სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისე ჰყვებოდა შვილების დაღუპვას, რომ ცრემლებს ვერ ვიკავებდი, მისი მეუღლე კი გაქვავებული იდგა" - დალი ჩიტალაძე ომის დროს მომხდარ სევდიან ისტორიას იხსენებს
"ისე ჰყვებოდა შვილების დაღუპვას, რომ ცრემლებს ვერ ვიკავებდი, მისი მეუღლე კი გაქვავებული იდგა" - დალი ჩიტალაძე ომის დროს მომხდარ სევდიან ისტორიას იხსენებს

მო­დის ექ­სპერ­ტი დალი ჩი­ტა­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აფხა­ზე­თის ომის დროს მომ­ხდარ სევ­დი­ან ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს. ქალი ჰყვე­ბა, რო­გორ უთხრა შვილმკვდარ­მა დე­დამ, რომ დამ­წვა­რი სახ­ლი­დან ოჯა­ხის ალ­ბო­მის გა­მო­ტა­ნა ვერ მო­ას­წრო და მათი ის­ტო­რია თით­ქოს წა­ე­შა­ლა.

დალი ჩი­ტა­ლა­ძე:

- ამ და­ძა­ბუ­ლი ჟა­მი­ა­ნო­ბის დროს მინ­და მო­გიყ­ვეთ ერთი ის­ტო­რია, რო­მელ­მაც დიდი სევ­და და­მი­ტო­ვა და უკვე თით­ქმის 32 წე­ლია რამ­დენ­ჯე­რაც გა­მახ­სენ­და, იმ­დენ­ჯერ ცრემ­ლე­ბი მახ­რჩობს…. ეს იყო სო­ხუ­მის და­ცე­მის მერე…

უამ­რა­ვი დევ­ნი­ლი მო­ა­წყდა თბი­ლისს… ჩემ­მა ძა­ლი­ან ახლო მე­გო­ბარ­მა მთხო­ვა სა­ტუმ­რო “ივე­რი­ა­ში” უახ­ლო­ე­სი დევ­ნი­ლი ოჯა­ხი და­სახ­ლდა და სურ­სათ-სა­ნო­ვა­გე და აუ­ცი­ლე­ბე­ლი პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბი ერ­თად მიგ­ვე­ტა­ნა. რა თქმა უნდა, სი­ხა­რუ­ლით დავ­თან­ხმდი და ვეწ­ვი­ეთ დატ­ვირ­თუ­ლე­ბი.

კარი გაგ­ვი­ღო ულა­მა­ზეს­მა შა­ვებ­ში ჩაც­მულ­მა დარ­ბა­ი­სელ­მა ქალ­მა, სევ­დი­ა­ნი ღი­მი­ლით გაგ­ვი­ღი­მა და ბევ­რი მად­ლო­ბე­ბით მიგ­ვი­პა­ტი­ჟა. სა­ტუმ­როს ნო­მერ­ში კი­დევ მისი მე­უღ­ლე და რამ­დე­ნი­მე დევ­ნი­ლი იყო. სა­ზა­რე­ლი ის­ტო­რი­ე­ბი მო­ვის­მი­ნე, ისე ყვე­ბო­და მისი შვი­ლე­ბის და­ღუპ­ვას რომ ცრემ­ლებს ვერ ვი­კა­ვებ­დი, მისი მე­უღ­ლე კი გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი იდგა და ძა­ლი­ან ბევ­რს ეწე­ო­და და არც ერთხელ არ გა­მო­უ­ხე­დია…

კულ­მი­ნა­ცია კი ის იყო რომ, შვილმკვდარ­მა დე­დამ, ბოლო წი­ნა­და­დე­ბა მი­თხრა: ყვე­ლა­ზე დიდი უბე­დუ­რე­ბა იცი რა არის? - სახ­ლი რომ იწ­ვო­და, ვერ მო­ვას­წა­რი რომ ჩემი ოჯა­ხის ფო­ტო­ე­ბის ალ­ბო­მი ამე­ღოო! არც ერთი შვი­ლის და ჩემი ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი არა­ფე­რი დამ­რჩაო. ეს თქვა და გა­მე­ხე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა ისე­თი ტი­რი­ლი და­ი­წყო, მე­გო­ნა კედ­ლე­ბი გას­კდე­ბო­და…

ეს ომის სა­ში­ნე­ლე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ერთი ის­ტო­რი­აა, ახლა როცა უკ­რა­ი­ნას ამ­დე­ნი დევ­ნი­ლი ყავს, ამ­დე­ნი შვილმკვდა­რი დედა, გახ­სე­ნე­ბაც მზა­რავს.

დღეს დე­დის დღეა, ჩემი ლა­მა­ზი დე­დაც დიდ ტკი­ვილს ატა­რებს, სახ­ლი ჩემი დი­ა­ნას და და­თოს ფო­ტო­ე­ბით აქვს მო­ჭე­დი­ლი, სულ საყ­ვე­დურს ვე­უბ­ნე­ბი, რათ გინ­და ამ­დე­ნი ფოტო ერ­თად გა­მო­ფე­ნი­ლი­თქო, ეღი­მე­ბა... მე­ში­ნია არ და­მა­ვი­წყდეს მათი ღი­მი­ლი და მათი გა­მო­ხედ­ვაო… რაც დრო გა­დის კი­დევ უფრო მეს­მის იმ ტრა­გი­კუ­ლი დე­დის დარ­დი, რო­მელ­საც არც ერთი ფოტო არ დარ­ჩა გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლე­ბის...

ყვე­ლა დედა მინ­და ბედ­ნი­ე­რი იყოს და მათი შვი­ლე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბით იხა­რონ, დე­დის დღეს გი­ლო­ცავთ...

დალი ჩი­ტა­ლა­ძეს წლე­ბის წინ, 31 წლის ძმა დათო გარ­და­ეც­ვა­ლა. ის თბი­ლის­ში ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ბიჭი იყო. დალი ჩი­ტა­ლა­ძე მა­შინ ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და და ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და­უ­მა­ლეს, დღემ­დე ვერ პა­ტი­ობს სა­კუ­თარ თავს, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ძმა არ ჰყავს ნა­ნა­ხი.

და­ლის და დი­ა­ნა ჩი­ტა­ლა­ძე წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

გაიხსენა ძალიან სამწუხარო ამბავი,რას ერჩით.რას ემართლებით!

ბლაბლა
4

ეგეთი სპეციალობა არსებობს სულ მოდის ერსპერტად რომ იხსენიებენ?თუ დისერტაცია დაიცვა მოდის განვითარების საქმიანობაში მართლა დაწერეთ რას წარმოადგენს რით არის დაკავებული თუ ზოგზოგების მეგობრობა საკმარისი 

ავტორი:

"ისე ჰყვებოდა შვილების დაღუპვას, რომ ცრემლებს ვერ ვიკავებდი, მისი მეუღლე კი გაქვავებული იდგა" - დალი ჩიტალაძე ომის დროს მომხდარ სევდიან ისტორიას იხსენებს

"ისე ჰყვებოდა შვილების დაღუპვას, რომ ცრემლებს ვერ ვიკავებდი, მისი მეუღლე კი გაქვავებული იდგა" - დალი ჩიტალაძე ომის დროს მომხდარ სევდიან ისტორიას იხსენებს

მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე სოციალურ ქსელში აფხაზეთის ომის დროს მომხდარ სევდიან ისტორიას იხსენებს. ქალი ჰყვება, როგორ უთხრა შვილმკვდარმა დედამ, რომ დამწვარი სახლიდან ოჯახის ალბომის გამოტანა ვერ მოასწრო და მათი ისტორია თითქოს წაეშალა.

დალი ჩიტალაძე:

- ამ დაძაბული ჟამიანობის დროს მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია, რომელმაც დიდი სევდა დამიტოვა და უკვე თითქმის 32 წელია რამდენჯერაც გამახსენდა, იმდენჯერ ცრემლები მახრჩობს…. ეს იყო სოხუმის დაცემის მერე…

უამრავი დევნილი მოაწყდა თბილისს… ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა მთხოვა სატუმრო “ივერიაში” უახლოესი დევნილი ოჯახი დასახლდა და სურსათ-სანოვაგე და აუცილებელი პირველადი დახმარების ნივთები ერთად მიგვეტანა. რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი და ვეწვიეთ დატვირთულები.

კარი გაგვიღო ულამაზესმა შავებში ჩაცმულმა დარბაისელმა ქალმა, სევდიანი ღიმილით გაგვიღიმა და ბევრი მადლობებით მიგვიპატიჟა. სატუმროს ნომერში კიდევ მისი მეუღლე და რამდენიმე დევნილი იყო. საზარელი ისტორიები მოვისმინე, ისე ყვებოდა მისი შვილების დაღუპვას რომ ცრემლებს ვერ ვიკავებდი, მისი მეუღლე კი გაქვავებული იდგა და ძალიან ბევრს ეწეოდა და არც ერთხელ არ გამოუხედია…

კულმინაცია კი ის იყო რომ, შვილმკვდარმა დედამ, ბოლო წინადადება მითხრა: ყველაზე დიდი უბედურება იცი რა არის? - სახლი რომ იწვოდა, ვერ მოვასწარი რომ ჩემი ოჯახის ფოტოების ალბომი ამეღოო! არც ერთი შვილის და ჩემი ბედნიერი ცხოვრების ამსახველი არაფერი დამრჩაო. ეს თქვა და გამეხებულმა მამაკაცმა ისეთი ტირილი დაიწყო, მეგონა კედლები გასკდებოდა…

ეს ომის საშინელების ამსახველი ერთი ისტორიაა, ახლა როცა უკრაინას ამდენი დევნილი ყავს, ამდენი შვილმკვდარი დედა, გახსენებაც მზარავს.

დღეს დედის დღეა, ჩემი ლამაზი დედაც დიდ ტკივილს ატარებს, სახლი ჩემი დიანას და დათოს ფოტოებით აქვს მოჭედილი, სულ საყვედურს ვეუბნები, რათ გინდა ამდენი ფოტო ერთად გამოფენილითქო, ეღიმება... მეშინია არ დამავიწყდეს მათი ღიმილი და მათი გამოხედვაო… რაც დრო გადის კიდევ უფრო მესმის იმ ტრაგიკული დედის დარდი, რომელსაც არც ერთი ფოტო არ დარჩა გარდაცვლილი შვილების...

ყველა დედა მინდა ბედნიერი იყოს და მათი შვილების ბედნიერებით იხარონ, დედის დღეს გილოცავთ...

დალი ჩიტალაძეს წლების წინ, 31 წლის ძმა დათო გარდაეცვალა. ის თბილისში ერთ-ერთი გამორჩეული ბიჭი იყო. დალი ჩიტალაძე მაშინ ამერიკაში ცხოვრობდა და ძმის გარდაცვალება დაუმალეს, დღემდე ვერ პატიობს საკუთარ თავს, რომ გარდაცვლილი ძმა არ ჰყავს ნანახი.

დალის და დიანა ჩიტალაძე წლის წინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.