სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კრემლს "ჩაკრულოს" "მოსკოვური საღამოებით" ჩანაცვლება სურდა... იმ დროს ვმუშაობდი ძრავის ლაბორატორიაში" - რას იხსენებს ელჩი აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობიდან?
"კრემლს "ჩაკრულოს" "მოსკოვური საღამოებით" ჩანაცვლება სურდა... იმ დროს ვმუშაობდი ძრავის ლაბორატორიაში" - რას იხსენებს ელჩი აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობიდან?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩი კელი დეგ­ნა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის 30 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

ვრცელ გან­ცხა­დე­ბა­ში ელჩი დეგ­ნა­ნი აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე სა­უბ­რობს და მი­მო­ი­ხი­ლავს, თუ რა­ტომ არის სა­ქარ­თვე­ლო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­თვის.

აშშ-ის ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

“წელს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, პარტნი­ო­რო­ბი­სა და მე­გობ­რო­ბის 30 წლის­თავს აღ­ნიშ­ნავს. ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მა გვაქვს, რომ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ვნიშ­ნოთ ჩვე­ნი მრა­ვალ­მხრი­ვი პარტნი­ო­რო­ბის ყვე­ლა ას­პექ­ტი. დღეს მსურს გა­ვიხ­სე­ნო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყი­სი და მი­მო­ვი­ხი­ლო, თუ რა­ტომ არის სა­ქარ­თვე­ლო ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­თვის.

30 წლის წინ, მოს­კო­ვის თით­ქმის ორას­წლი­ა­ნი ბა­ტო­ნო­ბის შემ­დგეგ, სა­ქარ­თვე­ლომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა. ამ რთულ წლებს ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მედგრად გა­უძ­ლო და მრა­ვა­ლი სირ­თუ­ლე გა­და­ლა­ხა, რათა ჩა­მო­ე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც აგე­ბუ­ლია მისი ევ­რო­პუ­ლი ის­ტო­რი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, კოლ­ხე­თი­სა და და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის და­ბა­დე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის დღი­დან, ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი სო­ლი­და­რუ­ლია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სურ­ვი­ლი­სა, ჰქონ­დეთ თა­ვი­სუ­ფა­ლი და სუ­ვე­რე­ნუ­ლი ქვე­ყა­ნა.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა პირ­ვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ჯერ კი­დევ 1890 წელს და­არ­სა ბა­თუმ­ში, ხოლო ჩვე­ნი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პარტნი­ო­რო­ბა, ოფი­ცი­ა­ლუ­რად, პრე­ზი­დენტ ჯორჯ ჰ.უ. ბუ­შის მმარ­თვე­ლო­ბის დროს და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბით 1991 წლის 25 დე­კემ­ბერს, რა­საც მოჰ­ყვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბა 1991 წლის 24 მარტს, და ერთ თვე­ზე ნაკ­ლებ დრო­ში ჩვე­ნი სა­ელ­ჩოს გახ­სნა „შე­რა­ტონ მე­ტე­ხი პა­ლას­ში“. მომ­დევ­ნო წელს სა­ელ­ჩო ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­სახ­ლე­ში გა­და­ვი­და, სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ სა­ელ­ჩოს ახალ შე­ნო­ბა­ში, დი­ღომ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებ­და.

მას შემ­დეგ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ, რომ­ლე­ბიც ერ­თობ­ლი­ვად მუ­შა­ო­ბენ სა­ერ­თო ხედ­ვის­კენ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ევრო-ატ­ლან­ტი­კურ ერთა ოჯახ­ში სრულ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­სა და ერ­თი­ა­ნი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და მშვი­დო­ბი­ა­ნი ევ­რო­პის წევ­რო­ბას გუ­ლის­ხმობს. ამ ხედ­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა დიდ შრო­მას, მოთ­მი­ნე­ბა­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვან რე­სურ­სებს მო­ი­თხოვს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აშშ-მა, სხვა სა­ხის მხარ­და­ჭე­რას­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს და­სახ­მა­რებ­ლად თით­ქმის 6 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გა­მოჰ­ყო. ჩვენ მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ მხა­რი და­ვუ­ჭი­რეთ მრა­ვალ წარ­მა­ტე­ბულ ინი­ცი­ა­ტი­ვას ქარ­თველ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, რო­მელ­თა მტკი­ცე სურ­ვი­ლია, რომ ამ ქვე­ყა­ნამ თა­ვის სრულ პო­ტენ­ცი­ალს მი­აღ­წი­ოს, რო­გორც ძლი­ერ­მა და და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა დე­მოკ­რა­ტი­ამ.

და­სა­წყის­ში, ამე­რი­კის მხარ­და­ჭე­რა ძი­რი­თა­დად ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­ხის იყო და საკ­ვებ­სა და მე­დი­კა­მენ­ტებ­საც მო­ი­ცავ­და – ვცდი­ლობ­დით რა, სა­ქარ­თვე­ლოს დახ­მა­რე­ბას 1990-იან წლებ­ში მა­სობ­რი­ვი დევ­ნი­ლო­ბის გამ­კლა­ვე­ბა­სა და სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა­ზე გა­დას­ვლა­ში. სი­ტუ­ა­ცი­ის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად, ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა იმ პრო­რი­ტე­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მო­ვარ­გეთ, რომ­ლე­ბიც ჩვენ­მა ქარ­თველ­მა პარტნი­ო­რებ­მა და კო­ლე­გებ­მა გან­სა­ზღვრეს. ჩვენ და­ვი­წყეთ გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კის სფე­როს დახ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ბაზ­რო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ხელ­შე­სა­წყო­ბად, რაც არ­სე­ბი­თია კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და ადა­მი­ნუ­რი ღირ­სე­ბის დაც­ვის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას­თან ერ­თად იც­ვლე­ბო­და ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბაც, რაც ყო­ველ­თვის პირ­და­პირ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და პრი­ო­რი­ტე­ტებ­თან. ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი ნაკ­ლე­ბად შე­სამ­ჩნე­ვია დღეს, ვიდ­რე უწინ. და ეს ასეც უნდა იყოს, რად­გა­ნაც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ად­რე­ულ წლებ­თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლომ გა­ნა­ვი­თა­რა უნა­რი და რე­სურ­სე­ბი ქვეყ­ნის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. წლებ­თან ერ­თად ჩვე­ნი როლი შე­იც­ვა­ლა და უფრო ნაკ­ლე­ბად შე­სამ­ჩნე­ვი გახ­და, რაც ქარ­თულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან მათ შო­რის, მთავ­რო­ბას­თან, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას მო­ი­ცავს ძლი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თო მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად.

მა­გა­ლი­თის­თვის, და­სა­წყის­ში ამე­რი­კა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე და­უც­ველ მო­ქა­ლა­ქე­ებს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2008 წლის ომის შემ­დეგ, ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა ქვეყ­ნის ელექტრო სის­ტე­მის აღ­დგე­ნის­კენ მივ­მარ­თეთ. დღეს, კი, მხარს ვუ­ჭერთ ტექ­ნი­კურ რე­ფორ­მებს გამჭვირ­ვა­ლე და ეფექ­ტუ­რი ენერ­გო ბაზ­რე­ბის შექ­მნის­თვის, რაც ხელს შე­უ­წყობს სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცი­ას ევ­რო­პულ ენერ­გე­ტი­კულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ეხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბა­სა და უფრო სა­ი­მე­დო სის­ტე­მის შექ­მნა­ში, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბად იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი რუ­სეთ­ზე. ნათ­ლად ჩანს, თუ რო­გო­რი დრა­მა­ტუ­ლი ცვლი­ლე­ბა გა­ნი­ცა­და სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო სის­ტე­მამ ბოლო ოც­და­ა­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და რო­გორ შე­იც­ვა­ლა ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბის ში­ნა­არ­სი სა­ქარ­თვე­ლოს გაზ­რდი­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სა­პირ­წო­ნედ.

ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს ქვეყ­ნებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და გარ­დაქ­მნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა ძლი­ე­რი და ურ­ყე­ვი დარ­ჩა, რაც დიდ­წი­ლად ორი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი:

პირ­ვე­ლი, ეს არის ამ ორი ერის მჭიდ­რო და ბუ­ნებ­რი­ვი მე­გობ­რო­ბა, რო­მე­ლიც წინ უს­წრებს სა­ქარ­თვე­ლოს მიერ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნას. პირ­ვე­ლი ამე­რი­კე­ლი ვი­ზი­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში 1804 წელს ჩა­მო­ვი­და, მას მოჰ­ყვა ჯოელ პო­ინ­სე­ტი 1807 წელს, რო­მელ­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ით­ქვა სა­ხე­ლი, რო­გორც კონ­გრეს­მენ­მა და ამე­რი­კის ელჩმა მექ­სი­კა­ში, რომ­ლის სა­ხელ­საც უკავ­შირ­დე­ბა „პო­ინ­სე­ტის“ მცე­ნა­რის „აღ­მო­ჩე­ნა“. პო­ინ­სე­ტი თა­ვის დღი­უ­რებ­ში ხოტ­ბას ას­ხამ­და ქარ­თულ სტუ­მარ­თმოყვრე­ო­ბას და აღ­წერ­და, თუ რო­გორ ივახ­შმა „მის უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა იმე­რე­თის დე­დო­ფალ­თან მისი სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე“. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კე­ლე­ბი­სა და ქარ­თვე­ლე­ბის მე­გობ­რო­ბა იზ­რდე­ბო­და. ეს კარ­გად არის წარ­მო­ჩე­ნი­ლი მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში ჯორჯ კე­ნა­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის აღ­წე­რა­ში, გუ­რუ­ლი მხედ­რე­ბის ბუ­ფა­ლო ბი­ლის ვე­ლუ­რი და­სავ­ლე­თის შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მკვლე­ვა­რი უი­ლი­ამ ოს­გუ­დის სა­ვე­ლე მოგ­ზა­უ­რო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში 1929 წელს; ჯონ სტე­ინ­ბე­კის ვი­ზი­ტით სა­ქარ­თვე­ლო­ში 1950 და 60-იან წლებ­ში; ბენი გუდ­მე­ნის კონ­ცერ­ტე­ბით თბი­ლის­ში 1962 წელს. და კი­დევ ისე­თი სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნი, ჯორჯ ქობი, პრინ­ცი მა­ჩა­ბე­ლი, ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლი – რომ­ლე­ბიც დიდი წარ­მა­ტე­ბით მოღ­ვა­წე­ობ­დნენ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ გე­ნე­რალ ჯონ მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვილ­ზე, აშშ-ის არ­მი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის მე­თა­ურ­ზე. ამ კავ­ში­რებს გა­ნა­სა­ხი­ე­რე­ბენ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ ბობ უოლ­ში, სი­ეტ­ლის ან­ტერპრე­ნე­რი, რო­მელ­მაც ასო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია ჩა­მო­ი­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში და და­ა­ფი­ნან­სა კრი­ტი­კუ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი ბაშ­ვე­ბის­თვის.

ჩვე­ნი ხან­გრძლი­ვი მე­გობ­რო­ბა წარ­მოდ­გე­ნე­ლია ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბით, რო­გო­რი­ცაა ამე­რი­კე­ლი ას­ტრო­ფი­ზი­კო­სი კარლ სა­გა­ნი, რო­მელ­საც სჯე­რო­და, რომ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა „ჩაკ­რუ­ლო“ კა­ცობ­რი­ო­ბის მიღ­წე­ვე­ბის ნა­ტიფ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. ჩემი და სხვა ამე­რი­კე­ლე­ბის მსგავ­სად, იგი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის მრა­ვალ­ხმო­ვა­ნე­ბით. სა­გა­ნი და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვ­და ჩაკ­რუ­ლოს და­ტა­ნას ნა­სას „ვო­ი­ა­ჟე­რის“ ოქ­როს ფირ­ფი­ტა­ზე, მი­უ­ხე­და­ვად კრემ­ლის პრო­ტეს­ტი­სა, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის „მოს­კო­ვუ­რი სა­ღა­მო­ე­ბი“-თ ჩა­ნაც­ვლე­ბა სურ­და. მე იმ დროს ვმუ­შა­ობ­დი რე­აქ­ტი­უ­ლი ძრა­ვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, რო­დე­საც ვო­ი­ა­ჟე­რის­გან მი­ვი­ღეთ პლა­ნე­ტე­ბის გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი ფო­ტო­ე­ბი, კოს­მოს­ში მისი მოძ­რა­ო­ბის დროს გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­დე­საც ჩაკ­რუ­ლო და სხვა სა­გან­ძუ­რი გა­ლაქ­ტი­კა­ში მიჰ­ქონ­და.

ქარ­თვე­ლე­ბი და ამე­რი­კე­ლე­ბი ბუ­ნე­ბით მე­გობ­რე­ბი ვართ, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გვაქვს სა­ერ­თო: თა­ვი­სუფ­ლე­ბის, ოჯა­ხის, რწმე­ნის, სხვე­ბის წარ­მა­ტე­ბის დახ­მა­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და, ასე­ვე, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბის და­ფა­სე­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვმოგ­ზა­უ­რობ, ხში­რად ვხვდე­ბი ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც გარ­კვე­უ­ლი დრო დაჰ­ყვეს შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ჩვე­ნი მრა­ვა­ლი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში. გულს მით­ბობს ამე­რი­კის შე­სა­ხებ მათი ამ­ბე­ბი­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის მოს­მე­ნა. ბევ­რი მათ­გა­ნი ინარ­ჩუ­ნებს კავ­ში­რებს თა­ვის მას­პინ­ძელ ოჯა­ხებ­თან და ბევ­რი ამ­ბობს, რომ მათ ცხოვ­რე­ბა­ში ეს გა­მოც­დი­ლე­ბა გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი იყო.

და­ახ­ლო­ე­ბით 20 სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მით ამე­რი­კის სა­ელ­ჩო თბი­ლის­ში ახორ­ცი­ე­ლებს რე­გი­ონ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ გაც­ვლით პროგ­რა­მებს და ყო­ვე­წ­ლი­უ­რად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში აგ­ზავ­ნის 200-ზე მეტ მო­ნა­წი­ლეს, რომ­ლებ­საც წვლი­ლი შე­აქვთ იდე­ე­ბი­სა და კულ­ტუ­რის გაც­ვლის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოც­დი­ლე­ბა­ში. რა თქმა უნდა, ჩვე­ნი „მშვი­დო­ბის კორ­პუ­სის“ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლე­ბენ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კა-სა­ქარ­თვე­ლოს კავ­ში­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის საქ­მე­ში. 2001 წლი­დან 500-ზე მეტ­მა „მშვი­დო­ბის კორ­პუ­სის“ მო­ხა­ლი­სემ შე­ის­წავ­ლა ქარ­თუ­ლი ენა და იცხოვ­რა სა­ქარ­თვე­ლოს სხა­ვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში. მათ მტკი­ცე მე­გობ­რო­ბა და­ამ­ყა­რეს ქარ­თვე­ლებ­თან ინ­გლი­სუ­რი ენის სწავ­ლე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან მუ­შა­ო­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­ა­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რი­სა და ად­გი­ლობ­რივ პრო­ექ­ტებ­ში პარტნი­ო­რო­ბის მეშ­ვე­ო­ბით. ამე­რი­კე­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი მას­პინ­ძელ ოჯა­ხებს თა­ვი­ანთ „ქარ­თულ ოჯა­ხებს“ უწო­დე­ბენ. ჩვენ ახლა ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ “მშვი­დო­ბის კორ­პუ­სის“ მო­ხა­ლი­სე­ე­ბის საც­დელ ვირ­ტუ­ა­ლურ პროგ­რა­მას კო­ვი­დის გამო , თუმ­ცა ვმუ­შა­ობთ მო­ხა­ლი­სე­ე­ბის ფი­ზი­კუ­რად დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, იმე­დია ამ წლის ბო­ლოს.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ად­რინ­დე­ლი და ძლი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სფე­რო ჩვე­ნი სამ­ხედ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბაა. პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ამე­რი­კე­ლი სტუ­მა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, უი­ლი­ამ ტე­კუმ­სე შერ­მა­ნი იყო, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს 1872 წელს ეწ­ვია, რო­გორც ამე­რი­კის არ­მი­ის მე­თა­უ­რი გე­ნე­რა­ლი. ათა­სო­ბით ვი­ზი­ტო­რის ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში გა­და­ი­ზარ­და მჭიდ­რო და გრძელ­ვა­დი­ან მე­გობ­რო­ბა­ში. ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი ერ­თად სწავ­ლო­ბენ, ერ­თად იწ­ვრთნე­ბი­ან, ერ­თად მი­უს­ხდე­ბი­ან სუფ­რას და რო­დე­საც სა­ჭი­როა, ერ­თად იბ­რძვი­ან. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მხარს უჭერ­და და უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლის­ხმე­ვას სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის კუ­თხით. ჩვენ ძა­ლი­ან ვა­მა­ყობთ, რო­დე­საც ვხე­დავთ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის შთამ­ბეჭ­დავ პროგ­რესს, ასე­ვე სა­ნა­პი­რო დაც­ვი­სა და სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის წარ­მა­ტე­ბებს. ჩვენ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ 1,5 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მე­ტის ინ­ვეს­ტი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მდგრა­დო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის, სა­ზღვრე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის დაც­ვა­ში და­სახ­მა­რებ­ლად. ჩვე­ნი მტკი­ცე ერ­თგუ­ლე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­როს ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მი­მართ მომ­დი­ნა­რე­ობს ჩვე­ნი სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის­გან, ვი­დე­ქით რა, სა­ერ­თო მტრე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლა­ში ერაყ­სა და ავ­ღა­ნეთ­ში და, ვუ­ჭერთ რა მხარს, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლო მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს შავი ზღვის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის, გლო­ბა­ლუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და სა­ზღვრებ­ზე უკა­ნო­ნო ია­რა­ღის, ნარ­კო­ტი­კე­ბი­სა და სა­ში­ში ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შე­მო­დი­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბის საქ­მე­ში, მაგ­რამ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ბევ­რად უფრო ღრმა და ფარ­თოა, ვიდ­რე უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. სწო­რედ ამი­ტო­მაა, რომ ქარ­თველ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად ძა­ლი­ან ბევ­რს ვა­კე­თებთ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის სტი­მუ­ლი­რე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ის, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ყვე­ლა დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის. შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს აღელ­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს პროგ­რე­სი, რად­გან ჩვენ ვზრუ­ნავთ ქარ­თველ ხალ­ხზე და გვჯე­რა, რომ ქარ­თვე­ლე­ბი იმ­სა­ხუ­რე­ბენ თა­ვი­ანთ მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და ტრანს-ატ­ლან­ტი­კუ­რი ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვან წევ­რო­ბას.

მე­ო­რე, კრი­ტი­კუ­ლი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ვლად უდევს ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბას, არის ჩვე­ნი სა­ერ­თო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც ბუ­ნებ­რივ პარტნი­ო­რე­ბად გვაქ­ცევს ამ რთულ სა­მე­ზობ­ლო­ში. ამე­რი­კე­ლე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­ნი არი­ან ქარ­თვე­ლე­ბის მზად­ყოფ­ნით იბ­რძო­ლონ თა­ვი­ან­თი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, სამ­შობ­ლო­სა და უნი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რის და­სა­ცა­ვად. ამე­რი­კე­ლე­ბი და ქარ­თვე­ლე­ბი იზი­ა­რე­ბენ თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიყ­ვა­რულს და დე­მოკ­რა­ტი­ა­ში ცხოვ­რე­ბის სურ­ვილს, სა­დაც ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლია. ეს არის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი თა­მარ მე­ფი­სა და მისი კრე­ბე­ბის, სულ­ხან საბა-ორ­ბე­ლი­ა­ნის, რო­მე­ლიც თა­ვი­სი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი უნა­რის გა­მო­ყე­ნე­ბით ეს­წრა­ფო­და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის, რო­მელ­მაც თა­ვი­სი პროგ­რე­სუ­ლი რე­ფორ­მე­ბით ერის მა­მის სა­ხე­ლი და­იმ­კვიდ­რა და სხვა მრა­ვა­ლი დიდი ქარ­თვე­ლი­სა, რო­მელ­თაც ეს­მო­დათ, რომ ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვი­სა და დაც­ვის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის, კე­თილ­დღე­ო­ბის, მშვი­დო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბის გა­სა­ღე­ბია. სწო­რედ ამ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ის გამო შე­ა­ქო ჯორჯ უ. ბუშ­მა სა­ქარ­თვე­ლო და უწო­და დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა, 2005 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის დროს.

სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ფეს­ვე­ბი ღრმა და ძლი­ე­რია, მკა­ფიო გე­ზით და­სავ­ლე­თის­კენ. 100 წელ­ზე მეტი ხნის წინ ნოე ჟორ­და­ნი­ამ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, გან­მარ­ტა ახ­ლად და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ რა­ტომ თქვა უარი საბ­ჭო­თა რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე. /ნოე ჟორ­და­ნია ამ­ბობ­და/ „ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ კავ­ში­რი გავ­წყვი­ტოთ ევ­რო­პას­თან, რო­გორც მათ (რუ­სეთს) აქვთ ეს კავ­ში­რი გა­წყვე­ტი­ლი და პირი ვიბ­რუ­ნოთ აღ­მო­სავ­ლე­თი­სა­კენ… რო­გორც ხე­დავთ, სა­ქარ­თვე­ლოს და რუ­სე­თის გზე­ბი აქაც გა­ი­ყარ­ნენ. ჩვე­ნი გზა მი­დის ევ­რო­პი­სა­კენ“. ანა­ლო­გი­უ­რად, ილია ჭავ­ჭავ­ძემ ცხად­ყო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია სრუ­ლად თავ­სე­ბა­დია სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას­თან და რომ ძლი­ე­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი უკეთ იცა­ვენ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ვიდ­რე ძლი­ე­რი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე ხის­ტი აზ­როვ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი. ის­ტო­რია გვიჩ­ვე­ნებს, რომ მოს­კოვ­მა უარი თქვა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის არ­ჩე­ვან­ზე და მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­იჭ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუმ­ცა ქარ­თველ ხალ­ხს ეს არ და­ვი­წყე­ბია.

სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის აღ­დგე­ნის ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რია დამ­პყრობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გაგ­რძელ­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დგო­მაც და რჩე­ბა ახ­ლაც. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გა­ბე­დუ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბა და და­ა­დას­ტუ­რა სურ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო იყოს სრუ­ლად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ერთა ოჯახ­ში. მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია შეჭ­რა, ოკუ­პა­ცია, გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბი და რეპ­რე­სი­ე­ბი და და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხო­ვენ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას. მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ თა­ვი­სი აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით ემუქ­რე­ბა ევ­რო­პის 75-წლი­ან უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას, სა­ქარ­თვე­ლო რჩე­ბა ურ­ყე­ვი ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ერ­თგუ­ლე­ბის მი­მართ. ეს მტკი­ცე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი დგას ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად და მხარს უჭერს მათ, ვინც იცავს ჩვენს სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რთუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მოს და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რომ­ლე­ბიც იძუ­ლე­ბი­თა და აგ­რე­სი­ით ცდი­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის შე­ლახ­ვას.

რო­გორც სტრა­ტე­გი­ულ­მა პარტნი­ო­რებ­მა, სა­ქარ­თვე­ლომ და შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა და­ამ­ტკი­ცეს, რომ ეფექ­ტუ­რად იბ­რძვი­ან რე­გი­ო­ნა­ლუ­რი და გლო­ბა­ლუ­რი საფრ­თხე­ე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ერ­თობ­ლი­ვი სარ­გე­ბე­ლის­თვის – იქ­ნე­ბა ეს შავი ზღვის ღი­ა­ო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა; უკა­ნო­ნო ნარ­კო­ტი­კე­ბი­სა და ია­რა­ღის შე­მოს­ვლის აღ­კვე­თა თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­მი­ნა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დე­ბა. სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი და სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გვაქ­ცევს ბუ­ნებ­რივ პარტნი­ო­რე­ბად, ვმუ­შა­ობთ რა, დიპ­ლო­მა­ტი­ის გზით ისეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მებ­ზე, რო­გო­რი­ცაა გა­ე­რო და ეუთო, ასე­ვე ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, მშვი­დო­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის, კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლი­სა და ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ხელ­შე­სა­წყო­ბად. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ჩვე­ნი ალი­ან­სე­ბი­სა და პარტნი­ო­რო­ბის გლო­ბა­ლუ­რი ქსე­ლი ჩვე­ნი უდი­დე­სი ძა­ლაა და სა­ქარ­თვე­ლო ამ ქსე­ლის ღი­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლია. სწო­რედ ამი­ტომ, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბას ნა­ტო­ში, სა­დაც მო­კავ­ში­რე­ე­ბი ერ­თობ­ლი­ვად მუ­შა­ო­ბენ მშვი­დო­ბი­სა და ჩვე­ნი კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის. სწო­რედ ამ გზით ინარ­ჩუ­ნე­ბენ ჩვე­ნი ერე­ბი ცხოვ­რე­ბის იმ წესს, რო­მელ­საც ასე ვუფრ­თხილ­დე­ბით და ვა­ფა­სებთ. სა­ქარ­თვე­ლო დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს­წრა­ფო­და, მათ შო­რის მეფე და­ვი­თის დრო­საც, მე­ზობ­ლებ­თან ამ ურ­თი­ერ­თსა­სარ­გებ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებს. ერ­თად ჩვენ უფრო ძლი­ერ­ნი ვართ.

მომ­დევ­ნო 30 და მისი შემ­დგო­მი წლე­ბის ჩვე­ნე­უ­ლი ხედ­ვა ოპ­ტი­მის­ტუ­რია, რო­მე­ლიც ხელს უწყობს მშვი­დო­ბას, ძლი­ერ, ჯან­საღ დე­მოკ­რა­ტი­ა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბას რე­გი­ონ­ში, თუმ­ცა ის დგას ისე­თი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე, რომ­ლე­ბიც დღეს სა­ჭი­რო­ებს გა­დაჭ­რას. სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის­თვის რთუ­ლია სა­თა­ნა­დო ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა, რათა ბევ­რმა ნი­ჭი­ერ­მა მო­ქა­ლა­ქემ არ და­ტო­ვოს ქვე­ყა­ნა. გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი, სა­მარ­თლებ­რი­ვი და მმარ­თვე­ლო­ბი­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი კვლავ არ არის საკ­მა­რი­სად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და ვერ პა­სუ­ხობს დე­მოკ­რა­ტი­ულ იდე­ა­ლებს, რა­საც კი­დევ უფრო აფერ­ხებს უაღ­რე­სად ტენ­დენ­ცი­უ­რი და პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მო.

რო­გორც ბოლო დროს ბევ­რი ქვეყ­ნის მა­გა­ლით­ზე ვი­ხი­ლეთ, მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი სა­უ­კე­თე­სო დაც­ვაა ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის­გან და მათ­გან, ვინც თით­ქმის ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია აჩ­ვე­ნებს, რომ ეს არა­შორ­სმჭვრე­ტე­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი წარ­მო­უდ­გენ­ლად სა­ში­შია და საფრ­თხის ქვეშ აყე­ნებს ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიღ­წე­ულ პროგ­რესს. რო­გორც ჩანს, ავ­ტოკ­რა­ტი­ულ კრემლს მტკი­ცედ აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი გა­მო­ი­ყე­ნოს თა­ვი­სი ძა­ლა­უფ­ლე­ბის ფარ­თო სპექტრი დაბ­ნე­უ­ლო­ბის გა­საღ­ვი­ვებ­ლად და გან­ხეთ­ქი­ლე­ბის გა­საღ­რმა­ვებ­ლად, რაც სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ლახ­ვას ისა­ხავს მიზ­ნად. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­ის თით­ქმის 20%-ის ოკუ­პა­ცი­ას ებ­რძვის, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას სჭირ­დე­ბა ერ­თი­ა­ნო­ბა და სიმ­ტკი­ცე გარე მტრე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

ამ გა­მოწ­ვე­ვას სა­ქარ­თვე­ლო კარ­გად იც­ნობს, რომ­ლის წი­ნა­შეც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე არა­ერ­თხელ მდგა­რა – ჯერ კი­დევ 19 სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც რუ­სეთ­მა 1801 წელს 1783 წლის გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტის დარ­ღვე­ვით მო­ახ­დი­ნა ქარ­თლ-კა­ხე­თის სა­მე­ფოს ანექ­სია, შემ­დეგ 1921 წელს, რო­დე­საც კრემ­ლი შე­იჭ­რა და და­ი­პყრო სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა მოს­კო­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვით და, რა თქმა უნდა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, 2008 წელს.

რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი, დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მომ­წვე­ვი ქცე­ვა არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­თი, რო­გორც ვნა­ხეთ. ჩვენ ვდგა­ვართ ამ­ბო­ხე­ბუ­ლი, რე­ვან­შის­ტუ­ლი რუ­სე­თის წი­ნა­შე, რო­მელ­საც გან­ზრა­ხუ­ლი აქვს თა­ვი­სი იმ­პე­რი­ის აღ­დგე­ნა გავ­ლე­ნის პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი სფე­როს დამ­ყა­რე­ბის გზით. რუ­სე­თი გა­მუდ­მე­ბით არ­ღვევს ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ფუნ­და­მენ­ტურ პრინ­ცი­პებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს აღე­ბუ­ლი მათ და­სა­ცა­ვად. რუ­სეთ­მა ცხა­დად აჩ­ვე­ნა, რომ არ სცემს პა­ტივს სა­ქარ­თვე­ლო­სა და სხვა ქვეყ­ნე­ბის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს. ეს არის ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა ევ­რო­პა­ში, რო­მელ­საც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს სხვა სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. ეს არის ევ­რო­პა­ში ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც თავს უყ­რის ჯა­რებს მე­ზობ­ლის სა­ზღვარ­ზე. სწო­რედ რუ­სეთ­მა გა­ა­ნად­გუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კა 1921 წელს, შე­უ­რა­ცხჰყო სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ე­ბი და ჰქონ­და ქარ­თუ­ლი ენის ჩახ­შო­ბის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბა. რუ­სე­თის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, რწმე­ნის, ენი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბი­სად­მი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის­გან, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბით შე­ერ­თე­ბულ შტა­ტე­ბი, ევ­რო­პა და სა­ქარ­თვე­ლო კე­თილ­დღე­ო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ღირ­სე­ბის სა­ერ­თო ხედ­ვას იზი­ა­რე­ბენ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ წი­ნა­შე მრა­ვა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა, ჩვენ ასე­ვე გვაქვს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ყვე­ლა­ზე ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ ქარ­თვე­ლი და ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია ჩვე­ნი სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვის ირ­გვლივ. 30 წლის მან­ძილ­ზე, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ამა­ყობს, რომ არის აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხის მო­თხოვ­ნით, ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით დე­მოკ­რა­ტი­ის და ეკო­ნო­მი­კის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად და გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად. არ­სე­ბობს დიდი ინ­ტე­რე­სი და ორ­პარ­ტი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა ჩვე­ნი მიზ­ნე­ბი­სად­მი, აშშ-ის რო­გორც სა­კა­ნონ­მდებ­ლო, ისე აღ­მას­რუ­ლე­ბელ შტო­ებ­ში, რაც ჩვე­ნი სა­ერ­თო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. ვა­მა­ყობთ, რომ ჩვე­ნი 30 წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, და­ვიმ­სა­ხუ­რეთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნდო­ბა და მე­გობ­რო­ბა. არ­სე­ბობს ნდო­ბი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის ღრმა რე­ზერ­ვი, რო­მე­ლიც გან­ვი­თარ­და ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვუ­წევ­დით რა მეგ­ზუ­რო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს გარ­დაქ­მნე­ბის რთულ გზა­ზე. ეს ნდო­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა ჩვენ­თვის ძვირ­ფა­სია. შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს უდი­დე­სი ინ­ტე­რე­სი აქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ თა­ვი­სი ტრან­სატ­ლან­ტი­კურ მიზ­ნებს მი­აღ­წი­ოს.

სა­ქარ­თვე­ლომ გა­ნა­ვი­თა­რა ძლი­ე­რი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი, რომ­ლებ­საც სურთ ერ­თობ­ლი­ვი პარტნი­ო­რუ­ლი მუ­შა­ო­ბა. ასე­ვე, არ­სე­ბობს აშშ-ის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის 6000-ზე მეტი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლის ქსე­ლი. ისი­ნი თით­ქმის ყვე­ლა სექ­ტორ­ში მუ­შა­ო­ბენ და ყვე­ლა­ზე ერ­თგულ და დი­ნა­მი­ურ ადა­მი­ა­ნებს შო­რის არი­ან, ვი­საც აქ შევ­ხვედ­რილ­ვარ. ისი­ნი სა­ზღვარ­გა­რეთ მი­ღე­ბულ უნა­რებ­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს გა­მოწ­ვე­ვებ­ზე სა­მუ­შა­ოდ იყე­ნე­ბენ.

ქარ­თვე­ლებ­მა გა­მოს­ცა­დეს საბ­ჭო­თა ზე­წო­ლა ქარ­თულ ენა­ზე და ეკ­ლე­სი­ის ნგრე­ვა. თქვენ ნა­ხეთ, რო­გორ ატე­რო­რებ­დნენ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ქა­ლა­ქე­ებს და ძი­რავ­დნენ ქვე­ყა­ნას უკა­ნო­ნო­ბა­ში. თქვენ გი­ნა­ხავთ ომი, ბრძო­ლა, პო­ლი­ტი­კუ­რი არე­უ­ლო­ბა, რე­ვო­ლუ­ცია, მაგ­რამ ასე­ვე ძა­ლა­უფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­ცე­მა. ეს არის რე­ა­ლუ­რი პროგ­რე­სი. გან­ხორ­ცი­ელ­და მრა­ვა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა, არის მო­წო­დე­ბე­ბი კი­დევ ბევ­რის­კენ, რათა შე­ნარ­ჩუნ­დეს მუხ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს უნი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რის, რწმე­ნი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის მყარ სა­ძირ­კველ­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე, აყ­ვა­ვე­ბუ­ლი, ინ­კლუ­ზი­უ­რი ქვეყ­ნის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის. მთე­ლი ამ მღელ­ვა­რე პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მხარს უჭერ­და ქარ­თველ ხალ­ხს.

ოც­და­ა­თი წელი. ეს ხან­გრძლი­ვი დროა, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად მხო­ლოდ და­სა­წყი­სია. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი პი­რო­ბას დებს, რომ მო­მა­ვა­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იდ­გე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დით, რათა მხა­რი და­უ­ჭი­როს ჩვენს სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და გა­აძ­ლი­ე­როს მათ და­სა­ცა­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი. ჩვენ გვინ­და გა­ვაგ­რძე­ლოთ ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის სტი­მუ­ლი­რე­ბი­სა და დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ის­თვის, რათა შე­იქ­მნას უკე­თე­სი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი და მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გა­დავ­ხე­დოთ 30 წლი­ან ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­სა­ნიშ­ნავ პროგ­რესს. მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით სა­ქარ­თვე­ლოს მიღ­წე­ვე­ბის აღ­ნიშ­ვნას, რო­გორც მე­გობ­რე­ბი და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი კი­დევ მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბა, რო­გორც აყ­ვა­ვე­ბუ­ლი, უსაფრ­თხო, ძლი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­ი­სა, ჩვენს ორი­ვე ქვე­ყა­ნას აძ­ლი­ე­რებს”, - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელ­ჩის, კელი დეგ­ნა­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 62 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აფხაზი
2

ზვიადი რატომ მოგვიკალით??? რატომ დაგვიმხეთ ერ ხელუისფლუბა??? რატომ გააპრავეთ ანტეროვნული ხუნტა??? ხოდა დაჯექით ეხლა და ეომეთ რუსებს უნდა გიყუროთ

nana
1

da amden wliani siketeebis ponze, shen rom isev rusetisken iwev, romelic yoveldghiurad mxolod shen ganadgurebaze mushaobs, ar unda wagacalos kacma tavi?

ავტორი:

"კრემლს "ჩაკრულოს" "მოსკოვური საღამოებით" ჩანაცვლება სურდა... იმ დროს ვმუშაობდი ძრავის ლაბორატორიაში" - რას იხსენებს ელჩი აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობიდან?

"კრემლს "ჩაკრულოს" "მოსკოვური საღამოებით" ჩანაცვლება სურდა... იმ დროს ვმუშაობდი ძრავის ლაბორატორიაში" - რას იხსენებს ელჩი აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობიდან?

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ვრცელ განცხადებაში ელჩი დეგნანი აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ორი ქვეყნის ურთიერთობებზე საუბრობს და მიმოიხილავს, თუ რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

აშშ-ის ელჩის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“წელს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების, პარტნიორობისა და მეგობრობის 30 წლისთავს აღნიშნავს. ამბიციური გეგმა გვაქვს, რომ მთელი წლის განმავლობაში აღვნიშნოთ ჩვენი მრავალმხრივი პარტნიორობის ყველა ასპექტი. დღეს მსურს გავიხსენო ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი და მიმოვიხილო, თუ რატომ არის საქართველო ასეთი მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

30 წლის წინ, მოსკოვის თითქმის ორასწლიანი ბატონობის შემდგეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ რთულ წლებს ქართველმა ხალხმა მედგრად გაუძლო და მრავალი სირთულე გადალახა, რათა ჩამოეყალიბებინა თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც აგებულია მისი ევროპული ისტორიის საფუძველზე, კოლხეთისა და დასავლური ცივილიზაციის დაბადებიდან მოყოლებული. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ამერიკელი ხალხი სოლიდარულია ქართველი ხალხის სურვილისა, ჰქონდეთ თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა ჯერ კიდევ 1890 წელს დაარსა ბათუმში, ხოლო ჩვენი განახლებული პარტნიორობა, ოფიციალურად, პრეზიდენტ ჯორჯ ჰ.უ. ბუშის მმართველობის დროს დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებით 1991 წლის 25 დეკემბერს, რასაც მოჰყვა ოფიციალური დიპლომატიური კავშირების დამყარება 1991 წლის 24 მარტს, და ერთ თვეზე ნაკლებ დროში ჩვენი საელჩოს გახსნა „შერატონ მეტეხი პალასში“. მომდევნო წელს საელჩო ორბელიანის სასახლეში გადავიდა, სანამ საბოლოოდ საელჩოს ახალ შენობაში, დიღომში გადაინაცვლებდა.

მას შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო სტრატეგიულ პარტნიორებად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ საერთო ხედვისკენ, რაც საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ერთა ოჯახში სრულ ინტეგრაციასა და ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის წევრობას გულისხმობს. ამ ხედვის განხორციელება დიდ შრომას, მოთმინებასა და მნიშვნელოვან რესურსებს მოითხოვს. წლების განმავლობაში აშშ-მა, სხვა სახის მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს დასახმარებლად თითქმის 6 მილიარდი დოლარი გამოჰყო. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მხარი დავუჭირეთ მრავალ წარმატებულ ინიციატივას ქართველ პარტნიორებთან ერთად, რომელთა მტკიცე სურვილია, რომ ამ ქვეყანამ თავის სრულ პოტენციალს მიაღწიოს, როგორც ძლიერმა და დამოუკიდებელმა დემოკრატიამ.

დასაწყისში, ამერიკის მხარდაჭერა ძირითადად ჰუმანიტარული სახის იყო და საკვებსა და მედიკამენტებსაც მოიცავდა – ვცდილობდით რა, საქართველოს დახმარებას 1990-იან წლებში მასობრივი დევნილობის გამკლავებასა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლაში. სიტუაციის სტაბილიზაციასთან ერთად, ჩვენი დახმარება იმ პრორიტეტების განხორციელებას მოვარგეთ, რომლებიც ჩვენმა ქართველმა პარტნიორებმა და კოლეგებმა განსაზღვრეს. ჩვენ დავიწყეთ განვითარებისა და ეკონომიკის სფეროს დახმარება საქართველოში დამოუკიდებელი და თავისუფალი საბაზრო ინსტიტუტების ჩამოყალიბების ხელშესაწყობად, რაც არსებითია კეთილდღეობისა და ადამინური ღირსების დაცვის უზრუნველსაყოფად.

წლების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს განვითარებასა და ჩამოყალიბებასთან ერთად იცვლებოდა ჩვენი დახმარებაც, რაც ყოველთვის პირდაპირ შესაბამისობაში იყო საქართველოს საჭიროებებსა და პრიორიტეტებთან. ჩვენი დახმარების დიდი ნაწილი ნაკლებად შესამჩნევია დღეს, ვიდრე უწინ. და ეს ასეც უნდა იყოს, რადგანაც დამოუკიდებლობის ადრეულ წლებთან შედარებით, საქართველომ განავითარა უნარი და რესურსები ქვეყნის საჭიროებების უზრუნველსაყოფად. წლებთან ერთად ჩვენი როლი შეიცვალა და უფრო ნაკლებად შესამჩნევი გახდა, რაც ქართულ ორგანიზაციებთან მათ შორის, მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კომპანიებთან თანამშრომლობას მოიცავს ძლიერი და წარმატებული საქართველოს საერთო მიზნების მისაღწევად.

მაგალითისთვის, დასაწყისში ამერიკა საქართველოს ყველაზე დაუცველ მოქალაქეებს ელექტროენერგიის ხარჯების დაფარვაში ეხმარებოდა. მოგვიანებით, 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენი მხარდაჭერა ქვეყნის ელექტრო სისტემის აღდგენისკენ მივმართეთ. დღეს, კი, მხარს ვუჭერთ ტექნიკურ რეფორმებს გამჭვირვალე და ეფექტური ენერგო ბაზრების შექმნისთვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ ენერგეტიკულ საზოგადოებაში. ეს ყველაფერი დაეხმარება საქართველოს ენერგო ხარჯების შემცირებასა და უფრო საიმედო სისტემის შექმნაში, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული რუსეთზე. ნათლად ჩანს, თუ როგორი დრამატული ცვლილება განიცადა საქართველოს ენერგო სისტემამ ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში და როგორ შეიცვალა ჩვენი დახმარების შინაარსი საქართველოს გაზრდილი შესაძლებლობების საპირწონედ.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებებისა და გარდაქმნების მიუხედავად, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერი და ურყევი დარჩა, რაც დიდწილად ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორით არის განპირობებული:

პირველი, ეს არის ამ ორი ერის მჭიდრო და ბუნებრივი მეგობრობა, რომელიც წინ უსწრებს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენას. პირველი ამერიკელი ვიზიტორი საქართველოში 1804 წელს ჩამოვიდა, მას მოჰყვა ჯოელ პოინსეტი 1807 წელს, რომელმაც მოგვიანებით გაითქვა სახელი, როგორც კონგრესმენმა და ამერიკის ელჩმა მექსიკაში, რომლის სახელსაც უკავშირდება „პოინსეტის“ მცენარის „აღმოჩენა“. პოინსეტი თავის დღიურებში ხოტბას ასხამდა ქართულ სტუმართმოყვრეობას და აღწერდა, თუ როგორ ივახშმა „მის უდიდებულესობა იმერეთის დედოფალთან მისი სახლის სახურავზე“. წლების განმავლობაში ამერიკელებისა და ქართველების მეგობრობა იზრდებოდა. ეს კარგად არის წარმოჩენილი მე-19 საუკუნეში ჯორჯ კენანის საქართველოში მოგზაურობის აღწერაში, გურული მხედრების ბუფალო ბილის ველური დასავლეთის შოუში მონაწილეობით, მკვლევარი უილიამ ოსგუდის საველე მოგზაურობით საქართველოში 1929 წელს; ჯონ სტეინბეკის ვიზიტით საქართველოში 1950 და 60-იან წლებში; ბენი გუდმენის კონცერტებით თბილისში 1962 წელს. და კიდევ ისეთი სახელგანთქმული ადამიანებით, როგორებიც იყვნენ ჯორჯ ბალანჩინი, ჯორჯ ქობი, პრინცი მაჩაბელი, ალექსანდრე ქართველი – რომლებიც დიდი წარმატებით მოღვაწეობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. რომ აღარაფერი ვთქვათ გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილზე, აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბის მეთაურზე. ამ კავშირებს განასახიერებენ ისეთი ადამიანები, როგორებიც იყვნენ ბობ უოლში, სიეტლის ანტერპრენერი, რომელმაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩამოიტანა საქართველოში და დააფინანსა კრიტიკულად აუცილებელი ოპერაციები ბაშვებისთვის.

ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობა წარმოდგენელია ისეთი ადამიანებით, როგორიცაა ამერიკელი ასტროფიზიკოსი კარლ საგანი, რომელსაც სჯეროდა, რომ ქართული სიმღერა „ჩაკრულო“ კაცობრიობის მიღწევების ნატიფ მრავალფეროვნებას განასახიერებს. ჩემი და სხვა ამერიკელების მსგავსად, იგი აღფრთოვანებული იყო ქართული სიმღერის მრავალხმოვანებით. საგანი დაჟინებით მოითხოვდა ჩაკრულოს დატანას ნასას „ვოიაჟერის“ ოქროს ფირფიტაზე, მიუხედავად კრემლის პროტესტისა, რომელსაც ქართული სიმღერის „მოსკოვური საღამოები“-თ ჩანაცვლება სურდა. მე იმ დროს ვმუშაობდი რეაქტიული ძრავის ლაბორატორიაში კალიფორნიაში, როდესაც ვოიაჟერისგან მივიღეთ პლანეტების განსაცვიფრებელი ფოტოები, კოსმოსში მისი მოძრაობის დროს გადაღებული, როდესაც ჩაკრულო და სხვა საგანძური გალაქტიკაში მიჰქონდა.

ქართველები და ამერიკელები ბუნებით მეგობრები ვართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო: თავისუფლების, ოჯახის, რწმენის, სხვების წარმატების დახმარების სიყვარული და, ასევე, მრავალფეროვნებისა და განსხვავებულობის დაფასება და პატივისცემა. როდესაც საქართველოში ვმოგზაურობ, ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომლებმაც გარკვეული დრო დაჰყვეს შეერთებულ შტატებში ჩვენი მრავალი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. გულს მითბობს ამერიკის შესახებ მათი ამბებისა და შთაბეჭდილებების მოსმენა. ბევრი მათგანი ინარჩუნებს კავშირებს თავის მასპინძელ ოჯახებთან და ბევრი ამბობს, რომ მათ ცხოვრებაში ეს გამოცდილება გარდამტეხი მომენტი იყო.

დაახლოებით 20 სხვადასხვა პროგრამით ამერიკის საელჩო თბილისში ახორციელებს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გაცვლით პროგრამებს და ყოვეწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში აგზავნის 200-ზე მეტ მონაწილეს, რომლებსაც წვლილი შეაქვთ იდეებისა და კულტურის გაცვლის უაღრესად მნიშვნელოვან გამოცდილებაში. რა თქმა უნდა, ჩვენი „მშვიდობის კორპუსის“ არაჩვეულებრივი მოხალისეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ წლების განმავლობაში ამერიკა-საქართველოს კავშირების გაძლიერების საქმეში. 2001 წლიდან 500-ზე მეტმა „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისემ შეისწავლა ქართული ენა და იცხოვრა საქართველოს სხავადასხვა რეგიონში. მათ მტკიცე მეგობრობა დაამყარეს ქართველებთან ინგლისური ენის სწავლების, არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის, ეკონომიკური განვიათარების მხარდაჭერისა და ადგილობრივ პროექტებში პარტნიორობის მეშვეობით. ამერიკელი მოხალისეები მასპინძელ ოჯახებს თავიანთ „ქართულ ოჯახებს“ უწოდებენ. ჩვენ ახლა ვახორციელებთ “მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეების საცდელ ვირტუალურ პროგრამას კოვიდის გამო , თუმცა ვმუშაობთ მოხალისეების ფიზიკურად დაბრუნებაზე, იმედია ამ წლის ბოლოს.

ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი და ძლიერი თანამშრომლობის სფერო ჩვენი სამხედრო თანამშრომლობაა. პირველი ოფიციალური ამერიკელი სტუმარი საქართველოში, ფაქტობრივად, უილიამ ტეკუმსე შერმანი იყო, რომელიც საქართველოს 1872 წელს ეწვია, როგორც ამერიკის არმიის მეთაური გენერალი. ათასობით ვიზიტორის ჩამოსვლის შემდეგ, ჩვენი ურთიერთობა უსაფრთხოების სფეროში გადაიზარდა მჭიდრო და გრძელვადიან მეგობრობაში. ჩვენი ჯარისკაცები ერთად სწავლობენ, ერთად იწვრთნებიან, ერთად მიუსხდებიან სუფრას და როდესაც საჭიროა, ერთად იბრძვიან. შეერთებული შტატები მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს ძალისხმევას სამხედრო ძალების მოდერნიზაციისა და გაძლიერების კუთხით. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, როდესაც ვხედავთ საქართველოს თავდაცვის ძალების შთამბეჭდავ პროგრესს, ასევე სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო პოლიციის წარმატებებს. ჩვენ განვახორციელეთ 1,5 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიცია საქართველოს მდგრადობის გაძლიერების, საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში დასახმარებლად. ჩვენი მტკიცე ერთგულება უსაფრთხოების სფეროს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართ მომდინარეობს ჩვენი საერთო ღირებულებებისა და გამოცდილებისგან, ვიდექით რა, საერთო მტრების წინააღმდეგ ტერორიზმთან ბრძოლაში ერაყსა და ავღანეთში და, ვუჭერთ რა მხარს, დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას.

საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, გლობალური სტაბილურობის ხელშეწყობისა და საზღვრებზე უკანონო იარაღის, ნარკოტიკებისა და საშიში ნივთიერებების შემოდინების შემცირების საქმეში, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან ბევრად უფრო ღრმა და ფართოა, ვიდრე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. სწორედ ამიტომაა, რომ ქართველ პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრს ვაკეთებთ საქართველოს ეკონომიკის სტიმულირების, საქართველოს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის, განათლების სისტემის ყველა დონის გაუმჯობესებისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის. შეერთებულ შტატებს აღელვებს საქართველოს პროგრესი, რადგან ჩვენ ვზრუნავთ ქართველ ხალხზე და გვჯერა, რომ ქართველები იმსახურებენ თავიანთ მიზნების განხორციელებას და ტრანს-ატლანტიკური ოჯახის სრულფასოვან წევრობას.

მეორე, კრიტიკული ფაქტორი, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობას, არის ჩვენი საერთო დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ღირებულებები, რაც ბუნებრივ პარტნიორებად გვაქცევს ამ რთულ სამეზობლოში. ამერიკელები აღფრთოვანებულნი არიან ქართველების მზადყოფნით იბრძოლონ თავიანთი დამოუკიდებლობის, სამშობლოსა და უნიკალური კულტურის დასაცავად. ამერიკელები და ქართველები იზიარებენ თავისუფლების სიყვარულს და დემოკრატიაში ცხოვრების სურვილს, სადაც ადამიანის ძირითადი უფლებები დაცულია. ეს არის ღირებულებები თამარ მეფისა და მისი კრებების, სულხან საბა-ორბელიანის, რომელიც თავისი დიპლომატიური უნარის გამოყენებით ესწრაფოდა საქართველოს ევროპულ მომავალს, ილია ჭავჭავაძის, რომელმაც თავისი პროგრესული რეფორმებით ერის მამის სახელი დაიმკვიდრა და სხვა მრავალი დიდი ქართველისა, რომელთაც ესმოდათ, რომ ინსტიტუტების განვითარება ამ ღირებულებების გამოხატვისა და დაცვისთვის თავისუფლების, კეთილდღეობის, მშვიდობისა და ადამიანური ღირსების გასაღებია. სწორედ ამ დემოკრატიული ტრადიციის გამო შეაქო ჯორჯ უ. ბუშმა საქართველო და უწოდა დემოკრატიის შუქურა, 2005 წელს საქართველოში ვიზიტის დროს.

საქართველოს ევროპული ფესვები ღრმა და ძლიერია, მკაფიო გეზით დასავლეთისკენ. 100 წელზე მეტი ხნის წინ ნოე ჟორდანიამ სიტყვით გამოსვლისას, განმარტა ახლად დამოუკიდებელმა საქართველომ რატომ თქვა უარი საბჭოთა რუსეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაზე. /ნოე ჟორდანია ამბობდა/ „ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კავშირი გავწყვიტოთ ევროპასთან, როგორც მათ (რუსეთს) აქვთ ეს კავშირი გაწყვეტილი და პირი ვიბრუნოთ აღმოსავლეთისაკენ… როგორც ხედავთ, საქართველოს და რუსეთის გზები აქაც გაიყარნენ. ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ“. ანალოგიურად, ილია ჭავჭავძემ ცხადყო, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია სრულად თავსებადია საქართველოს კულტურისა და ტრადიციების პატივისცემასთან და რომ ძლიერი, დამოუკიდებელი ინსტიტუტები უკეთ იცავენ თავისუფლებას, ვიდრე ძლიერი პიროვნული თვისებების მქონე ხისტი აზროვნების ლიდერები. ისტორია გვიჩვენებს, რომ მოსკოვმა უარი თქვა საქართველოს დამოუკიდებლობის არჩევანზე და მოგვიანებით შეიჭრა საქართველოში, თუმცა ქართველ ხალხს ეს არ დავიწყებია.

საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღდგენის ხანგრძლივი ისტორია დამპყრობლების წინააღმდეგ გაგრძელდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომაც და რჩება ახლაც. ქართველმა ხალხმა გაბედულად წარმოაჩინა ღირებულებებისადმი ერთგულება და დაადასტურა სურვილი, საქართველო იყოს სრულად ინტეგრირებული დემოკრატიული სახელმწიფო ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში. მათთვის მიუღებელია შეჭრა, ოკუპაცია, გავლენის სფეროები და რეპრესიები და დაჟინებით მოითხოვენ თავისუფლებას, სუვერენიტეტს, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვას. მაშინაც კი, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ თავისი აგრესიული ქმედებებით ემუქრება ევროპის 75-წლიან უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, საქართველო რჩება ურყევი ამ ღირებულებებისა და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ერთგულების მიმართ. ეს მტკიცე გადაწყვეტილება განაპირობებს იმას, რომ შეერთებული შტატები დგას ქართველ ხალხთან ერთად და მხარს უჭერს მათ, ვინც იცავს ჩვენს საერთო ღირებულებებს, რთული გეოპოლიტიკური გარემოს და მოწინააღმდეგეების მიუხედავად, რომლებიც იძულებითა და აგრესიით ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შელახვას.

როგორც სტრატეგიულმა პარტნიორებმა, საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცეს, რომ ეფექტურად იბრძვიან რეგიონალური და გლობალური საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ ერთობლივი სარგებელისთვის – იქნება ეს შავი ზღვის ღიაობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება; უკანონო ნარკოტიკებისა და იარაღის შემოსვლის აღკვეთა თუ საერთაშორისო კრიმინალური ქსელების წინააღმდეგ მოქმედება. საერთო ინტერესები და საერთო ღირებულებები გვაქცევს ბუნებრივ პარტნიორებად, ვმუშაობთ რა, დიპლომატიის გზით ისეთ საერთაშორისო ფორუმებზე, როგორიცაა გაერო და ეუთო, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, მშვიდობის, ეკონომიკური ზრდისა და დემოკრატიის, კორუფციასთან ბრძოლისა და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშესაწყობად. შეერთებული შტატები აცნობიერებს, რომ ჩვენი ალიანსებისა და პარტნიორობის გლობალური ქსელი ჩვენი უდიდესი ძალაა და საქართველო ამ ქსელის ღირებული ნაწილია. სწორედ ამიტომ, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, სადაც მოკავშირეები ერთობლივად მუშაობენ მშვიდობისა და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამ გზით ინარჩუნებენ ჩვენი ერები ცხოვრების იმ წესს, რომელსაც ასე ვუფრთხილდებით და ვაფასებთ. საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ესწრაფოდა, მათ შორის მეფე დავითის დროსაც, მეზობლებთან ამ ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს. ერთად ჩვენ უფრო ძლიერნი ვართ.

მომდევნო 30 და მისი შემდგომი წლების ჩვენეული ხედვა ოპტიმისტურია, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას, ძლიერ, ჯანსაღ დემოკრატიასა და კეთილდღეობას რეგიონში, თუმცა ის დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, რომლებიც დღეს საჭიროებს გადაჭრას. საქართველოს ეკონომიკისთვის რთულია სათანადო ეკონომიკური შესაძლებლობების შეთავაზება, რათა ბევრმა ნიჭიერმა მოქალაქემ არ დატოვოს ქვეყანა. გარდა ამისა, საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები კვლავ არ არის საკმარისად განვითარებული და ვერ პასუხობს დემოკრატიულ იდეალებს, რასაც კიდევ უფრო აფერხებს უაღრესად ტენდენციური და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო.

როგორც ბოლო დროს ბევრი ქვეყნის მაგალითზე ვიხილეთ, მიუკერძოებელი დემოკრატიული ინსტიტუტები საუკეთესო დაცვაა ავტოკრატიული ტენდენციებისგან და მათგან, ვინც თითქმის ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ ეს არაშორსმჭვრეტელი ტენდენციები წარმოუდგენლად საშიშია და საფრთხის ქვეშ აყენებს ბოლო 30 წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს. როგორც ჩანს, ავტოკრატიულ კრემლს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გამოიყენოს თავისი ძალაუფლების ფართო სპექტრი დაბნეულობის გასაღვივებლად და განხეთქილების გასაღრმავებლად, რაც საქართველოს სუვერენიტეტის, ერთიანობისა და სტაბილურობის შელახვას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველო თავისი ტერიტორიის თითქმის 20%-ის ოკუპაციას ებრძვის, საქართველოს მოსახლეობას სჭირდება ერთიანობა და სიმტკიცე გარე მტრების წინააღმდეგ.

ამ გამოწვევას საქართველო კარგად იცნობს, რომლის წინაშეც საუკუნეების მანძილზე არაერთხელ მდგარა – ჯერ კიდევ 19 საუკუნეში, როდესაც რუსეთმა 1801 წელს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევით მოახდინა ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია, შემდეგ 1921 წელს, როდესაც კრემლი შეიჭრა და დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მოსკოვის ხელშეკრულების დარღვევით და, რა თქმა უნდა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, 2008 წელს.

რუსეთის აგრესიული, დესტაბილიზაციის გამომწვევი ქცევა არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოთი, როგორც ვნახეთ. ჩვენ ვდგავართ ამბოხებული, რევანშისტული რუსეთის წინაშე, რომელსაც განზრახული აქვს თავისი იმპერიის აღდგენა გავლენის პრივილეგირებული სფეროს დამყარების გზით. რუსეთი გამუდმებით არღვევს ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს, მიუხედავად იმისა, რომ მას ვალდებულებები აქვს აღებული მათ დასაცავად. რუსეთმა ცხადად აჩვენა, რომ არ სცემს პატივს საქართველოსა და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს. ეს არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც ოკუპირებული აქვს სხვა სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიები. ეს არის ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თავს უყრის ჯარებს მეზობლის საზღვარზე. სწორედ რუსეთმა გაანადგურა საქართველოს პირველი რესპუბლიკა 1921 წელს, შეურაცხჰყო საქართველოს ეკლესიები და ჰქონდა ქართული ენის ჩახშობის წარუმატებელი მცდელობა. რუსეთის მხრიდან საქართველოს კულტურის, რწმენის, ენისა და ტრადიციებისადმი უპატივცემულობისგან, სრულიად განსხვავებით შეერთებულ შტატები, ევროპა და საქართველო კეთილდღეობის, თავისუფლებისა და ღირსების საერთო ხედვას იზიარებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინაშე მრავალი გამოწვევაა, ჩვენ ასევე გვაქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები. ყველაზე ნიშანდობლივია, რომ ქართველი და ამერიკელი ხალხი გაერთიანებულია ჩვენი საერთო ძალისხმევის ირგვლივ. 30 წლის მანძილზე, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ არის აქ, საქართველოში, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ხალხის მოთხოვნით, ერთობლივი ძალისხმევით დემოკრატიის და ეკონომიკის გასაძლიერებლად და გეოპოლიტიკური გამოწვევების გადასაჭრელად. არსებობს დიდი ინტერესი და ორპარტიული მხარდაჭერა ჩვენი მიზნებისადმი, აშშ-ის როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ შტოებში, რაც ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებებიდან მომდინარეობს. ვამაყობთ, რომ ჩვენი 30 წლიანი თანამშრომლობის შედეგად, დავიმსახურეთ ქართველი ხალხის ნდობა და მეგობრობა. არსებობს ნდობისა და პატივისცემის ღრმა რეზერვი, რომელიც განვითარდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვუწევდით რა მეგზურობას საქართველოს გარდაქმნების რთულ გზაზე. ეს ნდობა და პატივისცემა ჩვენთვის ძვირფასია. შეერთებულ შტატებს უდიდესი ინტერესი აქვს, რომ საქართველომ თავისი ტრანსატლანტიკურ მიზნებს მიაღწიოს.

საქართველომ განავითარა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და ბევრი წარმატებული ბიზნესი, რომლებსაც სურთ ერთობლივი პარტნიორული მუშაობა. ასევე, არსებობს აშშ-ის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების 6000-ზე მეტი კურსდამთავრებულის ქსელი. ისინი თითქმის ყველა სექტორში მუშაობენ და ყველაზე ერთგულ და დინამიურ ადამიანებს შორის არიან, ვისაც აქ შევხვედრილვარ. ისინი საზღვარგარეთ მიღებულ უნარებსა და გამოცდილებას საქართველოს გამოწვევებზე სამუშაოდ იყენებენ.

ქართველებმა გამოსცადეს საბჭოთა ზეწოლა ქართულ ენაზე და ეკლესიის ნგრევა. თქვენ ნახეთ, როგორ ატერორებდნენ კანონიერი ქურდები ჩვეულებრივ მოქალაქეებს და ძირავდნენ ქვეყანას უკანონობაში. თქვენ გინახავთ ომი, ბრძოლა, პოლიტიკური არეულობა, რევოლუცია, მაგრამ ასევე ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა. ეს არის რეალური პროგრესი. განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა, არის მოწოდებები კიდევ ბევრისკენ, რათა შენარჩუნდეს მუხტი საქართველოს უნიკალური კულტურის, რწმენისა და ტრადიციების მყარ საძირკველზე თანამედროვე, აყვავებული, ინკლუზიური ქვეყნის მშენებლობისთვის. მთელი ამ მღელვარე პერიოდის განმავლობაში, შეერთებული შტატები მხარს უჭერდა ქართველ ხალხს.

ოცდაათი წელი. ეს ხანგრძლივი დროა, მაგრამ ამავდროულად მხოლოდ დასაწყისია. შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ მომავალი წლების განმავლობაში იდგება ქართველი ხალხის გვერდით, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს საერთო ღირებულებებს და გააძლიეროს მათ დასაცავად აუცილებელი ინსტიტუტები. ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა საქართველოს ეკონომიკის სტიმულირებისა და დივერსიფიკაციისთვის, რათა შეიქმნას უკეთესი სამუშაო ადგილები და მეტი შესაძლებლობები ქართველებისთვის. ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ 30 წლიან ერთობლივი მუშაობის შესანიშნავ პროგრესს. მოუთმენლად ველით საქართველოს მიღწევების აღნიშვნას, როგორც მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. საქართველოს წარმატება, როგორც აყვავებული, უსაფრთხო, ძლიერი დემოკრატიისა, ჩვენს ორივე ქვეყანას აძლიერებს”, - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაში.