პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"პირი, რომელსაც ორხევის დასახლებაში უკანონო ნაგებობა დაუნგრიეს, ვაკეში ორ ბინას ფლობს" - რას წერს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე?
"პირი, რომელსაც ორხევის დასახლებაში უკანონო ნაგებობა დაუნგრიეს, ვაკეში ორ ბინას ფლობს" - რას წერს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე?

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის თი­ნა­თინ ნიბ­ლოშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კახა ილუ­რი­ძე, რო­მელ­საც თბი­ლი­სის მე­რი­ამ, ორ­ხე­ვის და­სახ­ლე­ბა­ში უკა­ნო­ნო ნა­გე­ბო­ბა და­უნ­გრია, ვა­კის რა­ი­ონ­ში ორ ბი­ნას ფლობს.

ამის შე­სა­ხებ ნიბ­ლოშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"პირი, რო­მელ­საც თბი­ლი­სის მე­რი­ამ, ორ­ხე­ვის და­სახ­ლე­ბა­ში უკა­ნო­ნო ნა­გე­ბო­ბა და­უნ­გრია, 13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია.

სა­ხელ­მწი­ფომ კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით, 2015 წელს, 356 274 ლარი გა­და­უ­ხა­და.

სა­ჯა­რო რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა ფლობს ორ ბი­ნას ვა­კის რა­ი­ონ­ში" - წერს ნიბ­ლოშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, დღეს, დი­ლი­დან ე.წ. ვარ­კე­თი­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის და­სახ­ლე­ბა­ში, პო­ლი­ცია და თბი­ლი­სის მე­რი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი და იქ არ­სე­ბულ ნა­გე­ბო­ბებს ან­გრევ­დნენ, რომ­ლე­ბიც, მათი თქმით, უკა­ნო­ნოდ იყო აშე­ნე­ბუ­ლი. ამ ნა­გე­ბო­ბე­ბის პატ­რო­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბით კი, მათ ღა­მის გა­სა­თე­ვი სხვა­გან არ აქვთ, ამი­ტო­მაც ცდი­ლობ­დნენ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას.

ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე კახა ილუ­რი­ძე, რომ­ლის სახ­ლიც და­ინ­გრა, ამ­ბობს, რომ, და­ახ­ლო­ე­ბით, 14 ნა­გე­ბო­ბის დე­მონ­ტა­ჟი მოხ­და, მათი ნა­წი­ლი მშე­ნე­ბა­რე იყო.

"ვე­რეს ხე­ო­ბა­ში მომ­ხდა­რი სტი­ქი­ის შემ­დეგ ვცხოვ­რობ ამ და­სახ­ლე­ბა­ში, 2013 წლის შემ­დეგ. ვა­კე­ში, ბან­კი "ქარ­თუს“ უკან მქონ­და სახ­ლი, ხევ­ში, რო­მე­ლიც წყალ­მა წა­ი­ღო. მეტ­რო­დან რომ ამოჰ­ყვეთ, ასე­თი 700 ოჯა­ხია და­სახ­ლე­ბუ­ლი ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. სახ­ლი არ მქონ­და გა­ფორ­მე­ბუ­ლი. კომ­პენ­სა­ცია მომ­ცეს და არ ვკი­დებ­დი ხელს, 135 ათა­სი მომ­ცეს. ვა­კე­ში 135 000 ღირს 1000 კვად­რა­ტი?

არ ვა­წერ­დი ხელს და სი­ტყვი­ე­რად მი­თხრეს, სა­დაც გინ­და, იქ აიღე ნაკ­ვე­თი, სახ­ლი აა­შე­ნე, ხელს არ შე­გიშ­ლი­თო. ამ დი­ლას მო­ა­ყე­ნეს ბულ­დო­ზე­რე­ბი და სახ­ლი და­მინ­გრი­ეს. მარ­ტო სა­ხუ­რა­ვი 5000 ლარი და­მიჯ­და. აქ მარ­ტო ვცხოვ­რობ­დი. არ ვამ­ბობ, რომ ბინა არ მაქვს, 2 ბინა მაქვს ვა­კე­ში, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ბან­კში მაქვს ჩა­დე­ბუ­ლი. იმი­ტომ, რომ თვი­თონ მთავ­რო­ბამ მი­თხრა, - ნაკ­ვე­თი მო­ნა­ხე, ბინა ბან­კში ჩადე და ამ ფუ­ლით აა­შე­ნე სახ­ლიო. მერე გა­და­მი­კე­ტეს მი­სას­ვლე­ლი გზა, ტე­ლე­ფო­ნიც გა­მი­თი­შეს, აღა­რა­ვინ მე­კონ­ტაქ­ტე­ბო­და.

თა­ვი­დან მი­თხრეს, რად­გან ორი შვი­ლი გყავს, ტე­რი­ტო­რი­ას მოგ­ცემთ და აა­შე­ნე ბი­ნაო. აღარ მომ­ცეს ნაკ­ვე­თი, მოგ­ვა­ტყუ­ეს. მერე მი­თხრეს, შენ მო­ძებ­ნე ნაკ­ვე­თი, სა­დაც გინ­და და იქ აი­შე­ნე, ჩვენ მო­გეხ­მა­რე­ბით, პრობ­ლე­მა არ შე­გექ­მნე­ბაო. ახლა თქვენც ხე­დავთ, რაც ხდე­ბა. მა­გათ შე­მიყ­ვა­ნეს შეც­დო­მა­ში, თო­რემ რა ვი­ცო­დი, რა იყო და სად იყო ვარ­კე­თი­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა?!

მო­ვი­თხოვ, კა­ლა­ძეს შე­მახ­ვედ­რონ და მე თუ ვარ მტყუ­ა­ნი, ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ით ბო­დიშს მო­ვუხ­დი ამ მთავ­რო­ბას.... ჯერ კა­ციშ­ვი­ლი არ მო­სუ­ლა. აქვე ზე­მოთ ხის ქო­ხე­ბიც კი და­უნ­გრი­ეს ხალ­ხს, 14-მდე სახ­ლი და­ან­გრი­ეს.

მე 60 კვად­რა­ტუ­ლი მქონ­და. მარ­ტო ჩონ­ჩხი რომ ყო­ფი­ლი­ყო, გული არ დამ­წყდე­ბო­და. მარ­თა­ლია, ევ­რო­რე­მონ­ტი არ მქო­ნია, მაგ­რამ მა­ინც გა­კე­თე­ბუ­ლი მქონ­და. ახლა გა­რეთ ვარ, ქუ­ჩა­ში, გა­რეთ ვჭამ და ვსვამ. კა­ციშ­ვი­ლი არ მო­სუ­ლა, რომ დამ­ლა­პა­რა­კე­ბო­და" - უთხრა კახა ილუ­რი­ძემ AMBEBI.GE-ს.

მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტასო
2

წადი ბიძია იმ შენ ვაკის ბინაში,ან და რომ ამბობ ცოტა მომცესო,ძალიან კარგად ვიცი მაგ ადგილზე რა ღირს მიწა.ეს არის წყნეთის ქუჩის დაბლა,ამიტომ ძაანაც ნუ გაახურებ.ეგეც ჭავჭავაძე არ იყოს რააააა.

აბა თქვი აააააააააააააააა
1

,,სა­ხელ­მწი­ფომ კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით, 2015 წელს, 356 274 ლარი გა­და­უ­ხა­და'' ეს ტანხა 116 811 დოლარია ანუ ჩემი 10 წლის ხელფასი, ამ ტანხის დღევანდელი ექვივალენტი 2,5 3-ჯერ მეტია იმისი რაც ამ ადამიანმა 2015 წელს მიიღო და რატომ, რის საფუძველზე რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით გადაუხადეს მას კომპენსაციის სახით? 

ავტორი:

"პირი, რომელსაც ორხევის დასახლებაში უკანონო ნაგებობა დაუნგრიეს, ვაკეში ორ ბინას ფლობს" - რას წერს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე?

"პირი, რომელსაც ორხევის დასახლებაში უკანონო ნაგებობა დაუნგრიეს, ვაკეში ორ ბინას ფლობს" - რას წერს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე?

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თინათინ ნიბლოშვილის ინფორმაციით, კახა ილურიძე, რომელსაც თბილისის მერიამ, ორხევის დასახლებაში უკანონო ნაგებობა დაუნგრია, ვაკის რაიონში ორ ბინას ფლობს.

ამის შესახებ ნიბლოშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"პირი, რომელსაც თბილისის მერიამ, ორხევის დასახლებაში უკანონო ნაგებობა დაუნგრია, 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულია.

სახელმწიფომ კომპენსაციის სახით, 2015 წელს, 356 274 ლარი გადაუხადა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული პიროვნება ფლობს ორ ბინას ვაკის რაიონში" - წერს ნიბლოშვილი.

ცნობისთვის, დღეს, დილიდან ე.წ. ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, პოლიცია და თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული და იქ არსებულ ნაგებობებს ანგრევდნენ, რომლებიც, მათი თქმით, უკანონოდ იყო აშენებული. ამ ნაგებობების პატრონების განცხადებით კი, მათ ღამის გასათევი სხვაგან არ აქვთ, ამიტომაც ცდილობდნენ წინააღმდეგობის გაწევას.

ერთ-ერთი მოქალაქე კახა ილურიძე, რომლის სახლიც დაინგრა, ამბობს, რომ, დაახლოებით, 14 ნაგებობის დემონტაჟი მოხდა, მათი ნაწილი მშენებარე იყო.

"ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შემდეგ ვცხოვრობ ამ დასახლებაში, 2013 წლის შემდეგ. ვაკეში, ბანკი "ქართუს“ უკან მქონდა სახლი, ხევში, რომელიც წყალმა წაიღო. მეტროდან რომ ამოჰყვეთ, ასეთი 700 ოჯახია დასახლებული ამ ტერიტორიაზე. სახლი არ მქონდა გაფორმებული. კომპენსაცია მომცეს და არ ვკიდებდი ხელს, 135 ათასი მომცეს. ვაკეში 135 000 ღირს 1000 კვადრატი?

არ ვაწერდი ხელს და სიტყვიერად მითხრეს, სადაც გინდა, იქ აიღე ნაკვეთი, სახლი ააშენე, ხელს არ შეგიშლითო. ამ დილას მოაყენეს ბულდოზერები და სახლი დამინგრიეს. მარტო სახურავი 5000 ლარი დამიჯდა. აქ მარტო ვცხოვრობდი. არ ვამბობ, რომ ბინა არ მაქვს, 2 ბინა მაქვს ვაკეში, მაგრამ ყველაფერი ბანკში მაქვს ჩადებული. იმიტომ, რომ თვითონ მთავრობამ მითხრა, - ნაკვეთი მონახე, ბინა ბანკში ჩადე და ამ ფულით ააშენე სახლიო. მერე გადამიკეტეს მისასვლელი გზა, ტელეფონიც გამითიშეს, აღარავინ მეკონტაქტებოდა.

თავიდან მითხრეს, რადგან ორი შვილი გყავს, ტერიტორიას მოგცემთ და ააშენე ბინაო. აღარ მომცეს ნაკვეთი, მოგვატყუეს. მერე მითხრეს, შენ მოძებნე ნაკვეთი, სადაც გინდა და იქ აიშენე, ჩვენ მოგეხმარებით, პრობლემა არ შეგექმნებაო. ახლა თქვენც ხედავთ, რაც ხდება. მაგათ შემიყვანეს შეცდომაში, თორემ რა ვიცოდი, რა იყო და სად იყო ვარკეთილის მეურნეობა?!

მოვითხოვ, კალაძეს შემახვედრონ და მე თუ ვარ მტყუანი, ყველა ტელევიზიით ბოდიშს მოვუხდი ამ მთავრობას.... ჯერ კაციშვილი არ მოსულა. აქვე ზემოთ ხის ქოხებიც კი დაუნგრიეს ხალხს, 14-მდე სახლი დაანგრიეს.

მე 60 კვადრატული მქონდა. მარტო ჩონჩხი რომ ყოფილიყო, გული არ დამწყდებოდა. მართალია, ევრორემონტი არ მქონია, მაგრამ მაინც გაკეთებული მქონდა. ახლა გარეთ ვარ, ქუჩაში, გარეთ ვჭამ და ვსვამ. კაციშვილი არ მოსულა, რომ დამლაპარაკებოდა" - უთხრა კახა ილურიძემ AMBEBI.GE-ს.