პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრს, ემინ ამრულაევს უმასპინძლა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრს, ემინ ამრულაევს უმასპინძლა

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი და­ვით გურ­გე­ნი­ძე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის მი­ნისტრს, ემინ ამ­რუ­ლა­ევს შეხ­ვდა, მას­თან ერ­თობ­ლი­ვი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან სა­მო­მავ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლა.

შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს დე­ლე­გა­ცია, სა­ქარ­თვე­ლო­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი ანარ რა­სუ­ლო­ვი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ელ­ჩოს, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში რექ­ტორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის მი­ნისტრს უნი­ვერ­სი­ტე­ტის 100-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­გა­მო­ფე­ნა და ინ­ფორ­მა­ტი­კი­სა და მარ­თვის სის­ტე­მე­ბის ფა­კულ­ტე­ტის სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უახ­ლე­სი აპა­რა­ტუ­რით აღ­ჭურ­ვი­ლი სას­წავ­ლო-სა­ექ­სპერ­ტო ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კომ­პლექ­სი და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა.

ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ კომ­პლექსში უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებ­მა სტუმ­რებს მიმ­დი­ნა­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ექ­სპო­ზი­ცია წა­რუდ­გი­ნეს და იმ სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის, გა­მო­გო­ნე­ბე­ბი­სა და გლო­ბა­ლუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბრნენ, რომ­ლებ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ერ-მკვლევ­რებ­თან ერ­თად სტუ­დენ­ტე­ბიც აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თულ­ნი.

შეხ­ვედ­რა­ში ონ­ლა­ინ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა შვე­ი­ცა­რი­ი­დან, ბირ­თვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან (CERN) და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის მი­ნისტრს CERN-ში, სა­მეც­ნი­ე­რო კო­ლა­ბო­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში ის მიმ­დი­ნა­რე სა­მეც­ნი­ე­რო ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი და მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი გა­აც­ნეს, რომ­ლებ­შიც უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლევ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

შეხ­ვედ­რა­ზე მხა­რე­ებ­მა სა­ინ­ჟინ­რო-ტექ­ნი­კურ და ტექ­ნო­ლო­გი­ურ დარ­გებ­ში ერ­თობ­ლი­ვი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი და სა­მო­მავ­ლო სა­მეც­ნი­ე­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხე­ბი გა­ნი­ხი­ლეს. ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­და აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის, უახ­ლე­სი სტრა­ტე­გი­ე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბის და­ნერგვა­ზე. ასე­ვე, სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის სწავ­ლის პრო­ცესს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და იმ მხარ­დამ­ჭერ პრო­ექ­ტებს, რაც მათ სრულ­ფა­სო­ვა­ნი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბა­სა და სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებ­ში აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის და რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უკეთ ინ­ტეგ­რი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დე­ლე­გა­ცი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვი­ზი­ტი მრა­ვალ­მხრივ იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რად­გან მო­მა­ვა­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში და­ი­გეგ­მა არა­ერ­თი სას­წავ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა.

„სტუმ­რებს გა­ვა­ცა­ნით ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბი, რო­მელ­საც ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბი გლო­ბა­ლუ­რი კო­ლა­ბო­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში წარ­მა­ტე­ბით ახორ­ცი­ე­ლე­ბენ მსოფ­ლი­ოს ისეთ წამ­ყვან სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრებ­თან და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, რო­გო­რი­ცაა: CERN-ი შვე­ი­ცა­რი­ა­ში, KEK-ი ია­პო­ნი­ა­ში, Fermilab-ი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში; ვი­სა­უბ­რეთ იმ სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­სა და პრო­ექ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით იგეგ­მე­ბა. ასე­ვე, გან­ვი­ხი­ლეთ ერ­თობ­ლი­ვი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან სა­ინ­ჟინ­რო-ტექ­ნი­კურ და ტექ­ნო­ლო­გი­ურ დარ­გებ­ში სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას; შე­ვე­ხეთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის სა­კი­თხებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 1000-მდე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი სტუ­დენ­ტი იღებს გა­ნათ­ლე­ბას და მათ შო­რის ბევ­რია მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა, მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბით, რომ­ლე­ბიც ეფექ­ტუ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი, რო­გორც სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, ასე­ვე, სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებ­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ სწო­რედ ეს სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტს და­ამ­თავ­რე­ბენ, გახ­დე­ბი­ან ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სა­მო­მავ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დეს­პა­ნე­ბი და მათი ძა­ლის­ხმე­ვით სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის პარტნი­ო­რო­ბა კი­დევ უფრო მტკი­ცე და მრა­ვალ­მხრი­ვი გახ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით გურ­გე­ნი­ძემ.

შეხ­ვედ­რის და­სას­რულს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი ემინ ამ­რუ­ლა­ე­ვი სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ სტუ­დენ­ტებს გა­ე­სა­უბ­რა.

NS

ავტორი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრს, ემინ ამრულაევს უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრს, ემინ ამრულაევს უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრს, ემინ ამრულაევს შეხვდა, მასთან ერთობლივი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელების პერსპექტივები და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებთან სამომავლო ურთიერთობის შესაძლებლობები განიხილა.

შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს დელეგაცია, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პირველი მდივანი ანარ რასულოვი, აზერბაიჯანის საელჩოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში რექტორმა დავით გურგენიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრს უნივერსიტეტის 100-წლიანი ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უახლესი აპარატურით აღჭურვილი სასწავლო-საექსპერტო ლაბორატორიული კომპლექსი დაათვალიერებინა.

ლაბორატორიულ კომპლექსში უნივერსიტეტის მეცნიერებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა სტუმრებს მიმდინარე საერთაშორისო პროექტების ამსახველი ფოტოექსპოზიცია წარუდგინეს და იმ სამეცნიერო კვლევების, გამოგონებებისა და გლობალური ექსპერიმენტების შესახებ ესაუბრნენ, რომლებშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებთან ერთად სტუდენტებიც აქტიურად არიან ჩართულნი.

შეხვედრაში ონლაინ მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა შვეიცარიიდან, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციიდან (CERN) და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრს CERN-ში, სამეცნიერო კოლაბორაციის ფარგლებში ის მიმდინარე სამეცნიერო ექსპერიმენტები და მიღწეული შედეგები გააცნეს, რომლებშიც უნივერსიტეტის მკვლევრები მონაწილეობენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საინჟინრო-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ დარგებში ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პერსპექტივები და სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო პრაქტიკის, უახლესი სტრატეგიებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ახალგაზრდების სწავლის პროცესს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და იმ მხარდამჭერ პროექტებს, რაც მათ სრულფასოვანი უმაღლესი განათლების მიღების, საუნივერსიტეტო ცხოვრებასა და სამეცნიერო კვლევებში აქტიური ჩართულობის და რაც მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში უკეთ ინტეგრირების შესაძლებლობას აძლევს.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრისა და აზერბაიჯანის დელეგაციის უნივერსიტეტში ვიზიტი მრავალმხრივ იყო მნიშვნელოვანი, რადგან მომავალი თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა არაერთი სასწავლო და სამეცნიერო ღონისძიება.

„სტუმრებს გავაცანით ის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტები, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერები გლობალური კოლაბორაციის ფარგლებში წარმატებით ახორციელებენ მსოფლიოს ისეთ წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან და ორგანიზაციებთან, როგორიცაა: CERN-ი შვეიცარიაში, KEK-ი იაპონიაში, Fermilab-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში; ვისაუბრეთ იმ სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე, რომლებიც ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების მონაწილეობით იგეგმება. ასევე, განვიხილეთ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებთან საინჟინრო-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ დარგებში სამომავლო თანამშრომლობას; შევეხეთ აზერბაიჯანელი სტუდენტების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ინტეგრირების საკითხებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 1000-მდე აზერბაიჯანელი სტუდენტი იღებს განათლებას და მათ შორის ბევრია მოტივირებული ახალგაზრდა, მაღალი აკადემიური მოსწრებით, რომლებიც ეფექტურად არიან ჩართული, როგორც სასწავლო პროცესში, ასევე, სამეცნიერო კვლევებში. დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ ეს სტუდენტები, რომლებიც ჩვენს უნივერსიტეტს დაამთავრებენ, გახდებიან ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობების დესპანები და მათი ძალისხმევით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო მტკიცე და მრავალმხრივი გახდება“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

შეხვედრის დასასრულს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრი ემინ ამრულაევი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აზერბაიჯანელ სტუდენტებს გაესაუბრა.

NS