ავტორი:

"არ გაიხაროს არცერთმა, ვინც ოდნავი წვლილი მაინც შეიტანა შენი თმების გათეთრებაში, პრეზიდენტო…" - რას წერს მაია ორჯონიკიძე?

"არ გაიხაროს არცერთმა, ვინც ოდნავი წვლილი მაინც შეიტანა შენი თმების გათეთრებაში, პრეზიდენტო…" - რას წერს მაია ორჯონიკიძე?

პუბლიცისტი მაია ორჯონიკიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თაობაზე მორიგ პოსტს აქვეყნებს.

"არ გაიხაროს არცერთმა, ვინც ოდნავი წვლილი მაინც შეიტანა შენი თმების გათეთრებაში, პრეზიდენტო… არც გაიხარებს არასდროს, წყეულიმც იყოს აწ და მარადის!

თუ ჯოჯოხეთი არსებობს, ჩაიწვას იმ ჯოჯოხეთში!

ცრემლები მახრჩობს და სირცხვილი მწვავს როცა ვაცნობიერებ, რომ ამ ბოროტების აღლუმის თანამედროვე ვარ!!!

“სააკაშვილის თავისუფლება არ უნდა იყოს პრიორიტეტული საკითხი” ხომ?!! ვერ ხედავთ შუბლისძარღვგაწყვეტილებო ,რომ კაცი ნელი სიკვდილით კვდება, ვერ ხედააავთ?!!!

და ამის მთქმელს ვინც “აპრავებს” და არ იმჩნევს-ის მთქმელზე უარესია, რადგან ესაა საუკუნის დანაშაულში თანამონაწილეობა!!!“ - წერს მაია ორჯონიკიძე.

შეგახსენებთ, 4 თებერვალს უჩვეულოდ გაჭაღარავებული მიხეილ სააკაშვილი მორიგ სასამართლო პროცესს დაესწრო.

"თუ ხედავთ, ახალი შეკრეჭილი ვარ, გუშინწინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი. 5 კვირაა ნიუ იორკიდან არის ჩამოსული ჩემი პირადი ექიმი და არ უშვებენ ჩემთან. სტილისტი შემოუშვეს ერთ დღეში...“ - განაცხადა ექსპრეზიდენტმა სხდომაზე.