სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანტიკორუფციული მოძრაობის" განცხადებები მიზნად ისახავს მარეგულირებელი კომისიის დისკრედიტაციას" - სემეკი
"ანტიკორუფციული მოძრაობის" განცხადებები მიზნად ისახავს მარეგულირებელი კომისიის დისკრედიტაციას" - სემეკი

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სია (სე­მეკ) ეხ­მა­უ­რე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის - "ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" გან­ცხა­დე­ბებს. მათ მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი მიზ­ნად ისა­ხავს მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის, რო­გორც ინ­სტი­ტუ­ტი­სა და პერ­სო­ნა­ლუ­რად, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას.

პირ­ველ რიგ­ში, სე­მე­კი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში კო­მი­სი­ა­ში ტა­რი­ფე­ბის ზრდა არ გა­ნი­ხი­ლე­ბა. კო­მი­სი­ის მიერ დად­გე­ნი­ლი ტა­რი­ფე­ბი შე­ი­ცავს მხო­ლოდ იმ აუ­ცი­ლე­ბელ ხარ­ჯებს, რაც მო­სახ­ლე­ბის ელექტრო­ე­ნერ­გი­ით, ბუ­ნებ­რი­ვი გზი­თა თუ სას­მე­ლი წყლით მო­მა­რა­გე­ბის­თვის არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. სე­მე­კის მიერ ტა­რი­ფე­ბი დგინ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად შე­მუ­შა­ვე­ბულ მე­თო­დო­ლო­გი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, სა­ჯა­რო სხდო­მა­ზე, გამჭვირ­ვა­ლედ, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს შე­უძ­ლია დას­წრე­ბა. ასე­ვე, ნე­ბის­მი­ერ პირს შე­უძ­ლია ტა­რი­ფებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის გა­მო­თხო­ვა, ტა­რი­ფე­ბის დად­გე­ნის შე­სა­ხებ სა­ჯა­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის ფარ­გლებ­ში კო­მი­სი­ის­თვის წი­ნა­და­დე­ბით მო­მარ­თვა. კო­მი­სი­ის მიერ სა­ტა­რი­ფო მე­თო­დო­ლო­გი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით დად­გე­ნი­ლი ტა­რი­ფე­ბის გა­ან­გა­რი­შე­ბე­ბის დე­ტა­ლუ­რი გან­მარ­ტე­ბი­თი ბა­რა­თე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლია კო­მი­სი­ის ვებგ­ვერ­დზე: https://gnerc.org.

​ტყუ­ი­ლია „ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის“ გან­ცხა­დე­ბა, თით­ქოს მათი 21 იან­ვრის მო­მარ­თვა­ზე სე­მეკს დღემ­დე პა­სუ­ხი არ გა­უგ­ზავ­ნია. სე­მე­კი­დან შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხი გა­იგ­ზავ­ნა 28 იან­ვარს, რომ­ლის გა­და­მოწ­მე­ბაც მარ­ტი­ვად შე­საძ­ლე­ბე­ლია მომ­სა­ხუ­რე ფოს­ტის მეშ­ვე­ო­ბით. მოძ­რა­ო­ბა ითხოვ­და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის იმ­პორ­ტის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას წე­რი­ლო­ბით გა­ნე­მარ­ტა, რომ სე­მეკ­ში არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა სა­ფუძ­ველ­ზეც ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ იმ­პორ­ტის მეშ­ვე­ო­ბით ელექტრო­ე­ნერ­გი­ის შე­ძე­ნა სომ­ხე­თი­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან და რუ­სე­თი­დან. შე­სა­ბა­მი­სად, კო­მი­სია მოკ­ლე­ბუ­ლია შე­საძ­ლებ­ლო­ბას გას­ცეს ინ­ფორ­მა­ცია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა სა­ფუძ­ველ­ზეც ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ იმ­პორ­ტის მეშ­ვე­ო­ბით ელექტრო­ე­ნერ­გი­ის შე­ძე­ნა სომ­ხე­თი­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან და რუ­სე­თი­დან.

„ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სე­მე­კის წევ­რი, გი­ორ­გი ფან­გა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­კუ­თარ პრო­ფილ­ზე პოს­ტე­ბის გან­თავ­სე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. გი­ორ­გი ფან­გა­ნი ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში საქ­მი­ა­ნობს 2005 წლი­დან, სე­მეკ­ში 2010 წლი­დან ეკა­ვა ხელ­მძღვა­ნე­ლი პო­ზი­ცია, ხოლო 2021 წელს მე­ო­რე ვა­დით აირ­ჩა სე­მე­კის წევ­რად. გი­ორ­გი ფან­გა­ნი პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია. იგი მო­ნა­წი­ლე­ობ­და „ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის, ასე­ვე სხვა­დას­ხვა ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბის შექ­მნა­ში, ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის რე­ფორ­მი­რე­ბა­ში. მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­მუ­შავ­და უპ­რე­ცენ­დენ­ტო პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მიზ­ნად ისა­ხავს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტო­რებ­ში მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­სა და კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. გი­ორ­გი ფან­გა­ნი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ენერ­გე­ტი­კუ­ლი თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი საბ­ჭოს (ECRB) პრე­ზი­დენ­ტი, ასე­ვე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სე­მეკ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ არა­ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექტს, ხოლო ამ­ჟა­მად არის ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბით სე­მეკ­ში მიმ­დი­ნა­რე მე­ო­თხე დაძ­მო­ბი­ლე­ბის პრო­ექ­ტის ლი­დე­რი სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან. სე­მე­კის წევ­რის შე­სა­ხებ ამ მოკ­ლე ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც ნა­თე­ლია, რომ იგი სე­მე­კის წევ­რის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რი.

„ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ისა­უბ­რეს კო­მი­სი­ა­ში გა­ცე­მულ სარ­გო­ზე. სე­მე­კი გან­მარ­ტავს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცია სე­მე­კის შე­სა­ხებ, მათ შო­რის ფი­ნან­სუ­რი ნა­წი­ლის შე­სა­ხებ, მო­ცე­მუ­ლია კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის წლი­ურ ან­გა­რი­შებ­ში, ამას­თა­ნა­ვე, კო­მი­სი­ის ან­გა­რიშს ყო­ველ­წლი­უ­რად წა­რად­გენს სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში. კო­მი­სი­ის ან­გა­რი­შე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლია კო­მი­სი­ის ვებგ­ვერ­დზე და სა­ჯა­როა ნე­ბის­მი­ე­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის­თვის. გარ­და ამი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის მიერ შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი. კო­მი­სია არ ფი­ნანსდე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან, ფი­ნანსდე­ბა ლი­ცენ­ზი­ა­ტი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ გა­დახ­დი­ლი რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ფა­სუ­რი­დან და კო­მი­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხი, ისე­ვე რო­გორც სხვა სა­მარ­თლებ­რივ სა­კი­თხე­ბი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბას.

R

ავტორი:

"ანტიკორუფციული მოძრაობის" განცხადებები მიზნად ისახავს მარეგულირებელი კომისიის დისკრედიტაციას" - სემეკი

"ანტიკორუფციული მოძრაობის" განცხადებები მიზნად ისახავს მარეგულირებელი კომისიის დისკრედიტაციას" - სემეკი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმაურება "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ორგანიზაციის - "ანტიკორუფციული მოძრაობის" განცხადებებს. მათ მიერ გაჟღერებული განცხადებები მიზნად ისახავს მარეგულირებელი კომისიის, როგორც ინსტიტუტისა და პერსონალურად, კომისიის წევრების დისკრედიტაციას.

პირველ რიგში, სემეკი ხაზგასმით აღნიშნავს, უახლოეს პერიოდში კომისიაში ტარიფების ზრდა არ განიხილება. კომისიის მიერ დადგენილი ტარიფები შეიცავს მხოლოდ იმ აუცილებელ ხარჯებს, რაც მოსახლების ელექტროენერგიით, ბუნებრივი გზითა თუ სასმელი წყლით მომარაგებისთვის არის აუცილებელი. სემეკის მიერ ტარიფები დგინდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, საჯარო სხდომაზე, გამჭვირვალედ, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დასწრება. ასევე, ნებისმიერ პირს შეუძლია ტარიფებთან დაკავშირებული მასალების გამოთხოვა, ტარიფების დადგენის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიისთვის წინადადებით მომართვა. კომისიის მიერ სატარიფო მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით დადგენილი ტარიფების გაანგარიშებების დეტალური განმარტებითი ბარათები განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე: https://gnerc.org.

​ტყუილია „ანტიკორუფციული მოძრაობის“ განცხადება, თითქოს მათი 21 იანვრის მომართვაზე სემეკს დღემდე პასუხი არ გაუგზავნია. სემეკიდან შესაბამისი პასუხი გაიგზავნა 28 იანვარს, რომლის გადამოწმებაც მარტივად შესაძლებელია მომსახურე ფოსტის მეშვეობით. მოძრაობა ითხოვდა ელექტროენერგიის იმპორტის შესახებ ხელშეკრულებების გასაჯაროებას. ორგანიზაციას წერილობით განემარტა, რომ სემეკში არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც ხდება საქართველოს მიერ იმპორტის მეშვეობით ელექტროენერგიის შეძენა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. შესაბამისად, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს ინფორმაცია ხელშეკრულებების შესახებ, რომელთა საფუძველზეც ხდება საქართველოს მიერ იმპორტის მეშვეობით ელექტროენერგიის შეძენა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან.

„ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი სოციალურ ქსელში საკუთარ პროფილზე პოსტების განთავსებაში დაადანაშაულეს. გიორგი ფანგანი ენერგეტიკის სექტორში საქმიანობს 2005 წლიდან, სემეკში 2010 წლიდან ეკავა ხელმძღვანელი პოზიცია, ხოლო 2021 წელს მეორე ვადით აირჩა სემეკის წევრად. გიორგი ფანგანი პროფესიით იურისტია. იგი მონაწილეობდა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე სხვადასხვა ნორმატიული აქტების შექმნაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებაში. მისი ინიციატივით შემუშავდა უპრეცენდენტო პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და კომპანიების მხრიდან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. გიორგი ფანგანი ორი წლის განმავლობაში იყო ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელი საბჭოს (ECRB) პრეზიდენტი, ასევე ხელმძღვანელობდა სემეკში განხორციელებულ არაერთ საერთაშორისო პროექტს, ხოლო ამჟამად არის ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე მეოთხე დაძმობილების პროექტის ლიდერი საქართველოს მხრიდან. სემეკის წევრის შესახებ ამ მოკლე ინფორმაციითაც ნათელია, რომ იგი სემეკის წევრის პოზიციას იკავებს როგორც პროფესიონალი კადრი.

„ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს კომისიაში გაცემულ სარგოზე. სემეკი განმარტავს, რომ ნებისმიერი ინფორმაცია სემეკის შესახებ, მათ შორის ფინანსური ნაწილის შესახებ, მოცემულია კომისიის საქმიანობის წლიურ ანგარიშებში, ამასთანავე, კომისიის ანგარიშს ყოველწლიურად წარადგენს სემეკის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტში. კომისიის ანგარიშები განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე და საჯაროა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია კომისიის წევრების მიერ შევსებული დეკლარაციები. კომისია არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ფინანსდება ლიცენზიატი კომპანიების მიერ გადახდილი რეგულირების საფასურიდან და კომისიასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხი, ისევე როგორც სხვა სამართლებრივ საკითხები ექვემდებარება კანონმდებლობას.

R