პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ცვლილებები სამთავრობო გუნდში - რომელი მინისტრი ტოვებს თანამდებობას და ვინ ვის შეცვლის?
ცვლილებები სამთავრობო გუნდში - რომელი მინისტრი ტოვებს თანამდებობას და ვინ ვის შეცვლის?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ახა­ლი მი­ნის­ტრე­ბი წა­რად­გი­ნა. მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრად ვიცე-პრე­მი­ე­რი ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი, ხოლო გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრად ოთარ შა­მუ­გია და­ი­ნიშ­ნა.პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ყო­ფილ მი­ნისტრს, ნა­თია თურ­ნა­ვას გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ იგი გუნ­დის წევ­რად რჩე­ბა.

"ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილს დიდი წარ­დგე­ნა არ სჭირ­დე­ბა, ყვე­ლა კარ­გად იც­ნობს მას, მის საქ­მი­ა­ნო­ბას. ლე­ვა­ნი იყო გა­რე­მოს დაც­ვის და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მი­ნის­ტრი. იგი ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თგუ­ლად ემ­სა­ხუ­რა სა­მი­ნის­ტროს, ქვე­ყა­ნას, თა­ვის საქ­მეს და ძა­ლი­ან ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ამ სა­მი­ნის­ტრო­ში. ლე­ვა­ნი და­ი­ნიშ­ნა ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრად. იგი არის გა­ნათ­ლე­ბით ეკო­ნო­მის­ტი, ძა­ლი­ან კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა, ცოდ­ნა აქვს და ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს დაგ­რო­ვი­ლი ახლა უკვე და მჯე­რა, რომ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მი­ნის­ტრი იქ­ნე­ბა.

ამავდრო­უ­ლად, ლე­ვა­ნი არის ვიცე-პრე­მი­ე­რი და რა თქმა უნდა, შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბა ეს თა­ნამ­დე­ბო­ბაც. რაც შე­ე­ხე­ბა ქალ­ბა­ტონ ნა­თია თურ­ნა­ვას, მინ­და, ჩემი და მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით, მად­ლო­ბა ვუ­თხრა მას გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის, ქალ­ბა­ტო­ნი ნა­თია 3 წელი იყო მი­ნის­ტრი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე გა­ა­კე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, ნა­თია იყო და არის ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რი და რა თქმა უნდა, რჩე­ბა ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რად. ნა­თი­ას აქვს თა­ვი­სი გეგ­მე­ბი, თა­ვი­სი ხედ­ვე­ბი, თა­ვი­სი სურ­ვი­ლი ამის თა­ო­ბა­ზე თა­ვად მო­გახ­სე­ნებთ მოგ­ვი­ა­ნე­ბით. მინ­და, მას მად­ლო­ბა ვუ­თხრა კი­დევ ერთხელ და წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო,“- აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა ოთარ შა­მუ­გია წა­რად­გი­ნა, რო­მელ­საც სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბის 16-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს და დე­ტა­ლუ­რად იცის, რა სჭირ­დე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას და გა­რე­მოს დაც­ვას.

"რაც შე­ე­ხე­ბა გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნისტრს, წარ­მო­გიდ­გენთ ბა­ტონ ოთარ შა­მუ­გი­ას, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლე იყო. ბა­ტო­ნი ოთა­რის შე­სა­ხებ მინ­და რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი ვუ­თხრა სა­ზო­გა­დო­ე­ბას - ოთა­რი არის დევ­ნი­ლი სო­ხუ­მი­დან. ის და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და სო­ხუმ­ში, ასე­ვე სკო­ლა და­ამ­თავ­რა სო­ხუმ­ში. შემ­დეგ დევ­ნი­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და ზუგ­დიდ­ში, თბი­ლის­ში და თა­ვი­სი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი, პა­ტი­ო­სა­ნი შრო­მით მი­აღ­წია მი­ნის­ტრო­ბას. ოთარ­მა 16 წელი იმუ­შა­ვა ამ სა­მი­ნის­ტრო­ში.

მან დე­ტა­ლუ­რად იცის, თუ რა სჭირ­დე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას, გა­რე­მოს დაც­ვას და მჯე­რა, რომ ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მი­ნის­ტრი იქ­ნე­ბა. კი­დევ ერთხელ ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას ჩვენს მი­ნის­ტრებს, ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ახლა არის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა, სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვა, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მე ძა­ლი­ან ბევ­რს ვმუ­შა­ობ ჩვენს ეკო­ნო­მი­კურ გუნდთან და ბევრ სი­ახ­ლეს წარ­ვუდ­გენთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ახ­ლად და­ნიშ­ნულ­მა მი­ნის­ტრებ­მა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნდო­ბის­თვის მთავ­რო­ბის მე­თა­ურს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს. ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა მოკ­ლედ შე­ა­ჯა­მა ნა­თია თურ­ნა­ვამ და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში აც­ნო­ბებს.

მკითხველის კომენტარები / 67 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
4

დიდგორზე საქართველო იდგა, არსებითად ლიხს იქითა, ხოლო საქართველოს რუსეთთან მფარველობის ხელშეკრულება სიჩქარესა, თუ სახელმწიფოებრიობის გააზრებაში ქართლისა და კახეთის სამეფომ დადო. მე ვუგულშემატკივრებ ჩემს ძმებს კახელობას, მაგრამ არ აღმოჩდეს იმ გარემოებაში, როდესაც დასავლეთ საქართველო ლეკიანობას უყურებდა შორიდან, თუნდაც შამილობას. გაუმარჯოს თუშებს, რომელმაც შამილობისაგან იხსნა აღმოსავლეთ საქართველო, თუ არა რუსეთი კიდევ დიდხანს მოახდენდა მონიტორინგს კავკასიაში ახალი მუტაციის კეთებაში და დღემდე არა აქვს შამილობას ამოხსნა, რომ ეს გაითვალისწინოს კადიროვმა და დროზე დაიწყოს საქართველომ მისტიკაში საუბარი, თუ არა თავადც დაიჩაგრება ღალღასთან ერთად. გაუმარჯოს ინგუშებს პატიოსნებას იბერიისა. მის გარეშე და ამის გარეშე რასაც ვწერ ვერავინ ეღირსება საქართველოსა და კავკასიაში ცხოვრებას. დიდება ქრისტეს!

....-ს
0

თქვენ კიდე,რავა სულ წარსულებზე და მიცვალებულებზე უნდა წერდეთ,გეყოდ,რა,ასეთი შეშინებული რატომ ხართ,თუ მართალი ბრძანდებით ?

ავტორი:

ცვლილებები სამთავრობო გუნდში - რომელი მინისტრი ტოვებს თანამდებობას და ვინ ვის შეცვლის?

ცვლილებები სამთავრობო გუნდში - რომელი მინისტრი ტოვებს თანამდებობას და ვინ ვის შეცვლის?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრები წარადგინა. მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა.პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს, ნათია თურნავას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იგი გუნდის წევრად რჩება.

"ლევან დავითაშვილს დიდი წარდგენა არ სჭირდება, ყველა კარგად იცნობს მას, მის საქმიანობას. ლევანი იყო გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის წარმატებული მინისტრი. იგი ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა სამინისტროს, ქვეყანას, თავის საქმეს და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა ამ სამინისტროში. ლევანი დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად. იგი არის განათლებით ეკონომისტი, ძალიან კარგი განათლება, ცოდნა აქვს და ძალიან კარგი გამოცდილება აქვს დაგროვილი ახლა უკვე და მჯერა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების წარმატებული მინისტრი იქნება.

ამავდროულად, ლევანი არის ვიცე-პრემიერი და რა თქმა უნდა, შეუნარჩუნდება ეს თანამდებობაც. რაც შეეხება ქალბატონ ნათია თურნავას, მინდა, ჩემი და მთავრობის სახელით, მადლობა ვუთხრა მას გაწეული სამსახურისთვის, ქალბატონი ნათია 3 წელი იყო მინისტრი. ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრი საქმე გააკეთა სამინისტროში, ნათია იყო და არის ჩვენი გუნდის წევრი და რა თქმა უნდა, რჩება ჩვენი გუნდის წევრად. ნათიას აქვს თავისი გეგმები, თავისი ხედვები, თავისი სურვილი ამის თაობაზე თავად მოგახსენებთ მოგვიანებით. მინდა, მას მადლობა ვუთხრა კიდევ ერთხელ და წარმატება ვუსურვო,“- აღნიშნა პრემიერმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე მთავრობის მეთაურმა ოთარ შამუგია წარადგინა, რომელსაც სამინისტროში მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება აქვს და დეტალურად იცის, რა სჭირდება სოფლის მეურნეობას და გარემოს დაცვას.

"რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, წარმოგიდგენთ ბატონ ოთარ შამუგიას, რომელიც მანამდე ლევან დავითაშვილის მოადგილე იყო. ბატონი ოთარის შესახებ მინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი ვუთხრა საზოგადოებას - ოთარი არის დევნილი სოხუმიდან. ის დაიბადა და გაიზარდა სოხუმში, ასევე სკოლა დაამთავრა სოხუმში. შემდეგ დევნილობაში ცხოვრობდა ზუგდიდში, თბილისში და თავისი კეთილსინდისიერი, პატიოსანი შრომით მიაღწია მინისტრობას. ოთარმა 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში.

მან დეტალურად იცის, თუ რა სჭირდება სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და მჯერა, რომ ის წარმატებული მინისტრი იქნება. კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებას ჩვენს მინისტრებს, ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის ეკონომიკის განვითარება, სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მიმართულებით მე ძალიან ბევრს ვმუშაობ ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან და ბევრ სიახლეს წარვუდგენთ საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ახლად დანიშნულმა მინისტრებმა გამოცხადებული ნდობისთვის მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადეს. ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობა მოკლედ შეაჯამა ნათია თურნავამ და აღნიშნა, რომ სამომავლო გეგმების შესახებ საზოგადოებას უახლოეს მომავალში აცნობებს.