პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხორცის მოყვარულების ტოპ 5 ქვეყანა, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ
ხორცის მოყვარულების ტოპ 5 ქვეყანა, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ

არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, და­მა­რი­ნა­დე­ბუ­ლი გიყ­ვართ თუ ცე­ცხლზე შემ­წვა­რი, გრილ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი თუ მო­ხარ­შუ­ლი, და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტი თუ შე­ბო­ლი­ლი – ხორ­ცი ნე­ბის­მი­ე­რი ვა­რი­ა­ცი­ით უამ­რა­ვი კერ­ძის მთა­ვა­რი ინ­გრე­დი­ენ­ტია. ხორ­ცით მომ­ზა­დე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა კერ­ძი ბევ­რი ქვეყ­ნის სიმ­ბო­ლოა. დღეს ტუ­რის­ტე­ბი სა­მოგ­ზა­უ­რო ქვეყ­ნებს სხვა უამ­რა­ვი კრი­ტე­რი­უ­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, ეროვ­ნუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და კერ­ძე­ბის მი­ხედ­ვი­თაც არ­ჩე­ვენ. თუ თქვენც მათ შო­რის ხართ, ვი­საც ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი და მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარს, წარ­მო­გიდ­გენთ ხორ­ცის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის 5 ქვე­ყა­ნას, რო­მელ­საც ერთხელ მა­ინც უნდა ეს­ტუმ­როთ. ეს ქვეყ­ნე­ბი booking.com-მა გა­მო­ავ­ლი­ნა, რო­გორც ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­თი.

ჩრდი­ლო­ე­თი მა­კე­დო­ნია

ჩრდი­ლო­ე­თი მა­კე­დო­ნია არის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ბალ­კა­ნე­თის რე­გი­ო­ნის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ჭეშ­მა­რი­ტი ნი­მუ­შია. აქ უხ­ვა­დაა ის­ტო­რი­უ­ლი ქა­ლა­ქე­ბი, ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბა და კულ­ტუ­რა­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა. ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას აუ­ცი­ლებ­ლად ეწ­ვი­ეთ მავ­რო­ვოს ეროვ­ნულ პარკს. მო­ი­ნა­ხუ­ლეთ დე­და­ქა­ლა­ქის ხი­დე­ბი და ცი­ხე­სი­მაგ­რე, სა­ნამ სა­ბა­გი­რო გზით ათას­წლე­უ­ლის ჯვრის სა­ნა­ხა­ვად წახ­ვალთ.

და რაც მთა­ვა­რია, აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­გე­მოვ­ნეთ ხორ­ცი­ა­ნი კერ­ძე­ბი, რომ­ლებ­საც ქვე­ყა­ნა­ში შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ. ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას გურ­მა­ნე­ბის დე­და­ქა­ლაქ­საც კი უწო­დე­ბენ. ეროვ­ნულ გა­ტა­ცე­ბა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი გრილ­ზე ხორ­ცი­სა და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა, რო­მელ­საც უკი­დუ­რე­სი სი­ზუს­ტით წვა­ვენ. ქვეყ­ნის მთა­ვა­რი კერ­ძი კი ცნო­ბი­ლია სა­ხე­ლით ტავ­ჩე გრავ­ჩე, რო­მე­ლიც ლო­ბი­ო­თი მზად­დე­ბა, თუმ­ცა მისი მთა­ვა­რი ინ­გრე­დი­ენ­ტი სო­სი­სია. ტავ­ჩე გრავ­ჩე თი­ხის ჭურ­ჭელ­ში მზად­დე­ბა. ასე­ვე, სო­სი­სით მზად­დე­ბა კი­დევ ერთი ეროვ­ნუ­ლი კერ­ძი ლუ­კან­ჩი, რომ­ლის მთა­ვა­რი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბია მსუ­ქა­ნი ღო­რის ხორ­ცი, სო­სი­სი და პაპ­რი­კა. ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ცხვრის ხორ­ცი, რო­მელ­საც გრილ­ზე შემ­წვარს ხში­რად მი­ირ­თმე­ვენ ბოსტნე­ულ­სა და კა­რა­მე­ლი­ზე­ბულ ხახვთან ერ­თად.

ურუგ­ვაი

ბრა­ზი­ლი­ი­სა და არ­გენ­ტი­ნის მე­ზო­ბე­ლი ურუგ­ვაი ხორ­ცის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის გუ­ლი­სა და კუ­ჭის დამ­პყრობ­ლის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. მან სა­ხე­ლი ხმელ­თა­შუა ზღვის სამ­ზა­რე­უ­ლო­თი და სამ­ხრეთ ამე­რი­კუ­ლი არო­მა­ტე­ბით გა­ით­ქვა. ურუგ­ვა­ი­ში ძა­ლი­ან უყ­ვართ კარ­ნა­ვა­ლე­ბი. ეს არის ტან­გოს მოყ­ვა­რუ­ლე­ბის ქვე­ყა­ნა, სა­დაც მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს თქვენც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა სცა­დოთ ტან­გოს ილე­თე­ბის შეს­წავ­ლა და რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი იცეკ­ვოთ.

რაც შე­ე­ხე­ბა სამ­ზა­რე­უ­ლოს, ურუგ­ვაი ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი რეს­ტორ­ნე­ბით, რომ­ლებ­საც გა­რეთ გრი­ლი აქვს და ხორ­ცი ღია ცის ქვეშ იწ­ვე­ბა. აქ ხორ­ცის შეწ­ვის თა­ვი­სე­ბუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი აქვთ. ხორ­ცის გვერ­დით კი აუ­ცი­ლებ­ლად წვა­ვენ სო­სისს, რო­მელ­საც ნივ­რით, ორე­გა­ნო­თი და პაპ­რი­კით მი­ირ­თმე­ვენ. ხორ­ცის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის კი­დევ ერთი რჩე­უ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძია ჩი­ვი­ტო. ეს გახ­ლავთ სენდვი­ჩი – მომ­ზა­დე­ბუ­ლი ლო­რით, ბე­კო­ნით, კვერ­ცხით, ყვე­ლით, სა­ლა­თის ფურ­ცლით, წი­წა­კით, ზე­თის­ხი­ლი­თა და სო­უ­სით.

სამ­ხრეთ კო­რეა

თუ აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა გა­და­წყვი­ტეთ, სამ­ხრეთ კო­რეა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და მომ­ხიბ­ვლე­ლი ქვე­ყა­ნაა. ხოლო თუ თქვენ ხორ­ცი­ა­ნი კერ­ძე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ხართ, მა­შინ სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში ვი­ზი­ტი თქვენ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მარ­თა­ლია, ქვე­ყა­ნა­ში მცე­ნა­რე­უ­ლი კერ­ძე­ბი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია, მაგ­რამ ხორ­ცის მომ­ზა­დე­ბის კო­რე­უ­ლი ტრა­დი­ცია მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია. ეროვ­ნუ­ლი კერ­ძია ბულ­გო­გი. მის მო­სამ­ზა­დებ­ლად ღო­რის ან სა­ქონ­ლის ხორცს ამა­რი­ნა­დე­ბენ სო­ი­ოს სო­უს­ში, შა­ქარ­ში, ნი­ორ­ში, სე­ზა­მის მარ­ცვლებ­თან ერ­თად. მა­რი­ნად­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­უ­რი­ოთ სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ბოსტნე­უ­ლიც. შემ­დეგ კი და­მა­რი­ნა­დე­ბუ­ლი ხორ­ცი და ბოსტნე­უ­ლი იწ­ვე­ბა გრილ­ზე მწვა­ნე ბულ­გა­რულ წი­წა­კას­თან, დაჭ­რილ ხახვსა და ნივ­რის მთლი­ან კბი­ლებ­თან ერ­თად.

ქუ­ჩებ­ში ყველ­გან იყი­დე­ბა შემ­წვა­რი ქათ­მის ფრთე­ბი, რო­მელ­საც მომ­ზა­დე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რი წესი აქვს. მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს აუ­ცი­ლებ­ლად იყი­დეთ ის და ქუ­ჩა­ში ხე­ტი­ა­ლის დროს მი­ირ­თვით. კო­რე­უ­ლად შემ­წვა­რი ქათ­მის ხორცს ხში­რად ახა­სი­ა­თე­ბენ, რო­გორც ზე­ცი­ურს.

კე­ნია

კე­ნია და მისი დე­და­ქა­ლა­ქი ნა­ი­რო­ბი აფ­რი­კის სა­უ­კე­თე­სო ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბა, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ფლო­რა და ფა­უ­ნა, და­ი­ვინ­გი და ექ­სტრე­მა­ლუ­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი – ეს სწო­რედ ისაა, რა­საც კე­ნია შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

ეროვ­ნუ­ლი კერ­ძის, ნი­ა­მა ჩო­მას და­გე­მოვ­ნე­ბის­თა­ნა­ვე მიხ­ვდე­ბით, რომ ქვე­ყა­ნა­ში ხორ­ცის მომ­ზა­დე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წე­სე­ბი აქვთ. ნი­ა­მა ჩომა პირ­ვე­ლი კერ­ძი უნდა იყოს, რო­მელ­საც კე­ნი­ა­ში გა­სინ­ჯავთ და მო­ემ­ზა­დეთ, რომ ხე­ლე­ბის დას­ვრაც მო­გი­წევთ. კერ­ძი უფრო ხში­რად თხის ხორ­ცით მზად­დე­ბა, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა შეგ­ხვდეთ სა­ქონ­ლის, ქათ­მი­სა და ნი­ან­გის ხორ­ცი­თაც კი. ხორ­ცი უნდა შე­იწ­ვას ისე, რომ ცოტა ზედ­მე­ტად მომ­წვა­რი, კნა­ტუ­ნა კანი ჰქონ­დეს. ის მა­გი­დას­თან ლუკ­მე­ბის ტოლ ნაჭ­რე­ბად დაჭ­რი­ლი მი­აქვთ და აუ­ცი­ლებ­ლად ხე­ლით უნდა მი­ირ­თვან.

ფი­ლი­პი­ნე­ბი

თუ თქვენ­თვის სა­უ­კე­თე­სოდ შემ­წვა­რი გოჭი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ოც­ნე­ბაა, მა­შინ ფი­ლი­პი­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა ნამ­დვი­ლად ღირს. გოჭი იწ­ვე­ბა მწვა­ნი­ლით, ხახ­ვით და ნივ­რით. ხორ­ცის კანი იმ­დე­ნად კნა­ტუ­ნაა, რომ მას ქო­ქო­სის კანს ადა­რე­ბენ ხოლ­მე. შემ­წვარ გოჭს ჭრი­ან და სუფ­რა­ზე სო­ი­ო­სა და ჩილი სო­უს­სა და ციტ­რუს­თან ერ­თად მი­აქვთ.

სა­უ­კე­თე­სოდ შემ­წვა­რი გო­ჭის ხორ­ცის გარ­და ფი­ლი­პი­ნებ­ში დაგ­ხვდე­ბათ სა­ო­ცა­რი სა­ნა­პი­რო­ე­ბი, ის­ტო­რი­უ­ლი ქა­ლა­ქე­ბი, შთამ­ბეჭ­და­ვი მთე­ბი, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ე.წ. წვი­მის ტყე­ე­ბი და რაც მთა­ვა­რია, ყვინ­თვის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლო

მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო ხორ­ცის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის ტოპ 5 ქვე­ყა­ნა­ში ჯერ არ შე­დის, მაგ­რამ ეს ნამ­დვი­ლად არის ქვე­ყა­ნა, სა­დაც ხორ­ცი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვართ, აფა­სე­ბენ და მრა­ვალ­ფე­რო­ვან კერ­ძებ­საც ამ­ზა­დე­ბენ. ხინ­კა­ლი ქვეყ­ნის მთა­ვა­რი კერ­ძია, რო­მე­ლიც არ­ცერთ ტუ­რისტს გულ­გრილს არ ტო­ვებს. გარ­და ამი­სა, კი­დევ არა­ერ­თი ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძი არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც ხორ­ცის­გან მზად­დე­ბა. მათი ნა­წი­ლი სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რე­ბის­თვის მზად­დე­ბა ხოლ­მე, ნა­წი­ლი კი ყო­ველ­დღი­უ­რი კვე­ბის რა­ცი­ო­ნის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ქარ­თვე­ლე­ბი ხში­რად მი­ირ­თმე­ვენ მწვადს, ხაშ­ლა­მას, ოს­ტრს.

ზო­გა­დად, ხორ­ცი ის საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტია, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან მი­ირ­თმევს, თუმ­ცა მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბა და იხ­ვე­წე­ბა მისი მომ­ზა­დე­ბის ფორ­მა. მა­გა­ლი­თად, დღეს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი, რო­მელ­თა ნა­წი­ლი პრე­მი­უმ კა­ტე­გო­რი­ა­საც გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის დაჩ­ქა­რე­ბულ­მა ტემ­პმაც გა­მო­იწ­ვია. ამ მი­ზე­ზე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით დღეს ძეხ­ვე­უ­ლი იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლია, რომ, რო­გორც უკვე ვნა­ხეთ, რიგი ქვეყ­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი კერ­ძე­ბის მთა­ვა­რი ინ­გრე­დი­ენ­ტი­ცაა.

მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­შიც და ქვე­ყა­ნა­ში წარ­მო­ე­ბის საკ­მა­ოდ დიდი ტრა­დი­ცი­აც არ­სე­ბობს. თა­ნა­მედ­რო­ვე, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში, მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია "ნი­კო­რა“ უკვე 24 წელს ით­ვლის და მომ­ხმა­რე­ბელს მე­ტად მრა­ვალ­ფე­რო­ვან ასორ­ტი­მენ­ტსაც სთა­ვა­ზობს. მათ შო­რი­საა პრე­მი­უმ კლა­სის ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი, მა­გა­ლი­თად, სო­სი­სე­ბი, შე­ბო­ლი­ლი ძეხ­ვე­უ­ლი და შაშ­ხე­ბი. ეს კი კი­დევ ერთი დას­ტუ­რია იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ხორ­ცი და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვართ.

ამი­ტომ აუ­ცი­ლებ­ლად და­პა­ტი­ჟეთ თქვე­ნი უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი ქარ­თუ­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბით სა­გან­გე­ბოდ შექ­მნილ და­ფა­ზეც ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის ღვი­ნოს­თან ერ­თად.

ავტორი:

ხორცის მოყვარულების ტოპ 5 ქვეყანა, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ

ხორცის მოყვარულების ტოპ 5 ქვეყანა, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ

არ აქვს მნიშვნელობა, დამარინადებული გიყვართ თუ ცეცხლზე შემწვარი, გრილზე მომზადებული თუ მოხარშული, დამუშავებული ხორცპროდუქტი თუ შებოლილი – ხორცი ნებისმიერი ვარიაციით უამრავი კერძის მთავარი ინგრედიენტია. ხორცით მომზადებული სხვადასხვა კერძი ბევრი ქვეყნის სიმბოლოა. დღეს ტურისტები სამოგზაურო ქვეყნებს სხვა უამრავი კრიტერიუმის პარალელურად, ეროვნული სამზარეულოსა და კერძების მიხედვითაც არჩევენ. თუ თქვენც მათ შორის ხართ, ვისაც ხორცპროდუქტები და მოგზაურობა ძალიან უყვარს, წარმოგიდგენთ ხორცის მოყვარულების 5 ქვეყანას, რომელსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ. ეს ქვეყნები booking.com-მა გამოავლინა, როგორც ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებები გამორჩეული სამზარეულოთი.

ჩრდილოეთი მაკედონია

ჩრდილოეთი მაკედონია არის ქვეყანა, რომელიც ბალკანეთის რეგიონის მრავალფეროვნების ჭეშმარიტი ნიმუშია. აქ უხვადაა ისტორიული ქალაქები, ულამაზესი ბუნება და კულტურათა მრავალფეროვნება. ჩრდილოეთ მაკედონიაში მოგზაურობისას აუცილებლად ეწვიეთ მავროვოს ეროვნულ პარკს. მოინახულეთ დედაქალაქის ხიდები და ციხესიმაგრე, სანამ საბაგირო გზით ათასწლეულის ჯვრის სანახავად წახვალთ.

და რაც მთავარია, აუცილებლად დააგემოვნეთ ხორციანი კერძები, რომლებსაც ქვეყანაში შემოგთავაზებენ. ჩრდილოეთ მაკედონიას გურმანების დედაქალაქსაც კი უწოდებენ. ეროვნულ გატაცებადაა აღიარებული გრილზე ხორცისა და ხორცპროდუქტების მომზადება, რომელსაც უკიდურესი სიზუსტით წვავენ. ქვეყნის მთავარი კერძი კი ცნობილია სახელით ტავჩე გრავჩე, რომელიც ლობიოთი მზადდება, თუმცა მისი მთავარი ინგრედიენტი სოსისია. ტავჩე გრავჩე თიხის ჭურჭელში მზადდება. ასევე, სოსისით მზადდება კიდევ ერთი ეროვნული კერძი ლუკანჩი, რომლის მთავარი ინგრედიენტებია მსუქანი ღორის ხორცი, სოსისი და პაპრიკა. ძალიან პოპულარულია ცხვრის ხორცი, რომელსაც გრილზე შემწვარს ხშირად მიირთმევენ ბოსტნეულსა და კარამელიზებულ ხახვთან ერთად.

ურუგვაი

ბრაზილიისა და არგენტინის მეზობელი ურუგვაი ხორცის მოყვარულების გულისა და კუჭის დამპყრობლის სახელითაა ცნობილი. მან სახელი ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოთი და სამხრეთ ამერიკული არომატებით გაითქვა. ურუგვაიში ძალიან უყვართ კარნავალები. ეს არის ტანგოს მოყვარულების ქვეყანა, სადაც მოგზაურობის დროს თქვენც აუცილებლად უნდა სცადოთ ტანგოს ილეთების შესწავლა და რაც შეიძლება ბევრი იცეკვოთ.

რაც შეეხება სამზარეულოს, ურუგვაი ცნობილია თავისი რესტორნებით, რომლებსაც გარეთ გრილი აქვს და ხორცი ღია ცის ქვეშ იწვება. აქ ხორცის შეწვის თავისებური ტრადიციები აქვთ. ხორცის გვერდით კი აუცილებლად წვავენ სოსისს, რომელსაც ნივრით, ორეგანოთი და პაპრიკით მიირთმევენ. ხორცის მოყვარულების კიდევ ერთი რჩეული ტრადიციული კერძია ჩივიტო. ეს გახლავთ სენდვიჩი – მომზადებული ლორით, ბეკონით, კვერცხით, ყველით, სალათის ფურცლით, წიწაკით, ზეთისხილითა და სოუსით.

სამხრეთ კორეა

თუ აღმოსავლეთ აზიაში მოგზაურობა გადაწყვიტეთ, სამხრეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მომხიბვლელი ქვეყანაა. ხოლო თუ თქვენ ხორციანი კერძების მოყვარული ხართ, მაშინ სამხრეთ კორეაში ვიზიტი თქვენთვის აუცილებელია. მართალია, ქვეყანაში მცენარეული კერძები ძალიან პოპულარულია, მაგრამ ხორცის მომზადების კორეული ტრადიცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ეროვნული კერძია ბულგოგი. მის მოსამზადებლად ღორის ან საქონლის ხორცს ამარინადებენ სოიოს სოუსში, შაქარში, ნიორში, სეზამის მარცვლებთან ერთად. მარინადში შესაძლებელია შეურიოთ სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულიც. შემდეგ კი დამარინადებული ხორცი და ბოსტნეული იწვება გრილზე მწვანე ბულგარულ წიწაკასთან, დაჭრილ ხახვსა და ნივრის მთლიან კბილებთან ერთად.

ქუჩებში ყველგან იყიდება შემწვარი ქათმის ფრთები, რომელსაც მომზადების თავისებური წესი აქვს. მოგზაურობის დროს აუცილებლად იყიდეთ ის და ქუჩაში ხეტიალის დროს მიირთვით. კორეულად შემწვარი ქათმის ხორცს ხშირად ახასიათებენ, როგორც ზეციურს.

კენია

კენია და მისი დედაქალაქი ნაირობი აფრიკის საუკეთესო ტურისტული მიმართულებაა. ველური ბუნება, მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა, დაივინგი და ექსტრემალური თავგადასავლები – ეს სწორედ ისაა, რასაც კენია შემოგთავაზებთ.

ეროვნული კერძის, ნიამა ჩომას დაგემოვნებისთანავე მიხვდებით, რომ ქვეყანაში ხორცის მომზადების განსაკუთრებული წესები აქვთ. ნიამა ჩომა პირველი კერძი უნდა იყოს, რომელსაც კენიაში გასინჯავთ და მოემზადეთ, რომ ხელების დასვრაც მოგიწევთ. კერძი უფრო ხშირად თხის ხორცით მზადდება, თუმცა შეიძლება შეგხვდეთ საქონლის, ქათმისა და ნიანგის ხორცითაც კი. ხორცი უნდა შეიწვას ისე, რომ ცოტა ზედმეტად მომწვარი, კნატუნა კანი ჰქონდეს. ის მაგიდასთან ლუკმების ტოლ ნაჭრებად დაჭრილი მიაქვთ და აუცილებლად ხელით უნდა მიირთვან.

ფილიპინები

თუ თქვენთვის საუკეთესოდ შემწვარი გოჭი კულინარიული ოცნებაა, მაშინ ფილიპინებში მოგზაურობა ნამდვილად ღირს. გოჭი იწვება მწვანილით, ხახვით და ნივრით. ხორცის კანი იმდენად კნატუნაა, რომ მას ქოქოსის კანს ადარებენ ხოლმე. შემწვარ გოჭს ჭრიან და სუფრაზე სოიოსა და ჩილი სოუსსა და ციტრუსთან ერთად მიაქვთ.

საუკეთესოდ შემწვარი გოჭის ხორცის გარდა ფილიპინებში დაგხვდებათ საოცარი სანაპიროები, ისტორიული ქალაქები, შთამბეჭდავი მთები, მსოფლიოში ცნობილი ე.წ. წვიმის ტყეები და რაც მთავარია, ყვინთვისთვის განკუთვნილი ულამაზესი ადგილები.

საქართველო

მართალია, საქართველო ხორცის მოყვარულების ტოპ 5 ქვეყანაში ჯერ არ შედის, მაგრამ ეს ნამდვილად არის ქვეყანა, სადაც ხორცი განსაკუთრებულად უყვართ, აფასებენ და მრავალფეროვან კერძებსაც ამზადებენ. ხინკალი ქვეყნის მთავარი კერძია, რომელიც არცერთ ტურისტს გულგრილს არ ტოვებს. გარდა ამისა, კიდევ არაერთი ტრადიციული კერძი არსებობს, რომელიც ხორცისგან მზადდება. მათი ნაწილი სადღესასწაულო სუფრებისთვის მზადდება ხოლმე, ნაწილი კი ყოველდღიური კვების რაციონის განუყოფელი ნაწილია. ქართველები ხშირად მიირთმევენ მწვადს, ხაშლამას, ოსტრს.

ზოგადად, ხორცი ის საკვები პროდუქტია, რომელსაც ადამიანი უძველესი დროიდან მიირთმევს, თუმცა მუდმივად იცვლება და იხვეწება მისი მომზადების ფორმა. მაგალითად, დღეს ძალიან პოპულარულია დამუშავებული ხორცპროდუქტები, რომელთა ნაწილი პრემიუმ კატეგორიასაც განეკუთვნება. მზა ხორცპროდუქტების პოპულარობა თანამედროვე ცხოვრების დაჩქარებულმა ტემპმაც გამოიწვია. ამ მიზეზების გათვალისწინებით დღეს ძეხვეული იმდენად პოპულარულია, რომ, როგორც უკვე ვნახეთ, რიგი ქვეყნების ეროვნული კერძების მთავარი ინგრედიენტიცაა.

მზა ხორცპროდუქტები პოპულარულია საქართველოშიც და ქვეყანაში წარმოების საკმაოდ დიდი ტრადიციაც არსებობს. თანამედროვე, დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში, მზა ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ნიკორა“ უკვე 24 წელს ითვლის და მომხმარებელს მეტად მრავალფეროვან ასორტიმენტსაც სთავაზობს. მათ შორისაა პრემიუმ კლასის ხორცპროდუქტები, მაგალითად, სოსისები, შებოლილი ძეხვეული და შაშხები. ეს კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქვეყანაში ხორცი და ხორცპროდუქტები ძალიან უყვართ.

ამიტომ აუცილებლად დაპატიჟეთ თქვენი უცხოელი სტუმრები ქართული ხორცპროდუქტებით საგანგებოდ შექმნილ დაფაზეც ქართული წარმოების ღვინოსთან ერთად.