სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი გამოსვლები ხშირად აბსურდულად გამოიყურება... ალბათ ხვდებით, რომ ამას შეგნებულად ვაკეთებ" - რატომ დგამს ირაკლი კაკაბაძე პერფორმანსებს?
"ჩემი გამოსვლები ხშირად აბსურდულად გამოიყურება... ალბათ ხვდებით, რომ ამას შეგნებულად ვაკეთებ" - რატომ დგამს ირაკლი კაკაბაძე პერფორმანსებს?

ბოლო დროს ამა თუ იმ გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბა მისი უჩ­ვე­უ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, პერ­ფორ­მან­სით სრულ­დე­ბა, რაც შემ­დგომ რე­ი­ტინ­გულ ვი­დე­ო­ე­ბა­დაც იქ­ცე­ვა ხოლ­მე. თა­ვად ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძეს, მწე­რალს, პო­ეტს, პუბ­ლი­ცისტს პა­სუ­ხი არ აქვს - თუ რა­ტომ ხდე­ბა მისი ასე­თი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი, რო­მელ­საც ინ­ტერ­ნეტ­შიც დიდი ნახ­ვა აქვს.

"ეს ხალ­ხმა უნდა თქვას, რა­ტომ უყუ­რე­ბენ... მე მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლია, თვი­თონ რა­ტომ ვუ­ყუ­რებ" - ამ­ბობს ის და ჩვენ­თან სა­უ­ბარს ასე აგ­რძე­ლებს:

"ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის აზრი იყო­ფა: ჩემი პო­ზი­ცია ასე­თია - მე ვარ ხე­ლო­ვა­ნი, მწე­რა­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­მი­ე­ბის მფლო­ბე­ლი (უცხო­უ­რი პრე­მია მეტი მაქვს, ვიდ­რე ქარ­თუ­ლი, რად­გა­ნაც აქ კონ­კურ­სებ­ში არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ). ბოლო დროს ჩემი წიგ­ნი არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა, მაგ­რამ გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში ჩემი „მე­დეა და ოი­დი­პო­სი“ და­იდ­გა (რე­ჟი­სო­რი და­ვით გო­გია). ის რომ ნა­ხოთ, ბევრ რა­მეს მიხ­ვდე­ბით...

ჩემი გა­მოს­ვლე­ბი ხში­რად აბ­სურ­დუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ალ­ბათ ხვდე­ბით, რომ ამას შეგ­ნე­ბუ­ლად ვა­კე­თებ. ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას ისე არ ვპა­სუ­ხობ, რო­გორც უნ­დათ. შე­საძ­ლოა იცით, დრა­მა­ტურ­გი ეჟენ იო­ნეს­კო აბ­სურ­დის თე­ატ­რის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი. ის ამ­ბობ­და, რო­დე­საც წუ­თი­სო­ფე­ლი აბ­სურ­დს უხ­ვად გაყ­რის, უფრო შე­უ­სა­ბა­მო აბ­სურ­დი უნდა შეს­თა­ვა­ზო და მხო­ლოდ მა­შინ ხარ ადეკ­ვა­ტუ­რი. ჩემი აზ­რით, დღეს მთელ მსოფ­ლი­ო­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზა ბა­ტო­ნობს და არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში...

- და არა­ვინ იცის, ეს "პა­უ­ზა" რო­დის დას­რულ­დე­ბა...

- მეც მა­გას ვჩი­ვი... ჩემი პერ­ფორ­მან­სე­ბის მი­ზა­ნია, რომ ადა­მი­ა­ნებ­ში შე­მოქ­მე­დე­ბით­მა იმ­პულსმა გა­იღ­ვი­ძოს და ჩარ­ჩო­ე­ბის, ბი­ო­პო­ლი­ტი­კის მო­ნო­ბის არ შე­ე­შინ­დეთ. ჩვენ ვცხოვ­რობთ ბი­ო­პო­ლი­ტი­კის, ბი­ო­ლო­გი­უ­რი ინ­სტინ­ქტე­ბის მო­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში, რო­მე­ლიც სა­ში­ნელ თვით­ცენ­ზუ­რას იწ­ვევს. ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლია, რომ თით­ქოს იმა­ზე თა­ვი­სუ­ფალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვცხოვ­რობთ, ვიდ­რე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში, სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე არ არის. ჩვენ ვცხოვ­რობთ ბი­ო­პო­ლი­ტი­კის და მო­ნო­ბის ქვეშ. ამი­ტო­მაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ადა­მი­ან­მა თა­ვის ბი­ო­ლო­გი­ურ ინ­სტინ­ქტებს გა­დას­ძლი­ოს. ამ გა­დაძ­ლე­ვის ერ­თა­დერ­თი გზა არის შე­მოქ­მე­დე­ბა, ოღონდ, სიყ­ვა­რუ­ლით.

- შე­მოქ­მედ ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძეს რო­გორ აფა­სებს მა­ყუ­რე­ბე­ლი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე?

- ფრან­გი პო­ე­ტი შარლ ბოდ­ლე­რი XIX სა­უ­კუ­ნის შუა წლებ­ში ცხოვ­რობ­და. ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ბევ­რის გა­კე­თე­ბა მო­ას­წრო - ფრან­გულ პო­ე­ზი­ა­ში დიდი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. მას ჰქონ­და ცნო­ბი­ლი გა­მოთ­ქმა "ეპა­ტე ბურ­ჟუა“ (სი­ტყვა ეპა­ტა­ჟი მის­გან მო­დის). რას ნიშ­ნავს ეს - თუ ადა­მი­ა­ნი ხე­ლო­ვა­ნია, შე­მოქ­მე­დია, მან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­აბ­რა­ზოს ბურ­ჟუა (ბურ­ჟუ­ა­ში მდი­დარს არ გუ­ლის­ხმობ­და). ბურ­ჟუა მას­თან მო­ქა­ლა­ქეს ნიშ­ნავს, რო­მელ­საც არე­უ­ლი აქვს ორი­ენ­ტი­რი, რად­გა­ნაც აქვს ძა­ლი­ან მა­ტე­რი­ა­ლის­ტუ­რი ოც­ნე­ბა, ბიო-პო­ლი­ტი­კუ­რი ოც­ნე­ბა. არა­და, ოც­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს ამაღ­ლე­ბუ­ლი, რო­გო­რიც გა­ლა­კტი­ონს ჰქონ­და და ისე­თი, რო­გო­რიც ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს (მი­მაჩ­ნია, რომ გე­ნი­ო­სი ყვე­ლა ადა­მი­ან­შია, უბ­რა­ლოდ, გა­ლა­კტი­ონ­მა ის გა­მო­ავ­ლი­ნა).

პრობ­ლე­მა ის არის, რომ მის გა­მოვ­ლი­ნე­ბას, რაც ღმერ­თმა უბო­ძა, ყვე­ლა ვერ ახერ­ხებს, რად­გან მას შიში იპყრობს. ეს არის ბიო-ინ­სტინ­ქტე­ბის, ბი­ო­პო­ლი­ტი­კის შიში, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბოდ­ლე­რი ფიქ­რობ­და, ვინც ასე­თი ში­შე­ბის მო­ნო­ბა­შია, მის­თვის სა­ჭი­როა გარ­კვე­უ­ლი არა­ლო­გი­კუ­რი საქ­ცი­ე­ლი ხე­ლო­ვა­ნის­გან. ის ისე უნდა მო­იქ­ცეს, რომ მის­გან ამას არ ელო­დე­ბი­ან. ამით შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ხალ­ხიც გა­აბ­რა­ზოს. ამას თა­ვა­დაც აკე­თებ­და, იმა­ვეს გა­ლა­კტი­ო­ნიც აკე­თებ­და და ყვე­ლა ჭეშ­მა­რი­ტი ხე­ლო­ვა­ნი, მა­გა­ლი­თად, შექ­სპი­რი.

არა­ვის ვე­ჯიბ­რე­ბი და ვუ­ტოლ­დე­ბი, მაგ­რამ სწო­რად მი­მაჩ­ნია, რა­საც ისი­ნი ამ­ბობ­დნენ. ხე­ლო­ვან­მა უნდა თქვას სი­მარ­თლე, რაც უნდა მო­უ­ხელ­თე­ბე­ლი იყოს ის და კონ­ტექ­სტი­დან ამო­ვარ­დნი­ლი. სი­მარ­თლე უნდა ით­ქვას, რო­მე­ლიც სულ­თა­ნაა ახ­ლოს და არას­დროს ჩაჯ­დეს ადა­მი­ა­ნი კო­ნი­უნ­ქტუ­რა­ში, რო­მელ­საც ვი­ღაც ად­გენს. ეს იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ მე­დი­ის ის­ტებ­ლიშ­მენ­ტი, რო­მელ­საც ძლი­ე­რი ამა ქვეყ­ნი­სა­ნი გან­სა­ზღვრა­ვენ. ხე­ლო­ვა­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, თა­ვი­სი ნიღ­ბის ქვეშ, ყო­ველ­თვის მო­ძებ­ნოს თა­ვი­სუ­ფა­ლი კონ­ტექ­სტი. ხე­ლო­ვა­ნი ხომ ყვე­ლა გი­ჟია?!

- შეც­დო­მებ­ზე სა­კუ­თარ თავს საყ­ვე­დუ­რობთ?

- უშეც­დო­მო არა­ვი­ნაა... ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ფიქ­რობს, რომ შეც­დო­მა არ აქვს, ბრიყ­ვია. კი, არის შეც­დო­მე­ბი... ეს საკ­მა­ოდ უჩ­ვე­უ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის ექ­სპე­რი­მენ­ტია, ვწერ მო­თხრო­ბებს, ლექ­სებ­საც, ვწერ მეც­ნი­ე­რე­ბა­შიც. ნა­მუ­შევ­რებს ჩემს გვერ­დზეც ვაქ­ვეყ­ნებ, მაგ­რამ იმას რა­საც ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში ვა­კე­თებ, ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა 20 წელს ით­ვლის - მე და ზურა რთვე­ლი­აშ­ვილ­მა და­ვი­წყეთ. პერ­ფორ­მან­სებს ქუ­ჩა­ში ამე­რი­კა­შიც ვა­კე­თებ­დი (მა­გას ქუ­ჩის თე­ატ­რი ჰქვია). თა­ვის დრო­ზე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მცდე­ლო­ბა ჰქონ­და ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ი­ას, მა­ი­ა­კოვ­სკის, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძეს, პა­ო­ლო იაშ­ვილს, ილია ზდა­ნე­ვიჩს... ამ ქუ­ჩის თე­ატ­რებს, სა­ჯა­რო ხე­ლოვ­ნე­ბას, სო­ცი­ა­ლურ თე­ატრს და სო­ცი­ა­ლურ პერ­ფორ­მან­სე­ბის ავ­ტო­რებ­საც რო­გორ გი­ჟებს, ისე უყუ­რებ­დნენ.

2

2014 წელი - კა­კა­ბა­ძი­სა და ზურა რთვე­ლი­აშ­ვი­ლის ერ­თობ­ლი­ვი გა­მოს­ვლა ბერ­ლინ­ში - 'სა­კუ­თარ თა­ვის კო­ლო­ნი­ზა­ცია"

ახლა მე რა­საც ვა­კე­თებ, ეს, რა თქმა უნდა, გა­მოწ­ვე­ვაა, თუმ­ცა ამ გა­მოწ­ვე­ვას არ ვხვდე­ბი ში­შით. რა­საც ვა­ხერ­ხებ, იმას ვა­კე­თებ, რად­გან ამის დიდი სა­შუ­ა­ლე­ბა არ არის, მე­დი­აც მა­ინც შე­ზღუ­დუ­ლია. ვცდი­ლობ, ის ცენ­ზუ­რა გა­ვარ­ღვიო, რაც იქ ბი­ო­პო­ლი­ტი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბით არ­სე­ბობს. ის აბ­სურ­დი, რო­მე­ლიც მერე ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს, იმას ნიშ­ნავს, რომ მი­ზანს ვაღ­წევ და მი­ხა­რია... თუმ­ცა ზოგი ამას ძა­ლი­ან გან­რის­ხე­ბუ­ლი ხვდე­ბა.

- გან­რის­ხე­ბა პი­რა­დად გა­მო­უ­ხა­ტავთ თუ ამას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ფან­ტუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი­დან იგებთ?

- მო­უ­წე­რი­ათ კი­დეც, თუმ­ცა არა­ვის დავ­ცი­ნი, არა­ვის ვა­ყე­ნებ შე­უ­რა­ცხყო­ფას. ეს არის აბ­სურ­დი, შე­საძ­ლოა იყოს სა­სა­ცი­ლოც. თუ იცი­ნი­ან, მი­ხა­რია. რო­გორც ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნი ამ­ბობ­და, მე არა­ვის დავ­ცი­ნი, ყვე­ლას­თან ერ­თად ვი­ცი­ნი. თუ ჩემ­ზე გა­ი­ცი­ნე­ბენ, კარ­გია, ეს მათ­თვის შვე­ბის მომ­გვრე­ლია. თუ შვე­ბის­მომ­გვრე­ლია რა­ღაც თუნ­დაც წუ­თით, წა­მით, კარ­გია, - ამი­ტომ ვა­კე­თებ, რომ შვე­ბა იგ­რძნონ.

ამ ბი­ო­პო­ლი­ტი­კის და ამ სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყვე­ლა­ნი ხომ სა­ში­ნელ დღე­ში ვართ. სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ახლა ჩვენ­თან არის გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი, სა­ში­ნე­ლია, უპირ­ვე­ლე­სად ადა­მი­ა­ნის სუ­ლის­თვის. სულს ამო­ნებს და ბი­ო­ლო­გი­ურ ინ­სტინ­ქტებს უმორ­ჩი­ლებს სუ­ლის მოძ­რა­ო­ბას. არა­და, ადა­მი­ან­ში ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი მა­ინც სუ­ლია. ვი­მე­ო­რებ, ყვე­ლა ადა­მი­ან­ში არის გე­ნი­ო­სი. ალენ ბა­დიუ ამ­ბობს, უბ­რა­ლოდ, სა­ჭი­როა სა­კუ­თარ თავ­თან დიდი მუ­შა­ო­ბა და გა­ბე­დუ­ლე­ბა.

- ინგა გრი­გო­ლი­ას გა­და­ცე­მა­ში იმ უსი­ტყვო ლექ­სით მა­ინც რის თქმას აპი­რებ­დით. ის ემო­ცია სპონ­ტა­ნუ­რი იყო?

- ის ის იყო, რა­საც ვგრძნობ­დი. მთა­ვა­რია, ადა­მი­ან­მა იგ­რძნოს. შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი იფიქ­როს ცივი გო­ნე­ბით და ვე­რა­ფე­რი მო­ი­ფიქ­როს. მჯე­რა ინ­ტუ­ი­ტუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ანუ ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­ტე­ლექ­ტის. ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­ტე­ლექ­ტი არის ის, რა­საც გრძნობს ადა­მი­ა­ნი. იმ წუ­თას ვგრძნობ­დი იმას, რაც მა­ყუ­რე­ბელ­მა ნახა. რო­გორც ვამ­ბობ, არც ერთი დოგ­მის ბა­ტო­ნო­ბის ქვეშ არ უნდა მო­ექ­ცე. ღმერ­თი სიყ­ვა­რუ­ლია და ღმერ­თი შე­მოქ­მე­დე­ბაა. სიყ­ვა­რუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბა იმ­დე­ნად სრულ­ყო­ფი­ლია, რომ მათი ცხოვ­რე­ბა მარ­თლა უსას­რუ­ლოდ გრძელ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბაც არის სრუ­ლი­ად უსას­რუ­ლო. შე­მოქ­მე­დი, რო­მე­ლიც სიყ­ვა­რუ­ლით ცხოვ­რობს, ის არის ღმერ­თში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი.

ის მას­ხა­რა, როლ­საც მე­ფის კარ­ზე სა­პა­ტიო წო­დე­ბა ჰქონ­და, შემ­დგომ გა­და­წყვი­ტეს, სა­გი­ჟეთ­ში ჩა­ეს­ვათ. მას­ხა­რის როლი იყო, ეთ­ქვა სი­მარ­თლე. ამას ახერ­ხებ­და თუნ­დაც შექ­სპი­რის პი­ე­სებ­ში. მათ სა­პა­ტიო ად­გი­ლი ეკა­ვათ, გე­ო­პო­ლი­ტი­კა­ზე მაღ­ლა იდ­გნენ. მოკ­ლედ, თუ ჩემი პერ­ფორ­მან­სე­ბით რა­ი­მე სი­მარ­თლის თქმა შევ­ძე­ლი, მი­ხა­რია.

ამ ყვე­ლა­ფერს სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია კარ­გად გრძნობ­და, რო­მელ­მაც და­წე­რა „სუ­ლი­ე­რი მი­სია“. პრო­მე­თე, რო­მე­ლიც მი­ჯაჭ­ვუ­ლია კავ­კა­სი­ონ­ზე, ზევსს არ და­ნებ­და. არა­და, მან კა­ცობ­რი­ო­ბას 2 რამ - ცე­ცხლი და ხე­ლოვ­ნე­ბა ჩა­მო­უ­ტა­ნა და რო­მე­ლიც ზევსმა წა­არ­თვა... მი­ჯაჭ­ვულს არ ეში­ნია, ოლიმ­პოს სხვა ღმერ­თე­ბის! მან იცის, რო­დის დამ­თავ­რდე­ბა ზევ­სის დრო. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას თუ და­ვუ­ჯე­რებთ და მე მისი მჯე­რა, ეს დრო ახლა მო­დის, მალე იქ­ნე­ბა. მოხ­დე­ბა პრო­მე­თეს დაბ­რუ­ნე­ბა კავ­კა­სი­ო­ნი­დან, მისი ტყვე­ო­ბი­დან გა­მოხ­სნა.

ვფიქ­რობ, რომ ახლა კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში კრი­ტი­კუ­ლი ეპი­ზო­დია. ამი­ტო­მაც არის ხე­ლოვ­ნე­ბა შე­ფერ­ხე­ბუ­ლი. ხე­ლოვ­ნე­ბას თა­ვი­სი ქო­მა­გი უნდა და­უბ­რუნ­დეს და ეს სა­დღაც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უნდა მოხ­დეს. ეს მხო­ლოდ ჩემი სიზ­მრე­ბი არ არის. ვი­ყოთ ოპ­ტი­მის­ტუ­რად!

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახმე
0

ისე ანა დოლიძის სტილის ქალი კი გაყვა ცოლად და მშვენიერი შვილიც ყავთ. მოკლედ თქვენ ქოცებო ხომ გყავთ ინტელექტუალები სამხარაძე დიტო!! და ზარქუა მგონი ეგაც ირაკლია.. დევიღუპეთ ირაკლების შემოსევაა! და იმდენაი ინტელელექტი აქვთ ყველას სამყოფი ასე რომ დაწყნარდით, და შეგვეშვით დაბალი ინტელექტის მქონეებს.

კობა
1

ერთი გიჟი ყოველთვის საჭიროა.....

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ჩემი გამოსვლები ხშირად აბსურდულად გამოიყურება... ალბათ ხვდებით, რომ ამას შეგნებულად ვაკეთებ" - რატომ დგამს ირაკლი კაკაბაძე პერფორმანსებს?

"ჩემი გამოსვლები ხშირად აბსურდულად გამოიყურება... ალბათ ხვდებით, რომ ამას შეგნებულად ვაკეთებ" - რატომ დგამს ირაკლი კაკაბაძე პერფორმანსებს?

ბოლო დროს ამა თუ იმ გადაცემაში სტუმრობა მისი უჩვეულო მონაწილეობით, პერფორმანსით სრულდება, რაც შემდგომ რეიტინგულ ვიდეოებადაც იქცევა ხოლმე. თავად ირაკლი კაკაბაძეს, მწერალს, პოეტს, პუბლიცისტს პასუხი არ აქვს - თუ რატომ ხდება მისი ასეთი სატელევიზიო გამოსვლები პოპულარული, რომელსაც ინტერნეტშიც დიდი ნახვა აქვს.

"ეს ხალხმა უნდა თქვას, რატომ უყურებენ... მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, თვითონ რატომ ვუყურებ" - ამბობს ის და ჩვენთან საუბარს ასე აგრძელებს:

"ამასთან დაკავშირებით ადამიანების აზრი იყოფა: ჩემი პოზიცია ასეთია - მე ვარ ხელოვანი, მწერალი, საერთაშორისო პრემიების მფლობელი (უცხოური პრემია მეტი მაქვს, ვიდრე ქართული, რადგანაც აქ კონკურსებში არ ვმონაწილეობ). ბოლო დროს ჩემი წიგნი არ გამოქვეყნებულა, მაგრამ გასული წლის ბოლოს ახმეტელის თეატრში ჩემი „მედეა და ოიდიპოსი“ დაიდგა (რეჟისორი დავით გოგია). ის რომ ნახოთ, ბევრ რამეს მიხვდებით...

ჩემი გამოსვლები ხშირად აბსურდულად გამოიყურება. ალბათ ხვდებით, რომ ამას შეგნებულად ვაკეთებ. ჟურნალისტის კითხვას ისე არ ვპასუხობ, როგორც უნდათ. შესაძლოა იცით, დრამატურგი ეჟენ იონესკო აბსურდის თეატრის ფუძემდებელი. ის ამბობდა, როდესაც წუთისოფელი აბსურდს უხვად გაყრის, უფრო შეუსაბამო აბსურდი უნდა შესთავაზო და მხოლოდ მაშინ ხარ ადეკვატური. ჩემი აზრით, დღეს მთელ მსოფლიოში შემოქმედებითი პაუზა ბატონობს და არა მარტო საქართველოში...

- და არავინ იცის, ეს "პაუზა" როდის დასრულდება...

- მეც მაგას ვჩივი... ჩემი პერფორმანსების მიზანია, რომ ადამიანებში შემოქმედებითმა იმპულსმა გაიღვიძოს და ჩარჩოების, ბიოპოლიტიკის მონობის არ შეეშინდეთ. ჩვენ ვცხოვრობთ ბიოპოლიტიკის, ბიოლოგიური ინსტინქტების მონობის პერიოდში, რომელიც საშინელ თვითცენზურას იწვევს. ადამიანის თავისუფლება მხოლოდ გარეგნულია, რომ თითქოს იმაზე თავისუფალ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ვიდრე საბჭოთა კავშირის პერიოდში, სინამდვილეში ასე არ არის. ჩვენ ვცხოვრობთ ბიოპოლიტიკის და მონობის ქვეშ. ამიტომაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია, ადამიანმა თავის ბიოლოგიურ ინსტინქტებს გადასძლიოს. ამ გადაძლევის ერთადერთი გზა არის შემოქმედება, ოღონდ, სიყვარულით.

- შემოქმედ ირაკლი კაკაბაძეს როგორ აფასებს მაყურებელი ირაკლი კაკაბაძე?

- ფრანგი პოეტი შარლ ბოდლერი XIX საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ახალგაზრდა გარდაიცვალა, მაგრამ ბევრის გაკეთება მოასწრო - ფრანგულ პოეზიაში დიდი ადგილი დაიკავა. მას ჰქონდა ცნობილი გამოთქმა "ეპატე ბურჟუა“ (სიტყვა ეპატაჟი მისგან მოდის). რას ნიშნავს ეს - თუ ადამიანი ხელოვანია, შემოქმედია, მან აუცილებლად უნდა გააბრაზოს ბურჟუა (ბურჟუაში მდიდარს არ გულისხმობდა). ბურჟუა მასთან მოქალაქეს ნიშნავს, რომელსაც არეული აქვს ორიენტირი, რადგანაც აქვს ძალიან მატერიალისტური ოცნება, ბიო-პოლიტიკური ოცნება. არადა, ოცნება შეიძლება იყოს ამაღლებული, როგორიც გალაკტიონს ჰქონდა და ისეთი, როგორიც ყველა ადამიანს აქვს (მიმაჩნია, რომ გენიოსი ყველა ადამიანშია, უბრალოდ, გალაკტიონმა ის გამოავლინა).

პრობლემა ის არის, რომ მის გამოვლინებას, რაც ღმერთმა უბოძა, ყველა ვერ ახერხებს, რადგან მას შიში იპყრობს. ეს არის ბიო-ინსტინქტების, ბიოპოლიტიკის შიში, აქედან გამომდინარე, ბოდლერი ფიქრობდა, ვინც ასეთი შიშების მონობაშია, მისთვის საჭიროა გარკვეული არალოგიკური საქციელი ხელოვანისგან. ის ისე უნდა მოიქცეს, რომ მისგან ამას არ ელოდებიან. ამით შეიძლება ბევრი ხალხიც გააბრაზოს. ამას თავადაც აკეთებდა, იმავეს გალაკტიონიც აკეთებდა და ყველა ჭეშმარიტი ხელოვანი, მაგალითად, შექსპირი.

არავის ვეჯიბრები და ვუტოლდები, მაგრამ სწორად მიმაჩნია, რასაც ისინი ამბობდნენ. ხელოვანმა უნდა თქვას სიმართლე, რაც უნდა მოუხელთებელი იყოს ის და კონტექსტიდან ამოვარდნილი. სიმართლე უნდა ითქვას, რომელიც სულთანაა ახლოს და არასდროს ჩაჯდეს ადამიანი კონიუნქტურაში, რომელსაც ვიღაც ადგენს. ეს იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ მედიის ისტებლიშმენტი, რომელსაც ძლიერი ამა ქვეყნისანი განსაზღვრავენ. ხელოვანის ვალდებულებაა, თავისი ნიღბის ქვეშ, ყოველთვის მოძებნოს თავისუფალი კონტექსტი. ხელოვანი ხომ ყველა გიჟია?!

- შეცდომებზე საკუთარ თავს საყვედურობთ?

- უშეცდომო არავინაა... ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ შეცდომა არ აქვს, ბრიყვია. კი, არის შეცდომები... ეს საკმაოდ უჩვეულო ხელოვნების ექსპერიმენტია, ვწერ მოთხრობებს, ლექსებსაც, ვწერ მეცნიერებაშიც. ნამუშევრებს ჩემს გვერდზეც ვაქვეყნებ, მაგრამ იმას რასაც ტელევიზიებში ვაკეთებ, ეს მიმართულება 20 წელს ითვლის - მე და ზურა რთველიაშვილმა დავიწყეთ. პერფორმანსებს ქუჩაში ამერიკაშიც ვაკეთებდი (მაგას ქუჩის თეატრი ჰქვია). თავის დროზე ამ მიმართულებით მცდელობა ჰქონდა ნიკოლოზ შენგელაიას, მაიაკოვსკის, ტიციან ტაბიძეს, პაოლო იაშვილს, ილია ზდანევიჩს... ამ ქუჩის თეატრებს, საჯარო ხელოვნებას, სოციალურ თეატრს და სოციალურ პერფორმანსების ავტორებსაც როგორ გიჟებს, ისე უყურებდნენ.

2

2014 წელი - კაკაბაძისა და ზურა რთველიაშვილის ერთობლივი გამოსვლა ბერლინში - 'საკუთარ თავის კოლონიზაცია"

ახლა მე რასაც ვაკეთებ, ეს, რა თქმა უნდა, გამოწვევაა, თუმცა ამ გამოწვევას არ ვხვდები შიშით. რასაც ვახერხებ, იმას ვაკეთებ, რადგან ამის დიდი საშუალება არ არის, მედიაც მაინც შეზღუდულია. ვცდილობ, ის ცენზურა გავარღვიო, რაც იქ ბიოპოლიტიკის დამსახურებით არსებობს. ის აბსურდი, რომელიც მერე ბევრი ადამიანის ყურადღებას იპყრობს, იმას ნიშნავს, რომ მიზანს ვაღწევ და მიხარია... თუმცა ზოგი ამას ძალიან განრისხებული ხვდება.

- განრისხება პირადად გამოუხატავთ თუ ამას სოციალურ ქსელში გაფანტული კომენტარებიდან იგებთ?

- მოუწერიათ კიდეც, თუმცა არავის დავცინი, არავის ვაყენებ შეურაცხყოფას. ეს არის აბსურდი, შესაძლოა იყოს სასაცილოც. თუ იცინიან, მიხარია. როგორც ჩარლი ჩაპლინი ამბობდა, მე არავის დავცინი, ყველასთან ერთად ვიცინი. თუ ჩემზე გაიცინებენ, კარგია, ეს მათთვის შვების მომგვრელია. თუ შვებისმომგვრელია რაღაც თუნდაც წუთით, წამით, კარგია, - ამიტომ ვაკეთებ, რომ შვება იგრძნონ.

ამ ბიოპოლიტიკის და ამ სოციალურ მდგომარეობაში ყველანი ხომ საშინელ დღეში ვართ. სისტემა, რომელიც ახლა ჩვენთან არის გაბატონებული, საშინელია, უპირველესად ადამიანის სულისთვის. სულს ამონებს და ბიოლოგიურ ინსტინქტებს უმორჩილებს სულის მოძრაობას. არადა, ადამიანში ყველაზე ლამაზი მაინც სულია. ვიმეორებ, ყველა ადამიანში არის გენიოსი. ალენ ბადიუ ამბობს, უბრალოდ, საჭიროა საკუთარ თავთან დიდი მუშაობა და გაბედულება.

- ინგა გრიგოლიას გადაცემაში იმ უსიტყვო ლექსით მაინც რის თქმას აპირებდით. ის ემოცია სპონტანური იყო?

- ის ის იყო, რასაც ვგრძნობდი. მთავარია, ადამიანმა იგრძნოს. შეიძლება ბევრი იფიქროს ცივი გონებით და ვერაფერი მოიფიქროს. მჯერა ინტუიტური ინტელექტის ანუ ხელოვნების ინტელექტის. ხელოვნების ინტელექტი არის ის, რასაც გრძნობს ადამიანი. იმ წუთას ვგრძნობდი იმას, რაც მაყურებელმა ნახა. როგორც ვამბობ, არც ერთი დოგმის ბატონობის ქვეშ არ უნდა მოექცე. ღმერთი სიყვარულია და ღმერთი შემოქმედებაა. სიყვარული და შემოქმედება იმდენად სრულყოფილია, რომ მათი ცხოვრება მართლა უსასრულოდ გრძელდება. ადამიანის ცხოვრებაც არის სრულიად უსასრულო. შემოქმედი, რომელიც სიყვარულით ცხოვრობს, ის არის ღმერთში განხორციელებული.

ის მასხარა, როლსაც მეფის კარზე საპატიო წოდება ჰქონდა, შემდგომ გადაწყვიტეს, საგიჟეთში ჩაესვათ. მასხარის როლი იყო, ეთქვა სიმართლე. ამას ახერხებდა თუნდაც შექსპირის პიესებში. მათ საპატიო ადგილი ეკავათ, გეოპოლიტიკაზე მაღლა იდგნენ. მოკლედ, თუ ჩემი პერფორმანსებით რაიმე სიმართლის თქმა შევძელი, მიხარია.

ამ ყველაფერს საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია კარგად გრძნობდა, რომელმაც დაწერა „სულიერი მისია“. პრომეთე, რომელიც მიჯაჭვულია კავკასიონზე, ზევსს არ დანებდა. არადა, მან კაცობრიობას 2 რამ - ცეცხლი და ხელოვნება ჩამოუტანა და რომელიც ზევსმა წაართვა... მიჯაჭვულს არ ეშინია, ოლიმპოს სხვა ღმერთების! მან იცის, როდის დამთავრდება ზევსის დრო. ზვიად გამსახურდიას თუ დავუჯერებთ და მე მისი მჯერა, ეს დრო ახლა მოდის, მალე იქნება. მოხდება პრომეთეს დაბრუნება კავკასიონიდან, მისი ტყვეობიდან გამოხსნა.

ვფიქრობ, რომ ახლა კაცობრიობის ისტორიაში კრიტიკული ეპიზოდია. ამიტომაც არის ხელოვნება შეფერხებული. ხელოვნებას თავისი ქომაგი უნდა დაუბრუნდეს და ეს სადღაც საქართველოს ტერიტორიაზე უნდა მოხდეს. ეს მხოლოდ ჩემი სიზმრები არ არის. ვიყოთ ოპტიმისტურად!