სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უარის მიღება მოსალოდნელი არ არის, თუმცა, არც მყისიერი სრული წევრობა" - რას ამბობს ლევან ბოძაშვილი ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებით?
"უარის მიღება მოსალოდნელი არ არის, თუმცა, არც მყისიერი სრული წევრობა" - რას ამბობს ლევან ბოძაშვილი ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებით?

უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, ლე­ვან ბო­ძაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბის გა­ნა­ცხა­დე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად სა­ქარ­თვე­ლომ სწო­რი დრო შე­არ­ჩია.

ბო­ძაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გა­ნა­ცხა­დის შემ­დეგ ევ­რო­კავ­ში­რის გა­და­წყვეტს და­ი­წყოს თუ არა სა­კან­დი­და­ტო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი განმცხა­დე­ბელ ქვე­ყა­ნას­თან.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბა, უკვე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მიღ­წე­ვა იქ­ნე­ბა.

"ჩვენ კარ­გად ვი­ცით, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ჯერ არ არის სრუ­ლად მზად ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო კო­პე­ნ­ჰა­გე­ნის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, მაგ­რამ არ­სე­ბუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მო­მენ­ტი, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია, ხე­ლი­დან იქ­ნე­ბო­და გაშ­ვე­ბუ­ლი გა­ნა­ცხა­დი რომ არ გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო. ვფიქ­რობ, გა­ნა­ცხა­დის გა­სა­კე­თებ­ლად სწო­რი დრო შე­ირ­ჩა. ასე­ვე არ­სე­ბობს ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­დე­საც ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი გამ­ხდა­რან ის ქვეყ­ნე­ბიც, რო­მელ­ნიც არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის მო­თხოვ­ნებს სრუ­ლად, მა­გა­ლი­თია 2007 წელს რუ­მი­ნე­თი­სა და ბულ­გა­რე­თის მი­ღე­ბა, რაც სრუ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე აგ­რე­სია, ამ­ცი­რებს პრო­ცე­დუ­რუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას და ზრდის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შან­სებს.

შე­სა­ბა­მი­სად, არ ვე­ლო­დე­ბი, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის­გან გა­დაჭ­რით უარს მი­ი­ღებს წევ­რო­ბა­ზე, თუმ­ცა რო­გორც პრო­ცე­დუ­რუ­ლი, ისე ში­ნა­არ­სობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით, საკ­მაო გზა გვექ­ნე­ბა გა­სავ­ლე­ლი.

გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გა­ნა­ცხა­დის შემ­დეგ ევ­რო­კავ­ში­რის გა­და­წყვეტს და­ი­წყოს თუ არა სა­კან­დი­და­ტო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი განმცხა­დე­ბელ ქვე­ყა­ნას­თან. ვფიქ­რობ, რომ ასე­თი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბა, რაც პირ­ვე­ლი ეტა­პია, უკვე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მიღ­წე­ვა იქ­ნე­ბა. ამა­ვე დროს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ფორ­მა­ლუ­რად ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბის არა­ერ­თი ფორ­მა არ­სე­ბობს, სრუ­ლი წევ­რო­ბის მიღ­წე­ვამ­დეც კი, თა­ვის­თა­ვად კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სიც კი უამ­რავ და გა­ნუ­ზომ­ლად დიდ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მის­ცემს ჩვენს ქვე­ყა­ნას. ეს არის რო­გორც ფონ­დებ­ზე წვდო­მა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ფი­ნან­სე­ბის მი­ღე­ბა, ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რის უშუ­ა­ლო და პრაქ­ტი­კუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის მიერ სა­ვალ­დე­ბუ­ლო რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა­ში. თუ დღემ­დე ასე­თი რე­ფორ­მე­ბი ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­და, რაც ნაკ­ლებ მო­ნი­ტო­რინგს გუ­ლის­ხმობს, კან­დი­და­ტო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ეს გა­ნი­სა­ზღვრე­ბა სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სა და მი­ერ­თე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­თი პრო­ცე­დუ­რე­ბი აქვს“, - აცხა­დებს ბო­ძაშ­ვი­ლი.

იურისტი
0

ევროკავშირის გაფართოების ბოლო ისტორიაში ყველა ქვეყანასთან პროცედურას ათი ან მეტი წელი დასჭირდა თურქეთს აღარ ვახსენებ აქ უსასრულობას აქვს ადგილი . მთავარია პროცესი დაიწყოს მიღებული დავალება და შესაბამისი რეფორმები დროულად შევასრულოთ და სულ რამოდენიმე წელში შეგვეძლება შევაღოთ ევროპის კარი და დავიბრუნოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი. მთავარია ოპოზიციამ ეს გაითავისოს და უვიზო რეჟიმის პროცედურების მსგავსად ინტრიგების ხლართვა არ დაიწყოს. ევროკავშირში შედის ქვეყანა და არა ნაც გოცების პარტია

ავტორი:

"უარის მიღება მოსალოდნელი არ არის, თუმცა, არც მყისიერი სრული წევრობა" - რას ამბობს ლევან ბოძაშვილი ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებით?

"უარის მიღება მოსალოდნელი არ არის, თუმცა, არც მყისიერი სრული წევრობა" - რას ამბობს ლევან ბოძაშვილი ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებით?

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ლევან ბოძაშვილის განცხადებით, ევროკავშირში წევრობის განაცხადების გასაკეთებლად საქართველომ სწორი დრო შეარჩია.

ბოძაშვილის განმარტებით, გაწევრიანების განაცხადის შემდეგ ევროკავშირის გადაწყვეტს დაიწყოს თუ არა საკანდიდატო მოლაპარაკებები განმცხადებელ ქვეყანასთან.

მისივე განცხადებით, მოლაპარაკებების დაწყება, უკვე უმნიშვნელოვანესი მიღწევა იქნება.

"ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ არ არის სრულად მზად ევროკავშირის წევრობისათვის საჭირო კოპენჰაგენის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ არსებული გეოპოლიტიკური მომენტი, რომელიც შექმნილია, ხელიდან იქნებოდა გაშვებული განაცხადი რომ არ გაკეთებულიყო. ვფიქრობ, განაცხადის გასაკეთებლად სწორი დრო შეირჩა. ასევე არსებობს ისტორიული გამოცდილება, როდესაც ევროკავშირის წევრი გამხდარან ის ქვეყნებიც, რომელნიც არ აკმაყოფილებდნენ ევროკავშირის წევრობის მოთხოვნებს სრულად, მაგალითია 2007 წელს რუმინეთისა და ბულგარეთის მიღება, რაც სრულად პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესია, ამცირებს პროცედურული მოთხოვნების შესრულების საჭიროებას და ზრდის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შანსებს.

შესაბამისად, არ ველოდები, რომ საქართველო ევროკავშირისგან გადაჭრით უარს მიიღებს წევრობაზე, თუმცა როგორც პროცედურული, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით, საკმაო გზა გვექნება გასავლელი.

გაწევრიანების განაცხადის შემდეგ ევროკავშირის გადაწყვეტს დაიწყოს თუ არა საკანდიდატო მოლაპარაკებები განმცხადებელ ქვეყანასთან. ვფიქრობ, რომ ასეთი მოლაპარაკებების დაწყება, რაც პირველი ეტაპია, უკვე უმნიშვნელოვანესი მიღწევა იქნება. ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ არაფორმალურად ევროკავშირში წევრობის არაერთი ფორმა არსებობს, სრული წევრობის მიღწევამდეც კი, თავისთავად კანდიდატის სტატუსიც კი უამრავ და განუზომლად დიდ შესაძლებლობებს მისცემს ჩვენს ქვეყანას. ეს არის როგორც ფონდებზე წვდომა და მნიშვნელოვანი დაფინანსების მიღება, ასევე ევროკავშირის უშუალო და პრაქტიკული ჩართულობა კანდიდატი ქვეყნის მიერ სავალდებულო რეფორმების გატარებაში. თუ დღემდე ასეთი რეფორმები ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარეობდა, რაც ნაკლებ მონიტორინგს გულისხმობს, კანდიდატობის შემთხვევაში, ეს განისაზღვრება სტაბილიზაციისა და მიერთების ხელშეკრულებით, რომელსაც განსაკუთრებული ვალდებულებითი პროცედურები აქვს“, - აცხადებს ბოძაშვილი.