მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვაძლევენ იარაღს, ან ჩაფხუტს, მაგრამ ეს არ არის ის, რის გამოც უკრაინა ქედს უნდა იხრიდეს" - მიმართვა დასავლეთს, პუტინს, მეგობარ ქვეყნებს: ზელენსკის სიტყვით გამოსვლის მთავარი გზავნილები
"გვაძლევენ იარაღს, ან ჩაფხუტს, მაგრამ ეს არ არის ის, რის გამოც უკრაინა ქედს უნდა იხრიდეს" - მიმართვა დასავლეთს, პუტინს, მეგობარ ქვეყნებს: ზელენსკის სიტყვით გამოსვლის მთავარი გზავნილები

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკი მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მო­ვი­და. გა­მოს­ვლი­სას მისი მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი შე­ე­ხე­ბო­და უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის კრი­ზისს და ამ კრი­ზი­სის კონ­ტექ­სტში და­სავ­ლე­თის როლს.

  • "ჩვენ გვაძ­ლე­ვენ ია­რაღს, ან ჩა­ფხუტს, მაგ­რამ ეს არ არის საქ­ველ­მოქ­მე­დო შე­ნა­ტა­ნი - ეს არც კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი ჟეს­ტია, რის გა­მოც უკ­რა­ი­ნა ქედს უნდა იხ­რი­დეს, ეს თქვე­ნი შე­ნა­ტა­ნია მსოფ­ლიო მშვი­დო­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნა სა­კუ­თარ თავს და­ი­ცავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა ექ­ნე­ბა მას თუ არა პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, უკ­რა­ი­ნა უკვე 8 წე­ლია ფა­რის როლს ას­რუ­ლებს და არც ერთ ევ­რო­პელ ლი­დერს მას­ზე კარ­გად არ ეს­მის რას ნიშ­ნავს, ყო­ველ დღე და­ღუ­პუ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რა.

"ჩვენ გვაძ­ლე­ვენ 100 ერ­თე­ულ თა­ნა­მედ­რო­ვე ია­რაღს, ან 5 ათას ჩა­ფხუტს - ვა­ფა­სებთ ნე­ბის­მი­ერ დახ­მა­რე­ბას, მაგ­რამ ყვე­ლას უნდა ეს­მო­დეს: ეს არ არის საქ­ველ­მოქ­მე­დო შე­ნა­ტა­ნი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნამ უნდა ითხო­ვოს, ან რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც უნდა შე­ახ­სე­ნოს პარტნი­ო­რებს. არც კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი ჟეს­ტია, რის გა­მოც უკ­რა­ი­ნა ქედს უნდა იხ­რი­დეს. ეს თქვე­ნი შე­ნა­ტა­ნია ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლიო უსაფრ­თხო­ე­ბა­ში, რა­შიც უკ­რა­ი­ნა უკვე 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­რუ­ლებს ფა­რის როლს და 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აჩე­რებს მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ უდი­დეს ჯარს, რო­მე­ლიც დგას ჩვე­ნი სა­ზღვრის გას­წვრივ და არა ევ­რო­კავ­ში­რის.

"გრა­დე­ბი“ მოფ­რი­ნავ­დნენ მა­რი­უ­ო­პოლ­ში და არა ევ­რო­პის ქა­ლა­ქებ­ში. ბრძო­ლე­ბის შე­დე­გად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია აე­რო­პორ­ტი დო­ნეცკ­ში და არა ფრან­კფურ­ტში და ყო­ველ­თვის ცხე­ლა ავ­დე­ევ­კა­ში და არა მონ­მარ­ტრში. არც ერ­თმა ევ­რო­პულ­მა ქვე­ყა­ნამ არ იცის, რა არის სამ­ხედ­რო დაკ­რძალ­ვე­ბი ყო­ველ დღე, ყვე­ლა რე­გი­ონ­ში და არც ერ­თმა ევ­რო­პელ­მა ლი­დერ­მა არ იცის, რას ნიშ­ნავს ყო­ველ­დღი­უ­რი შეხ­ვედ­რე­ბი და­ღუ­პუ­ლე­ბის ოჯა­ხებ­თან,“- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

  • "კუ­ბო­ებ­ში ჩა­წო­ლას და რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ლო­დინს არ ვა­პი­რებთ - უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი არ ნებ­დე­ბი­ან!"

"ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია ვი­ყოთ პა­სი­უ­რე­ბი, არ შეგ­ვიძ­ლია ყო­ველ დღე ვთქვათ, რომ ხვალ ომია. რო­მელ ეკო­ნო­მი­კა­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს ამის შემ­დეგ სა­უ­ბა­რი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ში, რო­დე­საც ყო­ველ დღე გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ხვალ თავს და­გეს­ხმე­ბი­ან. მა­შინ ხდე­ბა ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის ჩა­მოშ­ლა, გა­აქვთ ფული, ბიზ­ნე­სი გა­დის ქვეყ­ნი­დან. რო­გორ ფიქ­რობთ: შე­იძ­ლე­ბა ასეთ სა­ხელ­მწი­ფო­ში ცხოვ­რე­ბა? შე­იძ­ლე­ბა ასეთ სა­ხელ­მწი­ფო­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბა იყოს? არა!“- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის და­სუს­ტე­ბის მსურ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა­შიც ბევ­რია.

"მათ სურთ, რომ უკ­რა­ი­ნა სუს­ტი იყოს, ჰქონ­დეს სუს­ტი ეკო­ნო­მი­კა, ჰყავ­დეს სუს­ტი ჯარი - მა­შინ ჩვენ­ზე თავ­დას­ხმა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ჩვენ ვერ შევ­ძლებთ, ვერც ჩვე­ნი ხალ­ხის დაც­ვას, ვერც ეკო­ნო­მი­კის, ამი­ტომ ჩვენ მშვი­დად ვრე­ა­გი­რებთ ამა თუ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე. ჩვენ ჰიბ­რი­დუ­ლი ომის პი­რო­ბებ­ში ვართ. ამი­ტომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი არ ნებ­დე­ბი­ან ამ სი­ტყვის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბით. ჩვენ გვსურს ვი­ცხოვ­როთ ყო­ველ დღე და ვი­ცავ­დეთ ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს. ჩვენ უბ­რა­ლოდ გვსურს ვი­ცხოვ­როთ, რო­გორც ძლი­ერ­მა სა­ხელ­მწი­ფომ,“- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

  • "თუ ალი­ან­სის ყვე­ლა წევ­რს არ სურს ჩვე­ნი და­ნახ­ვა, გულ­წრფე­ლად გვი­თხა­რით"

"ჩვენ გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ნატო-ს კარი ღიაა. თუმ­ცა ჯერ უცხო­ე­ბის­თვის შეს­ვლა აკ­რძა­ლუ­ლია. თუ ალი­ან­სის ზო­გი­ერთ წევ­რს არ სურს ჩვე­ნი და­ნახ­ვა, ან ალი­ან­სის ყვე­ლა წევ­რს არ სურს ჩვე­ნი და­ნახ­ვა - გულ­წრფე­ლად გვი­თხა­რით", - ასე მი­მარ­თა ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რებს ზე­ლენ­სკიმ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა 8 წლის წინ გა­ა­კე­თეს არ­ჩე­ვა­ნი ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ, სწო­რედ ამი­ტომ, ისი­ნი დღეს იმ­სა­ხუ­რე­ბენ გულ­წრფელ პა­სუ­ხებს ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნატო-სგან.

"ჩვენ ღია პა­სუ­ხე­ბი გვჭირ­დე­ბა და არა წლო­ბით და­ხუ­რუ­ლი კი­თხვე­ბი. ნუთუ უფ­ლე­ბა სი­მარ­თლე­ზე არ შე­დის ჩვენს გა­ფარ­თო­ვე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში? სა­უ­კე­თე­სო დრო ამის­თვის მად­რი­დის უახ­ლო­ე­სი სა­მი­ტია,“- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

  • "არ ჩა­მოვ­თვლი მე­გო­ბარ ქვეყ­ნებს სა­ხე­ლე­ბით, რად­გან არ მინ­და, ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნას შერ­ცხვეს"

"მად­ლი­ე­რი ვარ ქვეყ­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც გვერ­დში უდ­გა­ნან უკ­რა­ი­ნას სი­ტყვით, მი­ღე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი­თა და კონ­კრე­ტუ­ლი დახ­მა­რე­ბით. არ ჩა­მოვ­თვლი ჩვენს მე­გო­ბარ ქვეყ­ნებს სა­ხე­ლე­ბით, რად­გან არ მინ­და ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნას შერ­ცხვეს", - აღ­ნიშ­ნა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა.

მისი თქმით, ეს ამ ქვეყ­ნე­ბის საქ­მე და მათი შეგ­ნე­ბაა, თუმ­ცა გა­უ­გე­ბა­რია რო­გორ აუხ­სნი­ან ისი­ნი ამ ყვე­ლა­ფერს კი­ევ­ში მცხოვ­რებ სამ არას­რულ­წლო­ვანს, რომ­ლებ­მაც დღეს ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის დრო­ით დი­ლის 6 სა­ათ­ზე ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი ჭურ­ვის შე­დე­გად მამა და­კარ­გეს.

"მე მად­ლი­ე­რი ვარ ქვეყ­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც გვერ­დში უდ­გა­ნან უკ­რა­ი­ნას სი­ტყვით, მი­ღე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი­თა და კონ­კრე­ტუ­ლი დახ­მა­რე­ბით, არი­ან ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დგა­ნან უკ­რა­ი­ნის გვერ­დით, დგა­ნან სი­მარ­თლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის გვერ­დით. არ ჩა­მოვ­თვლი ჩვენს მე­გო­ბარ ქვეყ­ნებს სა­ხე­ლე­ბით, რად­გან არ მინ­და ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნას შერ­ცხვეს. მაგ­რამ ეს მათი საქ­მეა, ეს ამ ქვეყ­ნე­ბის კარ­მაა და ის შეგ­ნე­ბაა, რო­მელ­საც თვა­ლი უნდა გა­უს­წო­რონ. თუმ­ცა არ ვიცი, რო­გორ აუხ­სნი­ან ამ ქმე­დე­ბას დღეს უკ­რა­ი­ნა­ში ორ მოკ­ლულ­სა და სამ დაჭ­რილ ჯა­რის­კაცს და რაც მთა­ვა­რია, რო­გორ აუხ­სნი­ან სამ გო­გოს კი­ე­ვი­დან, ერთი 10-საა, მე­ო­რე 6-ის და მე­სა­მე სულ რა­ღაც ერთი წლის, დღეს ისი­ნი დი­ლის 6 სა­ათ­ზე მა­მის გა­რე­შე დარ­ჩნენ, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნე­ლი ოფი­ცე­რი და­ი­ღუ­პა, ჭურ­ვის შე­დე­გად, რო­მე­ლიც აკ­რძა­ლუ­ლია მინ­სკის შე­თან­ხმე­ბით. არ ვიცი რაზე ფიქ­რობ­და ის თა­ვი­სი სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ წა­მებ­ში, ის, ალ­ბათ, არ ფიქ­რობ­და იმა­ზე, რა სა­ხის დღის წეს­რი­გი გვჭირ­დე­ბა ჩვენ აღ­მო­სავ­ლეთ­ში ომის შე­სა­ჩე­რებ­ლად, მაგ­რამ მან იცო­და კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი, რო­მე­ლიც მე დავ­სვი და­სა­წყის­ში, მან კარ­გად იცის ვინ იტყუ­ე­ბა. გა­ნის­ვე­ნოს მშვი­დო­ბით მან და ყვე­ლამ, ვინც ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის აღ­მო­სავ­ლეთ­ში და­ი­ღუ­პა“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, სა­ნამ და­სავ­ლე­თი დუმს, სუ­ჩუ­მე არ იქ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ევ­რო­პის აღ­მო­სავ­ლეთ­სა და მსოფ­ლი­ო­ში.

"რა შე­იძ­ლე­ბა ჩვენ გა­ვა­კე­თოთ ახლა?! ჩვენ შეგვლია გა­ვაგ­რძე­ლოთ უკ­რა­ი­ნის და მისი თავ­დაც­ვი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ეფექ­ტუ­რი მხარ­და­ჭე­რა, შეგ­ვიძ­ლია უზ­რუნ­ველ­ვყოთ ის ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვით, უზ­რუნ­ველ­ვყოთ დახ­მა­რე­ბი­თა და წარ­მო­ვად­გი­ნოთ კონ­კრე­ტუ­ლი დრო უკ­რა­ი­ნის ალი­ან­სის წევ­რო­ბის­თვის. ჩვენ გვჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა ქვეყ­ნის ტრანსფორ­მა­ცი­ა­ში, რათა მი­ვაღ­წი­ოთ სტა­ბი­ლუ­რო­ბას. ასე­ვე, გვჭირ­დე­ბა ახა­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ჯა­რის­თვის, რო­მე­ლიც იცავს მთელ ევ­რო­პას და გვჭირ­დე­ბა ეფექ­ტუ­რი სან­ქცი­ე­ბის პა­კე­ტი რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის შე­სა­კა­ვებ­ლად. ასე­ვე გვჭირ­დე­ბა უკ­რა­ი­ნის ინ­ტეგ­რა­ცია ევ­რო­კავ­შირ­ში, მა­შინ, რო­დე­საც ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დი ორი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც ია­რა­ღი. ყვე­ლა ეს კი­თხვა სა­ჭი­რო­ებს პა­სუხს, მაგ­რამ სა­ნაც­ვლოდ არის სი­ჩუ­მე და სა­ნამ სი­უ­ჩუ­მე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია, სი­ჩუ­მე არ იქ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ­ში, არ იქ­ნე­ბა ევ­რო­პის აღ­მო­სავ­ლეთ­სა და მსოფ­ლი­ო­ში. იმე­დი მაქვს, რომ სა­ბო­ლო­ოდ ევ­რო­პა და მსოფ­ლიო ამას მიხ­ვდე­ბა,“- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

  • ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს შეხ­ვედ­რა შეს­თა­ვა­ზა

"მე არ ვიცი რა სურს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს, ამი­ტომ ვთა­ვა­ზობ მას შეხ­ვედ­რას“,- ასე მი­მარ­თა პუ­ტინს მან მი­უნ­ხე­ნის კონ­ფე­რენ­ცი­ი­დან.

მკითხველის კომენტარები / 84 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
111111111111111
1

ვის უთხრა ვიიის? ამას თქვენ და თქვენისთანებს ეუბნება თორემ იქ ხმას ვინ ამოარებინებდა

...
3

როგორც იქნა გაჟღედა ხმამაღლა ჩვენი მოკავშირეების მიმაღტ უნდობლობა დროა ჩვენც ასეთი ტექსტით მივმართოტ ვითომ მოკავშირეებს, მარტო ჩვენი ხელით რომ უნდათ რუსებთან ბრძოლა ეს 30 წელი რომ გვპირდებოდნენ კეთილი ინებონ და მოახდინონ ჩვენი ქვეყნის სათანადოდ დაფასება რაც დიდძალ ფინანსებში ქახნების აშენებაში და ბაზრის გაღებაში არის ნაგულისხმები არა კვოტირებული და უაზრო ნორმატივების წარდგენით არამედ თავისუფალი ბაზრის პრინციპით, თუ არადა გვტავაზობენ აგენ 3+3 ფორმატს და რატომ უნდა ვთქვათ უარი ბოდიი და ჩვენს მოკავშირეებს რომ არ ეწყინოთ თუ აქაურ მარგინალურ პარტიებს გინდ სამთავრობო გინდ ოპზიციურს.

პ.ს ასე რომ მორჩით ხალხის მოტყუებას 30 წელია ასე გვაბოლებთ და მეტი აღა გაგივათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"გვაძლევენ იარაღს, ან ჩაფხუტს, მაგრამ ეს არ არის ის, რის გამოც უკრაინა ქედს უნდა იხრიდეს" - მიმართვა დასავლეთს, პუტინს, მეგობარ ქვეყნებს: ზელენსკის სიტყვით გამოსვლის მთავარი გზავნილები

"გვაძლევენ იარაღს, ან ჩაფხუტს, მაგრამ ეს არ არის ის, რის გამოც უკრაინა ქედს უნდა იხრიდეს" - მიმართვა დასავლეთს, პუტინს, მეგობარ ქვეყნებს: ზელენსკის სიტყვით გამოსვლის მთავარი გზავნილები

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. გამოსვლისას მისი მთავარი სათქმელი შეეხებოდა უკრაინა-რუსეთის კრიზისს და ამ კრიზისის კონტექსტში დასავლეთის როლს.

  • "ჩვენ გვაძლევენ იარაღს, ან ჩაფხუტს, მაგრამ ეს არ არის საქველმოქმედო შენატანი - ეს არც კეთილშობილური ჟესტია, რის გამოც უკრაინა ქედს უნდა იხრიდეს, ეს თქვენი შენატანია მსოფლიო მშვიდობაში", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა საკუთარ თავს დაიცავს, მიუხედავად იმისა ექნება მას თუ არა პარტნიორების მხარდაჭერა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინა უკვე 8 წელია ფარის როლს ასრულებს და არც ერთ ევროპელ ლიდერს მასზე კარგად არ ესმის რას ნიშნავს, ყოველ დღე დაღუპულების ოჯახის წევრებთან შეხვედრა.

"ჩვენ გვაძლევენ 100 ერთეულ თანამედროვე იარაღს, ან 5 ათას ჩაფხუტს - ვაფასებთ ნებისმიერ დახმარებას, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს: ეს არ არის საქველმოქმედო შენატანი, რომელიც უკრაინამ უნდა ითხოვოს, ან რომლის შესახებაც უნდა შეახსენოს პარტნიორებს. არც კეთილშობილური ჟესტია, რის გამოც უკრაინა ქედს უნდა იხრიდეს. ეს თქვენი შენატანია ევროპისა და მსოფლიო უსაფრთხოებაში, რაშიც უკრაინა უკვე 8 წლის განმავლობაში ასრულებს ფარის როლს და 8 წლის განმავლობაში აჩერებს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ჯარს, რომელიც დგას ჩვენი საზღვრის გასწვრივ და არა ევროკავშირის.

"გრადები“ მოფრინავდნენ მარიუოპოლში და არა ევროპის ქალაქებში. ბრძოლების შედეგად განადგურებულია აეროპორტი დონეცკში და არა ფრანკფურტში და ყოველთვის ცხელა ავდეევკაში და არა მონმარტრში. არც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ არ იცის, რა არის სამხედრო დაკრძალვები ყოველ დღე, ყველა რეგიონში და არც ერთმა ევროპელმა ლიდერმა არ იცის, რას ნიშნავს ყოველდღიური შეხვედრები დაღუპულების ოჯახებთან,“- განაცხადა ზელენსკიმ.

  • "კუბოებში ჩაწოლას და რუსი სამხედროების ლოდინს არ ვაპირებთ - უკრაინელები არ ნებდებიან!"

"ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ პასიურები, არ შეგვიძლია ყოველ დღე ვთქვათ, რომ ხვალ ომია. რომელ ეკონომიკაზე შეიძლება იყოს ამის შემდეგ საუბარი. როგორ შეიძლება ცხოვრება სახელმწიფოში, როდესაც ყოველ დღე გეუბნებიან, რომ ხვალ თავს დაგესხმებიან. მაშინ ხდება ეროვნული ვალუტის ჩამოშლა, გააქვთ ფული, ბიზნესი გადის ქვეყნიდან. როგორ ფიქრობთ: შეიძლება ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება? შეიძლება ასეთ სახელმწიფოში სტაბილურობა იყოს? არა!“- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის დასუსტების მსურველი ქვეყანაშიც ბევრია.

"მათ სურთ, რომ უკრაინა სუსტი იყოს, ჰქონდეს სუსტი ეკონომიკა, ჰყავდეს სუსტი ჯარი - მაშინ ჩვენზე თავდასხმა შესაძლებელი იქნება. ჩვენ ვერ შევძლებთ, ვერც ჩვენი ხალხის დაცვას, ვერც ეკონომიკის, ამიტომ ჩვენ მშვიდად ვრეაგირებთ ამა თუ იმ ინფორმაციაზე. ჩვენ ჰიბრიდული ომის პირობებში ვართ. ამიტომ უკრაინელები არ ნებდებიან ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით. ჩვენ გვსურს ვიცხოვროთ ყოველ დღე და ვიცავდეთ ჩვენს სახელმწიფოს. ჩვენ უბრალოდ გვსურს ვიცხოვროთ, როგორც ძლიერმა სახელმწიფომ,“- განაცხადა ზელენსკიმ.

  • "თუ ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი დანახვა, გულწრფელად გვითხარით"

"ჩვენ გვეუბნებიან, რომ ნატო-ს კარი ღიაა. თუმცა ჯერ უცხოებისთვის შესვლა აკრძალულია. თუ ალიანსის ზოგიერთ წევრს არ სურს ჩვენი დანახვა, ან ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი დანახვა - გულწრფელად გვითხარით", - ასე მიმართა ქვეყნების ლიდერებს ზელენსკიმ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, უკრაინელებმა 8 წლის წინ გააკეთეს არჩევანი ევროპული მომავლის სასარგებლოდ, სწორედ ამიტომ, ისინი დღეს იმსახურებენ გულწრფელ პასუხებს ევროკავშირისა და ნატო-სგან.

"ჩვენ ღია პასუხები გვჭირდება და არა წლობით დახურული კითხვები. ნუთუ უფლება სიმართლეზე არ შედის ჩვენს გაფართოვებულ შესაძლებლობებში? საუკეთესო დრო ამისთვის მადრიდის უახლოესი სამიტია,“- განაცხადა ზელენსკიმ.

  • "არ ჩამოვთვლი მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ მინდა, ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს"

"მადლიერი ვარ ქვეყნების, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას სიტყვით, მიღებული დეკლარაციებითა და კონკრეტული დახმარებით. არ ჩამოვთვლი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ მინდა ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ეს ამ ქვეყნების საქმე და მათი შეგნებაა, თუმცა გაუგებარია როგორ აუხსნიან ისინი ამ ყველაფერს კიევში მცხოვრებ სამ არასრულწლოვანს, რომლებმაც დღეს ცენტრალური ევროპის დროით დილის 6 საათზე ჩამოგდებული ჭურვის შედეგად მამა დაკარგეს.

"მე მადლიერი ვარ ქვეყნების, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას სიტყვით, მიღებული დეკლარაციებითა და კონკრეტული დახმარებით, არიან ქვეყნები, რომლებიც დგანან უკრაინის გვერდით, დგანან სიმართლისა და საერთაშორისო სამართლის გვერდით. არ ჩამოვთვლი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ მინდა ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს. მაგრამ ეს მათი საქმეა, ეს ამ ქვეყნების კარმაა და ის შეგნებაა, რომელსაც თვალი უნდა გაუსწორონ. თუმცა არ ვიცი, როგორ აუხსნიან ამ ქმედებას დღეს უკრაინაში ორ მოკლულსა და სამ დაჭრილ ჯარისკაცს და რაც მთავარია, როგორ აუხსნიან სამ გოგოს კიევიდან, ერთი 10-საა, მეორე 6-ის და მესამე სულ რაღაც ერთი წლის, დღეს ისინი დილის 6 საათზე მამის გარეშე დარჩნენ, როდესაც უკრაინელი ოფიცერი დაიღუპა, ჭურვის შედეგად, რომელიც აკრძალულია მინსკის შეთანხმებით. არ ვიცი რაზე ფიქრობდა ის თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წამებში, ის, ალბათ, არ ფიქრობდა იმაზე, რა სახის დღის წესრიგი გვჭირდება ჩვენ აღმოსავლეთში ომის შესაჩერებლად, მაგრამ მან იცოდა კითხვაზე პასუხი, რომელიც მე დავსვი დასაწყისში, მან კარგად იცის ვინ იტყუება. განისვენოს მშვიდობით მან და ყველამ, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში დაიღუპა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სანამ დასავლეთი დუმს, სუჩუმე არ იქნება უკრაინის აღმოსავლეთში, ევროპის აღმოსავლეთსა და მსოფლიოში.

"რა შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ ახლა?! ჩვენ შეგვლია გავაგრძელოთ უკრაინის და მისი თავდაცვითი საშუალებების ეფექტური მხარდაჭერა, შეგვიძლია უზრუნველვყოთ ის ევროპული პერსპექტივით, უზრუნველვყოთ დახმარებითა და წარმოვადგინოთ კონკრეტული დრო უკრაინის ალიანსის წევრობისთვის. ჩვენ გვჭირდება დახმარება ქვეყნის ტრანსფორმაციაში, რათა მივაღწიოთ სტაბილურობას. ასევე, გვჭირდება ახალი შეიარაღებით უზრუნველყოფა ჯარისთვის, რომელიც იცავს მთელ ევროპას და გვჭირდება ეფექტური სანქციების პაკეტი რუსეთის აგრესიის შესაკავებლად. ასევე გვჭირდება უკრაინის ინტეგრაცია ევროკავშირში, მაშინ, როდესაც ჩრდილოეთის ნაკადი ორი გამოიყენება როგორც იარაღი. ყველა ეს კითხვა საჭიროებს პასუხს, მაგრამ სანაცვლოდ არის სიჩუმე და სანამ სიუჩუმე შენარჩუნებულია, სიჩუმე არ იქნება უკრაინის აღმოსავლეთში, არ იქნება ევროპის აღმოსავლეთსა და მსოფლიოში. იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ევროპა და მსოფლიო ამას მიხვდება,“- განაცხადა ზელენსკიმ.

  • ვლადიმერ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრა შესთავაზა

"მე არ ვიცი რა სურს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ამიტომ ვთავაზობ მას შეხვედრას“,- ასე მიმართა პუტინს მან მიუნხენის კონფერენციიდან.