მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სად ვეპატიჟებით ამდენ ბავშვს და ქალს? თავიდან შეიძლება რუსეთი დაგვეხმაროს, მაგრამ მერე?" - აფხაზეთში დონეცკიდან და ლუგანსკიდან ლტოლვილებს შეიყვანენ
"სად ვეპატიჟებით ამდენ ბავშვს და ქალს? თავიდან შეიძლება რუსეთი დაგვეხმაროს, მაგრამ მერე?" - აფხაზეთში დონეცკიდან და ლუგანსკიდან ლტოლვილებს შეიყვანენ

აფხა­ზე­თის ე.წ. მი­ნის­ტრი ლევ კვი­წი­ნია სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად, დო­ნეცკ­სა და ლუ­განსკში ლტოლ­ვი­ლე­ბის წა­მო­საყ­ვა­ნად გა­ემ­გზავ­რა. ამის შე­სა­ხებ აფხა­ზუ­რი მე­დია წერს.

ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის ას­ლან ბჟა­ნი­ას "ოფი­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბის" თა­ნახ­მად, კო­ლო­ნა ორი ავ­ტო­ბუ­სის­გან შედ­გე­ბა, მათ ახ­ლავს რე­ა­ნო­მო­ბი­ლი და გამ­ცი­ლებ­ლე­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნა.

"პირ­ველ ეტაპ­ზე დო­ნეც­კი­დან და ლუ­განსკი­დან აფხა­ზეთ­ში 100-მდე ადა­მი­ა­ნის შე­მოყ­ვა­ნა იგეგ­მე­ბა" - წერს ბჟა­ნი­ას სამ­სა­ხუ­რი.

abkhaz-auto.ru-ს ცნო­ბით, ნა­წი­ლის და­ბი­ნა­ვე­ბა უკვე შე­თან­ხმე­ბუ­ლია სას­ტუმ­რო "აი­ტა­რის" დი­რექ­ტორ თე­მურ ად­ლე­ი­ბას­თან. ე.წ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბი აცხა­დებს, რომ ლტოლ­ვი­ლე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბავ­შვე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის, კვე­ბი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კი­თხებ­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო...

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ისე­ვე რო­გორც პუ­ტი­ნის მიერ ლუ­განსკი­სა და დო­ნეც­კის და­მო­უ­კი­დე­ბელ რეს­პუბ­ლი­კე­ბად აღი­ა­რე­ბას, აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა. ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ აფხა­ზეთ­მა ლტოლ­ვი­ლებს გან­საც­დე­ლის ჟამს ხელი უნდა მო­უ­მარ­თოს, თუმ­ცა სხვე­ბის თქმით, რე­გი­ონს, რო­მე­ლიც თა­ვად უმ­ძი­მეს სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­შია ჩაფ­ლუ­ლი, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს.

"პუ­ტინ­მა ლუ­განსკი­სა და დო­ნეც­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა, ამ ნი­უსს ასე შე­ვა­ფა­სებ­დი - და­სას­რუ­ლის და­სა­წყი­სი..." - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი რა­მინ ბიგ­ვა­ვა ინ­ტერ­ნეტ­ში.

"პუ­ტი­ნის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ქმე­დე­ბე­ბი­დან ერ­თა­დერ­თი, რაც ცხა­დად და­ვი­ნა­ხე, ის არის, რომ მსოფ­ლი­ოს­გან პა­ტივ­სა­ცე­მი ლი­დე­რის სტა­ტუსს ითხოვს, იმე­დია, ბო­ლოს ისე არ აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ სა­ბო­ლო­ოდ, რა­ღაც ყოვ­ლის­შემ­ძლე­ო­ბის ილუ­ზი­ებ­ში დარ­ჩე­ნი­ლი ტი­რა­ნი­ვით არ და­ას­რუ­ლებს" - მი­აჩ­ნია ალექ­სან­დრე ბგან­ბას.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ნა­წი­ლი სო­ლი­და­რუ­ლია დო­ნეცკ­სა და ლუ­განსკი­დან ე.წ. ლტოლ­ვი­ლე­ბის აფხა­ზეთ­ში და­ბი­ნა­ვე­ბის, თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც მი­იჩ­ნევს, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მათ აფხა­ზეთ­ში დარ­ჩე­ნა მო­უნ­დე­ბათ, ამა­ზე უარს, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ვერ იტყვის და სი­ნამ­დვი­ლე­ში, მო­სახ­ლე­ო­ბას ტვირ­თად და­აწ­ვე­ბა.

"რო­დე­საც იმ ასო­ბით ადა­მი­ანს აფხა­ზეთ­ში, მშვი­დო­ბი­ან და სტა­ბი­ლურ გა­რე­მო­ში ეპა­ტი­ჟე­ბი­ან, ასე მგო­ნია, სხვა ქვე­ყა­ნა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვა­რე­ბუ­ლია, ადა­მი­ა­ნებს სტა­ბი­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი აქვთ, ნა­თე­ლი მო­მავ­ლი­თა და კარ­გი შე­მო­სავ­ლით ხა­რო­ბენ; ის სა­ში­ნე­ლი რე­ა­ლო­ბა კი, სა­დაც სკო­ლის მერ­ხე­ბის ქვეშ შპ­რი­ცე­ბი ყრია, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი­სას მთვრა­ლი და ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყო­ფი ახალ­გაზ­რდე­ბი ელექტრო­გა­ნა­თე­ბის ბო­ძებს ეხეთ­ქე­ბი­ან, კო­ვი­დით იხო­ცე­ბი­ან, ცივ ზამ­თარ­ში დენი და სით­ბო ენატ­რე­ბათ, სა­დღაც სხვა­გან არის, შორს, მა­გა­ლი­თად, ავ­ღა­ნეთ­ში, ან სი­რი­ა­ში...

სად ვე­პა­ტი­ჟე­ბით ბა­ტო­ნე­ბო ამ­დენ ადა­მი­ანს, ბავ­შვს და ქალს? პირ­ველ ეტაპ­ზე, შე­იძ­ლე­ბა რუ­სე­თი დაგ­ვეხ­მა­როს, მაგ­რამ რამ­დენ ხანს? ამ სას­ტუმ­რო­ე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებს რას ვე­უბ­ნე­ბით ანუ სას­ტუმ­როს და­ხურ­ვა მო­უ­წევთ, ხომ ასეა? სად გა­გო­ნი­ლა ლტოლ­ვი­ლი და ტუ­რის­ტი ერ­თად იყოს, იმ უბე­დუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის თვა­ლე­ბის ყუ­რე­ბა რო­მელ დამ­სვე­ნე­ბელს მო­უნ­დე­ბა?" - წერს არი­ა­ნა გარ­გუ­ლია.

"რა გჭირთ ხალ­ხო, ხალ­ხი ომს გა­მო­ექ­ცა, არ უნდა შე­ვი­ფა­როთ? ჩვენ რომ გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, კარ­გი იყო? გა­მო­დით თქვე­ნი ნა­ჭუ­ჭე­ბი­დან და შე­დით იმ ხალ­ხის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში... ბავ­შვე­ბი ცოტა ხნით დარ­ჩე­ბი­ან ჩვენ­თან მშვი­დად და წყნა­რად, მშობ­ლე­ბი კი დაბ­რუნ­დე­ბი­ან სახ­ლებ­ში და თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნას აა­შე­ნე­ბენ. ამის რე­სურ­სი ნამ­დვი­ლად აქვთ, მა­ღა­რო­ე­ბი თუ სხვა ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სი, რომ ფაბ­რი­კა-ქარ­ხნე­ბი აა­მუ­შა­ონ" -წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

"100 კი არა, 200 ათა­სი ადა­მი­ა­ნის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს, ქარ­თვე­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა და­კე­ტი­ლია, ხე­ლის შევ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. იმ ად­გი­ლობ­რი­ვებ­საც უნდა მი­ად­გნენ, ვინც მე­ზო­ბე­ლი თუ ნა­თე­სა­ვი ქარ­თვე­ლის სახ­ლი მი­ი­ერ­თა და ნა­ა­ლა­ფარ­ში დღემ­დე უსირ­ცხვი­ლოდ ცხოვ­რობს" - მი­აჩ­ნია ესმა ფა­რუ­ლუ­ას.

"ახლა ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გო­ნი­ე­რე­ბა რომ ჰქონ­დეს ის მი­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი და სხვა შე­ნო­ბე­ბი უნდა გა­ა­რე­მონ­ტოს, რუ­სე­თის დახ­მა­რე­ბით, თა­ნაც სას­წრა­ფოდ და იქ და­ა­ბი­ნა­ოს რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნი. თუ დარ­ჩე­ბი­ან, დარ­ჩნენ, იმუ­შა­ონ და იცხოვ­რონ, თუ წავ­ლენ, შემ­დეგ იმ შე­ნო­ბებს სხვა რა­მე­ში გა­მო­ვი­ყე­ნებთ" - წერს ირი­ნა გუ­და­უთსკი.

მთა­ვა­რი ფოტო: sputniknews.com

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
44
0

ეს ხალხი კიდე 1992 წელში ჩარჩა,დღემდე სწამთ რომ დამოუკიდებლები გახდებიან და 3 თვიანი ზღვის სეზონით მთელ წელს არხეინად გაატარებენ. 

მალე აფსუებო,
2

გაღატაკებული რუსეთი თქვენს რჩენაზეც უარს იტყვის, და დარჩებით მშიერ-მწყურვლები,მერე გაგახსენდებათ ქართველები, მაგრამ გვიან იქნება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
მკითხველის რჩევით
ავტორი:

"სად ვეპატიჟებით ამდენ ბავშვს და ქალს? თავიდან შეიძლება რუსეთი დაგვეხმაროს, მაგრამ მერე?" - აფხაზეთში დონეცკიდან და ლუგანსკიდან ლტოლვილებს შეიყვანენ

"სად ვეპატიჟებით ამდენ ბავშვს და ქალს? თავიდან შეიძლება რუსეთი დაგვეხმაროს, მაგრამ მერე?" - აფხაზეთში დონეცკიდან და ლუგანსკიდან ლტოლვილებს შეიყვანენ

აფხაზეთის ე.წ. მინისტრი ლევ კვიწინია საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, დონეცკსა და ლუგანსკში ლტოლვილების წამოსაყვანად გაემგზავრა. ამის შესახებ აფხაზური მედია წერს.

ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას "ოფიციალური უწყების" თანახმად, კოლონა ორი ავტობუსისგან შედგება, მათ ახლავს რეანომობილი და გამცილებლების ავტომანქანა.

"პირველ ეტაპზე დონეცკიდან და ლუგანსკიდან აფხაზეთში 100-მდე ადამიანის შემოყვანა იგეგმება" - წერს ბჟანიას სამსახური.

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, ნაწილის დაბინავება უკვე შეთანხმებულია სასტუმრო "აიტარის" დირექტორ თემურ ადლეიბასთან. ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი აცხადებს, რომ ლტოლვილების, განსაკუთრებით კი ბავშვების საცხოვრებელი პირობების, კვებისა და სამედიცინო საჭიროებების უზრუნველყოფის საკითხებზე ორგანიზებული მუშაობაა საჭირო...

ამ ინფორმაციას, ისევე როგორც პუტინის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებას, აფხაზეთის რეგიონში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ნაწილი მიიჩნევს, რომ აფხაზეთმა ლტოლვილებს განსაცდელის ჟამს ხელი უნდა მოუმართოს, თუმცა სხვების თქმით, რეგიონს, რომელიც თავად უმძიმეს სოციალურ პრობლემებშია ჩაფლული, ამის შესაძლებლობა არ აქვს.

"პუტინმა ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიარა, ამ ნიუსს ასე შევაფასებდი - დასასრულის დასაწყისი..." - წერს ადგილობრივი რამინ ბიგვავა ინტერნეტში.

"პუტინის ბოლოდროინდელი ქმედებებიდან ერთადერთი, რაც ცხადად დავინახე, ის არის, რომ მსოფლიოსგან პატივსაცემი ლიდერის სტატუსს ითხოვს, იმედია, ბოლოს ისე არ აღმოჩნდება, რომ საბოლოოდ, რაღაც ყოვლისშემძლეობის ილუზიებში დარჩენილი ტირანივით არ დაასრულებს" - მიაჩნია ალექსანდრე ბგანბას.

ადგილობრივების ნაწილი სოლიდარულია დონეცკსა და ლუგანსკიდან ე.წ. ლტოლვილების აფხაზეთში დაბინავების, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათ აფხაზეთში დარჩენა მოუნდებათ, ამაზე უარს, ხელმძღვანელობა ვერ იტყვის და სინამდვილეში, მოსახლეობას ტვირთად დააწვება.

"როდესაც იმ ასობით ადამიანს აფხაზეთში, მშვიდობიან და სტაბილურ გარემოში ეპატიჟებიან, ასე მგონია, სხვა ქვეყანაზე ლაპარაკობენ, სადაც ყველაფერი მოგვარებულია, ადამიანებს სტაბილური სამსახური აქვთ, ნათელი მომავლითა და კარგი შემოსავლით ხარობენ; ის საშინელი რეალობა კი, სადაც სკოლის მერხების ქვეშ შპრიცები ყრია, ავტოსაგზაო შემთხვევებისას მთვრალი და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ახალგაზრდები ელექტროგანათების ბოძებს ეხეთქებიან, კოვიდით იხოცებიან, ცივ ზამთარში დენი და სითბო ენატრებათ, სადღაც სხვაგან არის, შორს, მაგალითად, ავღანეთში, ან სირიაში...

სად ვეპატიჟებით ბატონებო ამდენ ადამიანს, ბავშვს და ქალს? პირველ ეტაპზე, შეიძლება რუსეთი დაგვეხმაროს, მაგრამ რამდენ ხანს? ამ სასტუმროების მეპატრონეებს რას ვეუბნებით ანუ სასტუმროს დახურვა მოუწევთ, ხომ ასეა? სად გაგონილა ლტოლვილი და ტურისტი ერთად იყოს, იმ უბედური ადამიანების თვალების ყურება რომელ დამსვენებელს მოუნდება?" - წერს არიანა გარგულია.

"რა გჭირთ ხალხო, ხალხი ომს გამოექცა, არ უნდა შევიფაროთ? ჩვენ რომ გვეხმარებოდნენ, კარგი იყო? გამოდით თქვენი ნაჭუჭებიდან და შედით იმ ხალხის მდგომარეობაში... ბავშვები ცოტა ხნით დარჩებიან ჩვენთან მშვიდად და წყნარად, მშობლები კი დაბრუნდებიან სახლებში და თავიანთ ქვეყანას ააშენებენ. ამის რესურსი ნამდვილად აქვთ, მაღაროები თუ სხვა ბუნებრივი რესურსი, რომ ფაბრიკა-ქარხნები აამუშაონ" -წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

"100 კი არა, 200 ათასი ადამიანის მიღების შესაძლებლობა გვაქვს, ქართველების საცხოვრებელი სახლების უმეტესობა დაკეტილია, ხელის შევლება სჭირდება. იმ ადგილობრივებსაც უნდა მიადგნენ, ვინც მეზობელი თუ ნათესავი ქართველის სახლი მიიერთა და ნაალაფარში დღემდე უსირცხვილოდ ცხოვრობს" - მიაჩნია ესმა ფარულუას.

"ახლა ჩვენს ხელისუფლებას გონიერება რომ ჰქონდეს ის მიტოვებული სახლები და სხვა შენობები უნდა გაარემონტოს, რუსეთის დახმარებით, თანაც სასწრაფოდ და იქ დააბინაოს რამდენიმე ათასი ადამიანი. თუ დარჩებიან, დარჩნენ, იმუშაონ და იცხოვრონ, თუ წავლენ, შემდეგ იმ შენობებს სხვა რამეში გამოვიყენებთ" - წერს ირინა გუდაუთსკი.

მთავარი ფოტო: sputniknews.com