"რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ბელარუსში უკვე ჩავიდა", - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
მისი თქმით, დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და სხვა დეპარტამენტების, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
"ჩვენ მზად ვიქნებით ამ მოლაპარაკებების დასაწყებად გომელში“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
ძალიან მაგარი კომენტარებია! არაა საჭირო მოლაპარაკება ... იყავით და იომეთ.. ისტორიას 100 წლიანი ომებიც ახსოვს.
სად დაპატიჟეთ?! გომელში! მარგარიტა სიმონიანი,სკობეევა და თინა კანდელაკი არ დაგავიწყდეთ დელეგაციის შემადგენლობაში,გალღვა ამათი იმპერიული აზროვნება და მიხვდნენ რომ რუსული იმპერიის დაისი დაიწყო.თქვენ ერთმანეთს დაჭამთ პესკოვ!