პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიაში პირველად - ქალი პაციენტი აივ ინფექციისგან სრულად განიკურნა
ისტორიაში პირველად - ქალი პაციენტი აივ ინფექციისგან სრულად განიკურნა

ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ამე­რი­კე­ლი პა­ცი­ენ­ტი, პირ­ვე­ლი ქალი და რი­გით მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი გახ­და, რო­მე­ლიც აივ ინ­ფექ­ცი­ის­გან გა­ნი­კურ­ნა. მას დო­ნო­რის­გან ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი გა­და­უ­ნერ­გეს, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვად მდგრა­დი იყო აივ ინ­ფექ­ცი­ის გა­მომ­წვე­ვი ვირუ­სის მი­მართ.

პა­ცი­ენტს მი­ე­ლო­ი­დუ­რი ლე­ი­კე­მი­ის სამ­კურ­ნა­ოდ ჭიპ­ლა­რის სის­ხლი­დან აღე­ბუ­ლი ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი გა­და­უ­ნერ­გეს. ამის შემ­დეგ და­ა­ვა­დე­ბა შე­სუს­ტდა, 14 თვის შემ­დეგ კი ვირუ­სის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო და აივ­ზე ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა აღარც კი დას­ჭირ­ვე­ბია.

  • აივ ინ­ფექ­ცი­ის­გან გან­კურ­ნე­ბის წინა ორი შემ­თხვე­ვა მა­მა­კა­ცებ­შია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი - მათ ის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი გა­და­ი­ნერ­გეს, რომ­ლე­ბიც უფრო ხში­რად ძვლის ტვი­ნის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის დროს გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

აივ ინ­ფექ­ცი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­და­ნერგვა, აშშ-ის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი უფრო ფარ­თო კვლე­ვის ნა­წი­ლია, რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ დოქ­ტო­რი ივონ ბრა­ი­სო­ნი და დოქ­ტო­რი დე­ბო­რა პერ­სო­დი.

კვლე­ვა მიზ­ნად ისა­ხავს თვალ­ყუ­რი მი­ა­დევ­ნონ 25 აივ ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ანს, რომ­ლებ­საც ამავდრო­უ­ლად, ჭიპ­ლა­რის სის­ხლი­დან აღე­ბუ­ლი ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბით კი­ბოს და სხვა სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან გან­კურ­ნე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან.

კვლე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე პა­ცი­ენ­ტე­ბი კი­ბოს იმუ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის მო­საკ­ლა­ვად ჯერ ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას გა­ივ­ლი­ან, შემ­დეგ ექი­მე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი მუ­ტა­ცი­ის მქო­ნე პი­რებს ღე­რო­ვან უჯრე­დებს გა­და­უ­ნერ­გა­ვენ. მეც­ნი­ე­რე­ბი თვლი­ან, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს შემ­დეგ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა გა­ნუ­ვი­თარ­დე­ბათ, რო­მე­ლიც მდგრა­დი იქ­ნე­ბა აი­ვის მი­მართ.

წყა­რო: reuters

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ავტორი:

ისტორიაში პირველად - ქალი პაციენტი აივ ინფექციისგან სრულად განიკურნა

ისტორიაში პირველად - ქალი პაციენტი აივ ინფექციისგან სრულად განიკურნა

ლეიკემიით დაავადებული ამერიკელი პაციენტი, პირველი ქალი და რიგით მესამე ადამიანი გახდა, რომელიც აივ ინფექციისგან განიკურნა. მას დონორისგან ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს, რომელიც ბუნებრივად მდგრადი იყო აივ ინფექციის გამომწვევი ვირუსის მიმართ.

პაციენტს მიელოიდური ლეიკემიის სამკურნაოდ ჭიპლარის სისხლიდან აღებული ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს. ამის შემდეგ დაავადება შესუსტდა, 14 თვის შემდეგ კი ვირუსისგან თავისუფალი იყო და აივზე ანტივირუსული მკურნალობა აღარც კი დასჭირვებია.

  • აივ ინფექციისგან განკურნების წინა ორი შემთხვევა მამაკაცებშია დაფიქსირებული - მათ ის ღეროვანი უჯრედები გადაინერგეს, რომლებიც უფრო ხშირად ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დროს გამოიყენება.

აივ ინფექციის სამკურნალოდ ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი უფრო ფართო კვლევის ნაწილია, რომელსაც ხელმძღვანელობენ დოქტორი ივონ ბრაისონი და დოქტორი დებორა პერსოდი.

კვლევა მიზნად ისახავს თვალყური მიადევნონ 25 აივ ინფიცირებულ ადამიანს, რომლებსაც ამავდროულად, ჭიპლარის სისხლიდან აღებული ღეროვანი უჯრედებით კიბოს და სხვა სერიოზული დაავადებებისგან განკურნებაში ეხმარებიან.

კვლევებში მონაწილე პაციენტები კიბოს იმუნური უჯრედების მოსაკლავად ჯერ ქიმიოთერაპიას გაივლიან, შემდეგ ექიმები კონკრეტული მუტაციის მქონე პირებს ღეროვან უჯრედებს გადაუნერგავენ. მეცნიერები თვლიან, რომ ამ ადამიანებს შემდეგ იმუნური სისტემა განუვითარდებათ, რომელიც მდგრადი იქნება აივის მიმართ.

წყარო: reuters

მოამზადა ანა სიბოშვილმა