ვნახე ფოტოები, რომელზეც ქართველების მასიური პროტესტია ასახული ამ ომის წინააღმდეგ - ის ფაქტი, რომ დღეს ქართველები თავისუფლად აპროტესტებენ რუსულ მოქმედებებს, მეტყველებს იმაზე, რომ შეიძლება რუსეთმა თავის მიზნებს საქართველოში ვერ მიაღწია, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა FOX NEW-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ იმედგაცრუებაა, რაც ახლა პუტინს უკან დახევას აიძულებს.
"პუტინმა გააკეთა უკრაინაში ისეთი რაღაცები, რაც მას არ გაუკეთებია 2008 წელს საქართველოში. საქართველოში წარმოებული კამპანია შედარებით სწრაფი იყო და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს დილით ვნახე ფოტოები, რომელზეც ქართველების მასიური პროტესტია ასახული ამ ომის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ, 2008-ში შეინარჩუნა ძალაუფლება. რუსები პირადად მეუბნებოდნენ, რომ მათ სურდათ სააკაშვილის ხელისუფლებისგან ჩამოცილება და ვპასუხობდი, რომ ჩვენ არ გვქონდა საიდუმლო მოლაპარაკებები სააკაშვილის გადაყენებასთან დაკავშირებით. ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ გადარჩა, არამედ დღეს ქართველები თავისუფლად აპროტესტებენ რუსულ მოქმედებებს, მეტყველებს იმაზე, რომ შეიძლება რუსეთმა თავის მიზნებს საქართველოშიც კი ვერ მიაღწია. პუტინის იმედგაცრუება, ეს არის ის, რაც უკან დახევას აიძულებს. ახლა ძალიან ძნელია ყველაფრის ჩუმად კეთება და ამ მხრივ მივესალმები ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის მიერ ინფორმაციას გამოქვეყნების ფაქტებს იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს პუტინი. ის ახლა ფიქრობს, ვინ არიან ის ადამიანები მის გარშემო, ვინც ელაპარაკებიან ამერიკელს. მას ექნება პარანოია მის გარემოცვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კონდოლიზა რაისმა.
ყველა ეს უბედურებები, კოსოვოს აღირებიდან დაიწყო, რომლის #1 ინიციატორი, თქვენ ბრძანდებოდით, ქ-ნო კონდოლიზა რაისავ.
სად იყავი შენ საერთიდ, რომ ქართველები ყოველთვის ვაპროტესტებდით რუსეთისს მხრიდან ნებისმიერ არასწორ მოქმედებას, მაგრამ ხელჩართული ომი და ბრძოლა არასოდეს გაგვიმართავს და ყველაფერი უომრად გვარდებიდა ორივესთვის სასიკეთოდ. აი, როცა თქვენ ჩამოეხეტეთ და დაიწყეთ ცხვირის ჩაყოფა უცხო ქვეყნის საქმეებში(დიახ უცხოა თქვენთვის საქართველოც და უკრაინაც), იმის მერე დაიწყო ჩვენს შორის ომები, მაგრამ არა უშავს, დაემხობა თქვენი მარიონეტის ერთი მუჭა ხელისუფლება უკრაინაშიც და ყველაფერი მშვიდობით მოგვარდება, ის პუტინიც დამშვიდდება, შენ რომ ასე "გული შეგტკივა". ომის გამჩაღებლები ყოველთვის არიან ამერიკელები მსოფლიოს მასშტაბით!!!!❗❗❗