პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთის Swift-დან დაბლოკვის წინააღმდეგი რჩება, უნგრეთია
ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთის Swift-დან დაბლოკვის წინააღმდეგი რჩება, უნგრეთია

ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­თა­დერ­თი ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც მხარს არ უჭერს რუ­სე­თის Swift-დან დაბ­ლოკ­ვას, უნ­გრე­თია.

აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს რამ­დე­ნი­მე ევ­როპ­ლი ქვე­ყა­ნა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, იტა­ლია, გერ­მა­ნია და კვიპ­რო­სი და­თან­ხმდნენ, არ დაბ­ლო­კონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუ­სე­თის­თვის Swift-ის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ SWIFT ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბაა, რო­მე­ლიც 1973 წელს შე­იქ­მნა და მისი სა­თა­ვო ოფი­სი ბელ­გი­ა­ში მდე­ბა­რე­ობს. ის და­ცუ­ლი სის­ტე­მაა, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნეთ­თან 11 000 ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუტს აკავ­ში­რებს 200-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­სა და ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. SWIFT ბან­კებს აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას ტრან­ზაქ­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას. ეს სის­ტე­მა უზ­რუნ­ველ­ყოფს ბან­კებს შო­რის ფუ­ლად ტრან­ზაქ­ცი­ებს. მის გა­რე­შე რუ­სე­თი­დან და რუ­სეთ­ში თან­ხე­ბის გა­და­რი­ცხვა სხვდას­ხვაა ტრან­ზაქ­ცი­ის­თვის ვერ მოხ­დე­ბა.

NBC აღ­ნიშ­ნავს, რომ ევ­რო­პი­სა და აშშ-ის მიერ რუ­სე­თის ამ ფი­ნან­სუ­რი სის­ტე­მი­დან გა­ძე­ვე­ბა ყვე­ლა­ზე მკაც­რი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა, რისი გა­დად­გმაც შე­საძ­ლე­ბე­ლია და ის რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კას და­ა­ზი­ა­ნებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი სან­ქცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ 2014 წელ­საც გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, რო­დე­საც მან ყი­რი­მის ანექ­სია მო­ახ­დი­ნა. მა­შინ რუ­სე­თი აცხა­დებ­და, რომ მისი SWIFT-დან გა­მო­ძე­ვე­ბა ომის გა­მო­ცხა­დე­ბის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი იქ­ნე­ბო­და. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის SWIFT-დან გა­ძე­ვე­ბამ შე­საძ­ლოა, სხვა ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კაც და­ა­ზი­ა­ნოს, მათი, რო­მელ­თა სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი რუ­სულ სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან მუ­შა­ო­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
1

უნგრეთი მარტო არაა, ხოლო გვერდით აუსტრიააა ნეიტრალური სახელმწიფო. ახლა ავსტრაიას, თუ შვეიცარიას ხომ არ შევეხოთ. ვინ წერდა ამ სცენარს, თუ გაეროს უშიშროების საბჭოში მუჰამედ ალი არ ინახა, ან ბარუხი!? ნუთუ მსოფლიოს არ ყავს ჰენრი კისინჯერები, ან მისი მემკვიდრეობა გიხაროდეთ!

asea es
3

მოქალაქე-ს შენ გულს თუ გტკენს რუსეთის სვივტიდან გათიშვა პირდაპირ თქვი შე კაცო!!! აი რუსეთის პრეზიდენტი კი ითხოვს რომ არ გათიშონ სვივტიდან!!! რადგა ჩვენც მსოფლიოს ეკონომიის ნაწილი ვაართო!!! ეხლა რომელს დაგიჯეროთ ვოვას თო მეხუთე კოლონის წარმომადგენელს სახელად მოქალაქეს!!! ჩამოყალიბდით და მომახსენეთ წერილობით!!!

ავტორი:

ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთის Swift-დან დაბლოკვის წინააღმდეგი რჩება, უნგრეთია

ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთის Swift-დან დაბლოკვის წინააღმდეგი რჩება, უნგრეთია

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც მხარს არ უჭერს რუსეთის Swift-დან დაბლოკვას, უნგრეთია.

აღნიშნულ საკითხს რამდენიმე ევროპლი ქვეყანა ეწინააღმდეგებოდა, თუმცა საბოლოოდ, იტალია, გერმანია და კვიპროსი დათანხმდნენ, არ დაბლოკონ გადაწყვეტილება რუსეთისთვის Swift-ის აკრძალვის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ SWIFT ფინანსური ინსტიტუტების გაერთიანებაა, რომელიც 1973 წელს შეიქმნა და მისი სათავო ოფისი ბელგიაში მდებარეობს. ის დაცული სისტემაა, რომელიც ერთმანეთთან 11 000 ფინანსურ ინსტიტუტს აკავშირებს 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე. SWIFT ბანკებს აწვდის ინფორმაციას ტრანზაქციის განხორციელებისას. ეს სისტემა უზრუნველყოფს ბანკებს შორის ფულად ტრანზაქციებს. მის გარეშე რუსეთიდან და რუსეთში თანხების გადარიცხვა სხვდასხვაა ტრანზაქციისთვის ვერ მოხდება.

NBC აღნიშნავს, რომ ევროპისა და აშშ-ის მიერ რუსეთის ამ ფინანსური სისტემიდან გაძევება ყველაზე მკაცრი ნაბიჯი იქნება, რისი გადადგმაც შესაძლებელია და ის რუსეთის ეკონომიკას დააზიანებს. აღნიშნული სანქციის გამოყენებას რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელსაც განიხილავდნენ, როდესაც მან ყირიმის ანექსია მოახდინა. მაშინ რუსეთი აცხადებდა, რომ მისი SWIFT-დან გამოძევება ომის გამოცხადების ეკვივალენტი იქნებოდა. მედიის ინფორმაციით, რუსეთის SWIFT-დან გაძევებამ შესაძლოა, სხვა ქვეყნების ეკონომიკაც დააზიანოს, მათი, რომელთა საფინანსო ინსტიტუტები რუსულ საფინანსო ორგანიზაციებთან მუშაობენ.