მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 2 პირს ბრალი დაუმძიმდა - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა?
შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 2 პირს ბრალი დაუმძიმდა - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა?

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ორ პირს ბრალ­დე­ბა და­უმ­ძი­მა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2021 წლის 18 ოქ­ტომ­ბერს, ბ.ლ. და ბ.ხ. ამ უკა­ნას­კნე­ლის მარ­თვის ქვეშ მყო­ფი ავ­ტო­მან­ქა­ნით, ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით, მის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­ვიდ­ნენ. ბ.ლ. კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზოს­თან ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას და­ე­ლო­და და მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნი­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან მძი­მე ხა­რის­ხის მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, შემ­დეგ კი ბ.ხ.-სთან ერ­თად ავ­ტო­მო­ბი­ლით შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

იმა­ვე დღეს ბ.ხ., რო­მე­ლიც ლ.რ.-ს ბი­ნა­ში იმა­ლე­ბო­და, ჩხრე­კის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მი­სულ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს თავს და­ეს­ხა, რა დრო­საც მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნი­ლი ხელ­ყუმ­ბა­რა საბ­რძო­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­იყ­ვა­ნა, ხოლო მას შემ­დეგ რაც ლ.რ.-მ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს ბ.ხ.-ს და­კა­ვე­ბა­ში ხელი შე­უ­შა­ლა, ეს უკა­ნას­კნე­ლი აივ­ნი­დან გა­დახ­ტა, ხოლო ხელ­ყუმ­ბა­რა კორ­პუ­სის ქვე­მოთ მდგო­მი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ის­რო­ლა, ხელ­ყუმ­ბა­რა არ აფეთ­ქდა და იქვე მდე­ბა­რე ავ­ტო­ფა­რე­ხის თავ­ზე და­ე­ცა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბ.ხ. და ბ.ლ. 18 ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბ.ლ.-ს პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით, 3,85 გრ. ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბა „ჰე­რო­ი­ნი“ ამო­ი­ღეს.

გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში და­მა­ტე­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ბ.ლ.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით (მკვლე­ლო­ბა ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად), 236-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად) და 260-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა) წა­რედ­გი­ნა.

ხოლო ბ.ხ.-ს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით (მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად), 236-ე მუხ­ლის მე­სა­მე, მე­ო­თხე და მე­ექ­ვსე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბა ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად) და 19-353 პრი­მა მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით (პო­ლი­ცი­ე­ლის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მცდე­ლო­ბა, პო­ლი­ცი­ე­ლის სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით) წა­რედ­გი­ნა.

ორი­ვე ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ამა­ვე საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ლ.რ-ს, მას ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით ( პო­ლი­ცი­ის მუ­შა­კის მი­მართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­წყვე­ტის მიზ­ნით, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით), 260-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა შე­ნახ­ვა) და 265-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შემ­ცვე­ლი მცე­ნა­რის უკა­ნო­ნო და­თეს­ვა და მოყ­ვა­ნა) აქვს წარ­დგე­ნი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუა
0

ადრე თუ გვიან აღიარებენ დამკვეთის ვინაობას აუცილებლად

ნარი
0

და რატო მოკლესსს ვიდზე არ მოეწონატოო. რა სუსტი გამოძიებაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 2 პირს ბრალი დაუმძიმდა - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა?

შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 2 პირს ბრალი დაუმძიმდა - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა?

საქართველოს პროკურატურამ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება დაუმძიმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს, ბ.ლ. და ბ.ხ. ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, ანასტასია შატალოვას განზრახ მოკვლის მიზნით, მის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ. ბ.ლ. კორპუსის სადარბაზოსთან ანასტასია შატალოვას დაელოდა და მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი ბ.ხ.-სთან ერთად ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

იმავე დღეს ბ.ხ., რომელიც ლ.რ.-ს ბინაში იმალებოდა, ჩხრეკის ჩასატარებლად მისულ პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა, ხოლო მას შემდეგ რაც ლ.რ.-მ პოლიციის თანამშრომლებს ბ.ხ.-ს დაკავებაში ხელი შეუშალა, ეს უკანასკნელი აივნიდან გადახტა, ხოლო ხელყუმბარა კორპუსის ქვემოთ მდგომი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით ისროლა, ხელყუმბარა არ აფეთქდა და იქვე მდებარე ავტოფარეხის თავზე დაეცა.

სამართალდამცველებმა ბ.ხ. და ბ.ლ. 18 ოქტომბერს დააკავეს. სამართალდამცველებმა ბ.ლ.-ს პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 3,85 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.

გამოძიების პროცესში დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბ.ლ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება, ჩადენილი ჯგუფურად) და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა) წარედგინა.

ხოლო ბ.ხ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მესამე, მეოთხე და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) და 19-353 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა.

ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

რაც შეეხება ამავე საქმეზე დაკავებულ ლ.რ-ს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ( პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით), 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვა) და 265-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) აქვს წარდგენილი.