სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2008 წელი. თბილისი. ლეხ კაჩინსკი: "დღეს აგრესიის მსხვერპლი საქართველოა, ხვალ იქნება უკრაინა, შემდეგ ბალტიისპირეთი და ბოლოს პოლონეთის დროც დადგება“
2008 წელი. თბილისი. ლეხ კაჩინსკი: "დღეს აგრესიის მსხვერპლი საქართველოა, ხვალ იქნება უკრაინა, შემდეგ ბალტიისპირეთი და ბოლოს პოლონეთის დროც დადგება“

პო­ლო­ნე­თის რა­დი­ო­სად­გუ­რის "პოლ­სკიე რა­დიო-24“-ს (Polskie Radio-24) ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "თბი­ლის­ში ლეხ კა­ჩინ­სკის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რი გა­მოდ­გა“, რო­მელ­შიც ლა­პა­რა­კია ამე­რი­კულ გა­ზეთ "უოლ-სთრით ჯორ­ნელ­ში“ და­ბეჭ­დილ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ზე.

"თუ და­სავ­ლე­თი არ მო­უს­მენს პო­ლო­ნე­თის მო­წო­დე­ბებს რუ­სე­თი­სად­მი მკაც­რი პა­სუ­ხის გა­ცე­მის შე­სა­ხებ, კრემლს შე­უძ­ლია უკ­რა­ი­ნის აგ­რე­სი­ის შემ­დეგ მომ­დევ­ნო მსხვერ­პლი შე­არ­ჩი­ოს“, - წერს "უოლ-სთრით ჯორ­ნე­ლის“ მი­მომ­ხილ­ვე­ლი ადამ ო’ნილი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში, 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში პო­ლო­ნე­თის აწ უკვე გარ­დაც­ვლი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ლეხ კა­ჩინ­სკის გა­მოს­ვლას იხ­სე­ნებს.

რო­გორც ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პო­ლო­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­მო­ხა­ტულ პო­ზი­ცი­ას რუ­სე­თის მი­მართ ზოგ­ჯერ "პა­ნი­კუ­რო­ბის სუნი ას­დის“, ზო­გა­დად პო­ლო­ნე­ლე­ბი მარ­თლე­ბი იყ­ვნენ თა­ვი­ან­თი დიდი მე­ზობ­ლის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში. ადამ ო’ნილი წერს, რომ რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის მძი­მე დღე­ებ­ში თბი­ლის­ში სო­ლი­და­რო­ბის მიზ­ნით ჩა­სუ­ლი ლეხ კა­ჩინ­სკი ქარ­თვე­ლე­ბის წი­ნა­შე გა­მო­ვი­და და თქვა: "ჩვენ კარ­გად ვი­ცით, რომ დღეს აგ­რე­სი­ის მსხვერ­პლი არის სა­ქარ­თვე­ლო, ხვალ იქ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნა, შემ­დეგ ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბი და ბო­ლოს ჩემი ქვეყ­ნის - პო­ლო­ნე­თის დროც დად­გე­ბა“.

"ლეხ კა­ჩინ­სკის მიერ თბი­ლის­ში წარ­მოთ­ქმუ­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რი გაფრ­თხი­ლე­ბა დღე­საც უდაო ჭეშ­მა­რი­ტე­ბად რჩე­ბა“, - წერს მი­მომ­ხილ­ვე­ლი.

ადამ ო’ნილი ასე­ვე ცი­ტი­რებს პო­ლო­ნე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გა­მო­ნათ­ქვა­მებს, რო­მელ­თა მი­ხედ­ვით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აშშ-ის რე­აქ­ცია რუ­სე­თის მო­თხოვ­ნებ­ზე ნა­ტოს მი­მართ სწო­რი იყო, ზო­გი­ერ­თი ნა­ტო­ე­ლი მო­კავ­ში­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სე­თის მი­მართ "ორაზ­რო­ვა­ნია“. ავ­ტორს მხედ­ვე­ლო­ბა­ში აქვს უპი­რა­ტე­სად გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცია მოს­კო­ვის პო­ლი­ტი­კის მი­მართ.

"სწო­რედ ამი­ტომ, როცა ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის წევ­რებ­ში მოს­კო­ვის მი­მართ ასე­თი "ორაზ­რო­ვა­ნი“ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს, და­სავ­ლეთ­მა ყური უნდა მი­უგ­დოს ნა­ტოს მტკი­ცე წევ­რის - პო­ლო­ნე­თის მო­წო­დე­ბებს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ შე­და­რე­ბით უფრო ხის­ტი პო­ზი­ცი­ის გა­მოვ­ლე­ნის თა­ო­ბა­ზე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

ჟურ­ნა­ლის­ტი იმოწ­მებს ნა­ტოს ანო­ნი­მუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის თვალ­საზ­რისს, რომ­ლის თა­ნახ­მად, რუ­სეთ­მა შე­იძ­ლე­ბა ნა­ტოს ერთ-ერთი წევ­რის წი­ნა­აღ­მდეგ და­ძა­ბუ­ლო­ბის ეს­კა­ლა­ცია მო­ახ­დი­ნოს, "რაც, ალ­ბათ, უფრო მალე მოხ­დე­ბა, ვიდ­რე გვი­ან“.

"იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სია მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი, ჩვენ მა­ინც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ კრემ­ლის კი­ბერ­შე­ტე­ვებს ნა­ტოს მო­კავ­ში­რე­ე­ბის მი­მარ­თაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, მა­გა­ლი­თად, პო­ლო­ნე­თი­სა და ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნის მიზ­ნით ან გაფრ­თხი­ლე­ბი­სათ­ვის - არ ჩა­ე­რი­ოთ უკ­რა­ი­ნის საქ­მე­ებ­შიო“, - ამ­ბობს "უოლ სთრით ჯორ­ნე­ლის“ ჟურ­ნა­ლის­ტთან მო­სა­უბ­რე.წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Marvel
7

2008 წელს მოხდა ის,რაც ნორმალური მთავრობის ხელსი არ მოხდებოდა...

 

გრიშო
14

პოლონეთის დროს ველოდებით..

ავტორი:

2008 წელი. თბილისი. ლეხ კაჩინსკი: "დღეს აგრესიის მსხვერპლი საქართველოა, ხვალ იქნება უკრაინა, შემდეგ ბალტიისპირეთი და ბოლოს პოლონეთის დროც დადგება“

2008 წელი. თბილისი. ლეხ კაჩინსკი: "დღეს აგრესიის მსხვერპლი საქართველოა, ხვალ იქნება უკრაინა, შემდეგ ბალტიისპირეთი და ბოლოს პოლონეთის დროც დადგება“

პოლონეთის რადიოსადგურის "პოლსკიე რადიო-24“-ს (Polskie Radio-24) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "თბილისში ლეხ კაჩინსკის მიერ გაკეთებული განცხადება წინასწარმეტყველური გამოდგა“, რომელშიც ლაპარაკია ამერიკულ გაზეთ "უოლ-სთრით ჯორნელში“ დაბეჭდილ პუბლიკაციაზე.

"თუ დასავლეთი არ მოუსმენს პოლონეთის მოწოდებებს რუსეთისადმი მკაცრი პასუხის გაცემის შესახებ, კრემლს შეუძლია უკრაინის აგრესიის შემდეგ მომდევნო მსხვერპლი შეარჩიოს“, - წერს "უოლ-სთრით ჯორნელის“ მიმომხილველი ადამ ო’ნილი, რომელიც თბილისში, 2008 წლის აგვისტოში პოლონეთის აწ უკვე გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის გამოსვლას იხსენებს.

როგორც ავტორი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის ხელისუფლების მიერ გამოხატულ პოზიციას რუსეთის მიმართ ზოგჯერ "პანიკურობის სუნი ასდის“, ზოგადად პოლონელები მართლები იყვნენ თავიანთი დიდი მეზობლის მიმართ დამოკიდებულებაში. ადამ ო’ნილი წერს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის მძიმე დღეებში თბილისში სოლიდარობის მიზნით ჩასული ლეხ კაჩინსკი ქართველების წინაშე გამოვიდა და თქვა: "ჩვენ კარგად ვიცით, რომ დღეს აგრესიის მსხვერპლი არის საქართველო, ხვალ იქნება უკრაინა, შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და ბოლოს ჩემი ქვეყნის - პოლონეთის დროც დადგება“.

"ლეხ კაჩინსკის მიერ თბილისში წარმოთქმული წინასწარმეტყველური გაფრთხილება დღესაც უდაო ჭეშმარიტებად რჩება“, - წერს მიმომხილველი.

ადამ ო’ნილი ასევე ციტირებს პოლონელი ოფიციალური პირების გამონათქვამებს, რომელთა მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის რეაქცია რუსეთის მოთხოვნებზე ნატოს მიმართ სწორი იყო, ზოგიერთი ნატოელი მოკავშირის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ "ორაზროვანია“. ავტორს მხედველობაში აქვს უპირატესად გერმანიის ხელისუფლების პოზიცია მოსკოვის პოლიტიკის მიმართ.

"სწორედ ამიტომ, როცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებში მოსკოვის მიმართ ასეთი "ორაზროვანი“ დამოკიდებულება არსებობს, დასავლეთმა ყური უნდა მიუგდოს ნატოს მტკიცე წევრის - პოლონეთის მოწოდებებს რუსეთის წინააღმდეგ შედარებით უფრო ხისტი პოზიციის გამოვლენის თაობაზე“, - აღნიშნულია სტატიაში.

ჟურნალისტი იმოწმებს ნატოს ანონიმური წარმომადგენლის თვალსაზრისს, რომლის თანახმად, რუსეთმა შეიძლება ნატოს ერთ-ერთი წევრის წინააღმდეგ დაძაბულობის ესკალაცია მოახდინოს, "რაც, ალბათ, უფრო მალე მოხდება, ვიდრე გვიან“.

"იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის სამხედრო აგრესია მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ჩვენ მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კრემლის კიბერშეტევებს ნატოს მოკავშირეების მიმართაც განახორციელებს, მაგალითად, პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ, ყურადღების გადატანის მიზნით ან გაფრთხილებისათვის - არ ჩაერიოთ უკრაინის საქმეებშიო“, - ამბობს "უოლ სთრით ჯორნელის“ ჟურნალისტთან მოსაუბრე. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ