პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასჯელი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გოგონების აღიარების საპასუხოდ - საუდის არაბეთში სოცქსელში "ჭორების" გავრცელებისთვის 5 - წლიანი პატიმრობა შემოიღეს
სასჯელი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გოგონების აღიარების საპასუხოდ - საუდის არაბეთში  სოცქსელში "ჭორების" გავრცელებისთვის 5 - წლიანი პატიმრობა შემოიღეს

სა­უ­დის არა­ბე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გაფრ­თხი­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ვინც სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში უსა­ფუძ­ვლო ჭო­რებს გა­ავ­რცე­ლებს, 5 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით და­ის­ჯე­ბა.

ეს ახ­ლა­ხანს მომ­ხდა­რი ამ­ბის შე­დე­გა­დაა გა­მოწ­ვე­უ­ლი: ერ-რი­ად­ში კონ­ცერ­ტის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნე­ბის სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ვე­ბის ამ­ბე­ბი გავ­რცელ­და, რაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ყალბ ამ­ბე­ბად მი­იჩ­ნი­ეს.

ზო­გი­ერ­თი მსხვერ­პლი ამ­ბობ­და, რომ ეში­ნო­და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ამ თე­მა­ზე ღიად სა­უბ­რის.

ცნო­ბი­ლი პოპ ჯგუ­ფის - Stray Kids-ის კონ­ცერ­ტი 14 იან­ვარს, სა­უ­დის არა­ბე­თის დე­და­ქა­ლა­ქის გა­რე­უ­ბან­ში უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, თუმ­ცა ბოლო მო­მენ­ტში, ის ძლი­ე­რი ქა­რის გამო გა­და­ი­დო.

იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ფა­ნე­ბი სახ­ლებ­ში დაბ­რუნ­დნენ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი გავ­რცელ­და პოს­ტე­ბი, სა­დაც წერ­დნენ, რომ კონ­ცერ­ტზე წა­სუ­ლი გო­გო­ნე­ბი და­ი­კარ­გნენ, ასე­ვე ფა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­დებ­დნენ, რად­გან სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ვე­ბის ფაქ­ტე­ბი მრავ­ლად იყო.

ამა­ვე დღეს "თვი­თერ­ზე" ვრცელ­დე­ბო­და მა­მა­კა­ცე­ბის ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლებ­საც გო­გო­ნე­ბი ბრალს სდებ­დნენ ძა­ლა­დო­ბის მცდე­ლო­ბა­ში, მაგ­რამ იმის გამო, რომ ამ ბრალ­დე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ვი­დეო, ან ფო­ტომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, არა­ვინ დას­ჯი­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ამ­გვარ პოს­ტებს "გა­მო­გო­ნი­ლი" უწო­დეს.

წყა­რო: BBC

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

სასჯელი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გოგონების აღიარების საპასუხოდ - საუდის არაბეთში სოცქსელში "ჭორების" გავრცელებისთვის 5 - წლიანი პატიმრობა შემოიღეს

სასჯელი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გოგონების აღიარების საპასუხოდ - საუდის არაბეთში  სოცქსელში "ჭორების" გავრცელებისთვის 5 - წლიანი პატიმრობა შემოიღეს

საუდის არაბეთის ხელისუფლება გაფრთხილებას იძლევა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც სოციალურ მედიაში უსაფუძვლო ჭორებს გაავრცელებს, 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

ეს ახლახანს მომხდარი ამბის შედეგადაა გამოწვეული: ერ-რიადში კონცერტის გაუქმების შემდეგ, სოციალურ ქსელში ახალგაზრდა გოგონების სექსუალური შევიწროვების ამბები გავრცელდა, რაც სამართალდამცველებმა ყალბ ამბებად მიიჩნიეს.

ზოგიერთი მსხვერპლი ამბობდა, რომ ეშინოდა სოციალურ ქსელებში ამ თემაზე ღიად საუბრის.

ცნობილი პოპ ჯგუფის - Stray Kids-ის კონცერტი 14 იანვარს, საუდის არაბეთის დედაქალაქის გარეუბანში უნდა გამართულიყო, თუმცა ბოლო მომენტში, ის ძლიერი ქარის გამო გადაიდო.

იმედგაცრუებული ფანები სახლებში დაბრუნდნენ. სოციალურ ქსელში კი გავრცელდა პოსტები, სადაც წერდნენ, რომ კონცერტზე წასული გოგონები დაიკარგნენ, ასევე ფანები ერთმანეთს სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ, რადგან სექსუალური შევიწროვების ფაქტები მრავლად იყო.

ამავე დღეს "თვითერზე" ვრცელდებოდა მამაკაცების ფოტოები, რომლებსაც გოგონები ბრალს სდებდნენ ძალადობის მცდელობაში, მაგრამ იმის გამო, რომ ამ ბრალდების დამადასტურებელი ვიდეო, ან ფოტომტკიცებულება არ არსებობს, არავინ დასჯილა.

სამართალდამცველებმა ამგვარ პოსტებს "გამოგონილი" უწოდეს.

წყარო: BBC

მოამზადა ანა სიბოშვილმა