ჩვენ, ისევე როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორები მზად ვართ, ნებისმიერი სცენარისთვის, ნებისმიერი განვითარებისთვის, მათ შორის ყველაზე მძიმე სცენარისთვისაც , - ასე პასუხობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ კითხვას იმის შესახებ, რა მოხდება უშუალოდ საქართველოში, თუკი უკრაინაში მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდება.
დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციაშია, რათა ყოველი ნაბიჯი მათთან იყოს შეთანხმებული და 2008 წლის მსგავსი სცენარი თავიდან იქნას აცილებული.
„ძალიან ძნელია, წინასწარ განჭვრიტო რა იქნება რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება. რთულია, საქართველოს ხელისუფლება კი არა, ვერცერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორი წინასწარ ვერ ამბობს, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მოსკოვში. ამიტომ ჩვენ, ისევე როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორები მზად ვართ, ნებისმიერი სცენარისთვის, ნებისმიერი განვითარებისთვის, მათ შორის ყველაზე მძიმე სცენარისთვისაც. სამწუხაროდ, ამის გამოცდილება გვაქვს, მხედველობაში მაქვს 2008 წელი, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ საკუთარ თავზე იწვნია აგრესია, რასაც შედეგად მოჰყვა ოკუპაცია და პროცესი, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. თბილისიდან, დედაქალაქიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში რომ რუსეთის სამხედრო ბაზებია განლაგებული, ძალიან ნათელი მაგალითია ჩვენთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რა შეიძლება მოჰყვეს სხვა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას, ინტერვენციას და რომ აქ აუცილებელია, ჩვენ ვიყოთ ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში და ურთიერთობაში ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რომ ჩვენი ნაბიჯები, ჩვენი ყველა პრევენციული ნაბიჯი იყოს მათთან შეთანხმებული და მათთან კოორდინაციაში გაკეთებული. მინდა, დაგარწმუნოთ, ამ პროცესში ჩვენ ვართ. მე ყოველდღიური კავშირი მაქვს მთავარ სტრატეგიულ ყველა პარტნიორთან.
ყველა შესაბამისი ბერკეტი, რაც საერთაშორისო თანამეგობრობას გააჩნია, იქნება მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ სიტუაციის შემდგომი ესკალაცია არ მოხდეს, მოხდეს სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის პრევენცია. რა თქმა უნდა, ამისთვის რასაც პარტნიორები აცხადებენ, ზომები, რასაც ისინი მიიღებენ, ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია და ვფიქრობ, რომ დასავლეთი არის ძალიან თანმიმდევრული და მკაფიო. მათ შორის ამაზე რომ საუბრობენ, ეს არის პრევენციის ერთ-ერთი ბერკეტი და ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება და ვართ კიდევაც მათთან ძალიან ახლო კოორდინაციაში, რადგან ყველა ნაბიჯი იყოს მათთან ერთად შეთანხმებული იმისთვის, რომ უმძიმესი გამოცდილება, რაც ჩვენ 2008 წელს გვქონდა, არ დავუშვათ და ქვეყანა არ დავაყენოთ კატასტროფის და საფრთხის წინაშე, რაც შეიძლება კიდევ ერთ დაპირისპირებას მოჰყვეს, ეს იქნება დამღუპველი. ამიტომ ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში არ განმეორდეს ის სცენარი და განვითარება, რომელიც 2008 წელს იყო “, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მოგვწონს თუ არ მოგვწონს, გვიყვარს თუ არ გვიყვარს უკრაინა და უკრაინელები, სიმართლე არის შემდეგში.
უკრაინის ტერიტორიებზე, კერძოდ დონბასისა და ლუგანსკის ოლქებში საუკუნეებია ცხოვრობდა და ცხოვრობს ადგილობრივი რუსი ეროვნების მოსახლეობა, რომელიც დღევანდელმა უკრაინის მთავრობამ ტერორისტებად შერაცხა და გამოუცხადა ომი.
მიზეზი? დონბასისა და ლუგანსკის ოლქების მოსახლეობამ არ მიიღო აშშ-სა და ნატოს ქვეყნების მიერ დაფინანსებული და ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალება 2014 წელს, რომელიც ცნობილია ე.წ. „ევროპული მაიდანის“ სახელით და რომლის შედეგად უკრაინის ხელისუფლებაში მარიონეტული მთავრობა დააჯინა.
დღეს უკრაინა აწარმოებს ე.წ. ანტიტერორისტულ საბრძოლო მოქმედებებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ!!!???
შიდა საზღვრის პერიმეტრზე უკრაინას განლაგებული ყავს საბრძოლო შენაერთები, რომლებიც ყოველდღიურად ახორციელებენ სხვადახვა კალიბრის ჭურვებით დაბომბვას ამ რეგიონის ქალაქებისა და სოფლების მიმართულებით.
ასევე დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. საზღვარზე მოქმედებენ უკრაინული სადამსჯელო ფაშისტური რაზმები (მაგ. სტეფანე ბანდერას სახელობის).
დაწყებული 2014 წლიდან დაღუპულია 4 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები, ქალები და მოხუცები, 3 800-ზე მეტი უგზო-უკვლოდაა დაკარგული! ....
დღეს აშშ-მა და ნატოს სხვა ქვეყნებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღება ლეტალური იარაღით და ყველანაირად ცდილობენ და აქეზებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყონ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დონბასის მთელ ფრონტზე.
ეყოფა ჭკუა და გონება უკრაინის ხელისუფლებას არ წამოეგოს დასავლეთ ქვეყნების ამ პროვოკაციას?