პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინაში ვაფასებთ ყველა სახის მხარდაჭერას... ყოველდღე ვრწმუნდებით ამაში, რომ ქართველი ხალხი ჩვენს გვერდით არის" - რა განაცხადა უკრაინის ელჩმა "რადიო თავისუფლებასთან"?
"უკრაინაში ვაფასებთ ყველა სახის მხარდაჭერას... ყოველდღე ვრწმუნდებით ამაში, რომ ქართველი ხალხი ჩვენს გვერდით არის" - რა განაცხადა უკრაინის ელჩმა "რადიო თავისუფლებასთან"?

უკ­რა­ი­ნის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში იგორ დოლ­გო­ვი "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში, შე­სა­ბა­მი­სი კი­თხვის პა­სუ­ხად აფა­სებს რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექსტს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ შე­ი­მუ­შა­ვა უკ­რა­ი­ნი­სად­მი მხარ­და­ჭე­რის გა­მო­სა­ხა­ტად და რო­მელ­შიც რუ­სე­თი არ არის ნახ­სე­ნე­ბი, მას­ში გა­მო­ხა­ტუ­ლია თავ­შე­კა­ვე­ბა აგ­რე­სო­რის სა­ხელ­დე­ბის­გან. უკ­რა­ი­ნე­ლი დიპ­ლო­მა­ტის შე­ფა­სე­ბით, ყვე­ლა სა­ხის მხარ­და­ჭე­რა სა­სარ­გებ­ლოა.

ამას­თან, მისი თქმით, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ად­გენს თა­ვის სა­ხელ­მწი­ფოს და არა პარ­ტი­ას, უკ­რა­ი­ნას ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს­თან და არა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას­თან, პარ­ლა­მენ­ტთან ან პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­თან.

"უკ­რა­ი­ნა­ში ვა­ფა­სებთ ყვე­ლა სა­ხის მხარ­და­ჭე­რას - იქ­ნე­ბა ეს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი, ია­რა­ღით, საბ­რძო­ლო მა­სა­ლით, რე­ზო­ლუ­ცი­ით, რი­თაც იქ­ნე­ბა - ყვე­ლა­ფე­რი სა­სარ­გებ­ლოა, რად­გან ვთლით, რომ მხარ­და­ჭე­რის ეს გზე­ბი, ეს ნიშ­ნე­ბი არის და­მა­ტე­ბი­თი აგუ­რე­ბი ჩვე­ნი სა­ერ­თო კედ­ლის­თვის, რო­მე­ლიც დაგ­ვი­ცავს აგ­რე­სი­ის­გან. ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი ფა­სე­უ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ნა­წილს თქვე­ნი შე­კი­თხვის არა და უფრო რე­მარ­კი­სა: ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად ვგრძნობთ და ვი­ღებთ სხვა­დას­ხვა სა­ხის მხარ­და­ჭე­რის სიგ­ნალს პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან, კომ­პა­ნი­ე­ბის­გან, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან, აგერ ვხე­დავ თქვე­ნი ოპე­რა­ტო­რე­ბის სამ­კერ­დე ნიშ­ნებს. გუ­შინ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ლა­ით­შოუ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩოს მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს. ეს არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ვი­ცით და ყო­ველ­დღე ვრწმუნ­დე­ბით ამა­ში, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ჩვენს გვერ­დით არის. გუ­შინ, მა­გა­ლი­თად, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩვენს ცხელ ხაზ­ზე შე­მო­ვი­და ზარი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის­გან, რო­მელ­საც სურ­და უკ­რა­ი­ნა­ში სა­ომ­რად წას­ვლა, უკ­რა­ი­ნის და­სა­ცა­ვად წას­ვლა". წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
I SUPPORT UKRAIN
11

კარგი ადამიანი და კარგი დიპლომატი. კარგია თუ დაინახეს უკრაინელებმა ჩვენი ხალხის მხარდაჭერა. დიპლომატმა დიპლომატურად განაცხადა რომ ხალხის მხარდაჭერა დაინახა, რასაც ვერ ვიტყვით მთავრობაზე. მას არ მოერიდებოდა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­, კომ­პა­ნი­ე­ბის­ და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­ გარდა დაესახელებინა მხარდამჭერად მთავრობა. მან ისიც კი თქვა რომ ერთმა მოქალაქემ მიმართა ომში დასახმარებლად. დიპლომატი ხომ ვერ იტყოდა მთავრობიდან არვ კი ჩასულა ვინმე კიევშიო, ეს ჩვენ ყველამ ვიცით. ჩასვლას ვინ ჩივის ტელეფონითაც არ დაურეკავს (პრემიერს). ის დედაკაცი კი გინდა გვყოლია გინდა არა, არავის არასოდეს ახსოვ. საერთოდ რომ გაუქმდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი უკეთესი იქნება, ამდენი ხარჯი რისთვის გვინდა?

მარიამი
4

პატარა , მიჩმორებული და გაღატაკებული ქვეყანა ვართ, სახელმწიფოც რომ აღარ შეგვარჩინეს, მაგრამ ხალხი სულით არ დაცემულა, მთელი გულით თქვენთან ვართ! ღმერთმა უკრაინა დაიფაროს ომისაგან, თორემ მანდ ჩვენი ბიჭები ღირსეულად იბრძოლებენ, სამშობლოს არ შეარცხვენენ.

ავტორი:

"უკრაინაში ვაფასებთ ყველა სახის მხარდაჭერას... ყოველდღე ვრწმუნდებით ამაში, რომ ქართველი ხალხი ჩვენს გვერდით არის" - რა განაცხადა უკრაინის ელჩმა "რადიო თავისუფლებასთან"?

"უკრაინაში ვაფასებთ ყველა სახის მხარდაჭერას... ყოველდღე ვრწმუნდებით ამაში, რომ ქართველი ხალხი ჩვენს გვერდით არის" - რა განაცხადა უკრაინის ელჩმა "რადიო თავისუფლებასთან"?

უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში, შესაბამისი კითხვის პასუხად აფასებს რეზოლუციის ტექსტს, რომელიც საქართველოს მმართველმა პარტიამ შეიმუშავა უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოსახატად და რომელშიც რუსეთი არ არის ნახსენები, მასში გამოხატულია თავშეკავება აგრესორის სახელდებისგან. უკრაინელი დიპლომატის შეფასებით, ყველა სახის მხარდაჭერა სასარგებლოა.

ამასთან, მისი თქმით, ის საქართველოში წარმოადგენს თავის სახელმწიფოს და არა პარტიას, უკრაინას ურთიერთობა აქვს საქართველოს სახელმწიფოსთან და არა პოლიტიკურ პარტიასთან, პარლამენტთან ან პარლამენტის წევრებთან.

"უკრაინაში ვაფასებთ ყველა სახის მხარდაჭერას - იქნება ეს დიპლომატიური, პოლიტიკური, იარაღით, საბრძოლო მასალით, რეზოლუციით, რითაც იქნება - ყველაფერი სასარგებლოა, რადგან ვთლით, რომ მხარდაჭერის ეს გზები, ეს ნიშნები არის დამატებითი აგურები ჩვენი საერთო კედლისთვის, რომელიც დაგვიცავს აგრესიისგან. ასე რომ, ყველაფერი ფასეულია. რაც შეეხება მეორე ნაწილს თქვენი შეკითხვის არა და უფრო რემარკისა: ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ და ვიღებთ სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სიგნალს პოლიტიკოსებისგან, კომპანიებისგან, საქართველოს მოქალაქეებისგან, აგერ ვხედავ თქვენი ოპერატორების სამკერდე ნიშნებს. გუშინ შესანიშნავი ლაითშოუ იყო ორგანიზებული უკრაინის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვიცით და ყოველდღე ვრწმუნდებით ამაში, რომ ქართველი ხალხი ჩვენს გვერდით არის. გუშინ, მაგალითად, სრულიად მოულოდნელად ჩვენს ცხელ ხაზზე შემოვიდა ზარი საქართველოს მოქალაქისგან, რომელსაც სურდა უკრაინაში საომრად წასვლა, უკრაინის დასაცავად წასვლა". წაიკითხეთ სრულად