მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველას ეგონა, რომ ეს მანქანა ლაშამ იყიდა, ასე არ არის... ამჟამად იმ ბინას ვარემონტებთ, რომელიც აჩუქეს" - ლაშა ბექაურის ცხოვრება ოლიმპიადის შემდეგ და სამსახიობო დებიუტი
"ყველას ეგონა, რომ ეს მანქანა ლაშამ იყიდა, ასე არ არის... ამჟამად იმ ბინას ვარემონტებთ, რომელიც აჩუქეს" - ლაშა ბექაურის ცხოვრება ოლიმპიადის შემდეგ და სამსახიობო დებიუტი

ლაშა ბე­ქა­უ­რი ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დის შემ­დეგ მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­იც­ნო. 90 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში მო­ას­პა­რე­ზე 21 წლის ბიჭ­მა ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა და სამ­შობ­ლო­ში ოლიმ­პი­უ­რი ოქ­რო­თი დაბ­რუნ­და. ლაშა 2021 წელს "სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნად" აღი­ა­რეს და სა­ხელ­მწი­ფოს­გან მი­ლი­ო­ნი ლა­რიც მი­ი­ღო, ასე­ვე სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცა ავ­ტო­მო­ბი­ლი და ბინა თბი­ლის­ში. როცა ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმენს ჰკი­თხეს, რას გა­ა­კე­თებ­და მო­გე­ბუ­ლი ფუ­ლით? და­უ­ფიქ­რებ­ლად უპა­სუ­ხა, რომ ემიგ­რა­ცი­ა­ში მყოფ ბე­ბი­ას და დე­ი­დას სამ­შობ­ლო­ში და­აბ­რუ­ნებ­და. ეს სურ­ვი­ლი უკვე აის­რუ­ლა. მო­ნატ­რე­ბუ­ლი ბე­ბია და დე­ი­და, მისი ორი დე­ი­დაშ­ვი­ლი სა­ბერ­ძნე­თი­დან სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ. ახლა ემიგ­რა­ცი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა დე­ი­დაშ­ვი­ლებ­მა და­ი­წყეს ძი­უ­დო­ზე სი­ა­რუ­ლი და მა­თაც ლა­შას მწვრთნე­ლი ავარ­ჯი­შებს.

ამ დღე­ებ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოჩ­ნდა ფილ­მის "9 ძმა" სა­პი­ლო­ტე ვერ­სია, სა­დაც სპორ­ტსმე­ნი ლაშა ბე­ქა­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ობს. ფილ­მის რე­ჟი­სო­რე­ბი არი­ან ზუ­რაბ ვა­სა­ძე და სერ­გო ეგო­ი­ა­ნი. "9 ძმა" - გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი სპეც­და­ნა­ყო­ფია და სპორ­ტსმე­ნე­ბის გარ­და, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მსა­ხი­ო­ბე­ბი: ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი, ლაშა მა­ქა­ცა­რია, გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე, ზუ­რაბ ინ­გო­როყ­ვა, გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვი­ლი და სხვე­ბი. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი გა­ზა­ფხულ­ზე გა­ნახ­ლდე­ბა. ლო­კა­ცი­ე­ბის სიმ­რავ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­და­სა­ღე­ბი პრო­ცე­სის მომ­ზა­დე­ბას ბევ­რი დრო დას­ჭირ­დე­ბა.

ლა­შას დე­დის, ვიკა წიკ­ლა­უ­რის თქმით, მის შვილს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა მსა­ხი­ო­ბის როლ­ში ყოფ­ნა. ის გვი­ამ­ბობს, რამ­ხე­ლა შრო­მის ფა­სად მი­აღ­წია მის­მა ვაჟ­მა სპორ­ტში თა­ვის მი­ზანს.

ვიკა წიკ­ლა­უ­რი:

- გა­სულ წელს, კარგ ამ­ბებ­თან ერ­თად იყო ბევ­რი ნერ­ვი­უ­ლო­ბა, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დაგ­ვირ­გვინ­და. ლა­შამ ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა და ეს დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა ჩვენ­თვის. თუმ­ცა მა­ნამ­დე კო­ვი­დი შეხ­ვდა და სამი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტურ­ნი­რი გა­მო­ტო­ვა, უკვე აღა­რაფ­რის იმე­დი აღარ გვქონ­და. ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დეთ, მაგ­რამ იმ­დე­ნი იბ­რძო­ლა, იმ­დე­ნი იშ­რო­მა, მი­ზანს მა­ინც მი­აღ­წია. თან იმ პე­რი­ოდ­ში მხა­რი და­ი­ზი­ა­ნა და ტრავ­მა ჰქონ­და. დიდი ნერ­ვი­უ­ლო­ბის შემ­დეგ, ღვთის წყა­ლო­ბით, ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სოდ დას­რულ­და. ვი­სურ­ვებ­დი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლას ოჯახ­ში იყოს ასე­თი დიდი სი­ხა­რუ­ლი.

- კო­ვი­დი რთუ­ლად გა­და­ი­ტა­ნა?

- უკვე ტურ­ნირ­ზე მი­დი­ო­და და ტეს­ტი­რე­ბა ჩა­უ­ტარ­და წას­ვლის წინ. გზი­დან მო­აბ­რუ­ნეს, რად­გან და­უ­დას­ტურ­და... იო­ლად გა­და­ი­ტა­ნა კო­ვი­დი, არა­ფე­რი აწუ­ხებ­და, ვარ­ჯიშ­საც ახერ­ხებ­და, მაგ­რამ მე­რეც, მთე­ლი სამი თვე ტეს­ტი და­დე­ბითს აჩ­ვე­ნებ­და და ვერ ერ­თვე­ბო­და ტურ­ნი­რებ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ტრავ­მას, მწვრთნე­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გუნ­დურ შე­ჯიბ­რე­ბა­ზე წა­იყ­ვა­ნეს, რომ კი­დევ ერთხელ გა­მო­ე­ცა­და თა­ვი­სი ძა­ლე­ბი, წინ სა­ო­ლიმ­პი­ა­დო პე­რი­ო­დი იყო. არ ვუ­ყუ­რებ ლა­შას თა­მა­შებს ხოლ­მე, რად­გან ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ. იმ დღეს ისე სწრა­ფად უჭი­და­ვია, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი მო­ვი­და, მხრის ძვა­ლი მო­ვი­ტე­ხეო, მერე მეც ვუ­ყუ­რე ამ თა­მაშს. ლა­მის სიკ­ვდი­ლის ტოლ­ფა­სი იყო, სა­ში­ნე­ლე­ბა, მხა­რი რომ და­უ­ზი­ან­და. მთელ­მა ოჯახ­მა ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლეთ, ფარ-ხმა­ლი დავ­ყა­რეთ, გვე­გო­ნა, ვერ წა­ვი­დო­და ოლიმ­პი­ა­და­ზე, მაგ­რამ თვი­თონ არ და­ნებ­და, იმ­დე­ნად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იყო, თა­ვი­სი მა­ინც გა­ი­ტა­ნა. დიდი ტკი­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ბევ­რი იშ­რო­მა, ექი­მე­ბი, მწვრთნე­ლე­ბი და­ეხ­მარ­ნენ და მად­ლო­ბა მათ. მებ­რძო­ლი სული აქვს, შე­უ­პო­ვა­რია.

- ლაშა ამ­ბობს, დედა ჩემს შე­ჯიბ­რე­ბას არა­სო­დეს უყუ­რებს, ის ამ დროს ტა­ძარ­ში მი­დის და ლო­ცუ­ლობ­სო. ოლიმ­პი­ა­დამ­დე გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რად კი­თხუ­ლობთ ზუ­რაბ ბე­ნი­ა­ი­ძის ლექსს, რო­მე­ლიც ოლიმ­პი­ა­და­ზე წა­სულ შვილს მი­უ­ძღვე­ნით. ისე­თი ტექ­სტია და ისე კი­თხუ­ლობთ, თით­ქოს ომში აცი­ლებთ შვილს.

- არ მე­გო­ნა, ამ­ხე­ლა ხმა­უ­რი თუ მოჰ­ყვე­ბო­და ამ ლექსს. ავ­ტო­რი ლა­შას მე­გო­ბა­რია და სი­ურპრი­ზი მო­ვუ­წყვეთ. როცა ლაშა მი­დი­ო­და, გა­ვა­ცი­ლე აე­რო­პორ­ტში და მი­თხრა, - დე, ახლა ისე დამ­ლო­ცე, თით­ქოს ომში მა­ცი­ლე­ბო. მარ­თლა დავ­ლო­ცე და წა­ვი­და. ამ ლექ­სის ში­ნა­არ­სიც ასე­თია, ომში მი­მა­ვალ შვილს აცი­ლებს დედა. 26-ში ლა­შას და­ბა­დე­ბის დღე იყო და 2 დღე­ში, 28-ში უწევ­და შე­ჯიბ­რე­ბა­ზე გას­ვლა. ვი­ფიქ­რე, ამ ლექსს მი­ვუ­ძღვნი, ვი­დე­ოს გა­ვუგ­ზავ­ნი და მო­ტი­ვა­ცი­ას მივ­ცემ ჩემს შვილს, რომ ბრძო­ლის ჟინი გა­უძ­ლი­ერ­დეს-მეთ­ქი.

სა­ერ­თო მი­ლოც­ვაც გა­უ­კე­თეს მე­გობ­რებ­მა და გა­ვუგ­ზავ­ნეთ. ვინც ეს ვი­დეო აა­წყო, იმან იხუმ­რა, ასე­თი ლექ­სი რომ მო­მი­ძღვნან, ტო­კი­ოს მეც მო­ვი­გე­ბო. მერე ლა­შამ მი­თხრა, - დე, ძა­ლი­ან დიდი მო­ტი­ვა­ცია მომ­ცა ამ ლექსმაო..წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნენე
8

დედას გაუმრავლდი სულ მწვანეზე იარე ვაშკაცო სახელოვანო ბიჭო

გელა
7

ოქროს ბიჭი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ყველას ეგონა, რომ ეს მანქანა ლაშამ იყიდა, ასე არ არის... ამჟამად იმ ბინას ვარემონტებთ, რომელიც აჩუქეს" - ლაშა ბექაურის ცხოვრება ოლიმპიადის შემდეგ და სამსახიობო დებიუტი

"ყველას ეგონა, რომ ეს მანქანა ლაშამ იყიდა, ასე არ არის... ამჟამად იმ ბინას ვარემონტებთ, რომელიც აჩუქეს" - ლაშა ბექაურის ცხოვრება ოლიმპიადის შემდეგ და სამსახიობო დებიუტი

ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ მთელმა მსოფლიომ გაიცნო. 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 21 წლის ბიჭმა ოცნება აისრულა და სამშობლოში ოლიმპიური ოქროთი დაბრუნდა. ლაშა 2021 წელს "საუკეთესო სპორტსმენად" აღიარეს და სახელმწიფოსგან მილიონი ლარიც მიიღო, ასევე საჩუქრად გადაეცა ავტომობილი და ბინა თბილისში. როცა ახალგაზრდა სპორტსმენს ჰკითხეს, რას გააკეთებდა მოგებული ფულით? დაუფიქრებლად უპასუხა, რომ ემიგრაციაში მყოფ ბებიას და დეიდას სამშობლოში დააბრუნებდა. ეს სურვილი უკვე აისრულა. მონატრებული ბებია და დეიდა, მისი ორი დეიდაშვილი საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. ახლა ემიგრაციიდან დაბრუნებულმა დეიდაშვილებმა დაიწყეს ძიუდოზე სიარული და მათაც ლაშას მწვრთნელი ავარჯიშებს.

ამ დღეებში სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფილმის "9 ძმა" საპილოტე ვერსია, სადაც სპორტსმენი ლაშა ბექაური მონაწილეობს. ფილმის რეჟისორები არიან ზურაბ ვასაძე და სერგო ეგოიანი. "9 ძმა" - გასაიდუმლოებული ანტიტერორისტული სპეცდანაყოფია და სპორტსმენების გარდა, მასში მონაწილეობენ მსახიობები: ნანკა კალატოზიშვილი, ლაშა მაქაცარია, გიორგი ვარდოსანიძე, ზურაბ ინგოროყვა, გიორგი გილიგაშვილი და სხვები. როგორც შევიტყვეთ, ფილმის გადაღებები გაზაფხულზე განახლდება. ლოკაციების სიმრავლიდან გამომდინარე, გადასაღები პროცესის მომზადებას ბევრი დრო დასჭირდება.

ლაშას დედის, ვიკა წიკლაურის თქმით, მის შვილს ძალიან მოეწონა მსახიობის როლში ყოფნა. ის გვიამბობს, რამხელა შრომის ფასად მიაღწია მისმა ვაჟმა სპორტში თავის მიზანს.

ვიკა წიკლაური:

- გასულ წელს, კარგ ამბებთან ერთად იყო ბევრი ნერვიულობა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დაგვირგვინდა. ლაშამ ოცნება აისრულა და ეს დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის. თუმცა მანამდე კოვიდი შეხვდა და სამი მნიშვნელოვანი ტურნირი გამოტოვა, უკვე აღარაფრის იმედი აღარ გვქონდა. ძალიან განვიცადეთ, მაგრამ იმდენი იბრძოლა, იმდენი იშრომა, მიზანს მაინც მიაღწია. თან იმ პერიოდში მხარი დაიზიანა და ტრავმა ჰქონდა. დიდი ნერვიულობის შემდეგ, ღვთის წყალობით, ყველაფერი საუკეთესოდ დასრულდა. ვისურვებდი, საქართველოში ყველას ოჯახში იყოს ასეთი დიდი სიხარული.

- კოვიდი რთულად გადაიტანა?

- უკვე ტურნირზე მიდიოდა და ტესტირება ჩაუტარდა წასვლის წინ. გზიდან მოაბრუნეს, რადგან დაუდასტურდა... იოლად გადაიტანა კოვიდი, არაფერი აწუხებდა, ვარჯიშსაც ახერხებდა, მაგრამ მერეც, მთელი სამი თვე ტესტი დადებითს აჩვენებდა და ვერ ერთვებოდა ტურნირებში. რაც შეეხება ტრავმას, მწვრთნელების გადაწყვეტილებით, გუნდურ შეჯიბრებაზე წაიყვანეს, რომ კიდევ ერთხელ გამოეცადა თავისი ძალები, წინ საოლიმპიადო პერიოდი იყო. არ ვუყურებ ლაშას თამაშებს ხოლმე, რადგან ძალიან ვნერვიულობ. იმ დღეს ისე სწრაფად უჭიდავია, განადგურებული მოვიდა, მხრის ძვალი მოვიტეხეო, მერე მეც ვუყურე ამ თამაშს. ლამის სიკვდილის ტოლფასი იყო, საშინელება, მხარი რომ დაუზიანდა. მთელმა ოჯახმა ძალიან ვინერვიულეთ, ფარ-ხმალი დავყარეთ, გვეგონა, ვერ წავიდოდა ოლიმპიადაზე, მაგრამ თვითონ არ დანებდა, იმდენად მოტივირებული იყო, თავისი მაინც გაიტანა. დიდი ტკივილის მიუხედავად, ბევრი იშრომა, ექიმები, მწვრთნელები დაეხმარნენ და მადლობა მათ. მებრძოლი სული აქვს, შეუპოვარია.

- ლაშა ამბობს, დედა ჩემს შეჯიბრებას არასოდეს უყურებს, ის ამ დროს ტაძარში მიდის და ლოცულობსო. ოლიმპიადამდე გავრცელდა ვიდეო, სადაც ძალიან ემოციურად კითხულობთ ზურაბ ბენიაიძის ლექსს, რომელიც ოლიმპიადაზე წასულ შვილს მიუძღვენით. ისეთი ტექსტია და ისე კითხულობთ, თითქოს ომში აცილებთ შვილს.

- არ მეგონა, ამხელა ხმაური თუ მოჰყვებოდა ამ ლექსს. ავტორი ლაშას მეგობარია და სიურპრიზი მოვუწყვეთ. როცა ლაშა მიდიოდა, გავაცილე აეროპორტში და მითხრა, - დე, ახლა ისე დამლოცე, თითქოს ომში მაცილებო. მართლა დავლოცე და წავიდა. ამ ლექსის შინაარსიც ასეთია, ომში მიმავალ შვილს აცილებს დედა. 26-ში ლაშას დაბადების დღე იყო და 2 დღეში, 28-ში უწევდა შეჯიბრებაზე გასვლა. ვიფიქრე, ამ ლექსს მივუძღვნი, ვიდეოს გავუგზავნი და მოტივაციას მივცემ ჩემს შვილს, რომ ბრძოლის ჟინი გაუძლიერდეს-მეთქი.

საერთო მილოცვაც გაუკეთეს მეგობრებმა და გავუგზავნეთ. ვინც ეს ვიდეო ააწყო, იმან იხუმრა, ასეთი ლექსი რომ მომიძღვნან, ტოკიოს მეც მოვიგებო. მერე ლაშამ მითხრა, - დე, ძალიან დიდი მოტივაცია მომცა ამ ლექსმაო..წაიკითხეთ სრულად