში ეთნიკურ ერთობას თითქოოს მე-11 საუკუნემდე ერთიანი სახე "არ ქონია" და მხოლოდ მე-11 საუკუნის შემდეგ "შევმდაგრვართ " ერთიან ერად.

სოლომონი
10

ნახეთ როლანდ თოფჩიშვილის წიგნები და ბევრ სიახლეს გაიგებთ. რატომ არ გამოსცემთ ალექსანდრე ფრონელის ტექსტებს, მე-19 ს.-ში დაღვრილი სისხლისა და ურუსთა "გმირობის" ამბებს?

ავტორი:

ვინ იყვნენ დვალები? - საქართველოს დაკარგული ისტორიული მხარე და გამქრალი ეთნოგრაფიული ჯგუფის ისტორია

ვინ იყვნენ დვალები? - საქართველოს დაკარგული ისტორიული მხარე და გამქრალი ეთნოგრაფიული ჯგუფის ისტორია

დვალეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო მთელი ისტორიის განმავლობაში. ის ქართლის (იბერიის) სამეფოს შექმნისთანავე მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. დვალეთი ქართლის მთიანეთს ეკუთვნოდა, რომელიც ახლა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთაა მოქცეული.

დვალეთი, როგორც საქართველოს უკიდურესი ჩრდილოეთი მოსაზღვრე მხარე, დანარჩენ საქართველოსთან ბუნებრივ-გეოგრაფიულად ორგანულად იყო დაკავშირებული 11 გადასასვლელით, რომელთა შორის მიმოსვლა შიდა ქართლის, ხევისა და რაჭის გავლით, ხშირად ზამთარშიც არ წყდებოდა. ჩრდილოეთ კავკასიიდან კასრის კარით საქართველოში შემოსასვლელ გზას ქართულ წყაროებში „გზა დვალეთისა“ ეწოდებოდა. დვალეთი ექვსი ხევის, თემის/საზოგადოების ერთობლიობას წარმოადგენდა (კასრისხევი, ზრმაგა, ჟღელე, ნარა, ზროგო, ზახა).

მთიულური გადმოცემებით, არსებობს ლეგენდა დვალების მეკობრეობის შესახებ, რომელთაც მეთაური „სალბი“ ჰყავდათ.

დვალეთში, ქრისტიანობა მე-6 საუკუნიდან გავრცელებულა. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ ქართველ ხელისუფალთა გავლენა დვალეთზე დროებით შესუსტდა, რითაც ისარგებლეს ჩრდილოეთით მცხოვრებმა ოსებმა, რომელთა განსახლების არეალი დემოგრაფიული თვალსაზრისით მძიმე იყო. გადამეტსახლებული ოსეთის მკვიდრებმა თავდასხმების, მეკობრეობისა და ლაშქრობების შედეგად აიძულეს ადგილობრივი ქართველი მთიელი დვალები, მიეტოვებინათ წინაპართა საცხოვრისი და საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში განსახლებულიყვნენ.

ოსთა მიგრაცია და დასახლკარება დვალეთში ძირითადად XVI საუკუნეში განხორციელდა და ეს პროცესი აქ XVII საუკუნეშიც გრძელდებოდა. ოსთა დვალეთში მიგრაციას ხელი იმ გარემოებამაც შეუწყო, რომ დვალების მნიშვნელოვანი ნაწილი შავმა ჭირმა გაწყვიტა, რის მიზეზითაც მათ საკმარისი წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს მოთარეშეებს. ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის მცირე ნაწილი მიგრანტთა ოსურ ენობრივ-ეთნიკური სამყაროს გავლენით გაოსდა. დვალები გაქრნენ, როგორც ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი/ლოკალურ-ტერიტორიული ერთეული.

დვალები

ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ (XV საუკუნის მეორე ნახევარი) დვალეთი ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. დვალეთს, ჩვეულებრივ, როგორც სამეფო ქვეყანას, სამეფო კარის მიერ დანიშნული მოურავები განაგებდნენ. მაგალითად, XVII საუკუნის დასაწყისში დვალეთის მოურავი იყო გიორგი სააკაძე, რომელიც ამ თანამდებობას თბილისისა და ცხინვალის მოურავობასთან ათავსებდა. XVIII საუკუნეში დვალეთის მოურავებად თავადი ფავლენიშვილები ჩანან. მოგვიანებით, XVII საუკუნის დასაწყისიდან - დვალეთის ზოგიერთი ხევი იმერეთის სამეფოს (რაჭის ერისთავთა) გამგებლობაში გადასულა.

შიდა ქართლის მთიანეთში, კერძოდ, დიდი ლიახვის უკიდურეს სათავეში არსებობდა მხოლოდ მაღრან-დვალეთის რეგიონი (თემი), რომელიც მთის ცხრა სოფლის ერთობლიობას წარმოადგენდა, ისე რომ ჟბის ხევი და როკი მის მიღმა რჩებოდა. იგი შეიქმნა შედარებით გვიან (X-XI სს. შემდეგ) დვალეთიდან დვალების გადმოსახლების შედეგად. დვალეთიდან გამოსულ ქართველ მოღვაწეთაგან ცნობილი არიან XI საუკუნის სასულიერო პირნი: მიქელ დვალი, იოანე დვალი და სვიმონ დვალი.

დვალეთში ქართული მატერიალური კულტურის ბევრი ძეგლი იყო, რომელთაგან მცირე ნაწილმა მოაღწია ჩვენამდე. კასრის კარი იყო „კლდისაგან და ქვითკირით ქმნული, რათა არა ვიდოდნენ თჳნიერ მთასა ოვსნი“; ზრამაგაში იყო „ციხე დიდი, ფრიად მაგარი, იტყვიან აღშენებულსა თამარ მეფესაგან, და დაბა კოშკოვანი“ (ვახუშტი). ვახუშტი ზახაში ეკლესიის არსებობაზე მიუთითებდა. აქვე იყო სხვა ქართული ქრისტიანული ეკლესიები. დვალეთში წარსულში, ისევე როგორც საქართველოს მთის სხვა პროვინციებში, კოშკებით იყო დაფარული. დვალები რომ ქართველი მთიელები და, ამავე დროს, ქრისტიანები იყვნენ, ამის დამადასტურებელი ფაქტია ისიც, რომ აქ არ არსებობდა მიწისზედა დასაკრძალავი ნაგებობები - აკლდამები.

XVIII საუკუნეში ტრადიციით დვალთა ხსენება კვლავ გრძელდება, თუმცა ისინი უკვე ეთნიკურობაშეცვლილი, ახლა უკვე ოსები არიან.

მეცნიერებაში დვალების ეთნიკური წარმომავლობის შესახებ სხვადასხვა შეხედულებაა გამოთქმული. ქართული წყაროების მიხედვით, ისინი ჩვეულებრივი ქართველი მთიელები იყვნენ, ისევე როგორც ფხოველები, თუშები, წანარები, გუდამაყრელები, ხადელები, ცხავატელები, ჭართლელები, ცხრაზმელები... ოღონდ შენარჩუნებული ჰქონდათ მთიანი პროვინციებისთვის დამახასიათებელი სოციალური, რელიგიური თავისთავადობა.

დვალებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ირანული წარმომავლობის ტომად. მოსაზრება, რომ დვალები ოსურ ეთნიკურ სამყაროს განეკუთვნებიან, პირველად მეცნიერმა დ. გვრიტიშვილმა უარყო. ასევე უარყოფდა ამ შეხედულებას რუსი ეთნოლოგი ნ. ვოლკოვა. მან დვალები ერთ-ერთ იბერიულ-კავკასიურ ტომად მიიჩნია. დვალების შესახებ ფუნდამენტურ გამოკვლევაში ვ. გამრეკელმა ისინი დაუკავშირა ნახურ (ინგუშურ-ჩაჩნურ) სამყაროს, რომლებიც ადრეფეოდალურ ეპოქამდე გაქართველებული იყვნენ, თუმცა შემდგომი კვლევა-ძიებით მან ეს შეხედულება უარყო და დვალთა ენა ქართველურ (ზანურ) ენას დაუკავშირა. მეცნიერებაში არის შეხედულება დვალების სვანური წარმომავლობის შესახებაც. წინამდებარე გამოკვლევით, რომლებიც ემყარება საისტორიო წყაროების, საბუთების, ტოპონიმების, ანთროპონიმების, ეთნოგრაფიული მასალების კომპლექსურ შესწავლას, ცხადი შეიქმნა, რომ დვალეთი ეთნიკურად ქართულ-ქართველური ქვეყანა იყო, დვალები კი თავდაპირველად -ზანებთან ახლოს მდგომი ტომი, თუმცა ზანების (მეგრელების) სრულ ასლს არ წარმოადგენდნენ.

დვალთა მეტყველება აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა დიალექტურ ჯგუფში (ფხოვურში) შედიოდა. და ეს მოხდა არა ქართიზაციის გზით, არამედ ბუნებრივად იმ შინაგანი სამეურნეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობის შედეგად, რომელიც ამ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეს ქართლთან ჰქონდა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აგრეთვე საქართველოს წიგნიერების, სახელმწიფოსა და საეკლესიო ენის ფუნქციამაც. საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში დვალებს ისეთივე წვლილი აქვთ შეტანილი საერთო ქართული კულტურაში, როგორც საქართველოს სხვა პროვინციის წარმომადგენლებს.

საქართველოს ისტორია - ჩვენი წარსულია, რომელიც უნდა ვიცოდეთ. გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ ახალ პროექტში, ქართველ მკვლევართა რამდენიმე თაობის საუკეთესო წარმომადგენელი გააერთიანა. ისინი საქართველოს ისტორიის შესახებ მოგვითხრობენ ყველაფერს!

21 თებერვლიდან, ისტორიკოს ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობითა და 20-ზე მეტი ისტორიკოს-მკვლევრის ავტორობით, გამომცემლობა "პალიტრა L” საქართველოს ისტორიის 15 ტომეულს - „საქართველოს ისტორიის პალიტრა“ - გამოსცემს. სერიის წიგნები თვეში ერთხელ, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გაიყიდება. გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში, წიგნის სპეციალური ფასი 13 ლარი იქნება, გაზეთთან ერთად კი - 15 ლარი. ასევე, 21 თებერვლიდან, პირველი ნაწილი ხელმისაწვდომი იქნება „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების წერტილებში. ასევე, გამოწერა შესაძლებელია საიტიდანაც http://www.palitral.ge

15-ტომეულში, საქართველოს წარსული სხვადასხვა ჭრილშია მოთხრობილი. თქვენ წაიკითხავთ ისეთ თემებზე, როგორიცაა ქართველთა ყოფა-ცხოვრება, მედიცინა, მოდა, საკვებისა და მოლხენის კულტურა, ტრადიციები, მონეტარული პოლიტიკა, სამხედრო, სამედიცინო ისტორია და სხვ.

თეა ინასარიძე

მომზადებულია „საქართველოს ისტორიის პალიტრის“ მეორე ტომის მიხედვით