Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გავდივარ..." - როგორია ქართველი ექსპერტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც აშშ-ში უმძიმეს ავარიაში მოჰყვა: დის კომენტარი
"სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გავდივარ..." - როგორია ქართველი ექსპერტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც აშშ-ში უმძიმეს ავარიაში მოჰყვა: დის კომენტარი

ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი, პრო­ფე­სო­რი, სტუ­დენ­ტე­ბის საყ­ვა­რე­ლი ლექ­ტო­რი გი­ორ­გი მი­ქა­ნა­ძე, რო­მე­ლიც ამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ წამ­ყვა­ნიც იყო, ამე­რი­კა­ში ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად და­წე­რა. რო­გორც გა­ირ­კვა, ის იქ სას­წავ­ლო ვი­ზით 2019 წლი­დან იმ­ყო­ფე­ბა.

"ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო, დიდი გან­საც­დე­ლის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდი. უბ­რა­ლოდ, ბევ­რი ძვირ­ფა­სი და სა­ყუ­რა­დღე­ბო ადა­მი­ა­ნი მწერს და თავს ძალა უნდა და­ვა­ტა­ნო, 2 სი­ტყვა ვთქვა ყვე­ლას­თვის. სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის ზღვარ­ზე გავ­დი­ვარ. ის გი­ორ­გი, რო­მელ­საც იც­ნობ­დით, აღა­რაა. არ ვიცი, თუ იქ­ნე­ბა და რა გა­მო­ვა ახა­ლი გი­ორ­გის­გან.

გა­ჭე­დი­ლი ვარ პა­რა­ლე­ლურ სამ­ყა­რო­ებ­ში და სხვა­ნა­ი­რად აღ­ვიქ­ვამ ყვე­ლა­ფერს. ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი კი მიხ­ვდე­ბა ამას. ძა­ლი­ან ძლი­ერ ავა­რი­ა­ში, უშან­სო ავა­რი­ა­ში მოვ­ყე­ვი. უმ­ძი­მე­სი ტრავ­მე­ბი, უმ­ძი­მე­სი ოპე­რა­ცი­ე­ბი, მო­ტე­ხი­ლი ყვე­ლა ძვა­ლი, კომა და მერე სა­ში­ნე­ლე­ბა. რაც მოჰ­ყვე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს.

ადა­მი­ა­ნი არის ზღვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, ასეთ დროს უბ­რა­ლოდ იპო­ბი შუ­ა­ზე და ეს ძვირ­ფა­სი კოლ­ბა იპ­ნე­ვა. 2 გზაა ან ეს ნამ­ცე­ცე­ბი გა­ნად­გურ­დეს უსუ­სუ­რო­ბის­გან, ან თი­თო­ე­ულ­მა ისევ გა­ნი­ცა­დოს მე­ტა­მორ­ფო­ზა და კი­დევ უფრო მეტი ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბით ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს.

ღმერ­თმა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ყვე­ლა­ფე­რი მომ­ცა ცხოვ­რე­ბა­ში. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად და ჩქარ-ჩქა­რა ვნა­ხე ბევ­რი რამ. გე­ნი­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი, რაც მინ­დო­და, სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბის­თვის.

ამე­რი­კა­ში კი­დევ გა­ნათ­ლე­ბის­თვის წა­მო­ვე­დი, ახა­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის და გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თვის. ამ პე­რი­ოდ­ში რამ­დენ­ჯერ­მე უკვე ახ­ლი­დან ავა­წყვე ცხოვ­რე­ბა და ახლა კი­დევ ეს რე­ა­ლო­ბა, რომ­ლის აღ­ქმაც ძა­ლი­ან მი­ჭირს.

არ ვიცი, არა­და, მქონ­და ყვე­ლა­ფე­რი. ხში­რად მი­ფიქ­რია, გუ­რი­ა­ში ხომ არ ჯობ­და ჩემი ბა­ღჩა-ბოს­ტა­ნი და უბ­რა­ლო ცხოვ­რე­ბით მე­ცხოვ­რა. რაც აქ ბევ­რი ვნა­ხე წარ­მა­ტე­ბულ ხალ­ხში. უკი­დე­გა­ნო ცა ვარ­სკვლა­ვე­ბით მო­ჭე­დი­ლი და მი­ლი­არ­დი ჩი­ტის ერ­თად ჭი­კ­ჭი­კი. არც ახლა ვიცი პა­სუ­ხი. ბევ­რი რამ ვნა­ხე და გან­ვი­ცა­დე ცხოვ­რე­ბა­ში, ბო­ლოს ხში­რად ვფიქ­რობ­დი და გან­ვიც­დი­დი - what's next?!

ჰოდა, - აი... აბა, ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა? მე პოს­ტებს ვერ დავ­დებ ცოტა ხანს ძა­ლი­ან უძ­ლუ­რი ვარ. 2 დღეა, ვცდი­ლობ რა­ღა­ცის და­წე­რას. რამ­ხე­ლა ძალა ნდო­მე­ბია ყვე­ლა­ფერს თურ­მე.

ვერ ვპა­სუ­ხობ მო­წე­რი­ლებს, მაგ­რამ თი­თო­ე­ულ თქვენ­განს დიდი მად­ლო­ბა, ასე­ვე არ ვიცი, მერე თუ ვნა­ხავ და მო­მინ­დე­ბა გახ­სე­ნე­ბა. ზე­მოთ იწე­რე­ბა მად­ლი­ე­რე­ბა. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას და ბო­დი­ში შე­წუ­ხე­ბის­თვის. ჯვა­რი გე­წე­როთ და ღმერ­თმა და­გი­ფა­როთ ასე­თი მძი­მე გან­საც­დე­ლე­ბის­გან. მე 5-ჯერ მოვ­კვდი ამ დღე­ებ­ში და ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ნი­ცა­და და იცის ჩემ­მა ცნო­ბი­ერ­მა“, - წერს გი­ორ­გი და ორ ადა­მი­ანს გან­სა­კუთ­რე­ბულ მად­ლობს უხ­დის.

"ეს ორი ადა­მი­ა­ნია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ან­გე­ლო­ზი, ფრთი­ა­ნი, მათ გა­და­მარ­ჩი­ნეს დღემ­დე, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. რაც მე მახ­სოვს. გო­ნე­ბა ძა­ლი­ან არე­უ­ლია და არ აღ­ვიქ­ვამ თავს გა­დარ­ჩე­ნი­ლად მა­ინც. იცო­დეთ მა­ინც, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან ან­გე­ლო­ზე­ბი. და­ვით პი­ტი­უ­რიშ­ვი­ლი და გვან­ცა ხუ­ლუ­ზა­უ­რი - ჩემი ძვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი. ჩა­მო­მა­კი­თხეს, ღა­მე­ე­ბი მი­თი­ეს და გა­უძ­ლეს ჩემს სა­ში­ნე­ლე­ბებს“.

ambebi.ge გი­ორ­გი მი­ქა­ნა­ძის დას თამ­თა მი­ქა­ნა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- ეს ინ­ფორ­მა­ცია ჩვენ­თვის შოკი იყო... გი­ორ­გი სა­ჭეს­თან იჯდა და მე­ო­რე მან­ქა­ნას და­ე­ჯა­ხა, ოღონდ, რა ვი­თა­რე­ბა­ში, არ ვი­ცით. მის გარ­და არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა, მან­ქა­ნა­ში მარ­ტო იჯდა. თავი და ხერ­ხე­მა­ლი გა­და­ურ­ჩა, თუმ­ცა ძლი­ე­რად და­შავ­და, უამ­რა­ვი მო­ტე­ხი­ლო­ბა აქვს... ტკი­ვი­ლე­ბის გამო უჭირს ძა­ლი­ან და რამ­დე­ნი­მე თვე ექ­ნე­ბა მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვა... უკვე ერთი კვი­რაა, რაც ეს ამ­ბა­ვი მოხ­და.

- ამე­რი­კა­ში რო­დის გა­ემ­გზავ­რა?

- 2019 წე­ლი­დან იქ არის. რაც წა­ვი­და, არ ჩა­მო­სუ­ლა, სას­წავ­ლებ­ლად წა­ვი­და, - თა­ვი­სი სფე­როს, მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით... სას­წავ­ლო ვიზა აქვს. ცხოვ­რობს ნიუ იორკში, ავა­რია ოჰა­ი­ოს შტატ­ში მოხ­და.

- და­ზღვე­ვა ჰქონ­და?

- კი­დევ კარ­გი, ჰქონ­და, თო­რემ რა აუ­ვი­დო­და იმ თან­ხებს. თან, ისე და­ემ­თხვა, ავა­რია ისეთ ად­გი­ლას მოხ­და, რომ ახ­ლოს ტრავ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კა აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც გა­მოც­დი­ლი ქი­რურ­გე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი.

- ესა­უბ­რეთ გი­ორ­გის?

- კი, ძლი­ერ გა­მა­ყუ­ჩებ­ლებ­ზეა და ამის გამო ხში­რად გაბ­რუ­ე­ბუ­ლია - დროს­თან და რე­ა­ლო­ბას­თან აც­დე­ნა აქვს, არე­ულ-და­რე­უ­ლია...

- რას ეუბ­ნე­ბი­ან, რამ­დენ ხან­ში შეძ­ლებს გავ­ლას?

- ჯერ 8-12 კვი­რა არ უნდა გა­ინ­ძრეს, შემ­დგომ გა­აჩ­ნია კი­დევ მის მდგო­მა­რე­ო­ბას, ორ­გა­ნიზ­მი რო­გორ მო­ე­რე­ვა ამ ყვე­ლა­ფერს... 2 დღე უკე­თებ­დნენ ოპე­რა­ცი­ებს. მრავ­ლო­ბი­თი ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და... სხვა­დას­ხვა კი­დურ­ზე და სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად.

  • ambebi.ge გი­ორ­გის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას უსურ­ვებს!

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნენო
0

მალე გამოჯანმრთელებად ვუსურვებ.

ქეთო
1

გიორგი გამოჯანმრთელებას გისურვებთ. შემდეგ საქართველოში დაბრუნებას და რაც ისწავლეთ საქართველოს გამოაყენეთ. გვჭირდება ეს ჩვენს ქვეყანას

ავტორი:

"სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გავდივარ..." - როგორია ქართველი ექსპერტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც აშშ-ში უმძიმეს ავარიაში მოჰყვა: დის კომენტარი

"სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გავდივარ..." - როგორია ქართველი ექსპერტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც აშშ-ში უმძიმეს ავარიაში მოჰყვა: დის კომენტარი

ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი, სტუდენტების საყვარელი ლექტორი გიორგი მიქანაძე, რომელიც ამ რამდენიმე წლის წინ, "პალიტრანიუსის“ წამყვანიც იყო, ამერიკაში ავარიაში მოყვა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა. როგორც გაირკვა, ის იქ სასწავლო ვიზით 2019 წლიდან იმყოფება.

"ჩემო ძვირფასებო, დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდი. უბრალოდ, ბევრი ძვირფასი და საყურადღებო ადამიანი მწერს და თავს ძალა უნდა დავატანო, 2 სიტყვა ვთქვა ყველასთვის. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გავდივარ. ის გიორგი, რომელსაც იცნობდით, აღარაა. არ ვიცი, თუ იქნება და რა გამოვა ახალი გიორგისგან.

გაჭედილი ვარ პარალელურ სამყაროებში და სხვანაირად აღვიქვამ ყველაფერს. ზოგიერთი ადამიანი კი მიხვდება ამას. ძალიან ძლიერ ავარიაში, უშანსო ავარიაში მოვყევი. უმძიმესი ტრავმები, უმძიმესი ოპერაციები, მოტეხილი ყველა ძვალი, კომა და მერე საშინელება. რაც მოჰყვება ამ ყველაფერს.

ადამიანი არის ზღვა შესაძლებლობების, ასეთ დროს უბრალოდ იპობი შუაზე და ეს ძვირფასი კოლბა იპნევა. 2 გზაა ან ეს ნამცეცები განადგურდეს უსუსურობისგან, ან თითოეულმა ისევ განიცადოს მეტამორფოზა და კიდევ უფრო მეტი ძლევამოსილებით ჩამოყალიბდეს.

ღმერთმა, აბსოლუტურად, ყველაფერი მომცა ცხოვრებაში. ძალიან მარტივად და ჩქარ-ჩქარა ვნახე ბევრი რამ. გენიალური ადამიანები და ყველაფერი, რაც მინდოდა, საინტერესო ცხოვრებისთვის.

ამერიკაში კიდევ განათლებისთვის წამოვედი, ახალი თავგადასავლების და გამოწვევებისთვის. ამ პერიოდში რამდენჯერმე უკვე ახლიდან ავაწყვე ცხოვრება და ახლა კიდევ ეს რეალობა, რომლის აღქმაც ძალიან მიჭირს.

არ ვიცი, არადა, მქონდა ყველაფერი. ხშირად მიფიქრია, გურიაში ხომ არ ჯობდა ჩემი ბაღჩა-ბოსტანი და უბრალო ცხოვრებით მეცხოვრა. რაც აქ ბევრი ვნახე წარმატებულ ხალხში. უკიდეგანო ცა ვარსკვლავებით მოჭედილი და მილიარდი ჩიტის ერთად ჭიკჭიკი. არც ახლა ვიცი პასუხი. ბევრი რამ ვნახე და განვიცადე ცხოვრებაში, ბოლოს ხშირად ვფიქრობდი და განვიცდიდი - what's next?!

ჰოდა, - აი... აბა, ვნახოთ რა იქნება? მე პოსტებს ვერ დავდებ ცოტა ხანს ძალიან უძლური ვარ. 2 დღეა, ვცდილობ რაღაცის დაწერას. რამხელა ძალა ნდომებია ყველაფერს თურმე.

ვერ ვპასუხობ მოწერილებს, მაგრამ თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა, ასევე არ ვიცი, მერე თუ ვნახავ და მომინდება გახსენება. ზემოთ იწერება მადლიერება. დიდი მადლობა ყველას და ბოდიში შეწუხებისთვის. ჯვარი გეწეროთ და ღმერთმა დაგიფაროთ ასეთი მძიმე განსაცდელებისგან. მე 5-ჯერ მოვკვდი ამ დღეებში და ეს ყველაფერი განიცადა და იცის ჩემმა ცნობიერმა“, - წერს გიორგი და ორ ადამიანს განსაკუთრებულ მადლობს უხდის.

"ეს ორი ადამიანია ჩვეულებრივი ანგელოზი, ფრთიანი, მათ გადამარჩინეს დღემდე, ჩვეულებრივად. რაც მე მახსოვს. გონება ძალიან არეულია და არ აღვიქვამ თავს გადარჩენილად მაინც. იცოდეთ მაინც, როგორ გამოიყურებიან ანგელოზები. დავით პიტიურიშვილი და გვანცა ხულუზაური - ჩემი ძველი სტუდენტები. ჩამომაკითხეს, ღამეები მითიეს და გაუძლეს ჩემს საშინელებებს“.

ambebi.ge გიორგი მიქანაძის დას თამთა მიქანაძეს დაუკავშირდა:

- ეს ინფორმაცია ჩვენთვის შოკი იყო... გიორგი საჭესთან იჯდა და მეორე მანქანას დაეჯახა, ოღონდ, რა ვითარებაში, არ ვიცით. მის გარდა არავინ დაშავებულა, მანქანაში მარტო იჯდა. თავი და ხერხემალი გადაურჩა, თუმცა ძლიერად დაშავდა, უამრავი მოტეხილობა აქვს... ტკივილების გამო უჭირს ძალიან და რამდენიმე თვე ექნება მოძრაობის შეზღუდვა... უკვე ერთი კვირაა, რაც ეს ამბავი მოხდა.

- ამერიკაში როდის გაემგზავრა?

- 2019 წელიდან იქ არის. რაც წავიდა, არ ჩამოსულა, სასწავლებლად წავიდა, - თავისი სფეროს, მენეჯმენტის მიმართულებით... სასწავლო ვიზა აქვს. ცხოვრობს ნიუ იორკში, ავარია ოჰაიოს შტატში მოხდა.

- დაზღვევა ჰქონდა?

- კიდევ კარგი, ჰქონდა, თორემ რა აუვიდოდა იმ თანხებს. თან, ისე დაემთხვა, ავარია ისეთ ადგილას მოხდა, რომ ახლოს ტრავმატოლოგიური კლინიკა აღმოჩნდა, რომელიც გამოცდილი ქირურგებითაა ცნობილი.

- ესაუბრეთ გიორგის?

- კი, ძლიერ გამაყუჩებლებზეა და ამის გამო ხშირად გაბრუებულია - დროსთან და რეალობასთან აცდენა აქვს, არეულ-დარეულია...

- რას ეუბნებიან, რამდენ ხანში შეძლებს გავლას?

- ჯერ 8-12 კვირა არ უნდა გაინძრეს, შემდგომ გააჩნია კიდევ მის მდგომარეობას, ორგანიზმი როგორ მოერევა ამ ყველაფერს... 2 დღე უკეთებდნენ ოპერაციებს. მრავლობითი ოპერაცია დასჭირდა... სხვადასხვა კიდურზე და სხვადასხვანაირად.

  • ambebi.ge გიორგის გამოჯანმრთელებას უსურვებს!