საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა დავეთანხმო ირაკლი კობახიძეს, რომ ნამდვილად კარგად გამოიყენეს ოპოზიციის მიერ დაშვებული შეცდომა" - ნინო ბურჯანაძე
"უნდა დავეთანხმო ირაკლი კობახიძეს, რომ ნამდვილად კარგად გამოიყენეს ოპოზიციის მიერ დაშვებული შეცდომა" - ნინო ბურჯანაძე

სე­რი­ო­ზუ­ლი სი­ლის გაწ­ვნაა არა მარ­ტო ოპო­ზი­ცი­ის­თვის, არა­მედ ბო­დი­ში მო­მი­თხო­ვია და ბა­ტო­ნი შარლ მი­შე­ლის­თვის, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სი­ლის გაწ­ვნაა ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის­თვი­საც, - ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დერ­მა, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „დღის ნი­უს­რუ­მი“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ამა­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გა­და­ცე­მა­ში "თა­ვი­სუ­ფა­ლი სტუ­დია" "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც კო­ბა­ხი­ძე არ გა­მო­რი­ცხა, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ მი­ნი­მუმ 2023 წლამ­დე გა­და­ი­წი­ოს.

ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის თქმით, მე­გო­ბა­რი ელ­ჩე­ბი უნდა მიხ­ვდნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ შე­იძ­ლე­ბა იმ რე­ცეპ­ტე­ბით იმუ­შაო, რა რე­ცეპ­ტე­ბი­თაც ნორ­მა­ლურ ქვეყ­ნებ­ში მუ­შა­ო­ბენ.

„უნდა და­ვე­თან­ხმო კო­ბა­ხი­ძეს, რომ ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნეს ოპო­ზი­ცი­ის მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მა. წა­ვიდ­ნენ ახლა შარლ მი­შელ­თან იჩივ­ლონ, რომ ახლა კი­დევ გა­დაგ­ვაგ­დო „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“. რას ელო­დე­ბი­ან ვერ გე­ტყვით. რა მო­ლო­დი­ნი აქვთ? რას იზამს ბა­ტო­ნი შარლ მი­შე­ლი.

სე­რი­ო­ზუ­ლი სი­ლის გაწ­ვნაა არა მარ­ტო ოპო­ზი­ცი­ის­თვის, არა­მედ ბო­დი­ში მო­მი­თხო­ვია და ბა­ტო­ნი შარლ მი­შე­ლის­თვის. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სი­ლის გაწ­ვნაა ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის­თვი­საც, რომ­ლე­ბიც ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ ამ პრო­ცეს­ში. მე იმე­დი მინ­და ვი­ქო­ნიო, რომ მე­გო­ბა­რი ელ­ჩე­ბი, რომ­ლე­ბიც მარ­თლა ცდი­ლობ­დნენ, რომ უკე­თე­სო­ბის­კენ წა­რე­მარ­თათ პრო­ცე­სი, ახლა მა­ინც მიხ­ვდე­ბი­ან, რომ ისი­ნი არ მუ­შა­ო­ბენ ლიხ­ტენშტა­ინ­ში, ავ­სტრი­ა­ში და შვე­ი­ცა­რი­ა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არ შე­იძ­ლე­ბა იმ რე­ცეპ­ტე­ბით იმუ­შაო რა რე­ცეპ­ტიც ნორ­მა­ლუ­რია ნორ­მა­ლურ ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფო­ში. ხომ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნო, რომ 90-იანი წლე­ბის რუ­სეთ­ში ბან­დი­ტიზ­მით ნა­შოვ­ნი ფუ­ლით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი კა­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში. 34% მშპ ქვეყ­ნის უდევს ჯი­ბე­ში და მის მიერ არ­ჩე­უ­ლი მა­რი­ო­ნე­ტე­ბი მარ­თა­ვენ ქვე­ყა­ნას.

გა­მო­ვა, რომ მა­თაც ვერ შე­ას­რუ­ლეს თა­ვი­სი სი­ტყვა. ისი­ნი ხომ გა­რან­ტო­რე­ბი იყ­ვნენ იმი­სა, რომ თუ ოპო­ზი­ცია პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­დო­და, პრო­ცე­სი ნორ­მა­ლუ­რად წა­რი­მარ­თე­ბო­და. ახლა ისი­ნი არ გრძნო­ბენ თავს გა­დაგ­დე­ბუ­ლად და მო­ტყუ­ე­ბუ­ლად?“ - გა­ნა­ცხა­და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ.

ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ გა­და­ცე­მა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის შე­თან­ხმე­ბა იმის ხარ­ჯზე, რომ ყვე­ლა­ფე­რი იგი­ვე დარ­ჩე­ბა, არ უნდა მოხ­დეს.

მი­სი­ვე თქმით, თუ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებს არ გა­დად­გამს, მა­შინ მის მი­მართ გაჩ­ნდე­ბა ბრალ­დე­ბა, რომ მას „უაზ­რო ფორ­მა­ტე­ბით“ დრო გაჰ­ყავს და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს.

„რას ნიშ­ნავს ოპო­ზი­ცი­ის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­რი­გე­ბა? მე ნა­ჩხუ­ბა­რი კი არ ვარ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. რას ვა­მა­ი­მუ­ნებთ ამ ხალ­ხს. ხალ­ხს ის კი არ უნდა, დედა არ შე­ვა­გი­ნოთ ერ­თმა­ნეთს მარ­ტო, საქ­მე ვა­კე­თოთ, ეს უნდა ხალ­ხს და რას ჰქვია, ოპო­ზი­ცია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­რიგ­და და ერ­თმა­ნეთს დე­დას არ შე­ა­გი­ნებს და ყვე­ლა­ფე­რი ისე დარ­ჩეს რო­გორც არის? მა­გას ჯო­ბია, ვა­გი­ნოთ ერ­თმა­ნეთს და საქ­მე გა­ვა­კე­თოთ.

გუ­შინ მე ვე­ლო­დი, რომ ამ ორ­თვი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც ის სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რებს და წარ­მო­მად­გენ­ლებს ხვდე­ბო­და, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ხვდე­ბო­და, ამ ორ­თვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ ის ჩვენ გვე­ტყო­და, რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დარ­ჩა ჩვენ­თან, ყვე­ლას­თან სა­უბ­რის შე­დე­გად, რა არის გა­მო­სა­ვა­ლი. სა­ერ­თოდ არ უხ­სე­ნე­ბია ეს.

თუ ის კონ­კრე­ტულ ნა­ბიჯს არ გა­დად­გამს, ვწუხ­ვარ, მაგ­რამ უფრო ნე­გა­ტი­ვი წა­მო­ვა მის მი­მართ, ვიდ­რე სა­ერ­თოდ რომ გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო იმ შემ­თხვე­ვა­ში. ახლა მას და­აბ­რა­ლე­ბენ, რომ დრო გაჰ­ყავს, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს ამ რა­ღაც გა­უ­გე­ბა­რი ფორ­მა­ტე­ბით. თუ ასე გაგ­რძელ­და, შე­იძ­ლე­ბა ეს ბრალ­დე­ბე­ბი წა­მო­ვი­დეს მისი მი­სა­მარ­თით. ერთხელ ვთქვი კი­დეც, რომ დიდი ხა­ნია ვიც­ნობ ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს და ქი­ზი­ყუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს, სულ ვე­ლო­დე­ბი რო­დის გაბ­რაზ­დე­ბა მეთ­ქი და მე მინ­და, რომ ის გაბ­რაზ­დეს. გაბ­რაზ­დეს თუნ­დაც იმ როლ­ზე, რო­მე­ლიც ამას „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ და­ა­კის­რა, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი, მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი როლი. რო­გორც ჩანს, ეს არის მისი მცდე­ლო­ბა, რომ ამ რო­ლი­დან გა­მო­ვი­დეს, მაგ­რამ აქ თან ასე იყოს და თან ისე იყოს არ გა­მო­ვა. მე არ ვამ­ბობ, რომ ის ოპო­ზი­ცი­ა­ში უნდა წა­მო­ვი­დეს. პი­რი­ქით უფრო და­ა­ზა­რა­ლებს პრო­ცესს ოპო­ზი­ცი­ა­ში რომ იყოს პრე­ზი­დენ­ტი, მაგ­რამ ის უნდა იყოს თა­ვის ად­გილ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
David
2

ფორმულირება უზუსტოა! ოპოზიციამ კი არ დაუშვა შეცდომა, ნაცმოძრაობამ აიძულა ასე მოქცეულიყო!!! უნდა გაეცეს პასუხი კითხვას: ვის თამაშს თამაშობს მიშიკო და ნაცმოძრაობა?!!!!

tngh
5

ქ-ნო ნინო!!! დროა შეეშვათ "ნაც-ოპოზიციას" და საქართველოს უბლოკო სტატუსის და ნეიტრალიტეტის თემა გააქტიუროთ. ეს საქართველოსთვისაც აუცილებელია და თქვენთვისაც...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"უნდა დავეთანხმო ირაკლი კობახიძეს, რომ ნამდვილად კარგად გამოიყენეს ოპოზიციის მიერ დაშვებული შეცდომა" - ნინო ბურჯანაძე

"უნდა დავეთანხმო ირაკლი კობახიძეს, რომ ნამდვილად კარგად გამოიყენეს ოპოზიციის მიერ დაშვებული შეცდომა" - ნინო ბურჯანაძე

სერიოზული სილის გაწვნაა არა მარტო ოპოზიციისთვის, არამედ ბოდიში მომითხოვია და ბატონი შარლ მიშელისთვის, ძალიან სერიოზული სილის გაწვნაა ფასილიტატორებისთვისაც, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც ამავე ტელეკომპანიის გადაცემაში "თავისუფალი სტუდია" "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კობახიძე არ გამორიცხა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს.

ნინო ბურჯანაძის თქმით, მეგობარი ელჩები უნდა მიხვდნენ, რომ საქართველოში არ შეიძლება იმ რეცეპტებით იმუშაო, რა რეცეპტებითაც ნორმალურ ქვეყნებში მუშაობენ.

„უნდა დავეთანხმო კობახიძეს, რომ ნამდვილად ძალიან კარგად გამოიყენეს ოპოზიციის მიერ დაშვებული შეცდომა. წავიდნენ ახლა შარლ მიშელთან იჩივლონ, რომ ახლა კიდევ გადაგვაგდო „ქართულმა ოცნებამ“. რას ელოდებიან ვერ გეტყვით. რა მოლოდინი აქვთ? რას იზამს ბატონი შარლ მიშელი.

სერიოზული სილის გაწვნაა არა მარტო ოპოზიციისთვის, არამედ ბოდიში მომითხოვია და ბატონი შარლ მიშელისთვის. ძალიან სერიოზული სილის გაწვნაა ფასილიტატორებისთვისაც, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროცესში. მე იმედი მინდა ვიქონიო, რომ მეგობარი ელჩები, რომლებიც მართლა ცდილობდნენ, რომ უკეთესობისკენ წარემართათ პროცესი, ახლა მაინც მიხვდებიან, რომ ისინი არ მუშაობენ ლიხტენშტაინში, ავსტრიაში და შვეიცარიაში, რომ საქართველოსთვის არ შეიძლება იმ რეცეპტებით იმუშაო რა რეცეპტიც ნორმალურია ნორმალურ ევროპულ სახელმწიფოში. ხომ უნდა გაითვალისწინო, რომ 90-იანი წლების რუსეთში ბანდიტიზმით ნაშოვნი ფულით გამდიდრებული კაცია ხელისუფლების სათავეში. 34% მშპ ქვეყნის უდევს ჯიბეში და მის მიერ არჩეული მარიონეტები მართავენ ქვეყანას.

გამოვა, რომ მათაც ვერ შეასრულეს თავისი სიტყვა. ისინი ხომ გარანტორები იყვნენ იმისა, რომ თუ ოპოზიცია პარლამენტში შევიდოდა, პროცესი ნორმალურად წარიმართებოდა. ახლა ისინი არ გრძნობენ თავს გადაგდებულად და მოტყუებულად?“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ გადაცემაში საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება იმის ხარჯზე, რომ ყველაფერი იგივე დარჩება, არ უნდა მოხდეს.

მისივე თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს, მაშინ მის მიმართ გაჩნდება ბრალდება, რომ მას „უაზრო ფორმატებით“ დრო გაჰყავს და „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს.

„რას ნიშნავს ოპოზიციის და ხელისუფლების შერიგება? მე ნაჩხუბარი კი არ ვარ ხელისუფლებასთან. რას ვამაიმუნებთ ამ ხალხს. ხალხს ის კი არ უნდა, დედა არ შევაგინოთ ერთმანეთს მარტო, საქმე ვაკეთოთ, ეს უნდა ხალხს და რას ჰქვია, ოპოზიცია და ხელისუფლება შერიგდა და ერთმანეთს დედას არ შეაგინებს და ყველაფერი ისე დარჩეს როგორც არის? მაგას ჯობია, ვაგინოთ ერთმანეთს და საქმე გავაკეთოთ.

გუშინ მე ველოდი, რომ ამ ორთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, როდესაც ის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და წარმომადგენლებს ხვდებოდა, როდესაც საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდებოდა, ამ ორთვიანი მუშაობის შემდეგ ის ჩვენ გვეტყოდა, რა შთაბეჭდილება დარჩა ჩვენთან, ყველასთან საუბრის შედეგად, რა არის გამოსავალი. საერთოდ არ უხსენებია ეს.

თუ ის კონკრეტულ ნაბიჯს არ გადადგამს, ვწუხვარ, მაგრამ უფრო ნეგატივი წამოვა მის მიმართ, ვიდრე საერთოდ რომ გაჩერებულიყო იმ შემთხვევაში. ახლა მას დააბრალებენ, რომ დრო გაჰყავს, „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს ამ რაღაც გაუგებარი ფორმატებით. თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ეს ბრალდებები წამოვიდეს მისი მისამართით. ერთხელ ვთქვი კიდეც, რომ დიდი ხანია ვიცნობ ქალბატონ სალომეს და ქიზიყური ხასიათი აქვს, სულ ველოდები როდის გაბრაზდება მეთქი და მე მინდა, რომ ის გაბრაზდეს. გაბრაზდეს თუნდაც იმ როლზე, რომელიც ამას „ქართულმა ოცნებამ“ დააკისრა, შეურაცხმყოფელი, მარიონეტული როლი. როგორც ჩანს, ეს არის მისი მცდელობა, რომ ამ როლიდან გამოვიდეს, მაგრამ აქ თან ასე იყოს და თან ისე იყოს არ გამოვა. მე არ ვამბობ, რომ ის ოპოზიციაში უნდა წამოვიდეს. პირიქით უფრო დააზარალებს პროცესს ოპოზიციაში რომ იყოს პრეზიდენტი, მაგრამ ის უნდა იყოს თავის ადგილზე“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.