პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაფიქრებს დროში 2 დამთხვევა... შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამას პრეზიდენტი სპეციალურად ამთხვევს" - რა წერია სააკაშვილის გზავნილში ეროვნულ თანხმობაზე?
"მაფიქრებს დროში 2 დამთხვევა... შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამას პრეზიდენტი სპეციალურად ამთხვევს" - რა წერია სააკაშვილის გზავნილში ეროვნულ თანხმობაზე?

თან­ხმო­ბა უნდა ეფუძ­ნე­ბო­დეს 3 მთა­ვარ რა­მეს: წარ­სუ­ლი წყე­ნის და­ვი­წყე­ბას და უკან მო­ტო­ვე­ბას; დღე­ი­დან ახა­ლი თა­მა­შის წე­სებ­ზე შე­თან­ხმე­ბას; მო­მავ­ლის სა­ერ­თო ხედ­ვის შე­მუ­შა­ვე­ბას. და­სა­კარ­გი დრო და სა­ლო­ნუ­რი სა­უბ­რე­ბის ფუ­ფუ­ნე­ბა არ გვაქვს, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­რიგ გზავ­ნილ­ში, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ ინი­ცი­რე­ბულ დის­კუ­სი­ებს ეხე­ბა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, მან სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვას ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის შე­სა­ხებ მხა­რი თა­ვი­დან­ვე და­უ­ჭი­რა, თუმ­ცა რო­გორც თა­ვად გან­მარ­ტავს, აფიქ­რებს ის ფაქ­ტო­რი, რომ პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან ამ თე­მა­ზე სა­უბ­რის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში აქ­ცი­ე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბის ზრდას ემ­თხვე­ვა.

„მე თა­ვი­დან­ვე მხა­რი და­ვუ­ჭი­რე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვას ეროვ­ნულ თან­ხმო­ბა­ზე და ახ­ლაც მომ­წონს ზო­გა­დი იდეა. რა თქმა უნდა, სა­ეჭ­ვოა, რომ პრო­ცეს­მა ვერ მიგ­ვიყ­ვა­ნა წარ­სუ­ლის ერ­თნა­ირ შე­ფა­სე­ბებ­ზე. ასე­თი ერ­თნა­ი­რი შე­ფა­სე­ბა მსოფ­ლი­ოს უმე­ტეს ნა­წი­ლებ­ში არ არ­სე­ბობს და იქ რა­ღაც­ნა­ი­რად ცხოვ­რობს ხალ­ხი და პო­უ­ლობს სა­ერ­თო ენას.

მა­გა­ლი­თად, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ჩვე­ნი "9 წელი" ძა­ლი­ან უარ­ყო­ფი­თი იყო. გა­მო­კი­თხვებ­ში ჩვე­ნი ხალ­ხის 70%-ს იმ წლებ­თან და­დე­ბი­თი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი აკავ­ში­რებს. ამი­ტომ მგო­ნია, რომ თან­ხმო­ბა უნდა ეფუძ­ნე­ბო­დეს 3 მთა­ვარ რა­მეს:

  • წარ­სუ­ლი წყე­ნის და­ვი­წყე­ბას და უკან მო­ტო­ვე­ბას;
  • დღე­ი­დან ახა­ლი თა­მა­შის წე­სებ­ზე შე­თან­ხმე­ბას;
  • მო­მავ­ლის სა­ერ­თო ხედ­ვის შე­მუ­შა­ვე­ბას.

თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი აქეთ წავა, მე მხო­ლოდ ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი. უბ­რა­ლოდ მა­ფიქ­რებს დრო­ში 2 დამ­თხვე­ვა. ჯერ ერთი, შარ­შან ეს პრო­ცე­სი და­ი­წყო როცა ქუჩა დუღ­და და გა­ჩე­ნილ­მა მო­ლო­დი­ნებ­მა საპ­რო­ტეს­ტო ტემ­პე­რა­ტუ­რის და­წე­ვას გარ­კვე­ულ­წი­ლად ხელი შე­უ­წყო. იან­ვარ­ში იყო შეს­ვე­ნე­ბა და ახლა, როცა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი, მათ შო­რის საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტი ისევ სწრა­ფად და­იძ­რა, ხე­ლახ­ლა ჩა­ირ­თო პა­რა­ლე­ლუ­რად "თან­ხმო­ბის პრო­ცე­სი".

მე შორს ვარ იმ აზ­რის­გან, რომ ამას პრე­ზი­დენ­ტი სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ­თხვევს, მაგ­რამ არ მინ­და ნამ­დვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი ჩა­ნაც­ვლდეს იმი­ტა­ცი­ით და მუ­ლი­ა­ჟით. მზად ვართ ყვე­ლა­ნი, და­ვეხ­მა­როთ პრე­ზი­დენტს პრო­ცე­სის ში­ნა­არ­სით შევ­სე­ბა­ში და გულ­წრფე­ლად ვგულ­შე­მატ­კივ­რობ მას ამა­ში, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე სხვა საქ­მე­საც მივ­ხე­დოთ ყვე­ლამ ერ­თად, საქ­მეს!

გვახ­სოვ­დეს, რომ და­სა­კარ­გი დრო და სა­ლო­ნუ­რი სა­უბ­რე­ბის ფუ­ფუ­ნე­ბა არ გვაქვს. ყვე­ლა­ნი უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ, უნდა დავ­დგეთ არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად და ქვეყ­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად,“- გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
2

ეს კაცი დროსა და სივრცეშია დაკარგული,როდის დუღდა,სად გადმოდიოდა.რაებს ბოდავს.

Мыхаило
0

ქართული პოლიტიკა შენთვის დასრულებულია! სასჯელს მოიხდი და დაგაბრუნებენ "მშობლიურ" უკრაინაში. ასე რომ ჯობია უკრაინის ჰიმნზე იმუშაო, იქნებ შეძლო მისი დამახსოვრება, თორე ამ რთულ პერიოდშიც კი შეძელი უკრაინელების გამხიარულება ამობრუნებული დროშითა და დამახინჯებული ჰიმნით)))

ავტორი:

"მაფიქრებს დროში 2 დამთხვევა... შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამას პრეზიდენტი სპეციალურად ამთხვევს" - რა წერია სააკაშვილის გზავნილში ეროვნულ თანხმობაზე?

"მაფიქრებს დროში 2 დამთხვევა... შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამას პრეზიდენტი სპეციალურად ამთხვევს" - რა წერია სააკაშვილის გზავნილში ეროვნულ თანხმობაზე?

თანხმობა უნდა ეფუძნებოდეს 3 მთავარ რამეს: წარსული წყენის დავიწყებას და უკან მოტოვებას; დღეიდან ახალი თამაშის წესებზე შეთანხმებას; მომავლის საერთო ხედვის შემუშავებას. დასაკარგი დრო და სალონური საუბრების ფუფუნება არ გვაქვს, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ გზავნილში, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ დისკუსიებს ეხება.

სააკაშვილის თქმით, მან სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეროვნული თანხმობის შესახებ მხარი თავიდანვე დაუჭირა, თუმცა როგორც თავად განმარტავს, აფიქრებს ის ფაქტორი, რომ პრეზიდენტის მხრიდან ამ თემაზე საუბრის გააქტიურება ქვეყანაში აქციების სულისკვეთების ზრდას ემთხვევა.

„მე თავიდანვე მხარი დავუჭირე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეროვნულ თანხმობაზე და ახლაც მომწონს ზოგადი იდეა. რა თქმა უნდა, საეჭვოა, რომ პროცესმა ვერ მიგვიყვანა წარსულის ერთნაირ შეფასებებზე. ასეთი ერთნაირი შეფასება მსოფლიოს უმეტეს ნაწილებში არ არსებობს და იქ რაღაცნაირად ცხოვრობს ხალხი და პოულობს საერთო ენას.

მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ჩვენი "9 წელი" ძალიან უარყოფითი იყო. გამოკითხვებში ჩვენი ხალხის 70%-ს იმ წლებთან დადებითი ასოციაციები აკავშირებს. ამიტომ მგონია, რომ თანხმობა უნდა ეფუძნებოდეს 3 მთავარ რამეს:

  • წარსული წყენის დავიწყებას და უკან მოტოვებას;
  • დღეიდან ახალი თამაშის წესებზე შეთანხმებას;
  • მომავლის საერთო ხედვის შემუშავებას.

თუ ეს ყველაფერი აქეთ წავა, მე მხოლოდ ბედნიერი ვიქნები. უბრალოდ მაფიქრებს დროში 2 დამთხვევა. ჯერ ერთი, შარშან ეს პროცესი დაიწყო როცა ქუჩა დუღდა და გაჩენილმა მოლოდინებმა საპროტესტო ტემპერატურის დაწევას გარკვეულწილად ხელი შეუწყო. იანვარში იყო შესვენება და ახლა, როცა პოლიტიკური პროცესები, მათ შორის საპროტესტო მუხტი ისევ სწრაფად დაიძრა, ხელახლა ჩაირთო პარალელურად "თანხმობის პროცესი".

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამას პრეზიდენტი სპეციალურად ამთხვევს, მაგრამ არ მინდა ნამდვილი პოლიტიკური პროცესი ჩანაცვლდეს იმიტაციით და მულიაჟით. მზად ვართ ყველანი, დავეხმაროთ პრეზიდენტს პროცესის შინაარსით შევსებაში და გულწრფელად ვგულშემატკივრობ მას ამაში, მაგრამ ამასთანავე სხვა საქმესაც მივხედოთ ყველამ ერთად, საქმეს!

გვახსოვდეს, რომ დასაკარგი დრო და სალონური საუბრების ფუფუნება არ გვაქვს. ყველანი უნდა გავერთიანდეთ, უნდა დავდგეთ არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ, რიგგარეშე არჩევნების მისაღწევად და ქვეყნის გადასარჩენად,“- განაცხადა სააკაშვილმა.