პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ყველა არ ჩაერთო და მთავრობამ გადაწყვიტა, ამ შეთანხმებიდან გამოსულიყო... გთავაზობთ დახმარებას" - სვენ მიქსერი
"იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ყველა არ ჩაერთო და მთავრობამ გადაწყვიტა, ამ შეთანხმებიდან გამოსულიყო... გთავაზობთ დახმარებას" - სვენ მიქსერი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხზე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მომხსე­ნებ­ლის, სვენ მიქ­სე­რის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია, რომ "მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტში“ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი მხა­რე არ ჩა­ერ­თო და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­თან­ხმე­ბი­დან გა­ვი­და.

რო­გორც მიქ­სერ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე დე­პუ­ტა­ტე­ბის კი­თხვე­ბის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, ევ­რო­პარ­ლა­მენტს აქვს მო­ლო­დი­ნი, რომ დო­კუ­მენ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი შეს­რულ­დე­ბა.

"ჩვენ ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ ყვე­ლა არ ჩა­ერ­თო ამ შე­თან­ხმე­ბა­ში და მთავ­რო­ბამ გა­და­წყვი­ტა, რომ ამ შე­თან­ხმე­ბი­დან გა­მო­სუ­ლი­ყო. ჩვენ აქ გა­მოვ­ხა­ტეთ ჩვე­ნი რე­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა მე­დი­ა­ტო­რო­ბით. ვე­ლო­დე­ბით, რომ მხა­რე­ე­ბი შე­ას­რუ­ლე­ბენ და­დე­ბულ პი­რო­ბებს და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სა­კი­თხებს, რო­მე­ლიც ეხე­ბა სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა­სა და სხვა ელე­მენ­ტებს, რო­მელ­საც ეს შე­თან­ხმე­ბა მო­ი­ცავ­და“, - გა­ნა­ცხა­და სვენ მიქ­სერ­მა.

ამას­თან, მიქ­სე­რის გან­ცხა­დე­ბით, მხა­რე­ებს შო­რის კონ­სენ­სუ­სი ყო­ველ­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლია და ევ­რო­პარ­ლა­მენტს კომ­პრო­მი­სის მო­ლო­დი­ნი აქვს.

"კონ­სენ­სუ­სი ყო­ველ­თვი­საა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მსოფ­ლი­ო­ში არ არ­სე­ბობს პარ­ლა­მენ­ტი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ კონ­სენ­სუს­ზე და­ფუძ­ნე­ბით მუ­შა­ობს. ხში­რად კონ­სენ­სუ­სის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლიც კია. ცხოვ­რე­ბა გვაჩ­ვე­ნებს, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად უნდა ვი­მოქ­მე­დოთ იმ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ზეც კონ­სენ­სუ­სი არ არის. კომ­პრო­მი­სი არის ის, რისი მო­ლო­დი­ნიც გვაქვს და იმე­დია, ამას უკეთ ვნა­ხავთ. რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­პარ­ლა­მენტს, გთა­ვა­ზობთ დახ­მა­რე­ბას დი­ა­ლო­გის მხრივ, რო­მე­ლიც ღია რჩე­ბა ხოლ­მე სხვა­დას­ხვა სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. პრე­ზი­დენ­ტმა ასე­ვე წა­მო­ი­წყო ინი­ცი­ა­ტი­ვა მეტი დი­ა­ლო­გის­თვის, რაც, ჩემი აზ­რით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვაა“, - გა­ნა­ცხა­და სვენ მიქ­სერ­მა.

გარ­და ამი­სა, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა­სა და მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში ხელ­შე­წყო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, კომ­პრო­მის­ზე წას­ვლა სიძ­ლი­ე­რის ნი­შა­ნია, თუმ­ცა ეს ქარ­თვე­ლებს სა­პი­რის­პი­როდ ეს­მით.

"რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­დავ­წყვი­ტოთ ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ და­ვეხ­მა­როთ სა­ქარ­თვე­ლოს. სწო­რედ ამი­ტომ, ჩვე­ნი დე­ლე­გა­ცია ცდი­ლობს, რომ სა­კი­თხებ­ზე შევ­თან­ხმდეთ. ასე­ვე, ამა­ში ჩარ­თუ­ლია ევ­რო­საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი. ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ ევ­რო­პულ პარ­ლა­მენტს ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ხელთ გვაქვს და რა თქმა უნდა, ეს შე­თა­ვა­ზე­ბა გრძელ­დე­ბა.

ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნებ­ზე. სო­ცი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა, და­საქ­მე­ბა - ეს ის სა­კი­თხე­ბია, რა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას უწყობს ხელს ეს შე­თან­ხმე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და გა­ტა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი რამ უნდა გა­კეთ­დეს და უმ­თავ­რე­სად ეს არის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

ევ­რო­კავ­ში­რი და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცესს მხარს უჭერს არამ­ხო­ლოდ მო­რა­ლუ­რად, არა­მედ ხელ­შე­სა­ხე­ბი გზე­ბით. ეს რე­ფორ­მე­ბი ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რა თქმა უნდა, გა­მოწ­ვე­ვე­ბი არის მრა­ვალ­წახ­ნა­გო­ვა­ნი, რაც შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია და ეს მხო­ლოდ ტექ­ნი­კუ­რი სა­მუ­შაო არ არის. სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრინ­ცი­პია. ( არ­სე­ბობს) პი­რო­ბა და სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც უნდა შეს­რულ­დეს იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა ევ­რო­პულ ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბის­თვის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი იყოს. მათ შო­რის არის სტან­დარ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას­თან, ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას­თან, რომ­ლე­ბიც ასე­ვე და­კავ­ში­რე­ბუ­ლია აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­ტა­რე­ბულ სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან.

მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ სა­ქარ­თვე­ლო უფრო და­უ­კავ­შირ­დეს ევ­რო­პას, თით­ქოს სპორ­ტულ გუნდში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას ჰგავს, იმი­ტომ, რომ სტან­დარ­ტე­ბი სპორ­ტულ გუნდშიც არ­სე­ბობს ხოლ­მე და მას პა­ტი­ვი უნდა სცეს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მსურ­ველ­მა. როცა ევ­რო­კავ­შირ­თან ჩვენს მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე ვსა­უბ­რობთ, მე ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის, რომ ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ გახ­ლავთ რა­ღაც შუ­ა­ლე­დუ­რი სტან­დარ­ტე­ბის მო­ძებ­ნა ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­სა და ქვეყ­ნის სტან­დარ­ტებს შო­რის. რა თქმა უნდა,ზო­გა­დად მი­ზა­ნი არის, რომ ქვე­ყა­ნამ და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი არის ინ­სტი­ტუ­ცია, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია კომ­პრო­მის­ზე და შე­იძ­ლე­ბა უფრო მე­ტა­დაც, ვიდ­რე ჩემი ეროვ­ნუ­ლი პარ­ლა­მენ­ტი იყო. მე ვხე­დავ, რომ ევ­რო­პის დიდი ნა­წი­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი მზად არი­ან, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მო­ნა­ხონ სა­ერ­თო ენა, წა­ვიდ­ნენ სა­ერ­თო კომ­პრო­მი­სებ­ზე და ეს არის რე­ა­ლუ­რად სიძ­ლი­ე­რის ჩვე­ნე­ბა და არა, პი­რი­ქით. ეს არ გახ­ლავთ სი­სუს­ტე, რო­დე­საც რო­მე­ლი­მე მხა­რე დათ­მო­ბებ­ზე მი­დის. მეს­მის, ქარ­თვე­ლებს მი­აჩ­ნი­ათ, თით­ქოს­და დათ­მო­ბა არის სი­სუს­ტე. ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­დავ­ლა­ხოთ ეს მიდ­გო­მა. თი­თო­ე­ულ ეტაპ­ზე, რო­დე­საც ჩვენ გვინ­და, რომ რა­ღაც სა­ერ­თო ვი­პო­ვოთ, დათ­მო­ბა არის სა­ერ­თო ნი­ა­და­გის პოვ­ნა. დათ­მო­ბა­ზე წას­ვლა რე­ა­ლუ­რად ნიშ­ნავს, რომ არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ზრდას­რუ­ლი ჩემი აზ­რით, ეს ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია. სწო­რედ ამი­ტომ, ჩვე­ნი სა­ერ­თო სტრა­ტე­გი­უ­ლი მიზ­ნე­ბი არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს.

ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ დღეს თქვენ გხვდე­ბით, ხვდე­ბი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი შტოს წარ­მო­მად­გენ­ლებს და ასე­ვე კო­მი­ტე­ტის სხვა წევ­რებს. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ აქ კო­ლე­გებ­თან ერ­თად ვარ. სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­მოკ­რა­ტი­ის წევ­რე­ბი ვართ ყვე­ლა და ეს ქვეყ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მინ­და გა­მოვ­ხა­ტო ჩემი სი­ხა­რუ­ლი იმის შე­სა­ხებ, რომ უკვე ვხე­დავთ, პო­ლი­ტი­კა პარ­ლა­მენტს გარ­კვე­ულ­წი­ლად უბ­რუნ­დე­ბა. მეს­მის, რომ ეს რთუ­ლია, მაგ­რამ ჩემი აზ­რით, ასე უნდა გაგ­რძელ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და მიქ­სერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aburjga
4

მე ვიცი და მალე გაიგებთ ყველა სინამდვილეში რისთვისაც ჩამოვიდა ბატონი მიქსერი! მან ჩამოიტანა უშუალო მითითებები ლგბტ ტენდენციების გაძლიერებაზე, მითითებები, რომ ეკლესიაზე გაძლიერდეს სახელისუფლებო და მედია ზეწოლა, რათა ეკლესია გახდეს ცოდვის, გარყვნილების შემწყნარებელი და ა.შ. 

Europe's end
7

პაპუაშვილი არ დაანახონ თორე აღარ ჩამოვა აქ. 

ავტორი:

"იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ყველა არ ჩაერთო და მთავრობამ გადაწყვიტა, ამ შეთანხმებიდან გამოსულიყო... გთავაზობთ დახმარებას" - სვენ მიქსერი

"იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ყველა არ ჩაერთო და მთავრობამ გადაწყვიტა, ამ შეთანხმებიდან გამოსულიყო... გთავაზობთ დახმარებას" - სვენ მიქსერი

საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებლის, სვენ მიქსერის განცხადებით, ევროპარლამენტი იმედგაცრუებულია, რომ "მიშელის დოკუმენტში“ ყველა პოლიტიკური მხარე არ ჩაერთო და ხელისუფლება შეთანხმებიდან გავიდა.

როგორც მიქსერმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, ევროპარლამენტს აქვს მოლოდინი, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული პირობები შესრულდება.

"ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ ყველა არ ჩაერთო ამ შეთანხმებაში და მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ამ შეთანხმებიდან გამოსულიყო. ჩვენ აქ გამოვხატეთ ჩვენი რეალური მხარდაჭერა მედიატორობით. ველოდებით, რომ მხარეები შეასრულებენ დადებულ პირობებს და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკითხებს, რომელიც ეხება სასამართლო რეფორმასა და სხვა ელემენტებს, რომელსაც ეს შეთანხმება მოიცავდა“, - განაცხადა სვენ მიქსერმა.

ამასთან, მიქსერის განცხადებით, მხარეებს შორის კონსენსუსი ყოველთვის შესაძლებელია და ევროპარლამენტს კომპრომისის მოლოდინი აქვს.

"კონსენსუსი ყოველთვისაა შესაძლებელი. მსოფლიოში არ არსებობს პარლამენტი, რომელიც მხოლოდ კონსენსუსზე დაფუძნებით მუშაობს. ხშირად კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელიც კია. ცხოვრება გვაჩვენებს, რომ რაღაცნაირად უნდა ვიმოქმედოთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც კონსენსუსი არ არის. კომპრომისი არის ის, რისი მოლოდინიც გვაქვს და იმედია, ამას უკეთ ვნახავთ. რაც შეეხება ევროპარლამენტს, გთავაზობთ დახმარებას დიალოგის მხრივ, რომელიც ღია რჩება ხოლმე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ასევე წამოიწყო ინიციატივა მეტი დიალოგისთვის, რაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ინიციატივაა“, - განაცხადა სვენ მიქსერმა.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარმა ასოცირების შეთანხმებასა და მისი განხორციელების პროცესში ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კომპრომისზე წასვლა სიძლიერის ნიშანია, თუმცა ეს ქართველებს საპირისპიროდ ესმით.

"რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადავწყვიტოთ ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს საქართველოში და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავეხმაროთ საქართველოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი დელეგაცია ცდილობს, რომ საკითხებზე შევთანხმდეთ. ასევე, ამაში ჩართულია ევროსაბჭოს პრეზიდენტი. ჩვენ შევთავაზეთ ევროპულ პარლამენტს ინსტრუმენტი, რომელიც ხელთ გვაქვს და რა თქმა უნდა, ეს შეთავაზება გრძელდება.

ასოცირების შეთანხმება ფოკუსირებულია ადამიანებზე. სოციალური კეთილდღეობა, დასაქმება - ეს ის საკითხებია, რა მიმართულებითაც არსებული სიტუაციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს ეს შეთანხმება. ამ ყველაფრის განხორციელება და გატარება მნიშვნელოვანია. არის მნიშვნელოვანი პროგრესი სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ზოგიერთი მიმართულებით ბევრი რამ უნდა გაკეთდეს და უმთავრესად ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა.

ევროკავშირი და ევროპარლამენტი ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესს მხარს უჭერს არამხოლოდ მორალურად, არამედ ხელშესახები გზებით. ეს რეფორმები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, გამოწვევები არის მრავალწახნაგოვანი, რაც შესასრულებელია და ეს მხოლოდ ტექნიკური სამუშაო არ არის. სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრინციპია. ( არსებობს) პირობა და სტანდარტი, რომელიც უნდა შესრულდეს იმისათვის, რომ ქვეყანა ევროპულ ინსტიტუციებთან ინტეგრაციის შემდეგი ნაბიჯებისთვის კვალიფიციური იყოს. მათ შორის არის სტანდარტები, რომლებიც დაკავშირებულია კანონის უზენაესობასთან, ინსტიტუციების დამოუკიდებლობასთან, რომლებიც ასევე დაკავშირებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გატარებულ სხვადასხვა ღონისძიებასთან.

მოლაპარაკებები იმის შესახებ, რომ საქართველო უფრო დაუკავშირდეს ევროპას, თითქოს სპორტულ გუნდში გაწევრიანებას ჰგავს, იმიტომ, რომ სტანდარტები სპორტულ გუნდშიც არსებობს ხოლმე და მას პატივი უნდა სცეს გაწევრიანების მსურველმა. როცა ევროკავშირთან ჩვენს მოლაპარაკებებზე ვსაუბრობთ, მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს მოლაპარაკებები არ გახლავთ რაღაც შუალედური სტანდარტების მოძებნა ევროპულ სტანდარტებსა და ქვეყნის სტანდარტებს შორის. რა თქმა უნდა,ზოგადად მიზანი არის, რომ ქვეყანამ დააკმაყოფილოს ევროპული სტანდარტები. ევროპარლამენტი არის ინსტიტუცია, რომელიც ორიენტირებულია კომპრომისზე და შეიძლება უფრო მეტადაც, ვიდრე ჩემი ეროვნული პარლამენტი იყო. მე ვხედავ, რომ ევროპის დიდი ნაწილი, პოლიტიკური პარტიები მზად არიან, რომ რაღაცნაირად გამონახონ საერთო ენა, წავიდნენ საერთო კომპრომისებზე და ეს არის რეალურად სიძლიერის ჩვენება და არა, პირიქით. ეს არ გახლავთ სისუსტე, როდესაც რომელიმე მხარე დათმობებზე მიდის. მესმის, ქართველებს მიაჩნიათ, თითქოსდა დათმობა არის სისუსტე. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადავლახოთ ეს მიდგომა. თითოეულ ეტაპზე, როდესაც ჩვენ გვინდა, რომ რაღაც საერთო ვიპოვოთ, დათმობა არის საერთო ნიადაგის პოვნა. დათმობაზე წასვლა რეალურად ნიშნავს, რომ არის ჩამოყალიბებული ადამიანი, ზრდასრული ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. სწორედ ამიტომ, ჩვენი საერთო სტრატეგიული მიზნები არ უნდა დაგვავიწყდეს.

ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენ გხვდებით, ხვდები აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლებს და ასევე კომიტეტის სხვა წევრებს. ძალიან მიხარია, რომ აქ კოლეგებთან ერთად ვარ. საპარლამენტო დემოკრატიის წევრები ვართ ყველა და ეს ქვეყნის მიმართულებისთვის მნიშვნელოვანია. მინდა გამოვხატო ჩემი სიხარული იმის შესახებ, რომ უკვე ვხედავთ, პოლიტიკა პარლამენტს გარკვეულწილად უბრუნდება. მესმის, რომ ეს რთულია, მაგრამ ჩემი აზრით, ასე უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა მიქსერმა.