პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეგეტასა“ და Animal Project-ის ზრუნვა მიუსაფარ კატებზე
"თეგეტასა“ და Animal Project-ის ზრუნვა მიუსაფარ კატებზე

სო­ლო­ლაკ­ში, ბეთ­ლე­მის ქუ­ჩა­ზე დიდი ხა­ნია, თა­მა­მად სე­ირ­ნობს ფისო ჭრე­ლი ბეწ­ვით. რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რიც ჰყავს და კე­თი­ლი მე­ზობ­ლე­ბიც - იტა­ლი­უ­რი ეზოს მცხოვ­რებ­ნი, რომ­ლე­ბიც უბ­ნის კა­ტებს მში­ერს არა­სო­დეს ტო­ვე­ბენ. ცხო­ვე­ლე­ბიც უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლით პა­სუ­ხო­ბენ მზრუნ­ველ ადა­მი­ა­ნებს და ეზოს მღრღნე­ლე­ბის­გან თავ­გა­მო­დე­ბით იცა­ვენ. თუმ­ცა სო­ლო­ლა­კე­ლი ფი­სო­ე­ბის შემ­თხვე­ვა გა­მო­ნაკ­ლი­სია. ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ქუ­ჩა­ში ყო­ველ­გვა­რი ზრუნ­ვი­სა და თავ­შე­საფ­რის გა­რე­შე ცხოვ­რობს.

მათ გა­და­სარ­ჩე­ნად ცხო­ვე­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მცი­რე­რი­ცხო­ვან­მა ჯგუფ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია Animal Project და­ა­ფუძნა და მათ­ზე ზრუნ­ვას შე­უდ­გა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნა­თია ჩი­ქო­ვა­ნი სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას გვი­ზი­ა­რებს.

"ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კა­ტე­ბი­სა და ძაღ­ლე­ბის პო­პუ­ლა­ცია, ანუ მათი რა­ო­დე­ნო­ბა არ­სად აღი­რი­ცხე­ბა, არ არ­სე­ბობს არც კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი, რაც ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი ცხო­ვე­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. ძაღ­ლე­ბის სტე­რი­ლი­ზა­ცია-კას­ტრა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რა არა­საკ­მა­რი­სი სიხ­ში­რით ტარ­დე­ბა, კა­ტე­ბის კი - კი­დევ უფრო იშ­ვი­ა­თად. Animal Project-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი მო­ხა­ლი­სე­ე­ბად ვმუ­შა­ობთ ცხო­ვე­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და მოვ­ლის კულ­ტუ­რის ამაღ­ლე­ბა­ზე. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა ასეთ დროს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვით ბევ­რი ცხო­ვე­ლის გა­დარ­ჩე­ნაც შევ­ძე­ლით და ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტიც გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ“.

ცხო­ვე­ლებ­ზე ზრუნ­ვის სურ­ვი­ლი გახ­და მი­ზე­ზი, რის გა­მოც Animal Project-ის და "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ გზე­ბი გა­და­იკ­ვე­თა. მათ ერ­თად გა­და­წყვი­ტეს, ზრუნ­ვით შეც­ვა­ლონ ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი ფი­სო­ე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა და წა­მო­ი­წყეს კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც ცხო­ველ­თა, ამ­ჯე­რად კა­ტე­ბის, უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

"საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი წა­მო­ვი­წყეთ, ეს არის კა­ტე­ბის სტე­რი­ლი­ზა­ცია-კას­ტრა­ცია. შე­საძ­ლოა, ბევ­რმა არც იცის, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს ცხო­ვე­ლე­ბის და­სა­ცა­ვად და გა­და­სარ­ჩე­ნად. პირ­ველ რიგ­ში, მი­ნი­მუ­მამ­დე მცირ­დე­ბა სხვა­დას­ხვა მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის, მათ შო­რის სიმ­სივ­ნის, გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი. კა­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მო­წყვლა­დი ჯგუ­ფია. ისი­ნი ძა­ლი­ან სწრა­ფად მრავ­ლდე­ბი­ან და შემ­დეგ ქუ­ჩა­ში, ძი­რი­თა­დად ტან­ჯვა­სა და უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ. ამი­ტომ სტე­რი­ლი­ზა­ცი­ით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა გვარ­დე­ბა“, - გვიყ­ვე­ბა Animal Project-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნა­თია ჩი­ქო­ვა­ნი.

ნა­თია გვიხ­სნის, რომ სტე­რი­ლი­ზა­ცია-კას­ტრა­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კაა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა აკონ­ტრო­ლებს კომ­პა­ნი­ო­ნი ცხო­ვე­ლე­ბის პო­პუ­ლა­ცი­ას. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ცხო­ვე­ლე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბი უც­ვლე­ლი რჩე­ბა, არ უქ­ვე­ით­დე­ბათ თა­მა­ში­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სურ­ვი­ლი. ასე რომ, ეს პრო­ცე­დუ­რა არა­ნა­ირ გავ­ლე­ნას არ ახ­დენს მათ ფსი­ქო­ე­მო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. მა­ხინ­ჯი და სა­ზი­ა­ნო პრაქ­ტი­კაა სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის მა­გივ­რად მე­დი­კა­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბაც (თუნ­დაც ერთჯე­რა­დად) გამ­რავ­ლე­ბის სურ­ვი­ლის პე­რი­ოდ­ში. შე­საძ­ლოა, პრე­პა­რატ­მა ცხო­ვე­ლის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს.

"გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ცხო­ვე­ლე­ბის სახ­ლის პი­რო­ბებ­ში გამ­რავ­ლე­ბა იკ­რძა­ლე­ბა. ძაღ­ლებ­სა და კა­ტებს მხო­ლოდ ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი სა­შე­ნე­ბი ამ­რავ­ლე­ბენ, ყვე­ლა წე­სი­სა და ცხო­ვე­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვით“, - გვე­უბ­ნე­ბა Animal Project-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნა­თია ჩი­ქო­ვა­ნი.

თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პით, ფი­სო­ე­ბი ჯერ თბი­ლის­ში გა­და­არ­ჩი­ეს. კამ­პა­ნი­ამ ქუ­თა­ის­ში, გორ­სა და ბოლ­ნის­შიც ჩა­აღ­წია. ოპე­რა­ცი­ე­ბი ვე­ტე­რი­ნა­რულ კლი­ნი­კებ­ში, ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რის დაც­ვით, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა ჩა­ა­ტა­რეს.

ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ­მა ფი­სო­ებ­მა შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ 3-დღი­ა­ნი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გა­ი­ა­რეს. ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი კა­ტე­ბი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის­თვის დრო­ე­ბით მო­ხა­ლი­სე­ებ­მა შე­ი­ფა­რეს.

"ზრუნ­ვის კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, Animal Project-თან ერ­თად, მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის და­სა­ცა­ვად სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, მხარ­ში და­ვუდ­გეთ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ზუს­ტად იცი­ან ცხო­ველ­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი. კას­ტრა­ცია-სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის თე­მას საკ­მა­ოდ დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰქონ­და და უკვე 120-ზე მეტ კა­ტას ჩა­უ­ტარ­და პრო­ცე­დუ­რა. სი­ა­მა­ყით მინ­და აღ­ვნიშ­ნო ისიც, რომ ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა უბან­ში მი­უ­სა­ფარ კა­ტებს ექ­ნე­ბათ სახ­ლე­ბი, სა­დაც ცივ ზამ­თარს გა­ა­ტა­რე­ბენ“, - ნა­თი­კა ბერ­ძუ­ლი, "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

Animal Project ყო­ველ­წლი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის გა­ჩუ­ქე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბებს, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ამა­რა­გებს ოთხფე­ხა მე­გობ­რებს სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბით, ქმნის მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუ­ფებს და მათი ჩარ­თუ­ლო­ბით, მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის სტე­რი­ლი­ზა­ცი­ას, კას­ტრა­ცი­ა­სა და ვაქ­ცი­ნა­ცი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს. შე­გიძ­ლი­ათ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას თა­ვა­დაც და­უ­მე­გობ­რდეთ "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ ზრუნ­ვის პლატ­ფორ­მა tegeta.care-ზე, სა­დაც, საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად, მათი დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლე­ბიც არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­ნი.

(R)

ავტორი:

"თეგეტასა“ და Animal Project-ის ზრუნვა მიუსაფარ კატებზე

"თეგეტასა“ და Animal Project-ის ზრუნვა მიუსაფარ კატებზე

სოლოლაკში, ბეთლემის ქუჩაზე დიდი ხანია, თამამად სეირნობს ფისო ჭრელი ბეწვით. რამდენიმე მეგობარიც ჰყავს და კეთილი მეზობლებიც - იტალიური ეზოს მცხოვრებნი, რომლებიც უბნის კატებს მშიერს არასოდეს ტოვებენ. ცხოველებიც უპირობო სიყვარულით პასუხობენ მზრუნველ ადამიანებს და ეზოს მღრღნელებისგან თავგამოდებით იცავენ. თუმცა სოლოლაკელი ფისოების შემთხვევა გამონაკლისია. შინაური ცხოველების უმრავლესობა ქუჩაში ყოველგვარი ზრუნვისა და თავშესაფრის გარეშე ცხოვრობს.

მათ გადასარჩენად ცხოველების მოყვარული ადამიანების მცირერიცხოვანმა ჯგუფმა არასამთავრობო ორგანიზაცია Animal Project დააფუძნა და მათზე ზრუნვას შეუდგა. ორგანიზაციის თანადამფუძნებელი ნათია ჩიქოვანი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

"ჩვენს ქვეყანაში კატებისა და ძაღლების პოპულაცია, ანუ მათი რაოდენობა არსად აღირიცხება, არ არსებობს არც კონტროლის მექანიზმი, რაც ქუჩაში მცხოვრები ცხოველების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. ძაღლების სტერილიზაცია-კასტრაციის პროცედურა არასაკმარისი სიხშირით ტარდება, კატების კი - კიდევ უფრო იშვიათად. Animal Project-ის თანადამფუძნებლები მოხალისეებად ვმუშაობთ ცხოველების კეთილდღეობისა და მოვლის კულტურის ამაღლებაზე. საზოგადოების მაღალი ჩართულობა ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. საერთო ძალისხმევით ბევრი ცხოველის გადარჩენაც შევძელით და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტიც განვახორციელეთ“.

ცხოველებზე ზრუნვის სურვილი გახდა მიზეზი, რის გამოც Animal Project-ის და "თეგეტა ჰოლდინგის“ გზები გადაიკვეთა. მათ ერთად გადაწყვიტეს, ზრუნვით შეცვალონ ქუჩაში მცხოვრები ფისოების ყოველდღიურობა და წამოიწყეს კამპანია, რომელიც ცხოველთა, ამჯერად კატების, უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.

"საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი წამოვიწყეთ, ეს არის კატების სტერილიზაცია-კასტრაცია. შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ცხოველების დასაცავად და გადასარჩენად. პირველ რიგში, მინიმუმამდე მცირდება სხვადასხვა მძიმე დაავადების, მათ შორის სიმსივნის, განვითარების რისკი. კატები განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია. ისინი ძალიან სწრაფად მრავლდებიან და შემდეგ ქუჩაში, ძირითადად ტანჯვასა და უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. ამიტომ სტერილიზაციით ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა გვარდება“, - გვიყვება Animal Project-ის თანადამფუძნებელი ნათია ჩიქოვანი.

ნათია გვიხსნის, რომ სტერილიზაცია-კასტრაცია საერთაშორისო პრაქტიკაა, რომლის საშუალებითაც ყველა განვითარებული ქვეყანა აკონტროლებს კომპანიონი ცხოველების პოპულაციას. ოპერაციის შემდეგ ცხოველების პერსონალური თვისებები უცვლელი რჩება, არ უქვეითდებათ თამაშისა და კომუნიკაციის სურვილი. ასე რომ, ეს პროცედურა არანაირ გავლენას არ ახდენს მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. მახინჯი და საზიანო პრაქტიკაა სტერილიზაციის მაგივრად მედიკამენტის გამოყენებაც (თუნდაც ერთჯერადად) გამრავლების სურვილის პერიოდში. შესაძლოა, პრეპარატმა ცხოველისთვის სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

"განვითარებულ ქვეყნებში ცხოველების სახლის პირობებში გამრავლება იკრძალება. ძაღლებსა და კატებს მხოლოდ ლიცენზირებული საშენები ამრავლებენ, ყველა წესისა და ცხოველის უფლებების დაცვით“, - გვეუბნება Animal Project-ის თანადამფუძნებელი ნათია ჩიქოვანი.

თანამშრომლობის ფარგლებში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფისოები ჯერ თბილისში გადაარჩიეს. კამპანიამ ქუთაისში, გორსა და ბოლნისშიც ჩააღწია. ოპერაციები ვეტერინარულ კლინიკებში, ყველა შესაბამისი პროცედურის დაცვით, პროფესიონალებმა ჩაატარეს.

ქუჩაში მცხოვრებმა ფისოებმა შესაბამისი პროცედურის შემდეგ 3-დღიანი რეაბილიტაცია გაიარეს. ნაოპერაციები კატები მეთვალყურეობისთვის დროებით მოხალისეებმა შეიფარეს.

"ზრუნვის კამპანიის ფარგლებში, Animal Project-თან ერთად, მიუსაფარი ცხოველების დასაცავად სხვადასხვა აქტივობას ვახორციელებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მხარში დავუდგეთ ადამიანებს, ვინც ზუსტად იციან ცხოველთა საჭიროებები. კასტრაცია-სტერილიზაციის თემას საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა და უკვე 120-ზე მეტ კატას ჩაუტარდა პროცედურა. სიამაყით მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ამ თანამშრომლობის შედეგად თბილისის სხვადასხვა უბანში მიუსაფარ კატებს ექნებათ სახლები, სადაც ცივ ზამთარს გაატარებენ“, - ნათიკა ბერძული, "თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

Animal Project ყოველწლიურად ახორციელებს მიუსაფარი ცხოველების გაჩუქების ღონისძიებებს, შეძლებისდაგვარად ამარაგებს ოთხფეხა მეგობრებს საჭირო მედიკამენტებით, ქმნის მოხალისეთა ჯგუფებს და მათი ჩართულობით, მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციას, კასტრაციასა და ვაქცინაციას უზრუნველყოფს. შეგიძლიათ ორგანიზაციას თავადაც დაუმეგობრდეთ "თეგეტა ჰოლდინგის“ ზრუნვის პლატფორმა tegeta.care-ზე, სადაც, საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ერთად, მათი დახმარების მსურველებიც არიან გაერთიანებულნი.

(R)