პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთს კარგად მხოლოდ ერთი ენა ესმის, ეს არის სიძლიერის ენა - ჩვენ, ისევე როგორც საქართველო მზად ვართ, ნატოში ინტეგრაციისთვის" - უკრაინის ელჩი
"რუსეთს კარგად მხოლოდ ერთი ენა ესმის, ეს არის სიძლიერის ენა - ჩვენ, ისევე როგორც საქართველო მზად ვართ, ნატოში ინტეგრაციისთვის" - უკრაინის ელჩი

რუ­სეთს, რო­მე­ლიც ცდი­ლობს გა­ზარ­დოს სამ­ხედ­რო ზე­წო­ლა უკ­რა­ი­ნა­ზე, კარ­გად მხო­ლოდ ერთი ენა ეს­მის- ეს არის სიძ­ლი­ე­რის ენა. ეს ნიშ­ნავს, რომ უკ­რა­ი­ნა უნდა იყოს ძლი­ე­რი ,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნის ელჩმა იგორ დოლ­გოვ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

ელ­ჩის თქმით, უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩო შეშ­ფო­თე­ბუ­ლია ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით და ეს ვი­თა­რე­ბა, დიპ­ლო­მა­ტის გან­მარ­ტე­ბით, არ ეხე­ბა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნას, არა­მედ ეხე­ბა ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბას, რო­მელ­საც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი საფრ­თხეს უქ­მნის.

„ ეს არ ეხე­ბა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნას. ეს მდგო­მა­რე­ო­ბა პრობ­ლე­მუ­რია მთე­ლი რე­გი­ო­ნის­თვის და სა­კი­თხი უფრო ფარ­თო ჭრილ­ში უნდა გან­ვი­ხი­ლოთ.

სა­კი­თხი შე­ე­ხე­ბა ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბას, რო­მელ­საც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი საფრ­თხეს უქ­მნის. ეს ქმნის იმ შე­დე­გებს, რომ­ლებ­თან გამ­კლა­ვე­ბაც ჩვენ ყვე­ლას გვი­წევს.

თვა­ლი გა­და­ავ­ლეთ 2021 წლის დე­კემ­ბრი­დან არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგს. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­მარ­თა უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბის შეხ­ვედ­რა, დის­კუ­სია და ვი­ზი­ტი. ეს არის პრობ­ლე­მის აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბის კი­დევ ერთი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი არ ეხე­ბა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნას. დიახ, უკ­რა­ი­ნა არის მთა­ვარ ფო­კუს­ში, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან“, - გა­ნა­ცხა­და იგორ დოლ­გოვ­მა.

მან მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ხა­ტა მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის მიერ გა­წე­ულ დახ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბა.

„ვა­ფა­სებთ დახ­მა­რე­ბას, რო­მე­ლიც ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ვი­ღეთ. არის თუ არა ეს საკ­მა­რი­სი?- მე არ ვფიქ­რობ, რომ ეს საკ­მა­რი­სია. ერთი კვი­რის წინ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ ხელი მო­ა­წე­რა ბრძა­ნე­ბას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის და­მა­ტე­ბით 100 000 ჯა­რის­კა­ცით გაზ­რდას გუ­ლის­ხმობს. მათ ია­რა­ღი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა სჭირ­დე­ბათ.

არის თუ არა ეს საკ­მა­რი­სი?- რა თქმა უნდა, უკ­რა­ი­ნის არ­მია დღეს გა­ცი­ლე­ბით უფრო ძლი­ე­რია, ვიდ­რე ეს 2014 წელს იყო. დღეს ჩვენ უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი ვართ, რად­გან, სამ­წუ­ხა­როდ, გვაქვს ცუდი გა­მოც­დი­ლე­ბა, სა­ი­და­ნაც გაკ­ვე­თი­ლი ძა­ლი­ან კარ­გად ვის­წავ­ლეთ. უნდა ვი­ყოთ მზად და­ვიც­ვათ სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი.

რაც უფრო ძლი­ე­რე­ბი ვიქ­ნე­ბით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბიც უფრო მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა. იმი­სათ­ვის, რომ მი­აღ­წიო წარ­მა­ტე­ბას, ნე­ბის­მი­ერ სა­ხის დიპ­ლო­მა­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, უნდა იყო ძლი­ე­რი. უკ­რა­ი­ნის შემ­თხვე­ვა არის ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი. სამ­წუ­ხა­როდ, რუ­სეთს, რო­მე­ლიც ცდი­ლობს გა­ზარ­დოს სამ­ხედ­რო ზე­წო­ლა უკ­რა­ი­ნა­ზე, კარ­გად მხო­ლოდ ერთი ენა ეს­მის- ეს არის სიძ­ლი­ე­რის ენა. ეს ნიშ­ნავს, რომ უკ­რა­ი­ნა უნდა იყოს ძლი­ე­რი,“- გა­ნა­ცხა­და ელჩმა.

კი­თხვა­ზე, მზად არის თუ არა ამ ფონ­ზე უკ­რა­ი­ნა­ში ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ნე­ბის­თვის, იგორ დოლ­გოვ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ჩრდი­ლო ატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის უკ­რა­ი­ნაც და სა­ქარ­თვე­ლოც მზად არი­ან.

„ჩვენ, ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო მზად ვართ ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის. ამი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნა­ტოს შიგ­ნით პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და კონ­სენ­სუ­სის მიღ­წე­ვა მო­ხერ­ხდეს.

ეს არის უკ­რა­ი­ნის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ნა­ტოს გა­და­სა­წყვე­ტი. ეს არ არის არც რუ­სე­თის და არც სხვა რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის მიერ მი­სა­ღე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ჩვენ ვართ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო და ეს არის ჩვე­ნი უფ­ლე­ბა - ჩვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია თა­ვად შე­ვარ­ჩი­ოთ ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი,“- გა­ნა­ცხა­და ელჩმა.

ლუარსაბი
17

ეს კაცი ნორმალურია? ძალის ენით ვინც დაელაპარაკა რუსეთს, კარგი რა დაემართა? თანაც, საქართველო და უკრაინა უნდა ელაპარაკონ ძალის ენით? 😃😃😃 თვითონ პირველი მოხევს და კაი თავშესაფარსაც მიიღებს.

ავტორი:

"რუსეთს კარგად მხოლოდ ერთი ენა ესმის, ეს არის სიძლიერის ენა - ჩვენ, ისევე როგორც საქართველო მზად ვართ, ნატოში ინტეგრაციისთვის" - უკრაინის ელჩი

"რუსეთს კარგად მხოლოდ ერთი ენა ესმის, ეს არის სიძლიერის ენა - ჩვენ, ისევე როგორც საქართველო მზად ვართ, ნატოში ინტეგრაციისთვის" - უკრაინის ელჩი

რუსეთს, რომელიც ცდილობს გაზარდოს სამხედრო ზეწოლა უკრაინაზე, კარგად მხოლოდ ერთი ენა ესმის- ეს არის სიძლიერის ენა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა უნდა იყოს ძლიერი ,- ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ელჩის თქმით, უკრაინის საელჩო შეშფოთებულია ამჟამად არსებული მდგომარეობით და ეს ვითარება, დიპლომატის განმარტებით, არ ეხება მხოლოდ უკრაინას, არამედ ეხება ევროპის უსაფრთხოებას, რომელსაც რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები საფრთხეს უქმნის.

„ ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინას. ეს მდგომარეობა პრობლემურია მთელი რეგიონისთვის და საკითხი უფრო ფართო ჭრილში უნდა განვიხილოთ.

საკითხი შეეხება ევროპის უსაფრთხოებას, რომელსაც რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები საფრთხეს უქმნის. ეს ქმნის იმ შედეგებს, რომლებთან გამკლავებაც ჩვენ ყველას გვიწევს.

თვალი გადაავლეთ 2021 წლის დეკემბრიდან არსებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ამ დროის განმავლობაში გაიმართა უპრეცედენტო რაოდენობის შეხვედრა, დისკუსია და ვიზიტი. ეს არის პრობლემის აქტუალურობის კიდევ ერთი გამოხატულება. ეს ყველაფერი არ ეხება მხოლოდ უკრაინას. დიახ, უკრაინა არის მთავარ ფოკუსში, მაგრამ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ევროპის უსაფრთხოებასთან“, - განაცხადა იგორ დოლგოვმა.

მან მადლიერება გამოხატა მეგობარი ქვეყნების მიერ გაწეულ დახმარებასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ ეს საკმარისი არ იქნება.

„ვაფასებთ დახმარებას, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში მივიღეთ. არის თუ არა ეს საკმარისი?- მე არ ვფიქრობ, რომ ეს საკმარისია. ერთი კვირის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის დამატებით 100 000 ჯარისკაცით გაზრდას გულისხმობს. მათ იარაღი და აუცილებელი აღჭურვილობა სჭირდებათ.

არის თუ არა ეს საკმარისი?- რა თქმა უნდა, უკრაინის არმია დღეს გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ეს 2014 წელს იყო. დღეს ჩვენ უფრო მომზადებულები ვართ, რადგან, სამწუხაროდ, გვაქვს ცუდი გამოცდილება, საიდანაც გაკვეთილი ძალიან კარგად ვისწავლეთ. უნდა ვიყოთ მზად დავიცვათ საკუთარი ქვეყანა, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

რაც უფრო ძლიერები ვიქნებით, მოლაპარაკებებიც უფრო მარტივი იქნება. იმისათვის, რომ მიაღწიო წარმატებას, ნებისმიერ სახის დიპლომატიურ საქმიანობაში, უნდა იყო ძლიერი. უკრაინის შემთხვევა არის ამის ნათელი მაგალითი. სამწუხაროდ, რუსეთს, რომელიც ცდილობს გაზარდოს სამხედრო ზეწოლა უკრაინაზე, კარგად მხოლოდ ერთი ენა ესმის- ეს არის სიძლიერის ენა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა უნდა იყოს ძლიერი,“- განაცხადა ელჩმა.

კითხვაზე, მზად არის თუ არა ამ ფონზე უკრაინაში ნატოში გაწევრინებისთვის, იგორ დოლგოვმა აღნიშნა, რომ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისთვის უკრაინაც და საქართველოც მზად არიან.

„ჩვენ, ისევე როგორც საქართველო მზად ვართ ნატოში ინტეგრაციისთვის. ამისათვის აუცილებელია ნატოს შიგნით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და კონსენსუსის მიღწევა მოხერხდეს.

ეს არის უკრაინის, საქართველოსა და ნატოს გადასაწყვეტი. ეს არ არის არც რუსეთის და არც სხვა რომელიმე ქვეყნის მიერ მისაღები გადაწყვეტილება. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ეს არის ჩვენი უფლება - ჩვენი გადასაწყვეტია თავად შევარჩიოთ ჩვენი უსაფრთხოების ზომები,“- განაცხადა ელჩმა.