პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
აშშ რუსული აგრესიის წინააღმდეგ - ჯო ბაიდენი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჯარისკაცებსა და სამხედრო ტექნიკას გზავნის, რუსეთს კი სანქციებს უწესებს
აშშ რუსული აგრესიის წინააღმდეგ - ჯო ბაიდენი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჯარისკაცებსა და სამხედრო ტექნიკას გზავნის, რუსეთს კი სანქციებს უწესებს

"აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბა ევ­რო­პა­ში ჯა­რე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის შე­სა­ხებ ით­ვა­ლის­წი­ნებს 800 ქვე­ი­თი ჯა­რის­კა­ცის გაგ­ზავ­ნას ბალ­ტი­ის რე­გი­ონ­ში და რვა F-35 ტი­პის გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ თვითმფრი­ნავს ნა­ტოს აღ­მო­სავ­ლეთ ფლანგზე" - Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით ამის შე­სა­ხებ აშშ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პირ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც ანო­ნი­მუ­რო­ბის დაც­ვის პი­რო­ბით ისა­უბ­რა.

მისი თქმით, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ასე­ვე გაგ­ზავ­ნის 32 AH-64 Apache მო­ი­ე­რი­შე შვე­ულმფრე­ნებს ბალ­ტი­ის რე­გი­ონ­სა და პო­ლო­ნეთ­ში.

“ამ და­მა­ტე­ბი­თი პერ­სო­ნა­ლის გა­და­ნა­წი­ლე­ბა ხდე­ბა ჩვე­ნი ნა­ტო­ე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის გა­სამ­ხნე­ვებ­ლად, ნა­ტოს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ნე­ბის­მი­ე­რი პო­ტენ­ცი­უ­რი აგ­რე­სი­ის შე­სა­ჩე­რებ­ლად და მას­პინ­ძე­ლი ქვეყ­ნის ძა­ლებ­თან წვრთნე­ბის გა­მარ­თვის მიზ­ნით”, - აღ­ნიშ­ნა აშშ-ის თავ­დაც­ვის უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პირ­მა.

ჯო ბა­ი­დენ­მა გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ მან, ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით, აშშ-ის ძა­ლე­ბის და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის ევ­რო­პა­ში და­მა­ტე­ბი­თი გა­და­ად­გი­ლე­ბის ნე­ბარ­თვა გას­ცა.

"დღეს, რუ­სე­თის აღი­ა­რე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, რომ არ გა­მო­იყ­ვანს თა­ვის ძა­ლებს ბე­ლა­რუ­სი­დან, აშშ-ის ძა­ლე­ბი­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის, რომ­ლე­ბიც უკვე გან­ლა­გე­ბუ­ლია ევ­რო­პა­ში, და­მა­ტე­ბი­თი გა­და­ად­გი­ლე­ბის ნე­ბარ­თვა გა­ვე­ცი, რათა გა­ვაძ­ლი­ე­როთ ჩვე­ნი ბალ­ტი­ე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი: ეს­ტო­ნე­თი, ლატ­ვია და ლი­ე­ტუ­ვა”, - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა.

გარ­და ამი­სა, აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა სან­ქცი­ა­თა პა­კე­ტი შე­ი­მუ­შა­ვა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. მან თა­ვის გუშნ­დელ გა­მოს­ვლა­ში უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს "რუ­სუ­ლი შეჭ­რის და­სა­წყი­სი" უწო­და და და­ა­სა­ხე­ლა სან­ქცი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რა­საც თა­ვად­ვე უწო­და აშშ-ს სან­ქცი­ე­ბის "პირ­ვე­ლი ტრან­ში" რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. შე­ზღუდ­ვე­ბი შე­ე­ხე­ბა მათ შო­რის ორ ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუტს, რუ­სე­თის სუ­ვე­რე­ნულ ვალს და რუ­სე­თის ელი­ტა­სა და მათი ოჯა­ხის წევ­რებს.

"ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სრულ დამ­ბლო­კავ სან­ქცი­ებს ორ დიდ რუ­სულ ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუტ­ზე: VEB-სა და მათ სამ­ხედ­რო ბანკზე.

ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ყოვ­ლის­მომ­ცველ სან­ქცი­ებს რუ­სე­თის სუ­ვე­რე­ნულ ვალ­ზე. ეს ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ვწყევტთ რუ­სე­თის მთავ­რო­ბის და­სავ­ლურ და­ფი­ნან­სე­ბას, მას აღარ შე­ეძ­ლე­ბა ფუ­ლის მო­ზიდ­ვა და­სავ­ლე­თი­დან და ვერ ივაჭ­რებს თა­ვის ახა­ლი ვა­ლით ჩვენს ან ევ­რო­პულ ბაზ­რებ­ზე.

ჩვენ ასე­ვე ვა­წე­სებთ სან­ქცი­ებს რუ­სე­თის ელი­ტა­სა და მათი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე. ისი­ნი იზი­ა­რე­ბენ კრემ­ლის პო­ლი­ტი­კის კო­რუფ­ცი­ულ სარ­გე­ბელს და ასე­ვე უნდა გა­ი­ზი­ა­რონ ტკი­ვი­ლი.

ჩვენ ვი­მუ­შა­ვეთ გერ­მა­ნი­ას­თან, იმის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, რომ Nord Stream 2 არ გაგ­რძელ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და მან.

ბა­ი­დენ­მა ასე­ვე თქვა, რომ თუ რუ­სე­თი "გა­აგ­რძე­ლებს აგ­რე­სი­ას", შე­საძ­ლოა და­მა­ტე­ბი­თი სან­ქცი­ე­ბი მოჰ­ყვეს.

ბა­ი­დენ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ გაგ­ზავ­ნის და­მა­ტე­ბით ჯა­რებ­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას ევ­რო­პა­ში აშშ-ის მო­კავ­ში­რე­ე­ბის "გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით“.

მან ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ კვლავ ღიაა დიპ­ლო­მა­ტი­ის­თვის.

"აშშ და ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე­ე­ბი და პარტნი­ო­რე­ბი ღიაა დიპ­ლო­მა­ტი­ის მი­მართ”, - თქვა მან.

მან ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ აწე­სებს სან­ქცი­ებს რუ­სე­თის ელი­ტა­სა და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის, მათ­თვის, რომ­ლე­ბიც კრემ­ლის პო­ლი­ტი­კას იზი­ა­რე­ბენ.

"ჩვენ ვა­წე­სებთ სან­ქცი­ებს რუ­სე­თის ელი­ტა­სა და მათი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, ისი­ნი იზი­ა­რე­ბენ კრემ­ლის პო­ლი­ტი­კის კო­რუფ­ცი­ულ სარ­გე­ბელს და ასე­ვე უნდა გა­ი­ზი­ა­რონ ტკი­ვი­ლი - ვი­მუ­შა­ვეთ გერ­მა­ნი­ას­თან, რომ Nord Stream 2 არ გაგ­რძელ­დეს, - ამის შეს­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის ახა­ლი რა­უნ­დი გა­მო­ა­ცხა­და.

"რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბის გამო, ჩვენ ვი­მუ­შა­ვეთ გერ­მა­ნი­ას­თან, იმის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, რომ Nord Stream 2 , რო­გორც დაგ­პირ­დით, არ გაგ­რძელ­დეს. რუ­სე­თი გა­და­იხ­დის უფრო ძვირ ფასს, თუ ის გა­აგ­რძე­ლებს აგ­რე­სი­ას", - თქვა ბა­ი­დენ­მა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გერ­მა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ აჩე­რებს გაზ­სა­დე­ნის "Nord Stream 2"-ის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბას აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში მოს­კო­ვის ქმე­დე­ბე­ბის გამო.

შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა უკ­რა­ი­ნის რე­გი­ო­ნე­ბის - დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ე.წ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა.

მკითხველის კომენტარები / 84 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამრიგად
1

ეეეეე-ს ასეიგი ერთ სიმღერას ვატრიალებთ არაა!!! მაშინ ამიხსენი ერთი ელემენტარული ამბავი!!! შეიძლება საქმის ყურში იყო! მეხუთე კოლონა ალბათ ფულად ანაზღაურებას იღებს ხომმატუშკა რასიიდან ხომ!!! თუ არ იღებს ვერ დავიჯერებ რომ მეხუთე კოლონიის წარმომადგენლები ეგრეთწოდებული რუსეთუმეები ხელფასის გარეშე თუ რათქმაუნდა ისინი ქართველებია საქართველოზე წინ რუსეთს აყენებენ! და მერე მას ემსახურებიან!!!!????

&7
1

ხო ნახეთ რას ლაპარაკობს? თანაც გაჩვენათ რამდენი მყოფნისოოოოოო

ავტორი:

აშშ რუსული აგრესიის წინააღმდეგ - ჯო ბაიდენი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჯარისკაცებსა და სამხედრო ტექნიკას გზავნის, რუსეთს კი სანქციებს უწესებს

აშშ რუსული აგრესიის წინააღმდეგ - ჯო ბაიდენი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჯარისკაცებსა და სამხედრო ტექნიკას გზავნის, რუსეთს კი სანქციებს უწესებს

"აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება ევროპაში ჯარების გადანაწილების შესახებ ითვალისწინებს 800 ქვეითი ჯარისკაცის გაგზავნას ბალტიის რეგიონში და რვა F-35 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე" - Reuters-ის ინფორმაციით ამის შესახებ აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ასევე გაგზავნის 32 AH-64 Apache მოიერიშე შვეულმფრენებს ბალტიის რეგიონსა და პოლონეთში.

“ამ დამატებითი პერსონალის გადანაწილება ხდება ჩვენი ნატოელი მოკავშირეების გასამხნევებლად, ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ნებისმიერი პოტენციური აგრესიის შესაჩერებლად და მასპინძელი ქვეყნის ძალებთან წვრთნების გამართვის მიზნით”, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა პირმა.

ჯო ბაიდენმა გუშინ განაცხადა, რომ მან, ბალტიის ქვეყნების გაძლიერების მიზნით, აშშ-ის ძალების და სამხედრო ტექნიკის ევროპაში დამატებითი გადაადგილების ნებართვა გასცა.

"დღეს, რუსეთის აღიარების საპასუხოდ, რომ არ გამოიყვანს თავის ძალებს ბელარუსიდან, აშშ-ის ძალებისა და აღჭურვილობის, რომლებიც უკვე განლაგებულია ევროპაში, დამატებითი გადაადგილების ნებართვა გავეცი, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ბალტიელი მოკავშირეები: ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა”, - განაცხადა ბაიდენმა.

გარდა ამისა, აშშ-ს პრეზიდენტმა სანქციათა პაკეტი შეიმუშავა რუსეთის წინააღმდეგ. მან თავის გუშნდელ გამოსვლაში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს "რუსული შეჭრის დასაწყისი" უწოდა და დაასახელა სანქციების ჩამონათვალი, რასაც თავადვე უწოდა აშშ-ს სანქციების "პირველი ტრანში" რუსეთის წინააღმდეგ. შეზღუდვები შეეხება მათ შორის ორ ფინანსურ ინსტიტუტს, რუსეთის სუვერენულ ვალს და რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს.

"ჩვენ ვახორციელებთ სრულ დამბლოკავ სანქციებს ორ დიდ რუსულ ფინანსურ ინსტიტუტზე: VEB-სა და მათ სამხედრო ბანკზე.

ჩვენ ვახორციელებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვწყევტთ რუსეთის მთავრობის დასავლურ დაფინანსებას, მას აღარ შეეძლება ფულის მოზიდვა დასავლეთიდან და ვერ ივაჭრებს თავის ახალი ვალით ჩვენს ან ევროპულ ბაზრებზე.

ჩვენ ასევე ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებზე. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ სარგებელს და ასევე უნდა გაიზიარონ ტკივილი.

ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან, იმის უზრუნველსაყოფად, რომ Nord Stream 2 არ გაგრძელდეს“, - განაცხადა მან.

ბაიდენმა ასევე თქვა, რომ თუ რუსეთი "გააგრძელებს აგრესიას", შესაძლოა დამატებითი სანქციები მოჰყვეს.

ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ გაგზავნის დამატებით ჯარებსა და აღჭურვილობას ევროპაში აშშ-ის მოკავშირეების "გაძლიერების მიზნით“.

მან ასევე განაცხადა, რომ აშშ კვლავ ღიაა დიპლომატიისთვის.

"აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ღიაა დიპლომატიის მიმართ”, - თქვა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ აშშ აწესებს სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მათთვის, რომლებიც კრემლის პოლიტიკას იზიარებენ.

"ჩვენ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებზე, ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ სარგებელს და ასევე უნდა გაიზიარონ ტკივილი - ვიმუშავეთ გერმანიასთან, რომ Nord Stream 2 არ გაგრძელდეს, - ამის შესხებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდი გამოაცხადა.

"რუსეთის ქმედებების გამო, ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან, იმის უზრუნველსაყოფად, რომ Nord Stream 2 , როგორც დაგპირდით, არ გაგრძელდეს. რუსეთი გადაიხდის უფრო ძვირ ფასს, თუ ის გააგრძელებს აგრესიას", - თქვა ბაიდენმა.

როგორც ცნობილია, გერმანიამ განაცხადა, რომ აჩერებს გაზსადენის "Nord Stream 2"-ის სერტიფიცირებას აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვის ქმედებების გამო.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის რეგიონების - დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.